№ა-1628-შ-48-2014 27 თებერვალი, 2015 წელი,
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
განცხადების ავტორი - ლ. კ-ა
მოწინააღმდეგე მხარე - ვ. მ-ა
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასაც მხარე მოითხოვს - აშშ-ს კალიფორნიის შტატის სან-ფრანცისკოს ოლქის უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილება
დავის საგანი – განქორწინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
აშშ-ს კალიფორნიის შტატის სან-ფრანცისკოს ოლქის უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილებით ლ. კ-ასა და ვ. მ-ას შორის ქორწინება შეწყდა.
საქართველოს უზენაეს სასამართლოს განცხადებით მომართა ლ. კ-ამ და მოითხოვა დასახელებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი გადაწყვეტილებით დასტურდება, რომ ის კანონიერ ძალაშია შესული 2011 წლის 15 ნოემბრიდან.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 23 მაისის განჩინებით ლ. კ-ას დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში წარმოედგინა იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ რომ მხარეები სან-ფრანცისკოს ოლქის უზენაეს სასამართლოში საქმის განხილვის თაობაზე გაფრთხილებული იყვნენ კანონით დადგენილი წესით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ლ. კ-ას შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
აშშ-ს კალიფორნიის შტატის სან-ფრანცისკოს ოლქის უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილებით ლ. კ-ასა და ვ. მ-ას შორის ქორწინება შეწყდა.
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, შესაბამისად, აშშ-ს კალიფორნიის შტატის სან-ფრანცისკოს ოლქის უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილება ცნობილ უნდა იქნეს საქართველოს ტერიტორიაზე.
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ კანონის 69-ე მუხლის მიხედვით, განქორწინების საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობის შესახებ სავალდებულოა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ლ. კ-ას შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;
2. აშშ-ს კალიფორნიის შტატის სან-ფრანცისკოს ოლქის უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც ლ. კ-სა და ვ.მ-ას შორის ქორწინება შეწყდა, ცნობილ იქნეს საქართველოს ტერიტორიაზე;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები ბ. ალავიძე
პ. ქათამაძე