Facebook Twitter

№ა-1869-შ-54-2014 27 თებერვალი, 2015 წელი,

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

განცხადების ავტორი - ჯ. გ-ი

მოწინააღმდეგე მხარე - ე. ა-ი

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასაც მხარე მოითხოვს - ისრაელის აშდოდის ოჯახურ საქმეთა სასამართლოს 2013 წლის 6 იანვრის გადაწყვეტილება

დავის საგანი – განქორწინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ისრაელის აშდოდის ოჯახურ საქმეთა სასამართლოს 2013 წლის 6 იანვრის გადაწყვეტილებით შეწყდა ქორწინება ჯ. ბ-სა და ე. ა-ს შორის.

საქართველოს უზენაეს სასამართლოს განცხადებით მომართა ჯ. გ-მა და მოითხოვა დასახელებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი გადაწყვეტილებით დასტურდება, რომ ის კანონიერ ძალაშია შესული და მხარეები ინფორმირებული იყვნენ საქმის განხილვის თაობაზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ჯ.გ-ს შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

ისრაელის აშდოდის ოჯახურ საქმეთა სასამართლოს 2013 წლის 6 იანვრის გადაწყვეტილებით შეწყდა ქორწინება ჯ. ბ-სა და ე. ა-ს შორის.

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, შესაბამისად, ისრაელის აშდოდის ოჯახურ საქმეთა სასამართლოს 2013 წლის 6 იანვრის გადაწყვეტილება ცნობილ უნდა იქნეს საქართველოს ტერიტორიაზე.

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ კანონის 69-ე მუხლის მიხედვით, განქორწინების საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობის შესახებ სავალდებულოა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით, და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ჯ. გ-ს შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს

2. ცნობილ იქნეს საქართველოს ტერიტორიაზე ისრაელის აშდოდის ოჯახურ საქმეთა სასამართლოს 2013 წლის 6 იანვრის გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც შეწყდა ქორწინება ჯ. ბ-სა და ე. ა-ს შორის;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები ბ. ალავიძე

პ. ქათამაძე