№ა-2475-შ-75-2014 27 თებერვალი, 2015 წელი,
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
განცხადების ავტორი - ე. გ-ო
წარმომადგენელი - რ. ჩ-ე
მოწინააღმდეგე მხარე - ვ. ხ-ი
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასაც მხარე მოითხოვს - უკრაინის ხმელნიცკის ოლქის ხმელნიცკის საქალაქო-რაიონული სასამართლოს 2014 წლის 4 თებერვლის გადაწყვეტილება
დავის საგანი - თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
უკრაინის ხმელნიცკის ოლქის ხმელნიცკის საქალაქო რაიონული სასამართლოს 2014 წლის 4 თებერვლის გადაწყვეტილებით ე. გ-ოს სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მოპასუხეებს ვ. ხ-სა და დ. ლ-ოს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 50 000 აშშ დოლარის გადახდა. მოპასუხეებს ასევე დაეკისრათ სახელმწიფო ბაჟი - 1720,50 გრივნი თითოეულს.
საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა ე.გ-ოს წარმომადგენელმა რ. ჩ-ემ და მოითხოვა დასახელებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.
შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი მასალებით დასტურდება, რომ გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული, არ აღსრულებულა უკრაინის ტერიტორიაზე და მხარეები ესწრებოდნენ საქმის განხილვას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატა გაეცნო რა წარმოდგენილ შუამდგომლობას და თანდართულ მასალებს, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აღნიშნული შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
უკრაინის ხმელნიცკის ოლქის ხმელნიცკის საქალაქო რაიონული სასამართლოს 2014 წლის 4 თებერვლის გადაწყვეტილებით ე. გ-ოს სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მოპასუხეებს ვ. ხ-სა და დ. ლ-ოს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 50 000 აშშ დოლარის გადახდა. მოპასუხეებს ასევე დაეკისრათ სახელმწიფო ბაჟი - 1720,50 გრივნი თითოეულს.
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს სასამართლოებს საერთაშორისო კომპეტენცია აქვთ იმ შემთხვევაში, თუ მოპასუხე რამდენიმე პირია და ერთ-ერთ მათგანს საცხოვრებელი ადგილი, რეზიდენცია ან ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი საქართველოში აქვს.
მოცემულ შემთხვევაში დგინდება, რომ მოპასუხე ვ.ხ-ს ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი საქართველოში აქვს.
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, გარდა იმავე მუხლის მე-2 პუნქტში ჩამოთვლილი გამონაკლისებისა.
იმავე კანონის 70-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მიხედვით, სამოქალაქო და შრომის სამართლის საქმეებზე უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულება ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ ისინი ექვემდებარება აღსრულებას. აღსრულებაზე გადაწყვეტილება მიიღება დაინტერესებული მხარის მიერ შესაბამისი შუამდგომლობის აღძვრის შემდეგ.
პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-2 ნაწილში ჩამოთვლილი გადაწყვეტილების ცნობის დამაბრკოლებელი გარემოებები, ამასთან უკრაინის ხმელნიცკის ოლქის ხმელნიცკის საქალაქო რაიონული სასამართლოს 2014 წლის 4 თებერვლის გადაწყვეტილება ექვემდებარება აღსრულებას და მხარეს აღძრული აქვს შესაბამისი შუამდგომლობა.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, პალატა მიიჩნევს, რომ უკრაინის ხმელნიცკის ოლქის ხმელნიცკის საქალაქო რაიონული სასამართლოს 2014 წლის 4 თებერვლის გადაწყვეტილება ცნობილ უნდა იქნეს საქართველოს ტერიტორიაზე და მიექცეს აღსასრულებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-70 მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ე. გ-ოს წარმომადგენელ რ. ჩ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;
2. უკრაინის ხმელნიცკის ოლქის ხმელნიცკის საქალაქო-რაიონული სასამართლოს 2014 წლის 4 თებერვლის N.... გადაწყვეტილება ცნობილ იქნეს საქართველოს ტერიტორიაზე და მიექცეს აღსასრულებლად;;
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები ბ. ალავიძე
პ. ქათამაძე