Facebook Twitter

№ა-2743-შ-62-2013 2 თებერვალი, 2015 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – გ. ბ-ე

განხილვის საგანი – რუსეთის ფედერაციის ქ.სოჭის ხოსტის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილების (საქმე № 2-1767/12) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

რუსეთის ფედერაციის ქ.სოჭის ხოსტის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილებით დადგინდა იურიდიული ფაქტი გ. ა. ძე ბ-ის მიერ აშკარად ყალბი დოკუმენტების (ცნობა ფ-9 №000078-ის, სერია AБ №059929-ის შემცველი დაბადების მოწმობის, ქ.სოხუმის ადმინისტრაციის საბინაო სამმართველოს №3 სახლთმმართველობიდან 2006 წლის 24 ივნისის №716 ცნობის) წარდგენის თაობაზე.

გ. ბ-მ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ზემომითითებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 1 ოქტომბრის განჩინებით გ. ბ-ის შუამდგომლობა მიღებულ იქნა წარმოებაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ გ. ბ-ის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ რუსეთის ფედერაციის ქ.სოჭის ხოსტის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილებით (საქმე № 2-1767/12) დადგინდა იურიდიული ფაქტი გ. ა. ძე ბ-ის მიერ აშკარად ყალბი დოკუმენტების (ცნობა ფ-9 №000078-ის, სერია AБ №059929-ის შემცველი დაბადების მოწმობის, ქ.სოხუმის ადმინისტრაციის საბინაო სამმართველოს №3 სახლთმმართველობიდან 2006 წლის 24 ივნისის №716 ცნობის) წარდგენის თაობაზე.

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოთ დასახელებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს.

ამდენად, რუსეთის ფედერაციის ქ.სოჭის ხოსტის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილება, რომლითაც დადგინდა იურიდიული ფაქტი გ. ა. ძე ბ-ის მიერ აშკარად ყალბი დოკუმენტების (ცნობა ფ-9 №000078-ის, სერია AБ №059929-ის შემცველი დაბადების მოწმობის, ქ.სოხუმის ადმინისტრაციის საბინაო სამმართველოს №3 სახლთმმართველობიდან 2006 წლის 24 ივნისის №716 ცნობის) წარდგენის თაობაზე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნას ცნობილი საქართველოს ტერიტორიაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გ. ბ-ის შუამდგომლობა რუსეთის ფედერაციის ქ.სოჭის ხოსტის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილების (საქმე № 2-1767/12) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დაკმაყოფილდეს;

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას რუსეთის ფედერაციის ქ.სოჭის ხოსტის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილება (საქმე № 2-1767/12), რომლითაც დადგინდა იურიდიული ფაქტი გ. ა. ძე ბ-ის მიერ აშკარად ყალბი დოკუმენტების (ცნობა ფ-9 №000078-ის, სერია AБ №059929-ის შემცველი დაბადების მოწმობის, ქ.სოხუმის ადმინისტრაციის საბინაო სამმართველოს №3 სახლთმმართველობიდან 2006 წლის 24 ივნისის №716 ცნობის) წარდგენის თაობაზე.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

ბ. ალავიძე