Facebook Twitter

№ა-3293-შ-94-2014 27 თებერვალი, 2015 წელი,

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

განცხადების ავტორი - ს. ს-ი, ფსკოვის ოლქის ბეჟანიცის რაიონის სასამართლოს N1 სასამართლო განყოფილების მომრიგებელი მოსამართლე ე.პ-ო (სასამართლო ხარჯების დაკისრების ნაწილში)

მოწინააღმდეგე მხარე - მ. ს-ი

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასაც მხარე მოითხოვს - ფსკოვის ოლქის ბეჟანიცის რაიონის სასამართლოს N1 სასამართლო განყოფილების 2014 წლის 28 მაისის გადაწყვეტილება

დავის საგანი - ალიმენტის გადახდა, სასამართლო ხარჯების ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ფსკოვის ოლქის ბეჟანიცის რაიონის სასამართლოს N1 სასამართლო განყოფილების 2014 წლის 28 მაისის გადაწყვეტილებით მ. ს-ს დაეკისრა ს. ს-ის სასარგებლოდ არასრულწლოვანი შვილის, მ.ს-ის შენახვისათვის ალიმენტი ყოველთვიურად, ყოველგვარი შემოსავალის ¼ 2014 წლის 17 აპრილიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე, მასვე დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის, 100 რუბლის, ანაზღაურება.

საქართველოს უზენაეს სასამართლოს განცხადებით მომართა ს. ს-მა და მოითხოვა ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების ალიმენტის დაკისრების ნაწილში საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება. სასამართლოს ასევე მომართა ფსკოვის ოლქის ბეჟანიცის რაიონის სასამართლოს N1 სასამართლო განყოფილების მომრიგებელმა მოსამართლე ე.პ-ომ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების სასამართლო ხარჯების დაკისრების ნაწილში ცნობისა და აღსრულების მოთხოვნით.

განცხადებაზე თანდართული მასალებით დასტურდება, რომ გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა, რუსეთის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა და მ. ს-ს ეცნობა საქმის განხილვის თაობაზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო რა წარმოდგენილ შუამდგომლობას და თანდართულ მასალებს, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აღნიშნული შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს.

„სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ მინსკის კონვენციის 53-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შუამდგომლობა გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების ნებართვის თაობაზე წარედგინება ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტურ სასამართლოს, სადაც გადაწყვეტილება აღსრულებას ექვემდებარება. იგი ასევე შეიძლება წარედგინოს სასამართლოში, სადაც გამოტანილ იქნა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება. ეს სასამართლო შუამდგომლობას გადასცემს სასამართლოს, რომელიც კომპეტენტურია გამოიტანოს გადაწყვეტილება ამ შუამდგომლობაზე.

იმავე კონვენციის 54-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი, სასამართლო, რომელიც განიხილავს შუამდგომლობას გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების ნებართვისა და აღიარების თაობაზე, შემოიფარგლება იმის დადგენით, რომ წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებული პირობები დაცულია. იმ შემთხვევაში თუ პირობები დაცულია, სასამართლოს გამოაქვს გადაწყვეტილება იძულებითი აღსრულების შესახებ.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა აკმაყოფილებს ზემოაღნიშნული კონვენციის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არც კონვენციის 55-ე მუხლით გათვალისწინებული შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი არსებობს.

კონვენციის 53-ე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით იძულებითი აღსრულების წესი განისაზღვრება იმ ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობით, რომლის ტერიტორიაზეც უნდა განხორციელდეს იძულებითი აღსრულება.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ს. ს-ისა და ფსკოვის ოლქის ბეჟანიცის რაიონის სასამართლოს N1 სასამართლო განყოფილების მომრიგებელი მოსამართლე ე.პ-ოს (სასამართლო ხარჯების დაკისრების ნაწილში) შუამდგომლობა ფსკოვის ოლქის ბეჟანიცის რაიონის სასამართლოს N1 სასამართლო განყოფილების 2014 წლის 28 მაისის გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საქართველოს უზენასმა სასამართლომ იხელმძღვანელა „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ კონვენციის 53-ე, 54-ე მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ს. ს-ისა და ფსკოვის ოლქის ბეჟანიცის რაიონის სასამართლოს N1 სასამართლო განყოფილების მომრიგებელი მოსამართლე ე.პ-ოს (სასამართლო ხარჯების დაკისრების ნაწილში) შუამდგომლობები დაკმაყოფილდეს;

2. ფსკოვის ოლქის ბეჟანიცის რაიონის სასამართლოს N1 სასამართლო განყოფილების 2014 წლის 28 მაისის ....გადაწყვეტილება ცნობილ იქნეს საქართველოს ტერიტორიაზე და მიექცეს აღსასრულებლად;

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები ბ. ალავიძე

პ. ქათამაძე