საქმე №ა-3616-შ-100-2014 13 თებერვალი, 2015 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, თეიმურაზ თოდრია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – კომანდიტური ამხანაგობა „ბვ-ტ-ი“ (BV-T-e Ky)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „T-O100.GE” (ს/კ ...........)
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს – ქალაქ სანქტ-პეტერბურგისა და ლენინგრადის ოლქის საარბიტრაჟო სასამართლოს 2014 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
კომანდიტურმა ამხანაგობამ „ბვ-ტ-მა“ (BV-T-e Ky) სარჩელი აღძრა საარბიტრაჟო სასამართლოში შპს „T-O100.GE-ის” მიმართ 916268 რუბლისა და 80 კაპიკის ოდენობით დავალიანებისა და 121863 რუბლისა და 91 კაპიკის ოდენობით საურავის გადახდევინების შესახებ, რუსეთის ფედერაციის საარბიტრაჟო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნების მოცულობის გათვალისწინებით.
ქალაქ სანქტ-პეტერბურგისა და ლენინგრადის ოლქის საარბიტრაჟო სასამართლოს 2014 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილებით შპს „T-O100.GE-”ის კომანდიტური ამხანაგობა „ბვ-ტ-ის“ (BV-T-e Ky) სასარგებლოდ დაეკისრა დავალიანების გადახდა 916268 რუბლისა და 80 კაპიკის, საურავის გადახდა 121863 რუბლისა და 91 კაპიკის და სახელმწიფო ბაჟის ხარჯების გადახდა 22241 რუბლისა და 64 კაპიკის ოდენობით. ამავე გადაწყვეტილებით შპს „T-O100.GE-”ს ფედერალური ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის გადახდა 1139 რუბლისა და 68 კაპიკის ოდენობით.
კომანდიტურმა ამხანაგობა „ბვ-ტ-მა“ (BV-T-e Ky) საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარდგენილი შუამდგომლობით მოითხოვა ქალაქ სანქტ-პეტერბურგისა და ლენინგრადის ოლქის საარბიტრაჟო სასამართლოს 2014 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება თანხის დაკისრების თაობაზე.
შუამდგომლობაზე დართული დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ ქალაქ სანქტ-პეტერბურგისა და ლენინგრადის ოლქის საარბიტრაჟო სასამართლოს 2014 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილების გამოტანამდე საქმის წარმოების თაობაზე გაფრთხილებული იყო მოპასუხე შპს „T-O100.GE”, მას ჩაბარდა საქმის მასალები ქ. თბილისში, ვ. გამზ. მე-... კვარტალი, კორპუსი 14, ბ. 33-ში, 2014 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული და მისი აღსრულება რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ვერ განხორციელდა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 27 ნოემბრის განჩინებით კომანდიტური ამხანაგობა „ბვ-ტ-ის“ (BV-T-e Ky) შუამდგომლობა წარმოებაში იქნა მიღებული.
ზემოაღნიშნული განჩინების, შუამდგომლობისა და თანდართული მასალების ასლები მოპასუხე შპს „T-O100.GE”-ს, გაეგზავნა 2014 წლის 8 დეკემბერს და ჩაბარდა 2015 წლის 29 იანვარს, თუმცა მას განჩინებით განსაზღვრულ ვადაში აღნიშნულ შუამდგომლობაზე აზრი არ გამოუთქვამს, ასევე, არ მოუთხოვია საქმის ზეპირი განხილვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ შუამდგომლობას და თანდართულ მასალებს და მივიდა დასკვნამდე, რომ კომანდიტური ამხანაგობა „ბვ-ტ-ის“ (BV-T-e Ky) შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, ქალაქ სანქტ-პეტერბურგისა და ლენინგრადის ოლქის საარბიტრაჟო სასამართლოს 2014 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილება ცნობილ იქნას და აღსასრულებლად მიექცეს საქართველოს ტერიტორიაზე შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ ქალაქ სანქტ-პეტერბურგისა და ლენინგრადის ოლქის საარბიტრაჟო სასამართლოს 2014 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილებით შპს „T-O100.GE-”ის კომანდიტური ამხანაგობა „ბვ-ტ-ის“ (BV-T-e Ky) სასარგებლოდ დაეკისრა დავალიანების გადახდა 916268 რუბლისა და 80 კაპიკის, საურავის გადახდა 121863 რუბლისა და 91 კაპიკის და სახელმწიფო ბაჟის ხარჯების გადახდა 22241 რუბლისა და 64 კაპიკის ოდენობით. ამავე გადაწყვეტილებით შპს „T-O100.GE-”ს ფედერალური ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის გადახდა 1139 რუბლისა და 68 კაპიკის ოდენობით.
შუამდგომლობაზე დართული დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ ქალაქ სანქტ-პეტერბურგისა და ლენინგრადის ოლქის საარბიტრაჟო სასამართლოს 2014 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილების გამოტანამდე საქმის წარმოების თაობაზე გაფრთხილებული იყო მოპასუხე შპს „T-O100.GE”, მას ჩაბარდა საქმის მასალები კომპანიის იურიდიულ მისამართზე: ქ. თბილისში, ვ. გამზ. მე-.... კვარტალი, კორპუსი 14, ბ. 33-ში, 2014 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული და მისი აღსრულება რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არ განხორციელდა.
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია 68-ე მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ, მოცემულ შემთხვევაში, ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს. რაც შეეხება მითითებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულებას, პალატა ასევე მიიჩნევს, რომ არც ამ ნაწილში არსებობს შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი, ვინაიდან, „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამოქალაქო და შრომის სამართლის საქმეებზე უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულება ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ ისინი ექვემდებარება აღსრულებას, ამავე კანონის 71-ე მუხლით კი დადგენილია წინაპირობები, თუ რა შემთხვევაშია შესაძლებელი უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღსასრულებლად მიქცევა. საკასაციო პალატა საქმის მასალების ანალიზის საფუძველზე მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში კანონის ზემოხსენებული დანაწესები დაცულია. ამდენად, ქალაქ სანქტ-პეტერბურგისა და ლენინგრადის ოლქის საარბიტრაჟო სასამართლოს 2014 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნას ცნობილი და მიექცეს აღსასრულებლად საქართველოს ტერიტორიაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
პალატამ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე, 70-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. კომანდიტური ამხანაგობა „ბვ-ტ-ის“ (BV-T-e Ky) შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას და დაექვემდებაროს აღსრულებას ქალაქ სანქტ-პეტერბურგისა და ლენინგრადის ოლქის საარბიტრაჟო სასამართლოს 2014 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილება, რომლითაც: შპს „T-O100.GE-”ის კომანდიტური ამხანაგობა „ბვ-ტ-ის“ (BV-T-e Ky) სასარგებლოდ დაეკისრა დავალიანების გადახდა 916268 რუბლისა და 80 კაპიკის, საურავის გადახდა 121863 რუბლისა და 91 კაპიკის და სახელმწიფო ბაჟის ხარჯების გადახდა 22241 რუბლისა და 64 კაპიკის ოდენობით. აგრეთვე შპს „T-O100.GE-”ს რუსეთის ფედერაციის ფედერალური ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის გადახდა 1139 რუბლისა და 68 კაპიკის ოდენობით;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
თ. თოდრია