Facebook Twitter
№ას-104-99-2013 11 თებერვალი, 2013 წელი

№ას-1197-1142-2013 24 მარტი, 2015 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პაატა ქათამაძე (თავმჯ-დომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – შპს „პ. დ. ჯ-ი“, მ. ნ-ი

მოწინააღმდეგე მხარე – ნ. მ-ა

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 8 ოქტომბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და გაუქმებულ ნაწილში საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა ნ.მ-ამ მოპასუხეების – შპს „პ. დ. ჯ-ი-სა“ და მ. ნ-ის მიმართ და მოითხოვა მოპასუხეებისათვის მის სასარგებლოდ 38795 ლარის დაკისრება.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებით ნ. მ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 3 აპრილის დამატებითი გადაწყვეტილებით ნ. მ-ას მ. ნ-ის სასარგებლოდ დაეკისრა ამ უკანასკნელის მიერ იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯ-ის - 1000 ლარის გადახდა.

სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2013 წლის 3 აპრილის დამატებითი გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. მ-ამ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 8 ოქტომბრის გადაწყვეტილებით:

1. ნ. მ-ას სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;

2. სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება, ასევე ამავე სასამართლოს 2013 წლის 3 აპრილის დამატებითი გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება;

3. ნ. მ-ას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;

4. შპს „პ. დ. ჯ-ი-ს“ ნ. მ-ას სასარგებლოდ დაეკისრა 34595 ლარის გადახდა;

5. შპს „პ. დ. ჯ-ი-ს“ მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 4257.65 ლარის გადახდა, ამ უკანასკნელის მიერ გაღებული საპროცესო ხარჯ-ების ასანაზღაურებლად;

6. ნ. მ-ას ბიუჯ-ეტიდან დაუბრუნდა სახელმწიფო ბაჟის სახით ლ. ქ-ის მიერ 2012 წლის 6 ნოემბერს სს .... ბანკის“ მეშვეობით გადახდილი 1627 ლარიდან 461.85 ლარი;

7. შპს „პ. დ. ჯ-ი-სა“ და მ. ნ-ის 2013 წლის 3 აპრილის განცხადება დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე დარჩა განუხილველად;

8. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 30 ნოემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების ნაწილში ამავე სასამართლოს 2013 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება დარჩა უცვლად.

სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2011 წელს ნ.მ-ამ შპს ,,პ. დ. ჯ-ისაგან“ შეიძინა 23205 ლარის ღირებულების პ.ი ,,კუმარუ”, აგრეთვე – ამ პ.ის დაგებისათვის აუცილებელი, 2440 ლარის ღირებულების წებო;

შპს ,,პ. დ. ჯ-ის” დირექტორმა ა. ჩ-ემ ნ. მ-ას შესთავაზა შეძენილი პ.ის დაგება აღნიშნული საწარმოს მეშვეობით, რისთვისაც ნ. მ-ას წარუდგინა მ. ნ-ი, როგორც სპეციალისტი და უშუალოდ სამუშაოს შემსრულებელი;

მხარეები, ერთი მხრივ – ნ. მ-ა და მეორე მხრივ – შპს ,,პ. დ. ჯ-ი”, ზეპირი ფორმით შეთანხმდნენ, რომ პ.ი უნდა დაგებულიყო ნ. მ-ას კუთვნილ ორ საცხოვრებელ ბინაში (ქ.ბათუმში, ..... და...... მდებარე ბინა №... და ბინა №...);

შეთანხმებული სამუშაო შეასრულა შპს ,,პ. დ. ჯ-ის” სპეციალისტმა მ. ნ-მა, რომელმაც სამუშაოს შესრულებაში ასევე ჩააბა ვ. მ-ი და ბ. მ-ი (ეს უკანასკნელი ასევე დასაქმებული იყო შპს ,,პ. დ. ჯ-ი-ში”);

სამუშაოს შესრულებისას დაირღვა პ.ის დაგების ტექნოლოგიური პროცესი, რის გამოც მის ქვედა ფენებში განვითარდა ტენიანობა. აღნიშნულმა, თავის მხრივ, გამოიწვია პ.ის დაზიანება – დეფორმაცია და აყრა;

შპს ,,პ. დ. ჯ-ის” წარმომადგენლების მიერ დაგებული პ.ი ,,კუმარუ”, მისი დაზიანების თაობაზე ფაქტების კონსტატაციის განხორციელების შემდეგ, მთლიანად იქნა აყრილი და ნ. მ-ას კუთვნილ ბინებში დღეის მდგომარეობით დაგებულია ახალი, ბამბუკის მასალის პ.ი;

შესრულებული სამუშაოს გამო, ნ. მ-ას მ. ნ-ისათვის გადაცემული აქვს საერთო ჯ-ამში 8950 ლარი.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 639-ე მუხლზე, რომლის თანახმად, თუ მომსახურება მოიცავს რაიმე ნაკეთობის დამზადებას, მაშინ მენარდემ შემკვეთს უნდა წარუდგინოს ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო ნაკეთობა, რაც იმავე კოდექსის 640-ე და 641-ე მუხლების თანახმად, გულისხმობს შემდეგ გარემოებებს: ა. მესამე პირებს არ უნდა შეეძლოთ – გამოიყენონ რაიმე უფლებები შემკვეთის წინააღმდეგ; ბ. დამზადებული ნაკეთობა უნდა შეესაბამებოდეს შეთანხმებულ პირობებს, ხოლო, თუ ეს პირობები შეთანხმებული არ არის, მაშინ იგი ვარგისი უნდა იყოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ან ჩვეულებრივი გამოყენებისათვის. იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდება მენარდის მიერ საკუთარი სახელშეკრულებო ვალდებულების არაჯ-ეროვნად შესრულების გარემოება, სამოქალაქო კოდექსის 644-ე მუხლის თანახმად ნაკეთობის ნაკლის გამო შემკვეთს შეუძლია 405-ე მუხლის მიხედვით უარი თქვას ხელშეკრულებაზე. ამ შემთხვევაში მენარდე ვალდებულია აუნაზღაუროს შემკვეთს ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ხარჯ-ები.

მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ნ. მ-ასთვის ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისის (ზიანის) ოდენობა, რაც შპს ,,პ. დ. ჯ-ისათვის” წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენდა მისი მოქმედების უშუალო შედეგს, უნდა განსაზღვრულიყო ნ. მ-ას მიერ პ.ისა და წებოს შესაძენად გადახდილი, აგრეთვე პ.ის დაგებისათვის მ. ნ-ისათვის გადაცემული თანხებით, რაც საერთო ჯ-ამში, შეადგენდა 34595 (23205 + 2440 + 8950 = 34595-ს) ლარს. ამ თანხის ანაზღაურება უნდა დაკისრებოდა შპს ,,პ. დ. ჯ-ის”.

სააპელაციო სასამართლოს ზემომითითებული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს შპს „პ. დ. ჯ-ი-მ“ და მ. ნ-მა.

კასატორების მოთხოვნაა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება იმ ნაწილში, რომლითაც:

1. ნ. მ-ას სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2013 წლის 3 აპრილის დამატებითი გადაწყვეტილება, მითითებულ ნაწილში საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება;

2. შპს „პ. დ. ჯ-ი-ს“ ნ. მ-ას სასარგებლოდ დაეკისრა 34595 ლარის გადახდა;

3. შპს „პ. დ. ჯ-ი-ს“ მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 4257.65 ლარის გადახდა, ამ უკანასკნელის მიერ გაღებული საპროცესო ხარჯ-ების ასანაზღაურებლად;

4. შპს „პ. დ. ჯ-ი-ს“ 2013 წლის 3 აპრილის განცხადება დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე დარჩა განუხილველად.

საკასაციო საჩივრის საფუძვლები:

სააპელაციო სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა სამოქალაქო კოდექსის 644-ე და 405-ე მუხლები, რადგან საქმე შეეხება დასრულებულ გარიგებას. სამოქალაქო კანონმდებლობის მიხედვით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გარემოება არის ხელშეკრულების შესრულების, მოცემულ შემთხვევაში – შეკვეთილი სამუშაოს შემკვეთისათვის გადაცემის ფაქტი;

სააპელაციო სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 380-ე მუხლი, მან საქმეზე მოიწვია სპეციალისტი, რაც აღნიშნული მუხლიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოში არ უნდა განხორციელებულიყო, მხარეს შეეძლო სპეციალისტის მიწვევა პირველი ინსტანციის სასამართლოში, რასაც ჰქონდა კიდეც ადგილი. სააპელაციო სასამართლოში სპეციალისტის მიწვევა არ წარმოადგენდა ისეთი სახის ახალ მტკიცებულებას, რომლის მანამდე წარდგენის დამაბრკოლებელი ან საპატიო გარემოებაც მხარეს გააჩნდა;

სააპელაციო სასამართლოს უნდა გამოეყენებინა სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლი, რომლის თანახმად, ექსპერტის დასკვნა სასამართლოსათვის სავალდებულო არ არის და მისი შეფასება ხდება 105-ე მუხლით დადგენილი წესით. ექსპერტის დასკვნა მოცემულ საქმეში წარმოადგენს ერთ-ერთ მტკიცებულებას, რომელიც უნდა შეფასებულიყო საქმეზე არსებულ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, დასახელებული მუხლით დადგენილი პრინციპის დაცვით;

განსახილველი დავის საგანს წარმოადგენს უხარისხოდ შესრულებული სამუშაოს შედეგად დამდგარი ზიანის ანაზღაურება. იმისათვის, რომ არსებობდეს მითითებული ვალდებულების წარმოშობის იურიდიული შემადგენლობა, აუცილებელია დადგინდეს: ზიანის ფაქტი, ზიანის მიმყენებელი პირი, ბრალეული პირის მართლსაწინააღმდეგო განზრახი ან გაუფრთხილებელი ქმედება, ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზობრივი კავშირი. მოწინააღმდეგე მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით უდავოდ დადასტურდა ზიანის ფაქტი, თუმცა სააპელაციო სასამართლოს მიერ მტკიცებულებების ობიექტური შეფასების შემთხვევაში ვერ დადგინდებოდა ზიანის მიმყენებელი პირი, ასევე ვერ დადგინდებოდა მის მიერ განხორციელებული ქმედება და ვერც მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის;

სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლი და მხარეებს შორის მტკიცების ტვირთი არასწორად გაანაწილა. მოწინააღმდეგე მხარის (მოსარჩელის) მტკიცების საგანს წარმოადგენდა ზიანის ფაქტისა და ზიანის მიმყენებელი პირის მტკიცება. ამ მიზნით მან ჩაატარა დამოუკიდებელი ექსპერტიზა, საქმის განხილვისას მიიწვია სპეციალისტი და მოწმე გ.კ-ა, რომელსაც გარკვეული ცოდნა გააჩნია. მიუხედავად ამისა, ვერც ერთი მითითებული მტკიცებულებით ვერ დადგინდა საკითხი იმის შესახებ, კასატორის მიერ შესრულებულმა თუ რომელმა მოქმედებამ გამოიწვია ზიანი, ანუ რა ტექნოლოგიური პროცესი დაარღვია სამუშაოს შემსრულებელმა. რაც შეეხება კასატორს, მას უნდა დაედასტურებინა მხოლოდ ერთი გარემოება – მის მიერ სამუშაოს ხარისხიანად შესრულება. მოწინააღმდეგე მხარემ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული მხარეთა შეჯ-იბრებითობის პრინციპი, სარჩელის წარდგენისთანავე დაარღვია, კერძოდ, მან სასწრაფოდ წესით განახორციელა არსებული ზიანის დემონტაჟი ხელახალი სამუშაოს შესრულებით. შესაბამისად, კასატორს საშუალება არ მიეცა, ჩაეტარებინა დამოუკიდებელი ექსპერტიზა, რათა დაედასტურებინა მის მიერ შესრულებული სამუშაოს ხარისხიანობა;

სასამართლომ არ გაითვალისწინა სამუშაოს შემსრულებელ მ. ნ-ის განმარტება, რომელიც განხორციელდა მოწინააღმდეგე მხარის ინიციატივით მიწვეული სპეციალისტის წინაშე. სპეციალისტმა ვერ დაადასტურა, რომ პ.ის დაგება ტექნოლოგიური პროცესების დარღვევით განხორციელდა. მტკიცებულებები, რომლებსაც გადაწყვეტილება ემყარება, ერთობლიობაში არ წარმოადგენენ უტყუარ მტკიცებულებებს, მაგალითად, ტექნოლოგიურ პროცესებთან დაკავშირებით ექსპერტი განმარტავს ერთს, ხოლო ამავე საკითხზე მოწმეები საპირისპირო განმარტებას აკეთებენ, გარდა ამისა, აშკარა ურთიერთწინააღმდეგობაა ექსპერტისა და სპეციალისტის კონსულტაციას შორის. უფრო მეტიც, სპეციალისტმა განმარტა, რომ ზიანის გამომწვევი უმთავრესი მიზეზი შესაძლოა ე.წ. ქვის „პლინტუსი“ იყოს, თავად კასატორი ზიანის გამომწვევ მიზეზად მიუთითებდა სწორედ ქვის პლინტუსის ე.წ. „სილიკონის“ გამოყენებით დამონტაჟებაზე და ამ პირობებში, მომეტებულ ტენიანობაზე. შექმნილ ვითარებაში, პ.ი „ვეღარ სუნთქვდა“ ტექნიკური ღრეჭოს, ე.წ. „სილიკონის“ გამოყენებით ჩაკეტვის გამო, თუმცა ქვის პლინტუსთან დაკავშირებული სამუშაო კასატორს არ შეუსრულებია;

სააპელაციო სასამართლომ, იურიდიული მომსახურების ხარჯ-ის დაკისრების თაობაზე აპელანტის მოთხოვნა არ შეაფასა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად. სასამართლომ არ შეაფასა საქმეზე წარდგენილი მტკიცებულება და არასაკმარისი მტკიცებულების საფუძველზე შპს „პ. დ. ჯ-ი-ს“ დააკისრა ამ ხარჯ-ის ანაზღაურება 1000 ლარის ოდენობით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „პ. დ. ჯ-ი-სა“ და მ. ნ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლ.დ დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორებს უნდა დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივარზე შპს „პ. დ. ჯ-ი-ს“ მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (1779.75 ლარი) 70% – 1245.82 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „პ. დ. ჯ-ი-სა“ (საიდენტიფიკაციო ნომერი – ......) და მ. ნ-ის (პირადი ნომერი –....) საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორებს – შპს „პ. დ. ჯ-ი-სა“ (საიდენტიფიკაციო ნომერი – ......) და მ. ნ-ს (პირადი ნომერი – .....) დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივარზე შპს „პ. დ. ჯ-ი-ს“ მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (1779.75 ლარი, საგადახდო დავალება № ..., გადახდის თარიღი – 2013 წლის 21 ნოემბერი) 70% – 1245.82 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯ-დომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

ბ. ალავიძე