Facebook Twitter
#bs-675-643(ks-07) 23 ivlisi, 2007w

№ას-332-313-2014 15 მაისი, 2015 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – ე.მ.-ი

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „კ.-ი“

კასატორი – შპს „კ.-ი“

მოწინააღმდეგე მხარე – ე.მ.-ი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილება

კასატორ ე.მ.-ის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის ნაწილში და ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

კასატორ შპს „კ.-ის“ მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 9 აგვისტოს გადაწყვეტილებით:

1. შპს „კ.-ის“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;

2. თ. დ.-ძეს შპს „კ.-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 23892 ლარის გადახდა;

3. სარჩელის მოთხოვნა ზიანის სახით 17546 ლარის მოპასუხისათვის დაკისრების შესახებ მოთხოვნის ნაწილში არ დაკმაყოფილდა;

4. ასევე არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის მოთხოვნა 2012 წლის 5 ივლისის უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ;

5. თ.დ.-ძეს შპს „კ.-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის გადახდა 577.50 ლარის ოდენობით;

6. თ.დ.-ძეს შპს „კ.-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა გაწეული ხარჯის – 400 ლარის ანაზღაურება;

7. თ.დ.-ძეს შპს „კ.-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა წარმომადგენლის მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის - 1500 ლარის გადახდა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „კ.-მა“.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებით:

1. შპს „კ.-ის“ სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4, მე-5, მე-8 პუნქტები შეიცვალა და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება;

3. შპს „ კ.-ის“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;

4. ბათილად იქნა ცნობილი თ.დ.-ძესა და ე.მ.-ს შორის 2012 წლის 5 ივლისს ქ.თბილისში ქ... - №..-ში მდებარე №.. ბინის (საკადასტრო კოდი –N...; ფართი – 118.75კვ.მ) უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულება.

5. გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების მე-8 პუნქტი, რომლითაც გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 25 დეკემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება. ზემოაღნიშნული ღონისძიების საფუძველზე ე.მ.-ს აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების – ქ.თბილისში ქ... - №..-ში მდებარე №.. ბინის (საკადასტრო კოდი-N...; ფართი-118.75კვ.მ, დაზუსტებული ფართობი – 1660.00კვ.მ) გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 10 მარტის განჩინებით შპს „კ.-ისა“ და ე.მ.-ის საკასაციო საჩივრები დაუშვებლობის გამო განუხილველად დარჩა და კასატორებს დაუბრუნდათ საკასაციო საჩივარზე მათ მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟების 70%, კერძოდ, ე.მ.-ს დაუბრუნდა საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 5700 ლარის 70% – 3990.00 ლარი.

მოგვიანებით, საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა ე.მ.-მა, რომელმაც აღნიშნა, რომ ზემომითითებულ განჩინებაში სრულად არ დაფიქსირებულა მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა, რაც 6000 ლარს შეადგენს. შესაბამისად, განმცხადებელმა მოითხოვა მითითებული უსწორობის გასწორება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 10 მარტის განჩინებაში უნდა გასწორდეს დაშვებული უსწორობა, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს განჩინებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო საჩივარზე თანდართული საგადახდო დავალებით დასტურდება, რომ 2014 წლის 10 მარტს ე.მ.-მა საკასაციო საჩივარზე გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი – 300 ლარი (ტომი 3, ს.ფ. 103).

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 11 აპრილის განჩინებით ე.მ.-ს დაუდგინდა ხარვეზი საკასაციო საჩივარზე, კერძოდ, კასატორს დაევალა ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა 5700 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი. სახელმწიფო ბაჟის აღნიშნული ოდენობის განსაზღვრისას საკასაციო სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ მითითებულ საკასაციო საჩივარს თან ერთვოდა 300 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი და იმის გამო, რომ დავის საგნის ღირებულებიდან გამომდინარე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა 6000 ლარს შეადგენდა, შესაბამისად, კასატორს დაევალა სახელმწიფო ბაჟის გადახდა 5700 ლარის ოდენობით (ტომი 3, ს.ფ. 118-120).

ამის შემდგომ, ე.მ.-მა საკასაციო საჩივარზე დამატებით გადაიხადა 5700 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟი (ტომი 3, ს.ფ. 132-133).

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 10 მარტის განჩინებით ე.მ.-ის და შპს „კ.-ის“ საკასაციო საჩივრები დაუშვებლობის გამო დარჩა განუხილველად. ამავე განჩინებით ე.მ.-ს დაუბრუნდა საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 5700 ლარის 70% – 3990.00 ლარი (ტომი 3, ს.ფ. 153-163).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ კასატორ ე.მ.-ისათვის დასაბრუნებელი სახელმწიფო ბაჟის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში არ ყოფილა მიღებული მის მიერ თავდაპირველად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი – 300 ლარი, საიდანაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, თანხის 70% ასევე ექვემდებარება დაბრუნებას.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლიდან გამომდინარე, ზემომითითებული გარემოება, როგორც განჩინებაში დაშვებული უსწორობა, ექვემდებარება გასწორებას. აქედან გამომდინარე, უნდა შესწორდეს საკასაციო სასამართლოს 2015 წლის 10 მარტის განჩინებაში დაშვებული უსწორობა, კერძოდ:

განჩინების სამოტივაციო ნაწილში ნაცვლად ბოლო წინადადებისა:

„მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივრები დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორებს უნდა დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივრებზე მათ მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟების 70%, კრძოდ, შპს „კ.-ს“ უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (877.30 ლარი) 70% – 614.11 ლარი, ხოლო ე.მ.-ს – მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (5700 ლარი) 70% – 3990.00 ლარი“, მიეთითოს:

მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივრები დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორებს უნდა დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივრებზე მათ მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟების 70%, კერძოდ, შპს „კ.-ს“ უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (877.30 ლარი) 70% – 614.11 ლარი, ხოლო ე.მ.-ს – მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (მთლიანობაში 6000 ლარი) 70% – 4200 ლარი.

ამავდროულად, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტში ნაცვლად წინადადებისა:

„კასატორ ე.მ.-ს დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (5700 ლარი, საგადახდო დავალება № 1, გადახდის თარიღი – 2014 წლის 17 აპრილი) 70% – 3990.00 ლარი“, მიეთითოს შემდეგი წინადადება:

კასატორ ე.მ.-ს დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (მთლიანობაში 6000 ლარი, მათ შორის: 2014 წლის 10 მარტს გადახდილი 300 ლარი, საგადახდო დავალება №.. და 2014 წლის 17 აპრილს გადახდილი 5700 ლარი, საგადახდო დავალება №...) 70% – 4200 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, 399-ე მუხლით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 10 მარტის განჩინებაში გასწორდეს უსწორობა, კერძოდ:

განჩინების სამოტივაციო ნაწილში ნაცვლად ბოლო წინადადებისა:

„მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივრები დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორებს უნდა დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივრებზე მათ მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟების 70%, კრძოდ, შპს „კ.-ს“ უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (877.30 ლარი) 70% – 614.11 ლარი, ხოლო ე.მ.-ს – მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (5700 ლარი) 70% – 3990.00 ლარი“, მიეთითოს:

მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივრები დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორებს უნდა დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივრებზე მათ მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟების 70%, კერძოდ, შპს „კ.-ს“ უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (877.30 ლარი) 70% – 614.11 ლარი, ხოლო ე.მ.-ს – მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (მთლიანობაში 6000 ლარი) 70% – 4200 ლარი.

განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტში ნაცვლად წინადადებისა:

„კასატორ ე.მ.-ს დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (5700 ლარი, საგადახდო დავალება № ..., გადახდის თარიღი – 2014 წლის 17 აპრილი) 70% – 3990.00 ლარი“, მიეთითოს შემდეგი წინადადება:

კასატორ ე.მ.-ს დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (მთლიანობაში 6000 ლარი, მათ შორის: 2014 წლის 10 მარტს გადახდილი 300 ლარი, საგადახდო დავალება №.. და 2014 წლის 17 აპრილს გადახდილი 5700 ლარი, საგადახდო დავალება №..) 70% – 4200 ლარი.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

ბ. ალავიძე