საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
№ას-47-42-2015 10 მარტი, 2015 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორები – ხ. ი-ე, გ. შ-ე (მოპასუხეები)
მოწინააღმდეგე მხარეები – ე. ბ-ა, ა. ხ-ი (მოსარჩელეები)
მესამე პირი – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 19 ნოემბრის განჩინება
კასატორ ხ. ი-ის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
კასატორ გ. შ-ის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართეს ე. ბ-ამ და ა. ხ-მა მოპასუხეების – ხ. ი-ისა და გ. შ-ის მიმართ, მესამე პირების (დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით) – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მონაწილეობით. მოსარჩელეთა მოთხოვნა:
1. ხ. ი-ის უკანონო მფლობელობიდან ე. ბ-ას სასარგებლოდ უძრავი ქონების გამოთხოვა;
2. გ. შ-ის უკანონო მფლობელობიდან ა. ხ-ის სასარგებლოდ უძრავი ქონების გამოთხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილებით:
1. ე. ბ-ასა და ა. ხ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა;
2. ხ. ი-ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნა თბილისში, .... ......... მე-.. სართულზე მდებარე ბინა .. და იგი გამოთავისუფლებულ მდგომრეობაში გადაეცა მოსარჩელე ე. ბ-ას;
3. გ. შ-ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა თბილისში, ........... და ეს ბინა გამოთავისუფლებულ მდგომრეობაში გადაეცა მოსარჩელე ა. ხ-ს.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ხ. ი-ემ და გ. შ-ემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 19 ნოემბრის განჩინებით:
1. ხ. ი-ისა და გ. შ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა;
2. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
თბილისში, ......ფაქტობრივად დაკავებული აქვს ხ. ი-ეს. ხ. ი-ე სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მონაცემებით რეგისტრირებულია თბილისში, ........იგი არ წარმოადგენს იძულებით გადაადგილებულ პირს – დევნილს.
თბილისში, .......ფაქტობრივად დაკავებული აქვს გ. შ-ეს, რომელიც არ წარმოადგენს იძულებით გადაადგილებულ პირს – დევნილს.
აპელანტები, მათივე მითითებით, სადავო ფართებს ფლობენ 2010 წლიდან.
მხარეთა შორის სადავო არ არის და საქმის მასალებითაც დასტურდება, რომ მრავალბინიანი სახლი, სადაც სადავო ბინებია განთავსებული, წარმოადგენს სახელმწიფოს საკუთრებას.
საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის 2008 წლის 18 თებერვლის მე-19 ბრძანების თა.ხმად, თბილისში ........... მდებარე საცხოვრებელ ფართობს მიენიჭა კომპაქტურად განსახლების ობიექტის სტატუსი. აღნიშნული ბრძანების მე-6 პუნქტის „ბ’’ და „გ’’ ქვეპუნქტების შესაბამისად, დევნილთა საკითხების დეპარტამენტს დაევალა დევნილთა განცხადებების საფუძველზე მათი დარეგისტრირება კომპაქტური განსახლების ობიექტის შესაბამის მისამართზე, იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მოწმობებში დროებითი საცხოვრებელი ადგილის შესახებ ინფორმაციის შეცვლა და მონაცემთა ბაზაში შესაბამისი ცვლილებების შეტა..
მოსარჩელე ე. ბ-ა წარმოადგენს იძულებით გადაადგილებულ პირს და 2008 წლის 25 ივნისს გაცემულ იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობაში მის დროებით საცხოვრებელ ადგილად მითითებულია ../.....საქმეზე წარმოდგენილია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს 2010 წლის ..... და 2011 წლის ...... წერილები, რომელთა თანახმად, ე. ბ-ა სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს იძულებით გადაადგილებულ პირთა მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულია მისამართზე: ქ.თბილისი, .......მოსარჩელე ა.ხ-ი წარმოადგენს იძულებით გადაადგილებულ პირს.
საქმეზე წარმოდგენილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს 2010 წლის 25 იანვრის წერილით დგინდება, რომ ა. ხ-ი სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს იძულებით გადაადგილებულ პირთა მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულია მისამართზე: ქ.თბილისი, .........ამდენად, დადგინდა, რომ კომპაქტური ჩასახლების ობიექტის სტატუსის მქონე .........შესაბამის ფართებში, მოსარჩელეები, როგორც იძულებით გადაადგილებული პირები, რეგისტრირებული არიან ამ ფართების მათ მიერ დაკავებამდე.
მოპასუხეებს (აპელანტებს), არ გააჩნიათ სადავო ფართის ფლობის უფლება, კერძოდ, მხარეებს შორის სადავო არ არის, რომ მოპასუხეები სადავო ბინებს 2010 წელს თვითნებურად დაეუფლნენ. საცხოვრებელი ფართის მესაკუთრეს თანხმობა არ განუცხადებია მოპასუხეების მხრიდან განხორციელებულ მფლობელობაზე.
მოპასუხეთა მიერ თბილისში, .....მდებარე საცხოვრებელ ფართების დაკავებასთან დაკავშირებით წარმოებდა დავა, კერძოდ, საქმეზე წარმოდგენილია ქ.თბილისის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს მთაწმინდა-კრწანისის მიმართულების პატრულ ინსპექტორის მიერ 2010 წლის ... ........, რომლითაც ირკვევა, რომ კორპუსში უცხო პირების შეჭრის ფაქტთან დაკავშირებით კორპუსის მამასახლისის შეტყობინების საფუძველზე მისამართზე გამოცხადდა პატრული. საქმეზე ასევე წარმოდგენილია 2010 წლის 18 ივლისს შედგენილი გასაუბრების ოქმი გ.მ-თან, რომელიც წარმოადგენს მოპასუხე ხ. ი-ის ამჟამად უკვე ყოფილ მეუღლეს. გასაუბრების ოქმის თა.ხმად, გ.მ-მა მეუღლესთან და მცირეწლოვან შვილთან ერთად დაიკავა მშენებარე ბინა, რომელსაც გააჩნდა რკინის კარი. გ.მ-ის განმარტებით, მან დაასუფთავა ბინა და არაფერი დაუზიანებია. ქ.თბილისის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს მთაწმინდა-კრწანისის მიმართულების პატრულ-ინსპექტორის 2011 წლის 7 მაისის შეტყობინების მიხედვით, იგი გამოძახების საფუძველზე გამოცხადდა .......სადაც მოქალაქე ა. ხ-ს ჰქონდა დავა მშენებარე საცხოვრებელ ფართზე ი. შ-ესთან. პატრულ-ინსპექტორის 2011 წლის 12 მაისის ოქმის თა.ხმად, ქ.თბილისში ......არის დაუმთავრ3ებელი სახლი, სადაც საბუთის გარეშე შესულები არიან პირები, რომლებსაც დროებით არ გააჩნიათ საცხოვრებელი სახლი. აღნიშნული სახლის მე-5 სართულზე იყო დავა იმასთან დაკავშირებით, რომ ყველა.ირი საბუთის წარდგენის გარეშე მოქალაქე ი. ც-ეს და ა. ხ-ს სურთ ოჯახებით ცხოვრება. ოქმის სისწორე დადასტურებულია ი.ც-ის, ა.ხ-ის, ნ.ჩ-ას და გ.შ-ის ხელმოწერით. სადავო არ არის, რომ მათ მიერ დაკავებული ბინების ფლობაზე მოპასუხეებს არ აქვთ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თანხმობა.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 27 მაისის წერილით ე. ბ-ას და ა. ხ-ლს ეცნობა, რომ სააგენტო ახორციელებს დევნილი მოსახლეობისათვის ფართების სიმბოლურ ფასად გადაცემის პროცედურებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს შუამდგომლობის საფუძველზე. წერილის მიხედვით, სააგენტომ ზემოაღნიშნულ სამინისტროს თანხმობა განუცხადა ხსენებულ მისამართზე მიწერილი დევნილი მოსახლეობისათვის კუთვნილი ფართების გადაცემაზე. ამავე წერილში ასევე აღნიშნულია, რომ სააგენტო უფლებამოსილია შეხედულებისამებრ განკარგოს აღნიშნულ შენობაში დარჩენილი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფართები. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს წარმომადგენელის განმარტებით, თბილისში .......მდებარე საცხოვრებელი ფართობის კომპაქტურად განსახლების ობიექტის სტატუსი და სადავო მისამართზე რეგისტრაცია იძულებით გადაადგილებულ პირებს წარმოუშობს საცხოვრებელი ფართის მართლზომიერი ფლობის უფლებას.
სააპელაციო სასამართლომ, საქმის განხილვისას იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 155-ე მუხლის პირველი ნაწილით, 159-ე მუხლით, 170-ე მუხლის პირველი ნაწილით, 172-ე მუხლის პირველი ნაწილით, 160-ე მუხლით, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „დ“ ქვეპუნქტით, ამ მუხლის „პ“ ქვეპუნქტით, ამავე კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით, მე-14-ე მუხლის მე-2 პუნქტით.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ხ. ი-ემ და გ. შ-ემ.
ხ. ი-ის საკასაციო საჩივრის საფუძვლები:
ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილია, რომ მოსარჩელე წარმოადგენს კეთილსინდისიერ მფლობელს. სააპელაციო სასამართლომ არასწორად განსაზღვრა კეთილსინდისიერი მფლობელის სტატუსი და უფლებები. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეს არც ერთი ინსტანციის სასამართლოში არ მიუთითებია, რომ მან სადავო ნივთზე მფლობელობა ნებით, ანუ ნივთზე იურიდიული ბატონობის გზით მოიპოვა. იგი მხოლოდ იმ გარემოებაზე მიუთითებდა, რომ მიწერილი იყო სადავო ფართში. არც ერთი მტკიცებულებით არ დასტურდება აღნიშნულ ფართში მოსარჩელის ცხოვრების ფაქტი. ამავდროულად, საქმის მასალებში არსებობს უტყუარი მტკიცებულება – იუსტიციის სამინისტროს მიერ გაცემული საინფორმაციო ბარათი, რომლითაც დასტურდება, რომ ხ. ი-ე ამ ბინაში რეგისტრირებულია. ამდენად, ე. ბ-ა სადავო ფართს კანონით დადგენილი წესით არ დაუფლებია, შესაბამისად, ხ. ი-ე მოწინააღმდეგე მხარის მფლობელობის უფლებას ვერ დაარღვევდა. სააპელაციო სასამართლოს ყურადღება უნდა მიექცია მოპასუხის განმარტებაზე, რომლის თა.ხმადაც, ის სადავო ბინაზე აღრიცხულია აბონენტად და იხდის კომუნალურ გადასახადებს. ეს ფაქტი დასტურდება შესაბამისი მტკიცებულებებით, რაც თავის მხრივ, ადასტურებს მოპასუხის მიერ ნივთის ფლობის ფაქტს და გამორიცხავს მოსარჩელის მიერ ნივთის რაიმე სახით ფლობას.
სააპელაციო სასამართლოს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი უნდა ეთქვა თუნდაც ხანდაზმულობის მოტივით, საქმე ისაა, რომ სამოქალაქო კოდექსის 160-ე მუხლის თა.ხმად, კეთილსინდისიერ მფლობელს მხოლოდ 3 წლის განმავლობაში შეუძლია მოითხოვოს ნივთის დაბრუნება უკანონო მფლობელისგან. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ხ. ი-ემ ბინა 2010 წლიდან დაიკავა, ხოლო მოსარჩელემ სარჩელი მესამე წლის გასვლის შემდეგ, 2014 წელს აღძრა.
გ. შ-ის საკასაციო საჩივრის საფუძვლები:
პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორად გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 155-ე, 159-ე, 160-ე, 170-172-ე მუხლები და არასწორად მიიჩნია დადგენილად ის გარემოება, რომ ე. ბ-ა და ა. ხ-ი კეთილსინდისიერ მფლობელებს წარმოადგენენ, ისინი სადავო ნივთს მართლზომიერად ფლობენ მხოლოდ იმიტომ, რომ იძულებით გადაადგილებული პირები არიან. საკითხის ამგვარად შეფასება სააპელაციო სასამართლომაც გაიზიარა და და დაასკვნა, რომ მოსარჩელეებს სადავო ფართის ფლობის უფლება გააჩნიათ.
საქმის მასალებით ირკვევა, რომ ა.ხ-ის მიერ თბილისის საქალაქო სასამართლოში 2013 წლის 4 ივლისს სარჩელის შეტანისას, იგი სადავო ბინაში დევნილად არ ყოფილა რეგისტრირებული. საქმეში არ მოიპოვება იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ ფართის მესაკუთრეს – სახელმწიფოს, თანხმობა აქვს განცხადებული ა.ხ-ის მხრიდან მფლობელობის განხორციელებაზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ხ. ი-ისა და გ. შ-ის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მა.მდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით, რის გამოც საკასაციო საჩივრებს უარი უნდა ეთქვათ განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თა.ხმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ამ ნორმის გამოყენების წინაპირობა არ არსებობს, ვინაიდან კასატორები გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის „მ1“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ხ.ი-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. გ.შ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
ბ. ალავიძე