Facebook Twitter
# as-734-1103-06 ** *****, 2007 w

საქმე №ას-572-543-2014 19 მარტი, 2015 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – მ. წ-ა, ბ. ჭ-ა (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ლ. ჭ-ა (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 26 მარტის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი – სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობა, მესაკუთრედ ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

მ. წ-ამ და ბ. ჭ-ამ სარჩელი აღძრეს სასამართლოში ლ. ჭ-ას მიმართ და მოითხოვეს 2012 წლის 2 აგვისტოს ლ. ჭ-ას სასარგებლოდ ს. ჭ-ს სამკვიდროზე გაცემული სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობა და ლ. ჭ-ას საკუთრებაში რეგისტრირებული ქ.ზუგდიდში, ყ-ს ქ. №60-ში მდებარე უძრავი ნივთის (საკადასტრო კოდი ........) მესაკუთრედ ცნობა.

მოსარჩელეთა განმარტებით, ს. ჭ-ა არის მოპასუხის მამა. 1986 წლიდან იგი ცხოვრობდა ქ.ზუგდიდში, ყ-ს ქ. №60-ში. ს. ჭ-ამ კუთვნილი მიწის ნაკვეთი გაუყო ორ ვაჟიშვილს – რ. ჭ-სა და ო. ჭ-ს, რის შემდეგაც ო. ჭ-ა მეუღლე მ. წ-ასთან ერთად ცხოვრობდა მამის მიცემულ ნაკვეთზე აშენებულ სახლში. 2002 წელს ს. ჭ-ა გარდაიცვალა. 2010 წლის 17 ივნისს კი გარდაიცვალა ო. ჭ-ა. მისი გარდაცვალების შემდეგ მ. წ-ა და ბ. ჭ-ა აგრძელებენ ცხოვრებას ს. ჭ-ს მიერ გადაცემულ ნაკვეთზე აშენებულ სახლში. ლ. ჭ-ამ, ნოტარიუსს დაუმალა სხვა მემკვიდრეების არსებობის თაობაზე და როგორც ს. ჭ-ს ერთადერთმა მემკვიდრემ მოტყუებით მიიღო სამკვიდრო მოწმობა, რაც დასტურდება კანონიერ ძალაში შესული განაჩენით.

მოპასუხის განმარტებით, მან ფაქტობრივი ფლობით მიიღო სამკვიდრო, ხოლო მ. ჭ-ამ და რ. ჭ-ამ სამკვიდროდან კუთვნილი წილი მის სასარგებლოდ დათმეს. მოსარჩელეებს სამკვიდრო არ მიუღიათ და არც მუდმივად ცხოვრობდნენ ქ. ზუგდიდში, ყ-ს ქ. №60-ში, როგორც ეს სარჩელშია მითითებული.

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილებით მ. წ-ასა და ბ. ჭ-ას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი 2012 წლის 2 აგვისტოს ლ. ჭ-ას სასარგებლოდ ს. ჭ-ს სამკვიდროზე გაცემული სამკვიდრო მოწმობა 1/4 ნაწილში და ლ. ჭ-ას საკუთრებაში რეგისტრირებული ქ. ზუგდიდში, ყ-ს ქ. N60-ში მდებარე უძრავი ნივთის (საკადასტრო კოდი ........) 1/4 ნაწილის მესაკუთრედ ცნობილი იქნენ მ. წ-ა და ბ. ჭ-ა.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში მოსარჩელეებმა გაასაჩივრეს სააპელაციო წესით.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 20 თებერვლის განჩინებით მ. წ-ასა და ბ. ჭ-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 23 დეკემბრის განჩინებით მ. წ-ასა და ბ. ჭ-ას საკასაციო საჩივრის საფუძველზე სააპელაციო პალატის განჩინება გაუქმდა და საქმე დაუბრუნდა იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 26 მარტის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და მ. წ-ასა და ბ. ჭ-ას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი 2012 წლის 2 აგვისტოს ლ. ჭ-ას სასარგებლოდ ს. ჭ-ს სამკვიდროზე გაცემული მოწმობა 1/3 ნაწილში და ქ.ზუგდიდში, ყ-ს ქ. 60-ში მდებარე ამჟამად ლ. ჭ-ას საკუთრებაში რეგისტრირებული №........ საკადასტრო კოდით უძრავი ნივთის 1/3 ნაწილის მესაკუთრედ ცნობილ იქნენ მ. წ-ა და ბ. ჭ-ა შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ს. ჭ-ა გარდაიცვალა 2002 წლის 22 აპრილს. შესაბამისად, ამ დღეს გაიხსნა სამკვიდრო მის ქონებაზე.

სააპელაციო სასამართლომ მოწმეთა – დ. გ-ს, რ. ქ-ს, მ.ფ-ის (ნოტარიუსი), თ. ჭ-ს, ზ. კ-ს ჩვენებების საფუძველზე დადასტურებულად მიიჩნია ფაქტობრივი გარემოება, რომ სახლი, სადაც ს. ჭ-ა გარდაცვალებამდე ცხოვრობდა აშენებულია ოჯახის ყველა წევრის, მათ შორის ს. ჭ-ს ქალიშვილების მიერაც. ს. ჭ-ს გარდაცვალების დროს სახლში არავინ არ ცხოვრობდა და ს. ჭ-ს გარდაცვალების შემდეგ არავის მისი წილი არ მოუთხოვია, სიტუაცია გამწვავდა რ. (ო.) ჭ-ს გარდაცვალების შემდეგ. მოწმეებმა ერთხმად დაადასტურეს, რომ მშობლებს უვლიდა და პატრონობდა ლ. ჭ-ა. მამის გარდაცვალების შემდეგ სადავო სახლში ყველა მემკვიდრე ჩამოდიოდა.

საქმეზე მოწმედ დაკითხულმა ნოტარიუსმა მ. ფ-მ უტყუარად დაადასტურა, რომ მასთან მისული მ. და რ. ჭ-ბის განმარტებით, ისინი თანახმა იყვნენ, მათი წილი მიეღო ლ. ჭ-ას.

საქმეზე მოწმედ დაკითხულმა რ. ქ-ამ დაადასტურა, რომ სახლი ააშენა მან და რ. ჭ-ამ, ფინანსები ვისი იყო არ იცის, მაგრამ ფიზიკურად მუშაობდა რ. ჭ-ა. რ. ჭ-ა დედის და მამის სიცოცხლეშივე იმავე ეზოში ცალკე ცხოვრობდა მის ცოლ-შვილთან ერთად დამხმარე ფიცრულში. როცა მ. წ-ა ამ ოჯახში რძლად მოვიდა 1982 წელს სახლი აშენებული იყო, მაგრამ მ. წ-ამ ამ სახლს მიამატა.

ყველა მოწმემ ერთხმად დაადასტურა ის ფაქტი, რომ ს. ჭ-ს გარდაცვალების დროისათვის სადავო სახლში არავინ არ ცხოვრობდა. თვითონ ს. ჭ-ა გარდაიცვალა სვანეთში, ლ. ჭ-ას სახლში, რის შემდეგაც შვილები სადავო სახლში ჩამოვიდნენ.

მოწმე თ. ჭ-ამ დაადასტურა, რომ ს. ჭ-ს გასვენების შემდეგ ყველა მემკვიდრე წავიდა თბილისში. მან უთხრა კიდეც ლ. ჭ-ას, რომ 40-მდე არ შეიძლება სახლის დატოვება, მაგრამ ლ. ჭ-ამ განუცხადა, „რა ექნათ, ვალები ჰქონდათ და უნდა ემუშავათ“. მანვე დაადასტურა, რომ ს. ჭ-ს გარდაცვალების შემდეგ ამ სახლში ცხოვრება განაგრძო რ. ჭ-ს ცოლ-შვილმა, ხოლო ქალიშვილები გათხოვილები იყვნენ და თავიანთ ოჯახებში ცხოვრობდნენ. სადავო სახლი რ-სთვის იყო პირველ რიგში გათვალიწინებული.

მოწმე რ. ქ-ს ჩვენებით, დამხმარე ნაგებობებიც ამ ეზოში მან და რ. ჭ-ამ ააშენა. ს. ჭ-ა რომ გარდაიცვალა, მერე ჩამოვიდნენ აქ მ. წ-ა და ბ. ჭ-ა და ისინი ცხოვრობდნენ.

მოწმე მ. ჭ-ამ განმარტა, რომ მამის გარდაცვალების შემდეგ ყველა მემკვიდრე წავიდა სახლიდან და გასაღები რ. ჭ-ს ჰქონდა ჩაბარებული. ის განაგრძობდა ცხოვრებას იმავე ეზოში მის მიერ აშენებულ სახლში. მანვე განმარტა, რომ წლისთავამდე წილი არავის მოუთხოვია და არც ერთ მემკვიდრეს რომელიმე მემკვიდრის სასარგებლოდ უარი არ უთქვამს. მ. ჭ-ამ განმარტა, რომ იგი 40 წელი წასულია სახლიდან და წილზე პრეტენზია არ აქვს. მაგრამ მამის დანაშთი სამკვიდრო უნდა მიიღოს ლ. ჭ-ამ, რადგან იგი უვლიდა მას.

ამდენად, სააპელაციო პალატამ მოწმეთა ჩვენებებით უდავოდ დაადგინა, რომ მემკვიდრეებს კანონით დადგენილ 3-თვიან ვადაში მათ წილზე სხვა მემკვიდრის სასარგებლოდ უარი არ განუცხადებიათ. საქმეში არ არის რ. და მ. ჭ-ს განცხადებები მათი წილი სამკვიდროს მიღებაზე უარის თქმის შესახებ. მოწმეთა ჩვენებებით უდავოდ დასტურდება, რომ ს. ჭ-ს სამკვიდრო ფაქტობრივი ფლობით მიიღო ლ. ჭ-ამ, რ. ჭ-ამ და ო. (რ.) ჭ-ამ.

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა ლ. ჭ-ას განმარტება, რომ თვითონ ლ. ჭ-ა, ანუ ერთ-ერთი მემკვიდრე აცხადებს, რომ ყველა მემკვიდრემ მიიღო სამკვიდრო მის ნაწილზე. შესაბამისად, იგი ადასტურებს, რომ მისი წილი სამკვიდრო ფაქტობრივი ფლობით მიიღო ო. ჭ-ამაც.

სააპელაციო პალატამ ასევე უდავოდ დაადგინა, რომ სამკვიდროს გახსნის დროს ერთ-ერთი მემკვიდრე – მ. ჭ-ა გარდაცვლილი იყო. მის მიერ სამკვიდროს მიღება არ წარმოადგენს მტკიცების საგანს, რადგან მხარეები ამ გარემოებაზე არ მიუთითებენ.

2011 წლის 2 აგვისტოს ლ. ჭ-ამ მიიღო სამკვიდრო მოწმობა მისი გარდაცვლილი მამის ს. ჭ-ს სამკვიდროზე და ამ გზით საკუთრებაში დაირეგისტრირა ქ. ზუგდიდში, ყ-ს ქ. №60-ში მდებარე უძრავი ნივთი –მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №.........

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 20 იანვრის განაჩენით საპროცესო შეთანხმების საფუძველზე ლ. ჭ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ პუნქტით. იგი შესულია კანონიერ ძალაში. განაჩენის მიხედვით, ლ. ჭ-ამ კანონსაწინააღმდეგოდ მიიღო ს. ჭ-ს სხვა მემკვიდრეების წილი.

სააპელაციო პალატამ უდავოდ დაადგინა, რომ ო.ი ჭ-ა (პ/ნ ......) გარდაიცვალა 2010 წლის 17 ივნისს. შესაბამისად, ამ დღეს გაიხსნა სამკვიდრო მის ქონებაზე. ო. ჭ-ს ფაქტობრივი დაუფლებით მიღებული ჰქონდა მამის ს. ჭ-ს სამკვიდრო, რის გამოც ო. ჭ-ს სამკვიდრო მასაში შედიოდა ს. ჭ-ს სამკვიდროს შესაბამის ნაწილზე მემკვიდრეობის უფლება, რომელზეც საკუთრება მას სიცოცხლეში არ დაურეგისტრირებია. ო. ჭ-ს პირველი რიგის კანონით მემკვიდრეებმა – ბ. ჭ-ამ (შვილი) და მ. წ-ამ (მეუღლე) ფაქტობრივი დაუფლებით მიიღეს ო. ჭ-ს სამკვიდრო.

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 1306-ე, 1320-ე, 1424-ე, 1328-ე, 1336-ე, 1421-ე, 1433-ე, 1451-ე, 1434-ე, 1447-ე მუხლებით და მოწმეთა ჩვენებების მოსმენის შემდეგ დაადგინა, რომ ს. ჭ-ს სამკვიდრო ქონებას მისი გარდაცვალების მომენტისათვის შეადგენდა ზუგდიდში, ყ-ს ქ.№60-ში მდებარე უძრავი ნივთი – მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №......... ს. ჭ-ა გარდაიცვალა 2002 წლის 22 აპრილს. შესაბამისად, ამ დღეს გაიხსნა სამკვიდრო მის ქონებაზე.

მოწმეთა ჩვენებებით უდავოდ დასტურდება, რომ კანონით დადგენილ ვადაში სამკვიდრო ფაქტობრივი დაუფლებით მიიღეს ს. ჭ-ს კანონით პირველი რიგის შემდეგმა მემკვიდრეებმა – ლ. ჭ-ამ, რ. ჭ-ამ, ო. ჭ-ამ (რ.) თითოეულმა ცალ-ცალკე 1/3-1/3 წილის ოდენობით.

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა ლ. ჭ-ას განმარტება იმგვარად, რომ თვითონ ლ. ჭ-ა ანუ ერთ-ერთი მემკვიდრე აცხადებს, რომ ყველა მემკვიდრემ მიიღო სამკვიდრო მის ნაწილზე. შესაბამისად, იგი ადასტურებს, რომ მისი წილი სამკვიდრო ფაქტობრივი ფლობით მიიღო ო. ჭ-ამაც ანუ მ. წ-ას მეუღლემ და ბ. ჭ-ას მამამ.

მოწმეთა ჩვენებებით სააპელაციო პალატამ უდავოდ დაადგინა, რომ მემკვიდრეებს კანონით დადგენილ 3-თვიან ვადაში მათ წილზე სხვა მემკვიდრის სასარგებლოდ უარი არ განუცხადებიათ. საქმეში არ არის რ. და მ. ჭ-ს განცხადებები მათი წილი სამკვიდროს მიღებაზე უარის თქმის შესახებ.

სააპელაციო პალატამ უდავოდ დაადგინა, რომ სამკვიდროს გახსნის დროს ერთ-ერთი მემკვიდრე მ. ჭ-ა გარდაცვლილი იყო. მის მიერ სამკვიდროს მიღება არ წარმოადგენს მტკიცების საგანს, რადგან მხარეები ამ გარემოებაზე არ მიუთითებენ.

მოწმე მ. ჭ-ამ განმარტა, რომ მამის გარდაცვალების შემდეგ ყველა მემკვიდრე წავიდა სახლიდან, გასაღები რ. ჭ-ს ჰქონდა ჩაბარებული და ის განაგრძობდა ცხოვრებას იმავე ეზოში მის მიერ აშენებულ სახლში. მანვე განმარტა, რომ წლისთავამდე წილი არავის მოუთხოვია და არც ერთ მემკვიდრეს რომელიმე მემკვიდრის სასარგებლოდ უარი არ უთქვამს. მ. ჭ-ამვე განმარტა, რომ იგი 40 წელი წასულია სახლიდან და წილზე პრეტენზია არ აქვს, მაგრამ მამის დანაშთი სამკვიდრო უნდა მიიღოს ლ. ჭ-ამ, რადგან იგი უვლიდა მას.

სამოქალაქო კოდექსის 1503-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ლ. ჭ-ამ სამკვიდრო მიიღო ს. ჭ-ს მთლიან დანაშთ ქონებაზე და მის სახელზე გაიცა სამკვიდრო მოწმობა მაშინ, როცა მისი წილი 1/3-ით უნდა განსაზღვრულიყო, რადგან არ არსებობს საქმეში მტკიცებულება, რომ მის სასარგებლოდ რომელიმე მემკვიდრემ უარი თქვა სამკვიდროს მიღებაზე. ასევე უდავოა, რომ ო. ჭ-ამ, რომელმაც მამის – ს. ჭ-ს დანაშთი სამკვიდრო ფაქტობრივი ფლობით მიიღო 1/3 წილის უფლებით, ლ. ჭ-ას სახელზე გაცემულ სამკვიდრო მოწმობაში არ უნდა შესულიყო, (ამ ფაქტობრივ გარემოებას რომ ო. ჭ-ამ მამის დანაშთი სამკვიდროდან 1/3 წილი მიიღო სადავოდ არ ხდის არც ლ. ჭ-ა) მაშინ, როცა ო.ი ჭ-ს მისი წილი არავის სასარგებლოდ არ დაუთმია და ასევე არ არსებობს მტკიცებულება, რომ რომელიმე მემკვიდრემ უარი განაცხადა ლ. ჭ-ას სასარგებლოდ, რომ მას მიმატებოდა სამკვიდროში წილი.

სააპელაციო პალატამ უდავოდ დაადგინა, რომ ო. ჭ-ს ფაქტობრივი ფლობით მიღებული ჰქონდა მამის – ს. ჭ-ს სამკვიდრო 1/3 წილის ოდენობით, რის გამოც ო. ჭ-ს სამკვიდრო მასაში (მისი გარდაცვალებისას 2010 წლის 17 ივნისს) შედიოდა ს. ჭ-ს სამკვიდროს შესაბამის ნაწილზე მემკვიდრეობის უფლება, რომელზეც საკუთრება მას სიცოცხლეში არ დაურეგისტრირებია. ო. ჭ-ს პირველი რიგის კანონით მემკვიდრეებმა – ბ. ჭ-ამ (შვილი) და მ. წ-ამ (მეუღლე) ფაქტობრივი ფლობით მიიღეს ო. ჭ-ს სამკვიდრო.

სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ნაწილობრივ ბათილია მთელ სამკვიდროზე ლ. ჭ-ას სასარგებლოდ გაცემული სამკვიდრო მოწმობა ო. ჭ-ს საკუთრების – მთელი ქონების 1/3 და არა 1/4 ნაწილში, როგორც ეს პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა, რადგან უდავოდ დადგინდა ის ფაქტი, რომ ს. ჭ-ს დანაშთი სამკვიდრო სამმა მემკვიდრემ მიიღო ფაქტობრივი ფლობით და თითოეულის წილი ასეთ დროს 1/3-ით განისაზღვრება.

სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ ლ. ჭ-ამ უკანონოდ მიიღო სამკვიდრო მოწმობა ს. ჭ-ს მთელ ქონებაზე და არასწორად დაირეგისტრირა საკუთრების უფლება ო. ჭ-ს ¼ წილზე, რის გამოც ნაწილობრივ ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სამკვიდრო მოწმობა და, შესაბამისად, მის საფუძველზე განხორციელებული ჩანაწერი სადავო ქონების 1/3 ნაწილში. ამ ნაწილში მესაკუთრეებად უნდა აღირიცხონ ო. ჭ-ს მემკვიდრეები – მ. წ-ა და ბ. ჭ-ა.

სამოქალაქო საპროცესო კანონის მე-4 მუხლის, 102-ე მუხლის პირველი ნაწილის, 103-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 105-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ აპელანტებმა მათი მოთხოვნის საფუძვლიანობის დასასაბუთებლად მიუთითეს მამის (მამკვიდრებლის) ს. ჭ-ს გარდაცვალების შემდეგ სამკვიდრო ფაქტობრივი დაუფლებით არა მხოლოდ ლ. ჭ-ას, არამედ ს. ჭ-ს სამი მემკვიდრის მიერ მიღების ფაქტით, თითოეულმა – 1/3 წილის უფლებით, რასაც თვითონ ლ. ჭ-აც ადასტურებს და არ უარყოფს.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მ. წ-ამ და ბ. ჭ-ამ გაასაჩივრეს საკასაციო წესით, მოითხოვეს ნაწილობრივ მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:

კასატორების მითითებით, სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 1421-ე, 1433-ე 1434-ე, 1447-ე და 1503-ე მუხლებით, თუმცა მითითებული ნორმების გამოყენება მიზანშეწონილი მაშინ იქნებოდა, როცა დადასტურდებოდა ო. ჭ-ს გარდა სხვა მემკვიდრეთა მიერ სამკვიდროს მიღების ფაქტი, რაც მოცემულ შემთხვევაში არსებული მტკიცებულებების ობიექტური შეფასებით არ დადასტურდა. ამდენად, სასამართლოს მიერ მითითებული სამართლებრივი ნორმების გამოყენება დასაბუთებული არ არის საამისოდ ფაქტობრივი საფუძვლის არ არსებობის გამო.

კასატორთა განმარტებით, სააპელაციო სასამართლო გასაჩივრებულ განჩინებაში უთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლზე, თუმცა საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილება არ ეფუძნება საქმეში არსებული მტკიცებულებებისა და სასამართლო სხდომაზე განხილული მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად გამოტანილ დასკვნას. სასამართლომ ობიექტურად არ შეაფასა საქმის გარემოებები და ახსნა-განმარტებები მათი სარწმუნოობისა და არასარწმუნოობის თვალსაზრისით.

მხარის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 1452-ე მუხლი და განმარტა, რომ სამკვიდროს გაყოფა მოხდა სამკვიდროს მიმღებ მემკვიდრეთა შეთანხმებით იმ წილის კვალობაზე, რაც თითოეულ მათგანს ეკუთვნოდა. კანონის მითითებული დანაწესის გამოყენება მიზანშეწონილი მაშინ იქნებოდა, თუ საქმის ფაქტობრივი გარემოებებით დადგინდებოდა, რომ ო. ჭ-ს გარდა სხვა მემკვიდრეებმა წილი მიიღეს და შემდეგ შეთანხმებით გაიყვეს, რაც მოცემულ შემთხვევაში საქმეში არსებული მტკიცებულებების ობიექტური შეფასებით არ დასტურდება.

კასატორებმა მიიჩნიეს, რომ სასამართლომ არასწორად გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 1434-ე მუხლი, რითაც დადგენილია სამკვიდროს მიღებაზე უარის თქმის წესი. გადაწყვეტილებაში თავად სასამართლოს მიერ მითითებული ფაქტობრივი დასაბუთების გათვალისწინებით აღნიშნული ნორმის მითითება უადგილოა. ანალოგიურად არასწორად იქნა გამოყენებული სამოქალაქო კოდექსის 1447-ე მუხლი, ვინაიდან სასამართლოს საამისოდ ფაქტობრივი საფუძველი და დასაბუთება არ გააჩნდა.

კასატორებმა ჩათვალეს, რომ სააპელაციო სასამართლოს არ დაუდგენია ის ფაქტობრივი გარემოებები, რაც საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 23 დეკემბრის განჩინებაშია მითითებული. შესაბამისად ყოველივე აღნიშნულმა არსებითად უარყოფითი გავლენა იქონია საქმის საბოლოო შედეგზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 9 ივნისის განჩინებით მ. წ-ასა და ბ. ჭ-ას საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად. ამავე განჩინებით დადგინდა, რომ კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა მ. წ-ასა და ბ. ჭ-ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ს. ჭ-ს სამკვიდრო ქონებას მისი გარდაცვალების მომენტისათვის შეადგენდა ზუგდიდში, ყ-ს ქ.№60-ში მდებარე უძრავი ნივთი – მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №......... ს. ჭ-ა გარდაიცვალა 2002 წლის 22 აპრილს. შესაბამისად, ამ დღეს გაიხსნა სამკვიდრო მის ქონებაზე.

მოწმეთა ჩვენებებით უდავოდ დასტურდება, რომ კანონით დადგენილ ვადაში სამკვიდრო ფაქტობრივი ფლობით მიიღეს ს. ჭ-ს კანონით პირველი რიგის შემდეგმა მემკვიდრეებმა – ლ. ჭ-ამ, რ. ჭ-ამ, ო. ჭ-ამ (რ.) თითოეულმა ცალ-ცალკე 1/3-1/3 წილის ოდენობით.

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა ლ. ჭ-ას განმარტება, რომ თვითონ ლ. ჭ-ა, ანუ ერთ-ერთი მემკვიდრე აცხადებს, რომ ყველა მემკვიდრემ მიიღო სამკვიდრო მის ნაწილზე. შესაბამისად, იგი ადასტურებს, რომ მისი წილი სამკვიდრო ფაქტობრივი ფლობით მიიღო ო. ჭ-ამაც, ანუ მ. წ-ას მეუღლემ და ბ. ჭ-ას მამამ.

მოწმეთა ჩვენებებით სააპელაციო პალატამ უდავოდ დაადგინა, რომ მემკვიდრეებს კანონით დადგენილ 3-თვიან ვადაში მათ წილზე სხვა მემკვიდრის სასარგებლოდ უარი არ განუცხადებიათ. საქმეში არ არის რ. და მ. ჭ-ს განცხადებები მათი წილი სამკვიდროს მიღებაზე უარის თქმის შესახებ.

სააპელაციო პალატამ უდავოდ დაადგინა, რომ სამკვიდროს გახსნის დროს ერთ-ერთი მემკვიდრე – მ. ჭ-ა გარდაცვლილი იყო. მის მიერ სამკვიდროს მიღება არ წარმოადგენს მტკიცების საგანს, რადგან მხარეები ამ გარემოებაზე არ მიუთითებენ.

მოწმე მ. ჭ-ამ განმარტა, რომ მამის გარდაცვალების შემდეგ ყველა მემკვიდრე წავიდა სახლიდან, გასაღები რ. ჭ-ს ჰქონდა ჩაბარებული და ის განაგრძობდა ცხოვრებას იმავე ეზოში მის მიერ აშენებულ სახლში. მანვე განმარტა, რომ წლისთავამდე წილი არავის მოუთხოვია და არც ერთ მემკვიდრეს რომელიმე მემკვიდრის სასარგებლოდ უარი არ უთქვამს. მ. ჭ-ამვე განმარტა, რომ იგი 40 წელი წასულია სახლიდან და წილზე პრეტენზია არ აქვს, მაგრამ მამის დანაშთი სამკვიდრო უნდა მიიღოს ლ. ჭ-ამ, რადგან იგი უვლიდა მას.

სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ლ. ჭ-ამ სამკვიდრო მიიღო ს. ჭ-ს მთლიან დანაშთ ქონებაზე და მის სახელზე გაიცა სამკვიდრო მოწმობა მაშინ, როცა მისი წილი 1/3-ით უნდა განსაზღვრულიყო, რადგან არ არსებობს საქმეში მტკიცებულება, რომ მის სასარგებლოდ რომელიმე მემკვიდრემ უარი თქვა სამკვიდროს მიღებაზე. ასევე უდავოა, რომ ო. ჭ-ამ, რომელმაც მამის – ს. ჭ-ს დანაშთი სამკვიდრო ფაქტობრივი ფლობით მიიღო 1/3 წილის უფლებით, ლ. ჭ-ას სახელზე გაცემულ სამკვიდრო მოწმობაში არ უნდა შესულიყო, (ამ ფაქტობრივ გარემოებას რომ ო. ჭ-ამ მამის დანაშთი სამკვიდროდან 1/3 წილი მიიღო სადავოდ არ ხდის არც ლ. ჭ-ა) მაშინ, როცა ო.ი ჭ-ს მისი წილი არავის სასარგებლოდ არ დაუთმია და ასევე არ არსებობს მტკიცებულება, რომ რომელიმე მემკვიდრემ უარი განაცხადა ლ. ჭ-ას სასარგებლოდ, რომ მას მიმატებოდა სამკვიდროში წილი.

სააპელაციო პალატამ უდავოდ დაადგინა, რომ ო. ჭ-ს ფაქტობრივი ფლობით მიღებული ჰქონდა მამის – ს. ჭ-ს სამკვიდრო 1/3 წილის ოდენობით, რის გამოც ო. ჭ-ს სამკვიდრო მასაში (მისი გარდაცვალებისას 2010 წლის 17 ივნისს) შედიოდა ს. ჭ-ს სამკვიდროს შესაბამის ნაწილზე მემკვიდრეობის უფლება, რომელზეც საკუთრება მას სიცოცხლეში არ დაურეგისტრირებია. ო. ჭ-ს პირველი რიგის კანონით მემკვიდრეებმა – ბ. ჭ-ამ (შვილი) და მ. წ-ამ (მეუღლე) ფაქტობრივი ფლობით მიიღეს ო. ჭ-ს სამკვიდრო.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით, ვინაიდან მოცემული ტიპის დავებზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სტაბილური პრაქტიკა (სუს 2014 წლის 10 ოქტომბრის №ას-555-526-2014 განჩინება).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ. წ-ასა და ბ. ჭ-ას საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ნ. ბაქაქური