ბს-819-405-კ-05 14 ივლისი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ნ. წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ი. ლეგაშვილი,
ჯ. გახოკიძე
ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი, თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 22 აპრილის განჩინებაზე.
საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
ო. ჯ-ემ, ზ. ბ-მა, ზ. თ-მ, დ. ლ-ემ, მ. ბ-ემ, გ. პ-ემ და დ. შ-ემ სარჩელი აღძრეს თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონულ სასამართლოში, მოპასუხის ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის მიმართ, რომლითაც მოითხოვეს სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება შემდეგი საფუძვლით:
ვაკე-საბურთალოს საოლქო საგადასახადო ინსპექციასა და მთაწმინდა-კრწანისის ზონალურ საგადასახადო ინსპექციაში მიმდინარე რეორგანიზაციისა და შტატების შემცირების გამო 2004წ. 1 ოქტომბრიდან მოსარჩელეები გათავისუფლდნენ სამსახურიდან. მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ მათი გათავისუფლება მოხდა უკანონოდ, რადგან გათვალისწინებული არ იქნა მათი სამსახურში უპირატესი დარჩენის უფლება, ამასთან, გათავისუფლების დროს დარღვეულ იქნა „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 96.2 და 97.1 მუხლები, ასევე, „შკკ-ის“ 36-ე მუხლი, რადგან გათვალისწინებული არ იქნა სამსახურში მათი უპირატესი დარჩენის უფლება, კერძოდ, რომ არიან მაღალი კვალიფიკაციის მუშაკები, უმაღლესი განათლებით, 2004წ ლის მაისის თვეში წარმატებით გაიარეს ატესტაცია საგადასახადო სამსახურში, წლების განმავლობაში გამოირჩეოდნენ მუშაობის ნაყოფიერებით.
მოსარჩელეებმა ასევე აღნიშნეს, რომ მათი სამსახურიდან გათავისუფლებსი დროს არ იქნა გათვალისწინებული, რომ ორი მათგანი ო. ჯ-ე და დ. ლ-ე არიან ომის მონაწილენი. მოსარჩელეებმა აღნიშნეს, რომ 2004წ. 28.10 მიმართეს საგადასახადო დეპარტამენტს და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის საფუძველზე მოითხოვეს საჯარო ინფორმაცია, თუ რა კრიტერიუმებით მოხდა სამსახურში დარჩენილ პირთა შეფასება, რა უპირატესობით სარგებლობდნენ ისინი გათავისუფლებულებისას, მიმართებაში, ასევე მათ გამოითხოვეს ვაკე-საბურთალოს საგადასახადო ინსპექციის რეორგანიზაციამდე და რეორგანიზაციის შემდგომი საშტატო განრიგი, თუმცა ეს ინფორმაცია არ მიუღია, რის გამოც სარჩელზე თანდართული შუამდგომლობით სსსკ-ის 103.2 და 178.2 „ბ“ პუნქტის შესაბამისად, მოითხოვეს, დაევალებინათ საგადასახადო დეპარტამენტისათვის მითითებული ინფორმაციის წარმოდგენა.
დაზუსტებულ სარჩელში მოსარჩელეებმა მოითხოვეს ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციაში აღდგენა.
რაიონული სასამართლოს სხდომაზე მოპასუხე ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის წარმომადგენელმა არ ცნო სარჩელი და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
რაიონული სასამართლოს 2005წ. 28.01 საოქმო განჩინებით ზ. ბ-ს და შ-ის და ლ. ლ-ის სარჩელზე შეწყდა წარმოება სარჩელზე უარის თქმის გამო.
რაიონული სასამართლოს 2005წ. 28.01 გადაწყვეტილებით ო. ჯ-ის, ზ. თ-ს, მ. ბ-ისა და გ. პ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2004წ. 01.10 ¹3629-პ, 3626-პ, 2620-პ, 3632-პ ბრძანებები მოსარჩელეების: ო. ჯ-ის, მ. თ-ს, მ. ბ-ის და გ. პ-ის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ მიღებულ იქნა არაკანონიერად და გაუქმდა მათი შედეგები, მოსარჩელეები: ო. ჯ-ე, ზ. თ-ა, გ. ბ-ე და გ. პ-ე აღდგენილ იქნენ წინანდელ ან ტოლფას თანამდებობაზე ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციაში, მათვე აუნაზღაურდათ აღდგენამდე იძულებითი განაცდური დროის ხელფასი, რაც რაიონულმა სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად: რაიონულმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტები:
2004წ. ოქტომბრის მდგომარეობით მოსარჩელე ო. ჯ-ე მუშაობდა ვაკე-საბურთალოს საოლქო საგადასახადო ინსპექციაში გადამხდელთა საგადასახადო ...ის განყოფილების ...ის თანამდებობაზე, გააჩნია საგადასახადო ინსპექციაში მუშაობის 10 წლის სტაჟი, არის ომის მონაწილე, ატესტაციაგავლილი, დათხოვნილია დეპარტამენტის თავმჯდომარის 2004წ. 01.10¹3629-პ ბრძანებით. ზ. თ-ა მუშაობდა იმავე ინსპექციაში იმავე თანამდებობაზე, გააჩნია საგადასახადო ინსპექციაში მუშაობის 8 წლის სტაჟი, ატესტაცია გავლილია, დათხოვნილია დეპარტამენტის თავმჯდომარის 2004წ. 01.10 ¹3620-პ ბრძანებით. გ. პ-ე მუშაობდა ვაკე-საბურთალოს საოლქო საგადასახადო ინსპექციის გადამხდელთა საგადასახადო ...ის განყოფილების ...ის თანამდებობაზე, გააჩნია საფინანსო -საგადასახადო ინსპექციაში მუშაობის 15წ. სტაჟი, გავლილი აქვს ატესტაცია, დათხოვნილია დეპარტამენტის თავმჯდომარის 2004წ. 01.10 ¹3632-პ ბრძანებით. მოსარჩელეთა დათხოვნა მოტივირებულია რეორგანიზაციითა და შტატებით გათვალისწინებული თანამდებობათა შემცირების გამო, ხოლო ბრძანებათა სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 96.2 და 97.1 მუხლები. საქმეში წარდგენილ იქნა უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომები, სერთიფიკატები, დახასიათებათა და სპეციალობით მუშაობის ხანგძლივი სტაჟის მიხედვით მოსარჩელეები მიეკუთვნებიან მაღალკვალიფიციურ კადრებს.
რაიონულმა სასამართლომ გამოიყენა “საჯარო სამსახურის შესახებ”, კანონის 96.2. მუხლის და ამავე კანონის 97-ე მუხლი და განმარტა, რომ კანონის მითითებული მოთხოვნები მოსარჩელეთა განთავისუფლების დროს არ იქნა დაცული. ამასთან, გამოიყენა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის და განმარტა, რომ მოპასუხემ მხარემ ვერ დაადასტურა მოსარჩელეთა მიერ წინათ დაკავებული თანამდებობის შემცირების შესახებ, შესაბამისად, რეალურად ვერ დადასტურდა, რომ მოხდა შტატების შემცირებას.
რაიონულმა სასამაერთლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელეთა განთავისუფლების დროს დარღვეულ იქნა “შკკ-ის” 36-ე მუხლის მოხთოვნები, რის გამოც გასაჩივრებული ბრძანებები არაკანონიერად იქნა აღიარებული.
რაიონულმა სასამართლომ გამოიყენა “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 112-ე მუხლი და განმარტა, რომ მოსარჩელეთა სასარჩელო მოთხოვნა ექვემდებარებოდა დაკამყოფილებას.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელციო წესით გაასაჩივრა ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტმა, რომლითაც მოითოვა მისი გაუქმება, შემდეგი მოტივით:
რაიონულმა სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ საგადასახადო ორგანოს სისტემაში რეალურად განხორციელდა შემცირება. მოსარჩელეები მუშაობდნენ ვაკე-საბურთალოს საოლქო საგადასახადო ინსპექციის გადამხდელთა საგადასახადო ...ისას განყოფილების ...ის, ხოლო ბ-ე მთავარი ...ის თანამდებობაზე. საგადასახადო დეპარტამენტში განხორციელებული სტრუქტურული რეორგანიზაციის შედეგად გაუქმებულ იქნა ადრე მოქმედი საგადასახადო სტრუქტურები და შეიქმნა თბილისის საგადასახადო ინსპექცია. ვაკე-საბურთალოს საოლქო საგადასახადო ინსპექციის ბაზაზე შეიქმნა თბილისის საგადასახადო ინსპქციის გადამხდელთა საგადასახადო აუდიტის სამმართველო ორი განყოფილებითა და 90 საშტატო ერთეულით, ამასთან, კამერალური ...ის განყოფილება ახალი სტრუქტურაა A...ის სამმართველოში, ხოლო გასვლითი საგადასახადო ...ის განყოფილებაში დარჩა 48 საშტატო ერთეული, სადაც 5 ინსპექტორიის შტატია გათვალისწინებული.
აპელანტმა მიუთითა “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 97.1. და 97.2. მუხლიზე და განმარტა, რომ აღნიშნული ნორმით განსაზღვრულია გამონაკლისი შემთხვევა, როცა დაწესებულებას აქვს შესაძლებლობა, რომ მოხელეს შესთავაზოს სხვა თანამდებობა. საბაჟო სისტემაში განხორციელებულ რეორგანიზაციას თან სდევდა შტატების შემცირება, შესაბამისად, ადმინისტრაცია მოკლებული იყო შესაძლებლობას, მოსარჩელეებისათვის შეეთავაზებინა სხვა თანამდებობა. ამასთან, აპელანტი მიიჩნევს, რომ მათ მიერ მოსარჩელეების სამსახურიდან განთავისუფლების დროს დაცულ იქნა “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 97.3. მუხლის და “შკკ-ის” 36-ე მუხლის მოთხოვნები.
სააპელაციო სასამართლოს 2005წ. 22 აპრილის განჩინებით ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რაც სააპელაციო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტები:
2004წ. ოქტომბრის თვის მდგომარეობით მოსარჩელე ო. ჯ-ე მუშაობდა ვაკე-საბურთალოს საოლქო საგადასახადო ინსპექციაში გადამხდელთა საგადასახადო ...ის განყოფილების ...ის თანამდებობაზე, გააჩნია საგადასახადო ინსპექციაში მუშაობის 10 წლის სტაჟი, არის ომის მონაწილე, ატესტაციაგავლილი, დათხოვნილია დეპარტამენტის თავმჯდომარის 2004წ. 01.10¹3629-პ ბრძანებით. ზ. თ-ა მუშაობდა იმავე ინსპექციაში იმავე თანამდებობაზე, გააჩნია საგადასახადო ინსპექციაში მუშაობის 8 წლის სტაჟი, ატესტაცია გავლილია, დათხოვნილია დეპარტამენტის თავმჯდომარის 2004წ. 01.10 ¹3620-პ ბრძანებით. გ. პ-ე მუშაობდა ვაკე-საბურთალოს საოლქო საგადასახადო ინსპექციის გადამხდელთა საგადასახადო ...ის განყოფილების ....ის თანამდებობაზე, გააჩნია საფინანსო _ საგადასახადო ინსპექციაში მუშაობის 15წ. სტაჟი, გავლილი აქვს ატესტაცია, დათხოვნილია დეპარტამენტის თავმჯდომარის 2004წ. 01.10 ¹3632-პ ბრძანებით. მ. ბ-ე მუშაობდა იმავე განყოფილებაში მთავარი ...ის თანამდებობაზე, გააჩნია 21წ. სტაჟი, გავლილი აქვს ატესტაცია, დათხოვნილია დეპარტამენტის თავმჯდომარის 2004წ. 01.10 ¹3620-პ ბრძანებით. მოსარჩელეთა დათხოვნა მოტივირებულია რეორგანიზაციითა და შტატებით გათვალისწინებულ თანამდებობათა შემცირების გამო, ხოლო ბრძანებათა სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 96.2 და 97.1 მუხლები. ფინანსთა სამინისტროს 2004წ. 23 აგვისტროს ¹550 ბრძანების “ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო ორგანოების შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიებისა და უფლებამოსილების განსაზღვრის შესახებ” საფუძველზე განხორციელდა საგადასახადო ორგანოების რეორგანიზაცია, ხოლო ფინანსთა მინისტრის 2004წ. 10 სექტემბრის ¹586 ბღძანები “ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის საგადასახადო ინსპექციების სტრუქტურისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ” შესაბამისად განისაზღვრა საგადასახადო ორგანოების სტრუქტურა და საშტატო განრიგი. რეორგანიზაციის შედეგად ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის, მთაწმინდა-კრწანისის, ვაკე-საბურთალოს, ისანი-სამგორის და გლდანი-ნაძალადევის საგადასახადო ინსპექციების ბაზაზე ჩამოყალიბდა თბილისის საგადასასადო ინსპექცია. საშტატო განრიგის მიხედვით დადგენილია, რომ თბილისის საგადასახადო ინსპექციაში გადამხდელთა საგადასახადო ...ის განყოფილებაში, სადაც წინათ შესაბამის რაიონულ დანაყოფში მუშაობდნენ მოსარჩელეები, შენარჩუნებული იქნა 60 საშტატო ერთეული. სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა, საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 96.2. და 97-ე მუხლები და განმარტა, რომ მოხდა რა საგადასახადო ორგანოში რეორგანიზაცია, იმ შემთხვევაშიც კი, თუ რეორგანიზაციას თან სდევდა შტატების შემცირება, ადმინისტრაციას არ გააჩნდა მოსარჩელეთა სამუშაოდან დათხოვნის საფუძველი, მათთვის სხვა თანამდებობის შეთავაზების გარეშე, რაც კონკრეტულ შემთხვევაში მათ მიმართ არ განხორციელებულა, რის გამოც მოსარჩელეები უკანონოდ იქნენ დათხოვნილი. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა რაიონული სასამართლოს მსჯელობა იმის შესახებ, რომ ადმინისტრაციამ არ გაითვალიწინა მოსარჩელეთა სამუშაოზე დარჩენის უპირატესი უფლება, რითაც დარღვეულ იქნა “შკკ-ის” 36-ე მუხლის და “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის მე-14 მუხლის მოთხოვნებს. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა რაიონული სასამართლოს მსჯელობა “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 112-ე მუხლის და შკკ-ის 207-ე მუხლის გამოყენების ნაწილში და დაასკვნა, რომ მოსარჩელეები აღდგენილ უნდა იქნენ იძულებით განაცდური დროის ხელფასის ანაზღაურებით, გამოიყენა სსსკ-ის 255.1. მუხლის და მოსარჩელეები აღდგენილ იქნენ წინანდელ ან ტოლფას თანამდებობაზე.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩ ივრა ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტმა. რომლითაც მოითხოვა მისი გაუქმება, შემდეგი მოტივით: ფინანსთა მინისტრის 2004წ. 23 აგვისტოს ¹550 ბრძანებით საგადასახადო სისტემაში განხორციელდა რეორგანიზაცია შტატების შემცირებით, ამავე ბრძანებით ფუნქციონირება შეწყვიტა ადრე მოქმედმა საგადასახადო სტრუქტურებმა და შეიქმნა ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექცია. ქ. თბილისის ტერიტორიაზე მოქმედი ვაკე-საბურთალოს საოლქო საგადასახადო ინსპექციაში არსებული გადამხდელთა საგადასახადო ...ის განყოფილების (აუდიტი) (სადაც მუშაობდა 111 ...ი) ბაზაზე შეიქმნა ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის გადამხდელთა საგადასახადო აუდიტი (...ების) სამმართველო ორი განყოფილებითა და 90 საშტატო ერთეულით. კამერალური ...ის განყოფილება ახალი სტრუქტურაა ...ის სამმართველოში, ხოლო გასვლითი საგადასახადო ...ის განყოფილებაში დარჩა 48 საშტატო ერთეული, სადაც მხოლოდ ინსპექტორის 5 შტატია გათვალისწინებული, ე.ი. ადგილი ჰქონდა შტატების მნიშვნელოვან შემცირებას. სასამართლომ არასწორად განმარტა “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 97-ე მუხლი. ამასთან, მოსარჩელეთა განთავისუფლების დროს არ დარღვეულა შკკ-ის 36-ე მუხლის მოთხოვნების დარღვევას, ვინაიდან მოსარჩელეები იყვნენ საჯარო მოხელეები და მათზე ვრცელდება “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის მოთხოვნები, სადაც კონკრეტულად გათვალისწინებულია გათავისუფლების წესი და პირობები. სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 127-ე მუხლი და განმარტა, რომ სამსახურიდან გათავისუფლებაზე გაცემული ბრძანების არაკანონიერად აღიარების შემთხვევაში. მოხელე ექმვედებარება დაუყონებლივ აღდგენას, რაც კასატორ მიაჩნია არასწორად, რადგან, მოსარჩელეთა მიერ ადრე დაკავებული თანამდებობა შემცირებულია. ამასთან, მოსარჩელეები აღდგენილ იქნენ “ტოლფას” თანამდებობაზე, ასეთ ცნებას კი არც “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი და არც შრომის კანონთა კოდექსი არ ითვალისწინებს, შესაბამისად უსაფუძვლოა განჩინებაც მათი ტოლფას თანამდებობაზე დაუყონებლივ აღდგენის შესახებ.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობის, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებულობა-კანონიერების ...ის და საქმის მასალების შესწავლის შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, უნდა გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 22 აპრილის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს, შემდეგ გარემოებათა გამო: გასაჩივრებული განჩინების მიღებისას სააპელაციო სასამართლოს მიერ დარღვეულია მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, კერძოდ, სსკ-ის 393.2. და 394. “ე” მუხლების მოთხოვნები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, გადაწყვეტილება იურიდიული თვალსაზრისით დაუსაბუთებელია. სსსკ-ის 407.2. მუხლის შესაბამისად საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. კონკრეტულ შემთხვევაში, საკასაციო პრეტენზია დასაბუთებელია, რადგან საქმის მასალებით დადგენილია, რომ ფინანსთა მინისტრის 2004წ. 23 აგვისტოს ¹550 ბრძანებით საგადასახადო სისტემაში განხორციელდა რეორგანიზაცია შტატების შემცირებით, ამავე ბრძანებით ფუნქციონირება შეწყვიტა ადრე მოქმედმა საგადასახადო სტრუქტურებმა და შეიქმნა ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექცია. ქ. თბილისის ტერიტორიაზე მოქმედი ვაკე-საბურთალოს საოლქო საგადასახადო ინსპექციაში არსებული გადამხდელთა საგადასახადო ...ის განყოფილების (აუდიტის) (სადაც მუშაობდა 111 სპეციალისტი) ბაზაზე შეიქმნა ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის გადამხდელთა საგადასახადო აუდიტი (...ების) სამმართველო ორი განყოფილებითა და 90 საშტატო ერთეულით. 2004წ. ოქტომბრის თვის მდგომარეობით მოსარჩელე ო. ჯ-ე მუშაობდა ვაკე-საბურთალოს საოლქო საგადასახადო ინსპექციაში გადამხდელთა საგადასახადო ...ის განყოფილების ...ის თანამდებობაზე, დათხოვნილია დეპარტამენტის თავმჯდომარის 2004წ. 01.10¹3629-პ ბრძანებით. ზ. თ-ა მუშაობდა იმავე ინსპექციაში იმავე თანამდებობაზე, დათხოვნილია დეპარტამენტის თავმჯდომარის 2004წ. 01.10 ¹3620-პ ბრძანებით. გ. პ-ე მუშაობდა ვაკე-საბურთალოს საოლქო საგადასახადო ინსპექციის გადამხდელთა საგადასახადო ...ის განყოფილების ...ის თანამდებობაზე, დათხოვნილია დეპარტამენტის თავმჯდომარის 2004წ. 01.10 ¹3632-პ ბრძანებით. მ. ბ-ე მუშაობდა იმავე განყოფილებაში მთავარი ...ის თანამდებობაზე, დათხოვნილია დეპარტამენტის თავმჯდომარის 2004წ. 01.10 ¹3620-პ ბრძანებით. სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას რაიონული სასამართლოს მსჯელობა “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 127-ე მუხლის საფუძველზე წინანდელი თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის ნაწილში სრულებით გაიზიარა, თუმცა, იურიდიული დასაბუთების გარეშე. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ “შკკ-ის” 206-ე მუხლით გათვალისწინებულია კანონიერი საფუძვლის გარეშე დათხოვნილი ან სხვა სამუშაოზე გადაყვანილი მუშაკის ან მოსამსახურის აღდგენა წინანდელ სამუშაოზე, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმის ხელახალი განხილვისას არსებითად უნდა იმსჯელოს იმ გარემოებაზე, რომ არც “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონი და არც “შრომის კანონთა კოდექსი” არ ითვალისწინებს ტოლფასი თანამდებობის ცნებას, სასამართლოს მიერ გამოკვლეული უნდა იქნეს არსებობს თუ არა რეორგანიზაციის შემდეგ ის თანამდებობა თბილისის საგადასახადო ინსპექციის სტრუქტურაში, რომელიც ეკავა ო. ჯ-ეს, ზ. თ-ს, მ. ბ-ეს და გ. პ-ეს სამსახურიდან გათავისუფლებამდე და შესაბამისად, მოსარჩელეთა სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში მათი აღდგენა განახორციელოს მითითებული გარემოების გამოკვლევა-დადგენის შემდეგ. ყოველივე ზემოღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსსკ-ის 411-ე მუხლის შესაბამისად შეუძლებელია საკასაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღება, რამდენადაც სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვისას არ იქნა დადგენილი საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა ფაქტობრივი გარემოებები, რის გამოც მოცემული საქმე ექვემდებარება ხელახლა განხილვას, რა დროსაც სააპელაციო სასამართლომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლებით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე, გამოიკვლიოს მითითებული გარემოებები საქმეზე ობიექტური და კანონიერი გადაწყვეტილების დადგენის მიზნით.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა რა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2; სსკ-ის 372-ე, 390-ე, 399-ე, 411-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ფინანსთა სამინისტროს საგადასახდო დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 22 აპრილის განჩინება.
3. საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.