№ა-2785-შ-79-2014 12 მარტი, 2015 წელი,
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი - მ. ბ-ნ-ე
მოწინააღმდეგე მხარე - ვ. ბ-ი
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასაც მხარე მოითხოვს - გერმანიის ალტოტინგის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2010 წლის 11 ნოემბრის გადაწყვეტილება
დავის საგანი - განქორწინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
გერმანიის ალტოტინგის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2010 წლის 11 ნოემბრის გადაწყვეტილებით ვ. ბ-ისა და მ. ბ-ი-ნეფარიძეს შორის 06.06.2005 წელს მიუნხენის მმაჩის ბიუროში რეგისტრირებული N.../.... ქორწინება შეწყდა.
საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა მ. ბ-ნ-ემ და მოითხოვა აღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი მასალებით დასტურდება, რომ გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული და მხარეები მონაწილეობდნენ საქმის განხილვაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო რა წარმოდგენილ შუამდგომლობას და თანდართულ მასალებს, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აღნიშნული შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
გერმანიის ალტოტინგის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2010 წლის 11 ნოემბრის გადაწყვეტილებით ვ. ბ-ისა და მ. ბ-ნ-ეს შორის 06.06.2005 წელს მიუნხენის მმაჩის ბიუროში რეგისტრირებული N.../.... ქორწინება შეწყდა.
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, შესაბამისად, გერმანიის ალტოტინგის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2010 წლის 11 ნოემბრის გადაწყვეტილება ცნობილ უნდა იქნეს საქართველოს ტერიტორიაზე.
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ კანონის 69-ე მუხლის მიხედვით, განქორწინების საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობის შესახებ სავალდებულოა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ. ბ-ნ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;
2. გერმანიის ალტოტინგის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2010 წლის 11 ნოემბრის გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც ვ. ბ-ისა და მ. ბ-ნ-ეს შორის 06.06.2005 წელს მიუნხენის მმაჩის ბიუროში რეგისტრირებული N.../.... ქორწინება შეწყდა, ცნობილ იქნეს საქართველოს ტერიტორიაზე;
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები ბ. ალავიძე
პ. ქათამაძე