საქმე №ა-4006-შ-111-2014 02 მარტი, 2015 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი - დამატებითი პასუხისმგებლობის საზოგადოება „მ-ოს ლ-ში ქ-ა“
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ა-ი“
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მხარე მოითხოვს - უკრაინის ზაკარპატიის ოლქის სამეურნეო სასამართლოს 2014 წლის 01 ოქტომბრის გადაწყვეტილება
შუამდგომლობის ავტორის მოთხოვნა - გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა-აღსრულება
დავის საგანი - ფულადი ვალდებულების შესრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
უკრაინის ზაკარპატიის ოლქის სამეურნეო სასამართლოს 2014 წლის 01 ოქტომბრის გადაწყვეტილებით შპს „ა-ს“, მდებარე, თბილისი, გ-ი - ნ-ის რაიონი, გ. კ-თა ქ.N22, სადარბაზო პირველი, სართული მე-3, ბინა N331 (საიდენტიფიკაციო კოდი ........) დაეკისრა დამატებითი პასუხისმგებლობის საზოგადოება „მ-ოს ლ-ში ქ-ის“ სასარგებლოდ მდებარე, ქ. მუკაჩევო, ქუჩა პ-ია, 101 (კოდი T ......) 36 000 აშშ დოლარი (რომელიც 31.03.2014 წლის მდგომარეობით უკრაინის ეროვნული ბანკის კურსის მიხედვით შეადგენს 394 365 გრივნასა და 60 კაპიკს) მიწოდებული საქონლის დავალიანების ანაზღაურების მიზნით, 1 423, 23 აშშ დოლარი (რომელიც 31.03.2014 წლის მდგომარეობით უკრაინის ეროვნული ბანკის კურსის მიხედვით შეადგენს 15 590 გრივნასა და 95 კაპიკს) ჯარიმა და 328,44 აშშ დოლარი (რომელიც 31.03.2014 წლის მდგომარეობით უკრაინის ეროვნული ბანკის კურსის მიხედვით შეადგენს 3597 გრივნასა და 91 კაპიკს) წლიური სამი პროცენტი, ასევე, რვაათას სამასოცდათოთხმეტი გრივნა და 69 კაპიკი გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურების მიზნით.
საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა დამატებითი პასუხისმგებლობის საზოგადოება „მ-ს ლ-მა ქ-ამ“, რომელმაც მოითხოვა, ზემოთ აღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.
შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი უკრაინის ზაკარპატიის ოლქის სამეურნეო სასამართლოს 2014 წლის 01 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, ასევე შუამდგომლობაზე დართული სასამართლოს მიერ გაცემული ცნობებითა და მტკიცებულებათა დამოწმებული ასლებით დასტურდება, რომ - დამატებითი პასუხისმგებლობის საზოგადოება „მ-ოს ლ-ში ქ-ის“ სარჩელი და თანდართული მასალები თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით ჩაბარდა შპს „ა-ის“ წარმომადგენელ მ. მ-ს (პ/ნ ......) 31.07.2014წ.-ს, ასევე დასტურდება, რომ მოპასუხის უფლებამოსილი წარმომადგენელი 01.10.2014წ.-ის სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა, სასამართლოს მიერ მოთხოვნილი დოკუმენტები მოპასუხემ არ წარადგინა და არც სასამართლოს სხდომაზე გამოუცხადებლობის მიზეზების თაობაზე სასამართლოსათვის არ უცნობებია. ამასთან, რაიმე განცხადებით და შუამდგომლობით სასამართლოსათვის არ მიუმართავს.
უკრაინის ზაკარპატიის ოლქის სამეურნეო სასამართლოს 2014 წლის 01 ოქტომბრის გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულებასაც მხარე მოითხოვს, შესულია კანონიერ ძალაში 2014 წლის 17 ოქტომბერს და ექვემდებარება აღსრულებას. ასევე დასტურდება, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება უკრაინის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 09 იანვრის განჩინებით დამატებითი პასუხისმგებლობის საზოგადოება „მ-ოს ლ-ში ქ-ის“ შუამდგომლობა უკრაინის ზაკარპატიის ოლქის სამეურნეო სასამართლოს 2014 წლის 01 ოქტომბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ მიღებულ იქნა წარმოებაში, დადგინდა შუამდგომლობისა და თანდართული მასალების მოწინააღმდეგე მხარისათვის გაგზავნა და მასვე განემარტა, რომ მოცემული განჩინების ჩაბარებიდან 5 (ხუთი) დღის განმავლობაში ჰქონდა თავისი აზრის გამოთქმის უფლება, ასევე შეეძლო საქმის ზეპირი განხილვის მოთხოვნა, წინააღმდეგ შემთხვევაში, შუამდგომლობა განიხილებოდა მხარეთა მოსმენის გარეშე.
საკასაციო პალატის ზემოაღნიშნული განჩინება საქმის მასალებთან ერთად სამჯერ გაეგზავნა შპს „ა-ს“ საქმეში არსებულ, ასევე, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრში რეგისტრირებულ მისამართზე, თუმცა მათი ჩაბარება ვერ მოხერხდა.
საბოლოოდ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 09 იანვრის განჩინება შპს „ა-ს“ (საიდენტიფაკიო კოდი ........) ეცობა მისი საჯაროდ გამოქვეყნების გზით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა გაეცნო წარმოდგენილ შუამდგომლობასა და თანდართულ მასალებს და მივიდა დასკვნამდე, რომ აღნიშნული შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
უკრაინის ზაკარპატიის ოლქის სამეურნეო სასამართლოს 2014 წლის 01 ოქტომბრის გადაწყვეტილებით შპს „ა-ს“, მდებარე, თბილისი, გ-ი - ნ-ის რაიონი, გ. კ-თა ქ.N22, სადარბაზო პირველი, სართული მე-3, ბინა N331 (საიდენტიფიკაციო კოდი ........) დაეკისრა დამატებითი პასუხისმგებლობის საზოგადოება „მ-ოს ლ-ში ქ-ის“ სასარგებლოდ მდებარე, ქ. მუკაჩევო, ქუჩა პ-ია, 101 (კოდი T ......) 36 000 აშშ დოლარი (რომელიც 31.03.2014 წლის მდგომარეობით უკრაინის ეროვნული ბანკის კურსის მიხედვით შეადგენს 394 365 გრივნასა და 60 კაპიკს) მიწოდებული საქონლის დავალიანების ანაზღაურების მიზნით, 1 423, 23 აშშ დოლარი (რომელიც 31.03.2014 წლის მდგომარეობით უკრაინის ეროვნული ბანკის კურსის მიხედვით შეადგენს 15 590 გრივნასა და 95 კაპიკს) ჯარიმა და 328,44 აშშ დოლარი (რომელიც 31.03.2014 წლის მდგომარეობით უკრაინის ეროვნული ბანკის კურსის მიხედვით შეადგენს 3597 გრივნასა და 91 კაპიკს) წლიური სამი პროცენტი, ასევე, რვაათას სამასოცდათოთხმეტი გრივნა და 69 კაპიკი გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურების მიზნით.
შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი უკრაინის ზაკარპატიის ოლქის სამეურნეო სასამართლოს 2014 წლის 01 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, ასევე შუამდგომლობაზე დართული სასამართლოს მიერ გაცემული ცნობებითა და მტკიცებულებათა დამოწმებული ასლებით დასტურდება, რომ - დამატებითი პასუხისმგებლობის საზოგადოება „მ-ოს ლ-ში ქ-ის“ სარჩელი და თანდართული მასალები თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით ჩაბარდა შპს „ა-ის“ წარმომადგენელ მ. მ-ს (პ/ნ ......) 31.07.2014წ.-ს, ასევე დასტურდება, რომ მოპასუხის უფლებამოსილი წარმომადგენელი 01.10.2014წ.-ის სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა, სასამართლოს მიერ მოთხოვნილი დოკუმენტები მოპასუხემ არ წარადგინა და არც სასამართლოს სხდომაზე გამოუცხადებლობის მიზეზების თაობაზე სასამართლოსათვის არ უცნობებია. ამასთან, რაიმე განცხადებით და შუამდგომლობით სასამართლოსათვის არ მიუმართავს.
უკრაინის ზაკარპატიის ოლქის სამეურნეო სასამართლოს 2014 წლის 01 ოქტომბრის გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულებასაც მხარე მოითხოვს, შესულია კანონიერ ძალაში 2014 წლის 17 ოქტომბერს და ექვემდებარება აღსრულებას. ასევე დასტურდება, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება უკრაინის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა.
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ, მოცემულ შემთხვევაში, ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს. რაც შეეხება მითითებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულებას, სამოქალაქო საქმეთა პალატა ასევე მიიჩნევს, რომ არც ამ ნაწილში არსებობს შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი, ვინაიდან, „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამოქალაქო და შრომის სამართლის საქმეებზე უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულება ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ ისინი ექვემდებარება აღსრულებას. ამავე კანონის 71-ე მუხლით კი, დადგენილია წინაპირობები, თუ რა შემთხვევაშია შესაძლებელი უცხო ქვეყნის გადაყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღსასრულებლად მიქცევა. სამოქალაქო საქმეთა პალატა საქმის მასალების ანალიზის საფუძველზე მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, კანონის ზემოთ ხსენებული დანაწესები დაცულია.
ამრიგად, უკრაინის ზაკარპატიის ოლქის სამეურნეო სასამართლოს 2014 წლის 01 ოქტომბრის გადაწყვეტილება უნდა იქნას ცნობილი საქართველოს ტერიტორიაზე და მიექცეს აღსასრულებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე, 70-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დამატებითი პასუხისმგებლობის საზოგადოება „მ-ოს ლ-ში ქ-ის“ შუამდგომლობა უკრაინის ზაკარპატიის ოლქის სამეურნეო სასამართლოს 2014 წლის 01 ოქტომბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დაკმაყოფილდეს;
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას და მიექცეს აღსასრულებლად უკრაინის ზაკარპატიის ოლქის სამეურნეო სასამართლოს 2014 წლის 01 ოქტომბრის გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზე შპს „ა-ს“, მდებარე, თბილისი, გ-ი - ნ-ის რაიონი, გ. კ-თა ქ.N22, სადარბაზო პირველი, სართული მე-3, ბინა N331 (საიდენტიფიკაციო კოდი ........) დაეკისრა დამატებითი პასუხისმგებლობის საზოგადოება „მ-ოს ლ-ში ქ-ის“ სასარგებლოდ მდებარე, ქ. მუკაჩევო, ქუჩა პ-ია, 101 (კოდი T ......) 36 000 აშშ დოლარი (რომელიც 31.03.2014 წლის მდგომარეობით უკრაინის ეროვნული ბანკის კურსის მიხედვით შეადგენს 394 365 გრივნასა და 60 კაპიკს) მიწოდებული საქონლის დავალიანების ანაზღაურების მიზნით, 1 423, 23 აშშ დოლარი (რომელიც 31.03.2014 წლის მდგომარეობით უკრაინის ეროვნული ბანკის კურსის მიხედვით შეადგენს 15 590 გრივნასა და 95 კაპიკს) ჯარიმა და 328,44 აშშ დოლარი (რომელიც 31.03.2014 წლის მდგომარეობით უკრაინის ეროვნული ბანკის კურსის მიხედვით შეადგენს 3597 გრივნასა და 91 კაპიკს) წლიური სამი პროცენტი, ასევე, რვაათას სამასოცდათოთხმეტი გრივნა და 69 კაპიკი გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურების მიზნით.
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები პ ქათამაძე
ბ. ალავიძე