Facebook Twitter

№ა-2787-შ-80-2014 9 მარტი, 2015 წელი,

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი - ე. ს-ნ

მოწინააღმდეგე მხარე - დ. ს-ნ

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასაც მხარე მოითხოვს - გერმანიის აახენის საოლქო სასამართლოს საოჯახო სასამართლოს 01.10.2013 წლის გადაწყვეტილება

დავის საგანი - განქორწინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

გერმანიის აახენის საოლქო სასამართლოს საოჯახო სასამართლოს 01.10.2013 წლის გადაწყვეტილებით ე. ს-ნსა და დ. ს-ნს შორის 05.08.2005 წელს გუტენცელ-ჰურბელის მმაჩის ბიუროში რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა.

საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა ე. ს-ნმა და მოითხოვა აღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი მასალებით დასტურდება, რომ გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 01.10.2013 წლიდან და მხარეები მონაწილეობდნენ საქმის განხილვაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო რა წარმოდგენილ შუამდგომლობას და თანდართულ მასალებს, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აღნიშნული შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

გერმანიის აახენის საოლქო სასამართლოს საოჯახო სასამართლოს 01.10.2013 წლის გადაწყვეტილებით ე. ს-ნსა და დ. ს-ნს შორის 05.08.2005 წელს გუტენცელ-ჰურბელის მმაჩის ბიუროში რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა.

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, შესაბამისად, გერმანიის აახენის საოლქო სასამართლოს საოჯახო სასამართლოს 01.10.2013 წლის გადაწყვეტილება ცნობილ უნდა იქნეს საქართველოს ტერიტორიაზე.

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ კანონის 69-ე მუხლის მიხედვით, განქორწინების საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობის შესახებ სავალდებულოა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე, 69-ე მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ე. ს-ნის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;

2. გერმანიის აახენის საოლქო სასამართლოს საოჯახო სასამართლოს 01.10.2013 წლის გადაწყვეტილება, რომლითაც ე. ს-ნსა და დ. ს-ნს შორის 05.08.2005 წელს გუტენცელ-ჰურბელის მმაჩის ბიუროში რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა, ცნობილ იქნეს საქართველოს ტერიტორიაზე;

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები ბ. ალავიძე

პ. ქათამაძე