№ას-930-892-2014 6 აპრილი, 2015 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორები – რ. ბ-ე, რ. ბ-ე, მ. დ-ე, ნ. მ-ე, ლ. გ-ე, გ. გ.ე, ი. ს-ე
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ს-ა“
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 21 მაისის განჩინება
კასატორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – სამუშაოდან გათავისუფლების ბრძანებებში ცვლილების შეტანა, ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურება, ხელფასის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართეს რ. ბ-ემ, რ. ბ-ემ, მ. დ-ემ, ლ. გ-ემ, ნ. მ-ემ, გ. გ.ემ და ი. ს-ემ მოპასუხე შპს „ს-ის“ მიმართ და მოითხოვეს:
1. მათი თანამდებობებიდან გათავისუფლების ბრძანებებში ცვლილების შეტანა;
2. შპს „ს-ისათვის“ ღამის საათებში მუშაობის გამო 40%-იანი დანამატის სახით – რ. ბ-ის, რ. ბ-ის, ლ. გ-ის, გ. გ.ისა და ი. სირბილაძის სასარგებლოდ 17813 ლარის, ხოლო მ. დ-ის სასარგებლოდ 6804 ლარის დაკისრება;
3. შპს „ს-ისთვის“ მოსარჩელეების სასარგებლოდ 2 თვის ხელფასის დაკისრება;
4. ზეგანაკვეთური ნამუშევრის ანაზღაურება.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილებით რ. ბ-ის, რ. ბ-ის, მ. დ-ის, ლ. გ-ის, ნ. მ-ის, გ. გ.ისა და ი. ს-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 21 მაისის განჩინებით:
1. რ. ბ-ის, რ. ბ-ის, მ. დ-ის, ნ. მ-ის, ლ. გ-ის, გ. გ.ისა და ი. ს-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა;
2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.
სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2011 წლის 28 თებერვალს შპს ,,ს-ასა’’ და რ. ბ-ეს შორის გაფორმდა №--- შრომითი ხელშეკრულება. ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2011 წლის 1 მარტიდან 2014 წლის 1 მარტამდე. ხელშეკრულების თანახმად, რ. ბ-ე დაინიშნა რეჟიმის დაცვის სამსახურის ინსპექტორის თანამდებობაზე. მისი შრომის ანაზღაურება განისაზღვრა 900 ლარის ოდენობით. ხელშეკრულების მე-7 მუხლის თანახმად, სამუშაო დროის ხანგრძლივობა განისაზღვრა კვირაში 40სთ-ის ოდენობით – 9-დან 18.00 საათამდე. შესვენების დრო განისაზღვრა 1სთ-ით. მხარეთა შორის გაფორმებულ №--- ხელშეკრულებაში 2-ჯერ შევიდა ცვლილება, რომლითაც განისაზღვრა დასაქმებულის შრომის ანაზღაურება პირველი დამატებითი შეთანხმებით 1525 ლარის ოდენობით, ხოლო მე-2 დამატებითი შეთანხმებით – 1250 ლარის ოდენობით.
2011 წლის 1 თებერვალს შპს ,,ს-ას’’ და მ. დ-ეს შორის გაფორმდა №--- შრომითი ხელშეკრულება. ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2011 წლის 1 თებერვლიდან 2014 წლის 1 მარტამდე. ხელშეკრულების თანახმად, მ. დ-ე დაინიშნა რეჟიმის დაცვის სამსახურის უფროსი ინსპექტორის თანამდებობაზე. მისი შრომის ანაზღაურება განისაზღვრა 1000 ლარის ოდენობით. ხელშეკრულების მე-7 მუხლის თანახმად, სამუშაო დროის ხანგრძლივობა განისაზღვრა კვირაში 40სთ-ის ოდენობით – 9-დან 18.00 საათამდე. შესვენების დრო განისაზღვრა 1სთ-ით. მხარეთა შორის გაფორმებულ №--- ხელშეკრულებაში 2-ჯერ შევიდა ცვლილება, რომლითაც განისაზღვრა დასაქმებულის შრომის ანაზღაურება პირველი დამატებითი შეთანხმებით 1625 ლარის ოდენობით, ხოლო მე-2 დამატებითი შეთანხმებით – 1375 ლარის ოდენობით.
2011 წლის 28 თებერვალს შპს ,,ს-ას’’ და რ. ბ-ეს შორის გაფორმდა №--- შრომითი ხელშეკრულება. ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2011 წლის 1 მარტიდან 2014 წლის 1 მარტამდე. ხელშეკრულების თანახმად, რ. ბ-ე დაინიშნა რეჟიმის დაცვის სამსახურის ინსპექტორის თანამდებობაზე. მისი შრომის ანაზღაურება განისაზღვრა 900 ლარის ოდენობით. ხელშეკრულების მე-7 მუხლის თანახმად, სამუშაო დროის ხანგრძლივობა განისაზღვრა კვირაში 40სთ-ის ოდენობით – 9-დან 18.00 საათამდე. შესვენების დრო განისაზღვრა 1სთ-ით. მხარეთა შორის გაფორმებულ №112 ხელშეკრულებაში 2-ჯერ შევიდა ცვლილება, რომლითაც განისაზღვრა დასაქმებულის შრომის ანაზღაურება პირველი დამატებითი შეთანხმებით 1525 ლარის ოდენობით, ხოლო მე-2 დამატებითი შეთანხმებით – 1250 ლარის ოდენობით.
2011 წლის 28 თებერვალს შპს ,,ს-ას’’ და ი. ს-ეს შორის გაფორმდა №--- შრომითი ხელშეკრულება. ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2011 წლის 1 მარტიდან 2014 წლის 1 მარტამდე. ხელშეკრულების თანახმად, ი. ს-ე დაინიშნა რეჟიმის დაცვის სამსახურის ინსპექტორის თანამდებობაზე. მისი შრომის ანაზღაურება განისაზღვრა 900 ლარის ოდენობით. ხელშეკრულების მე-7 მუხლის თანახმად, სამუშაო დროის ხანგრძლივობა განისაზღვრა კვირაში 40სთ-ის ოდენობით – 9-დან 18.00 საათამდე. შესვენების დრო განისაზღვრა 1სთ-ით. მხარეთა შორის გაფორმებულ №--- ხელშეკრულებაში 2-ჯერ შევიდა ცვლილება, რომლითაც განისაზღვრა დასაქმებულის შრომის ანაზღაურება პირველი დამატებითი შეთანხმებით 1525 ლარის ოდენობით, ხოლო მე-2 დამატებითი შეთანხმებით – 1250 ლარის ოდენობით.
2011 წლის 28 თებერვალს შპს ,,ს-ას’’ და გ. გ.ეს შორის გაფორმდა №--- შრომითი ხელშეკრულება. ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2011 წლის 1 მარტიდან 2014 წლის 1 მარტამდე. ხელშეკრულების თანახმად, გ. გ.ე დაინიშნა რეჟიმის დაცვის სამსახურის ინსპექტორის თანამდებობაზე. მისი შრომის ანაზღაურება განისაზღვრა 900 ლარის ოდენობით. ხელშეკრულების მე-7 მუხლის თანახმად, სამუშაო დროის ხანგრძლივობა განისაზღვრა კვირაში 40სთ-ის ოდენობით – 9-დან 18.00 საათამდე. შესვენების დრო განისაზღვრა 1 სთ-ით. მხარეთა შორის გაფორმებულ №--- ხელშეკრულებაში 2-ჯერ შევიდა ცვლილება, რომლითაც განისაზღვრა დასაქმებულის შრომის ანაზღაურება პირველი დამატებითი შეთანხმებით 1525 ლარის ოდენობით, ხოლო მე-2 დამატებითი შეთანხმებით 1250 ლარის ოდენობით.
2011 წლის 28 თებერვალს შპს ,,ს-ას’’ და ლ. გ-ეს შორის გაფორმდა №--- შრომითი ხელშეკრულება, ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2011 წლის 1 მარტიდან 2014 წლის 1 მარტამდე. ხელშეკრულების თანახმად, ლ. გ-ე დაინიშნა რეჟიმის დაცვის სამსახურის ინსპექტორის თანამდებობაზე. მისი შრომის ანაზღაურება განისაზღვრა 900 ლარის ოდენობით. ხელშეკრულების მე-7 მუხლის თანახმად, სამუშაო დროის ხანგრძლივობა განისაზღვრა კვირაში 40სთ-ის ოდენობით – 9-დან 18.00 საათამდე. შესვენების დრო განისაზღვრა 1 სთ-ით. მხარეთა შორის გაფორმებულ №--- ხელშეკრულებაში 2-ჯერ შევიდა ცვლილება, რომლითაც განისაზღვრა დასაქმებულის შრომის ანაზღაურება პირველი დამატებითი შეთანხმებით 1525 ლარის ოდენობით, ხოლო მე-2 დამატებითი შეთანხმებით 1250 ლარის ოდენობით.
2011 წლის 28 თებერვალს შპს ,,ს-ას’’ და ნ. მ-ეს შორის გაფორმდა №--- შრომითი ხელშეკრულება, ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2011 წლის 1 მარტიდან 2014 წლის 1 მარტამდე. ხელშეკრულების თანახმად, ნ. მ-ე დაინიშნა რეჟიმის დაცვის სამსახურის ინსპექტორის თანამდებობაზე. მისი შრომის ანაზღაურება განისაზღვრა 900 ლარის ოდენობით. ხელშეკრულების მე-7 მუხლის თანახმად, სამუშაო დროის ხანგრძლივობა განისაზღვრა კვირაში 40სთ-ის ოდენობით – 9-დან 18.00 საათამდე. შესვენების დრო განისაზღვრა 1 სთ-ით. მხარეთა შორის გაფორმებულ №--- ხელშეკრულებაში 2-ჯერ შევიდა ცვლილება, რომლითაც განისაზღვრა დასაქმებულის შრომის ანაზღაურება პირველი დამატებითი შეთანხმებით 1525 ლარის ოდენობით, ხოლო მე-2 დამატებითი შეთანხმებით 1250 ლარის ოდენობით.
2008 წლის 29 თებერვალს შპს ,,ს-ას’’ და რ. ბ-ეს შორის გაფორმდა №--- შრომითი ხელშეკრულება, ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2008 წლის 1 მარტიდან 2011 წლის 1 მარტამდე. ხელშეკრულების თანახმად, რ. ბ-ე დაინიშნა რეჟიმის დაცვის სამსახურის ინსპექტორის თანამდებობაზე. მისი შრომის ანაზღაურება განისაზღვრა 667 ლარის ოდენობით. ხელშეკრულების მე-8 მუხლის თანახმად, სამუშაო დროის ხანგრძლივობა განისაზღვრა კვირაში 40სთ-ის ოდენობით – 9-დან 18.00 საათამდე. შესვენების დრო განისაზღვრა 1სთ-ით. მხარეთა შორის გაფორმებულ №--- ხელშეკრულებაში შევიდა ცვლილება, რომლითაც განისაზღვრა დასაქმებულის შრომის ანაზღაურება პირველი დამატებითი შეთანხმებით 900 ლარის ოდენობით.
2008 წლის 29 თებერვალს შპს ,,ს-ას’’ და ი. ს-ეს შორის გაფორმდა №--- შრომითი ხელშეკრულება, ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2008 წლის 1 მარტიდან 2011 წლის 1 მარტამდე. ხელშეკრულების თანახმად, ი. ს-ე დაინიშნა რეჟიმის დაცვის სამსახურის ინსპექტორის თანამდებობაზე. მისი შრომის ანაზღაურება განისაზღვრა 667 ლარის ოდენობით. ხელშეკრულების მე-8 მუხლის თანახმად, სამუშაო დროის ხანგრძლივობა განისაზღვრა კვირაში 40სთ-ის ოდენობით – 9-დან 18.00 საათამდე. შესვენების დრო განისაზღვრა 1 სთ-ით. მხარეთა შორის გაფორმებულ №--- ხელშეკრულებაში შევიდა ცვლილება, რომლითაც განისაზღვრა დასაქმებულის შრომის ანაზღაურება პირველი დამატებითი შეთანხმებით 900 ლარის ოდენობით.
შპს „ს-ის” გენერალური დირექტორის, გ. მ-ის 2013 წლის 25 თებერვლის №--- ბრძანებით, შპს „ს-ის” რეჟიმის დაცვის სამსახურის ინსპექტორი რ. ბ-ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან 2013 წლის 28 თებერვლიდან პირადი განცხადების საფუძველზე.
შპს „ს-ის” გენერალური დირექტორის გ. მ-ის, 2013 წლის 25 თებერვლის №--- ბრძანებით, შპს „ს-ის” რეჟიმის დაცვის სამსახურის ინსპექტორი რ. ბ-ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან 2013 წლის 28 თებერვლიდან პირადი განცხადების საფუძველზე.
შპს „ს-ის” გენერალური დირექტორის, გ. მ-ის 2013 წლის 25 თებერვლის №--- ბრძანებით, შპს „ს-ის” რეჟიმის დაცვის სამსახურის უფროსი ინსპექტორი მ. დ-ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან 2013 წლის 28 თებერვლიდან პირადი განცხადების საფუძველზე.
შპს „ს-ის” გენერალური დირექტორის, გ. მ-ის 2013 წლის 25 თებერვლის №--- ბრძანებით, შპს „ს-ის” რეჟიმის დაცვის სამსახურის ინსპექტორი ნ. მ-ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან 2013 წლის 28 თებერვლიდან პირადი განცხადების საფუძველზე.
შპს „ს-ის” გენერალური დირექტორის, გ. მ-ის 2013 წლის 25 თებერვლის №--- ბრძანებით, შპს „ს-ის” რეჟიმის დაცვის სამსახურის ინსპექტორი ლ. გ-ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან 2013 წლის 28 თებერვლიდან პირადი განცხადების საფუძველზე.
შპს „ს-ის” გენერალური დირექტორის, გ. მ-ის 2013 წლის 25 თებერვლის №--- ბრძანებით, შპს „ს-ის” რეჟიმის დაცვის სამსახურის ინსპექტორი გ. გ.ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან 2013 წლის 28 თებერვლიდან პირადი განცხადების საფუძველზე.
შპს „ს-ის” გენერალური დირექტორის, გ. მ-ის 2013 წლის 25 თებერვლის №--- ბრძანებით, შპს „ს-ის” რეჟიმის დაცვის სამსახურის ინსპექტორი ი. ს-ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან 2013 წლის 28 თებერვლიდან პირადი განცხადების საფუძველზე;
საქმეზე დადგინდა, რომ მოსარჩელეთა მოთხოვნებს წარმოადგენდა:
მათი თანამდებობებიდან განთავისუფლების ბრძანებებში ცვლილების შეტანა და განთავისუფლების საფუძვლად ,,ადმინისტრაციის ინიციატივით ვადიანი შრომითი ხელშეკრულების მოშლაზე’’ მითითება;
შპს ,,ს-ისათვის’’ ღამის საათებში მუშაობის გამო 40%-იანი დანამატის სახით – რ. ბ-ის, რ. ბ-ის, ლ. გ-ის, გ. გ.ისა და ი. ს-ის სასარგებლოდ 17813 ლარის, ხოლო მ. დ-ის სასარგებლოდ 6804 ლარის დაკისრება;
შპს ,,ს-ისათვის’’ მოსარჩელეთა სასარგებლოდ 2 თვის დასარიცხი ხელფასისა და ზეგანაკვეთური ნამუშევარის შესაბამისი ანაზღაურების დაკისრება.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილებით რ. ბ-ის, რ. ბ-ის, მ. დ-ის, ნ. მ-ის, ლ. გ-ის, გ. გ.ის და ი. ს-ის სარჩელი, სამუშაოდან განთავისუფლების შესახებ ბრძანებაში ცვლილების შეტანისა და თანხის დაკისრების შესახებ, არ დაკმაყოფილდა.
აპელანტებმა მოითხოვეს და სააპელაციო სასამართლოს განხილვის საგანს წარმოადგენდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და მოპასუხისათვის თანხის დაკისრება. განთავისუფლების ბრძანებაში განთავისუფლების საფუძვლის შეცვლის შესახებ სარჩელზე უარის თქმის თაობაზე – ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა.
სააპელაციო სასამართლომ, საქმის განხილვისას იხელმძღვანელა საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის პირველი ნაწილით, შრომის კოდექსის მე-2 მუხლით, მე-6 მუხლის პირველი ნაწილით, 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2013 წლის 12 ივნისის ცვლილებებამდე მოქმედი რედაქცია), 38-ე მუხლის მე-2 ნაწილით (2013 წლის 12 ივნისის ცვლილებებამდე მოქმედი რედაქცია).
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეებთან შრომის ხელშეკრულებები შეწყდა საქართველოს ორგანული კანონის – შრომის კოდექსი 37-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით, პირადი განცხადებების საფუძველზე. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 20 თებერვლის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ მოსარჩელეთა სამსახურიდან განთავისუფლება განხორციელდა მათი წერილობითი განცხადებების საფუძველზე.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, შრომითი ხელშეკრულების დამსაქმებლის ინიციატივით მოშლის შემთხვევაში დასაქმებულს მიეცემა არანაკლებ ერთი თვის შრომის ანაზღაურება (2013 წლის 12 ივნისის ცვლილებებამდე მოქმედი რედაქცია). სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული მუხლი არ ადგენს დასაქმებულის ინიციატივით შრომის ხელშეკრულების მოშლის შემთხვევაში 2 თვის ხელფასის ანაზღაურების შესაძლებლობას, რის გამოც სარჩელის მოთხოვნა ამ ნაწილშიც უსაფუძვლო იყო და მას კანონშესაბამისად ეთვა უარი დაკმაყოფილებაზე.
შრომის კოდექსის მე-14 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად (2013 წლის 12 ივნისის ცვლილებებამდე მოქმედი რედაქცია), თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დამსაქმებლის მიერ განსაზღვრული სამუშაო დროის ხანგრძლივობა, რომლის განმავლობაშიც დასაქმებული ასრულებს სამუშაოს, არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 41 საათს. სამუშაო დროში არ ითვლება შესვენების და დასვენების დრო. სამუშაო დღეებს (ცვლებს) შორის დასვენების ხანგრძლივობა არ უნდა იყოს 12 საათზე ნაკლები. ამავე კოდექსის მე-15 მუხლის თანახმად, ცვლაში მუშაობა და ერთი ცვლიდან მეორეში გადასვლა განისაზღვრება ცვლიანობის განრიგით, რომელსაც ამტკიცებს დამსაქმებელი სამუშაოს სპეციფიკის გათვალისწინებით. ცვლიანობის განრიგის ცვლილების შესახებ დასაქმებულს უნდა ეცნობოს 10 დღით ადრე, თუ ეს შეუძლებელი არ არის უკიდურესი საწარმოო აუცილებლობის გამო. ამავე კოდექსი 31-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შრომის ანაზღაურების ფორმა და ოდენობა განისაზღვრება შრომითი ხელშეკრულებით. ამ მუხლის ნორმები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. იმავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დამსაქმებელი ვალდებულია ნებისმიერი ანაზღაურების თუ ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის გადაუხადოს დასაქმებულს დაყოვნებული თანხის 0.07 პროცენტი.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებები განსაზღვრავდა სამუშაო დროის ხანგრძლივობას. აღნიშნული ხელშეკრულებების მე-7 პუნქტის თანახმად, სამუშაო დროის ხანგრძლივობა განისაზღვრებოდა კვირაში 40სთ-ის ოდენობით – 9-დან 18.00 საათამდე. შესვენების დრო განისაზღვრებოდა 1 სთ-ით, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც დასაქმებული სამუშაოს ასრულებდა ცვლიანობის განრიგის შესაბამისად. ცვლაში მომუშავეთათვის, დასაქმებულის სამუშაო დროის ხანგრძლივობა განისაზღვრებოდა ცვლიანობის განრიგით.
ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელეების სამუშაო დროის ხანგრძლივობა და შრომის ანაზღაურების საკითხი დარეგულირებული იყო იმ დროს მოქმედი შრომის კოდექსითა და მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებებით, რის გამოც მათი მოთხოვნა – ღამის საათებში მუშაობის გამო 40%-იანი დანამატის სახით – რ. ბ-ის, რ. ბ-ის, ლ. გ-ის, გ. გ.ის და ი. ს-ის სასარგებლოდ 17813 ლარის, ხოლო მ. დ-ის სასარგებლოდ 6804 ლარის მოპასუხეზე დაკისრების და ყველა მოსარჩელის სასარგებლოდ ზეგანაკვეთური ნამუშევარის შესაბამისი ანაზღაურების მოპასუხისათვის დაკისრების თაობაზე უსაფუძვლო იყო და ამ ნაწილშიც სარჩელს კანონშესაბამისად ეთქვა უარი დაკმაყოფილებაზე.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანეს რ. ბ-ემ, რ. ბ-ემ, მ. დ-ემ, ნ. მ-ემ, ლ. გ-ემ, გ. გ.ემ და ი. ს-ემ.
საკასაციო საჩივრის საფუძვლები:
სააპელაციო სასამართლოს განჩინება არასრულადაა დასაბუთებული ზენორმატიულად ნამუშევარი დროის, 2 თვის გამოსასვლელი დახმარების გაცემისა და ღამის საათებში ნამუშევარი დროის გაზრდილი ტარიფით ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში;
შრომის კოდექსის მე-17 მუხლის მიხედვით, ზეგანაკვეთურ სამუშაოდ მიიჩნევა დასაქმებულის მიერ სამუშაოს შესრულება დროის იმ მონაკვეთში, რომლის ხანგრძლივობა აღემატება შრომითი ხელშეკრულებით განსაზღვრულ სამუშაო დროს. თუ შრომითი ხელშეკრულებით სამუშაო დროს არ არის განსაზღვრული, ზეგანაკვეთურ სამუშაოდ მიიჩნევა სამუშაოს შესრულება დროის იმ მონაკვეთში, რომლის ხანგრძლივობა აღემატება კვირაში 41 საათს ან ამ კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად დამსაქმებლის მიერ 41 საათის ფარგლებში განსაზღვრულ სამუშაო დროს. აქედან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეებთან მიმართებით ზეგანაკვეთურ სამუშაოდ მიიჩნევა 40 საათზე მეტი სამუშაო დრო;
შრომის ხელშეკრულების მე-4 პუნქტით გათვალისწინებულია დასაქმებულისათვის ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურება. ამავდროულად, ხელშეკრულების განუყოფელი ნაწილის – შრომის შინაგანაწესის მე-20 მუხლის 4-8 პუნქტებით განსაზღვრულია ცვლიანობის გრაფიკით დასაქმებული პირების სამუშაო დროს შეჯამებული აღრიცხვისა და ტაბელში შეტანის შეტანის წესი, ხოლო ხსენებული მუხლის მე-8 პუნქტით დადგენილია, რომ: ტაბელში მითითებული საათების რაოდენობა უნდა შეესაბამებოდეს სახელფასო უწყისს. კონკრეტულ შემთხვევაში ნიშანდობლივია ის ფაქტი, რომ ტაბელის მიხედვით, ინსპექტორ ნ. მ-ის სამუშაო დრო თვეში 168, ყოველ კვირაში კი, 40 საათს შეადგენდა. რაც შეეხება დანარჩენ მოსარჩელეთა სამუშაო დროს, გრაფიკის შესაბამისად აღნიშნული შეადგენდა 240 საათს (გამოსასვლელი დღეების ჩაუთვლელად, ხოლო მათზე ფაქტობრივად დარიცხული ყოველთვიური ხელფასი ერთნაირი იყო და ყოველთვიურ სარგოს უტოლდებოდა. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არათუ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სამუშაო დროს (კვირაში 40 საათი), არამედ არც გამოსასვლელ დღეებში მუშაობა, ზეგანაკვეთურად არ მიიჩნევა, თუკი ასეთი რამე გათვალისწინებული იქნება მორიგეობის გრაფიკით, რომელსაც ხელმძღვანელი დაამტკიცებს. გასაჩივრებული განჩინება იძლევა საფუძველს ვარაუდისათვის, რომ სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, შრომის ხელშეკრულების მე-7 პუნქტით გათვალისწინებული კვირაში 40 საათიანი სამუშაო დრო არ ვრცელდება ცვლაში მომუშავეებზე და ცვლიანობის განრიგით, რომელსაც დამსაქმებელი ამტკიცებს, შეიძლება დადგინდეს, როგორც შრომის კოდექსით (კვირაში 41 საათზე), ასევე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ (კვირაში 41 საათი) სამუშაო დროიდან განსხვავებული სამუშაო დრო. სასამართლო ვერ ასაბუთებს, თუ რატომ არ მიიჩნევა ზეგანაკვეთურად, ცვლიანობის გრაფიკის შესაბამისად ნორმატიულ დროზე ზედმეტად ნამუშევარი დრო. შრომის კოდექსის მე-17 მუხლის ბოლო წინადადების ანალიზიდან შეიძლება დავასკვნათ, რომ დამსაქმებელს უფლება აქვს შეცვალოს სამუშაო დროის ხანგრძლივობა მხოლოდ ხელშეკრულებით გათვალისწინებული კვირაში 40 საათის ფარგლებში. აღნიშნულ მუხლში პირდაპირაა განმარტებული, რა დრო მიიჩნევა ზეგანაკვეთურ სამუშაო დროდ და შრომითი ხელშეკრულებით მისი შეცვლა დაუშვებელია. როგორც წესი, შრომის კოდექსით დაწესებულია შეზღუდვების მაქსიმალური და შეღავათების მინიმალური სიდიდეები და შრომითი ხელშეკრულებით კოდექსისგან განსხვავებული პირობების დაწესება შესაძლებელია მხოლოდ შრომის პირობების შემსუბუქების და არა მათი გაუარესების მიმართულებით. ამდენად, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები მაშინ გამოიყენება, როცა ისინი დასაქმებულის შრომის პირობებს კოდექსის მოთხოვნასთან შედარებით ამსუბუქებენ და არა პირიქით;
მოცემულ შემთხვევაში, დასაქმებულების მიერ განცხადების დაწერა წარმოადგენს შრომითი ხელშეკრულების მე-10 პუნქტის მიხედვით დადგენილ წერილობით გაფრთხილებას, სამუშაოს მიტოვებიდან 30 დღით ადრე. არც შრომის კოდექსის და არც ზემოხსენებული შრომითი ხელშეკრულების მე-10 პუნქტი, დასაქმებულს უფლებას არ აძლევდა, მიეტოვებინა სამუშაო განცხადების დაწერიდან 30 დღის გასვლამდე (2013 წლის 6 მარტამდე), თუკი არ იარსებებდა დამსაქმებლის თანხმობა. ამდენად, შრომითი ურთიერთობა შეწყდა არა დასაქმებულთა ინიციატივით, არამედ ორივე მხარის ინიციატივით – შეთანხმებით;
სააპელაციო სასამართლომ დაუსაბუთებლად უთხრა უარი მოსარჩელეებს 2 თვის სარგოს ტოლი გამოსასვლელი დახმარების გაცემაზე იმ მოტივით, რომ შრომის კოდექსი ითვალისწინებს მხოლოდ ერთი თვის სარგოს გაცემას და ისიც დასაქმებლის ინიციატივით ხელშეკრულების მოშლისას. შრომითი ხელშეკრულების მე-5 პუნქტით განსხვავებულად რეგულირდება გამოსასვლელი დახმარების გაცემის წესი, ვიდრე შრომის კოდექსის 38-ე მუხლით. სადავო შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება შრომით ხელშეკრულებას. შრომითი ხელშეკრულების მე-5 პუნქტის მიხედვით კი, ხელშეკრულების მოქმედების ვადის ამოწურვამდე მოშლის შემთხვევაში დასაქმებულს აუნაზღაურდება 2 თვის დარიცხული ხელფასის ტოლი თანხა.
სააპელაციო სასამართლომ არ იმსჯელა საბოლოო ანგარიშსწორების შესახებ მოსარჩელეთა მოთხოვნაზე. საბოლოო ანგარიშსწორება ძირითადში მოიცავს გამოუყენებელი შვებულებისათვის კომპენსაციის გაცემას. შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შემთხვევაში გამოუყენებელი შვებულების სანაცვლოდ ფულადი კომპენსაციის გაცემის შესაძლებლობაზე ამჟამად მოქმედი შრომის კოდექსი, მისი წინამორბედისგან (საუბარია 1973 წლის შრომის კანონთა კოდექსზე) განსხვავებით არ მიუთითებს. მიუხედავად ამისა, საქართველო მიერთებულია შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (შსო) „ყოველწლიური ფასიანი შვებულების შესახებ“ №52 კონვენციას (1939), რომელიც აღნიშნულ საკითხსაც არეგულირებს და შესაბამისად, კომპენსაციის გაცემის საკითხი მის საფუძველზე უნდა გადაწყდეს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ რ. ბ-ის, რ. ბ-ის, მ. დ-ის, ნ. მ-ის, ლ. გ-ის, გ. გ.ის, ი. ს-ის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივრებს არა აქვთ წარმატების პერსპექტივა. კასატორების მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არ იმსჯელა საბოლოო ანგარიშსწორების შესახებ მოსარჩელეთა მოთხოვნაზე, რაც ძირითადში მოიცავდა გამოუყენებელი შვებულებისათვის კომპენსაციის გაცემას. კასატორები მიიჩნევენ, რომ მათ ეკუთვნით გამოუყენებელი შვებულების ფულადი ანაზღაურება „ყოველწლიური ფასიანი შვებულების შესახებ“ 1936 წლის 4 ივნისის კონვენციის შესაბამისად. საკასაციო სასამართლო კასატორების ზემოაღნიშნულ მოსაზრებას არ იზიარებს და მიიჩნევს, რომ იმ პირობებში, როდესაც კასატორები სამსახურიდან განთავისუფლდნენ პირადი განცხადების საფუძველზე, მათ მიმართ ვერ გავრცელდება „ყოველწლიური ფასიანი შვებულების შესახებ“ 1936 წლის 4 ივნისის კონვენცია, რადგან მოცემულ შემთხვევაში შრომითი ურთიერთობა არ შეწყვეტილა ადმინისტრაციის ინიციატივით (იხ. სუსგ, 26.03.2010წ., საქმე #ას-836-1122-09).
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ამასთან, საკასაციო საჩივრების განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას რ. ბ-ის, რ. ბ-ის, მ. დ-ის, ნ. მ-ის, ლ. გ-ის, გ. გ.ისა და ი. ს-ის საკასაციო საჩივრები, რის გამოც საკასაციო საჩივრებს უარი უნდა ეთქვათ განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ამ ნორმის გამოყენების წინაპირობა არ არსებობს, ვინაიდან კასატორები განთავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. რ. ბ-ის, რ. ბ-ის, მ. დ-ის, ნ. მ-ის, ლ. გ-ის, გ. გ.ისა და ი. ს-ის საკასაციო საჩივრები, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
ბ. ალავიძე