№ა-1491-შ-46-2014 24 აპრილი, 2015 წელი,
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ბესარიონ ალავიძე, ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
განცხადების ავტორი - რუსეთის ფედერაციის განათლების სამინისტროს მოსკოვის ოლქის მეურვეობისა და მზრუნველობის პუშჩინოს რაიონის განყოფილების უფროსი ვ. ნ-ა
მოწინააღმდეგე მხარე - ა. ა-ი
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასაც მხარე მოითხოვს - რუსეთის ფედერაციის მოსკოვის ოლქის პუშჩინოს საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 21 მაისის გადაწყვეტილება
დავის საგანი - მშობლის უფლების ჩამორთმევა, ალიმენტის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
რუსეთის ფედერაციის მოსკოვის ოლქის პუშჩინოს საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 21 მაისის გადაწყვეტილებით ა. ა-ს ჩამოერთვა მშობლის უფლება ...... წელს დაბადებულ ა. ა.ის ძე ა-თან მიმართებით, არასრულწლოვანი ...... წელს დაბადებულ ა. ა.ის ძე ა-ი აღსაზრდელად გადაეცა რუსეთის ფედერაციის განათლების სამინისტროს მოსკოვის ოლქის მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს., ა. ა-ს დაეკისრა ალიმენტი რუსეთის ფედერაციის განათლების სამინისტროს მოსკოვის ოლქის მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს სასარგებლოდ არასრულწლოვანი ...... წელს დაბადებულ ა. ა.ის ძე ა-ის შენახვისათვის მისი ყოველთვიური შემოსავლის ¼-ის ოდენობით 13.11.2012 წლიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე.
საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა რუსეთის ფედერაციის განათლების სამინისტროს მოსკოვის ოლქის მეურვეობისა და მზრუნველობის პუშჩინოს რაიონის განყოფილების უფროსმა ვ. ნ-ამ და მოითხოვა ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.
შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი მასალებით დასტურდება, რომ გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2013 წლის 6 აგვისტოს, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა, ასევე ა. ა-ს კანონით დადგენილი წესით ეცნობა საქმის განხილვის თაობაზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო რა წარმოდგენილ შუამდგომლობას და თანდართულ მასალებს, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აღნიშნული შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
„სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ მინსკის კონვენციის 53-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შუამდგომლობა გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების ნებართვის თაობაზე წარედგინება ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტურ სასამართლოს, სადაც გადაწყვეტილება აღსრულებას ექვემდებარება. იგი ასევე შეიძლება წარედგინოს სასამართლოში, სადაც გამოტანილ იქნა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება. ეს სასამართლო შუამდგომლობას გადასცემს სასამართლოს, რომელიც კომპეტენტურია გამოიტანოს გადაწყვეტილება ამ შუამდგომლობაზე.
იმავე კონვენციის 54-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი, სასამართლო, რომელიც განიხილავს შუამდგომლობას გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების ნებართვისა და აღიარების თაობაზე, შემოიფარგლება იმის დადგენით, რომ წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებული პირობები დაცულია. იმ შემთხვევაში თუ პირობები დაცულია, სასამართლოს გამოაქვს გადაწყვეტილება იძულებითი აღსრულების შესახებ.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა აკმაყოფილებს ზემოაღნიშნული კონვენციის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არც კონვენციის 55-ე მუხლით გათვალისწინებული შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი არსებობს. საქმის მასალებით ასევე დასტურდება, რომ მოპასუხეს ეცნობა საქმის განხილვის თაობაზე, სხდომაზე გამოუცხადებლობის რაიმე საპატიო მიზეზებზე მხარეს არ მიუთითებია, შესაბამისად, რუსეთის ფედერაციის მოსკოვის ოლქის პუშჩინოს საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 21 მაისის გადაწყვეტილება ცნობილ უნდა იქნეს საქართველოს ტერიტორიაზე და მიექცეს აღსასრულებლად.
კონვენციის 53-ე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით იძულებითი აღსრულების წესი განისაზღვრება იმ ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობით, რომლის ტერიტორიაზეც უნდა განხორციელდეს იძულებითი აღსრულება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქართველოს უზენასმა სასამართლომ იხელმძღვანელა „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ კონვენციის 53-ე, 54-ე მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. რუსეთის ფედერაციის განათლების სამინისტროს მოსკოვის ოლქის მეურვეობისა და მზრუნველობის პუშჩინოს რაიონის განყოფილების უფროს ვ. ნ-ას შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს და მიექცეს აღსასრულებლად რუსეთის ფედერაციის მოსკოვის ოლქის პუშჩინოს საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 21 მაისის გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც ა. ა-ს ჩამოერთვა მშობლის უფლება ...... წელს დაბადებულ ა. ა.ის ძე ა-თან მიმართებით, არასრულწლოვანი ...... წელს დაბადებულ ა. ა.ის ძე ა-ი აღსაზრდელად გადაეცა რუსეთის ფედერაციის განათლების სამინისტროს მოსკოვის ოლქის ქ. პუშჩინოს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს, ა. ა-ს დაეკისრა ალიმენტი რუსეთის ფედერაციის განათლების სამინისტროს მოსკოვის ოლქის ქ. პუშჩინოს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს სასარგებლოდ არასრულწლოვანი ...... წელს დაბადებულ ა. ა.ის ძე ა-ის შენახვისათვის მისი ყოველთვიური შემოსავლის ¼-ის ოდენობით 13.11.2012 წლიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე;
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები ბ. ალავიძე
ზ. ძლიერიშვილი