საქმე №ა-302-შ-5-2015 22 აპრილი, 2015 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ბაქაქური, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – დ. ლ-ის წარმომადგენელი გ. გ-ი
მოწინააღმდეგე მხარე – ჯ.ჯ.ლ-ი
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მხარე მოითხოვს – ამერიკის შეერთებული შტატების მასაჩუსეტსის პირველი ინსტანციის სასამართლოს საოჯახო სამართლებრივი დავების დეპარტამენტის 2009 წლის 02 ივლისის გადაწყვეტილება
შუამდგომლობის ავტორის მოთხოვნა – გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა
დავის საგანი – განქორწინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ამერიკის შეერთებული შტატების მასაჩუსეტსის პირველი ინსტანციის სასამართლოს საოჯახო სამართლებრივი დავების დეპარტამენტის 2009 წლის 02 ივლისის გადაწყვეტილებით გაუქმდა საქართველოს მოქალაქე დ. ლ-ისა და ჯ.ჯ. ლ-ის შორის გაფორმებული ქორწინება. აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა მისი გამოტანიდან ოთხმოცდაათი დღის გასვლის შემდეგ, კერძოდ, 2009 წლის 01 ოქტომბერს და შუამდგომლობის ავტორის განმარტებით, კანონის თანახმად, აღსრულებულია ამერიკის შეერთებულ შტატებში.
დ. ლ-ის წარმომადგენელმა გ. გ-მა შუამდგომლობით მომართა საკასაციო პალატას და მოითხოვა ამერიკის შეერთებული შტატების მასაჩუსეტსის პირველი ინსტანციის სასამართლოს საოჯახო სამართლებრივი დავების დეპარტამენტის 2009 წლის 02 ივლისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 13 თებერვლის განჩინებით დ. ლ-ის წარმომადგენელ გ. გ-ის შუამდგომლობა ამერიკის შეერთებული შტატების მასაჩუსეტსის პირველი ინსტანციის სასამართლოს საოჯახო სამართლებრივი დავების დეპარტამენტის 2009 წლის 02 ივლისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ მიღებულ იქნა წარმოებაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ დ. ლ-ის წარმომადგენელ გ. გ-ის შუამდგომლობა ამერიკის შეერთებული შტატების მასაჩუსეტსის პირველი ინსტანციის სასამართლოს საოჯახო სამართლებრივი დავების დეპარტამენტის 2009 წლის 02 ივლისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მასაჩუსეტსის პირველი ინსტანციის სასამართლოს საოჯახო სამართლებრივი დავების დეპარტამენტის 2009 წლის 02 ივლისის გადაწყვეტილებით გაუქმდა საქართველოს მოქალაქე დ. ლ-ისა და ჯ.ჯ. ლ-ის შორის გაფორმებული ქორწინება. აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა მისი გამოტანიდან ოთხმოცდაათი დღის გასვლის შემდეგ, კერძოდ, 2009 წლის 01 ოქტომბერს და შუამდგომლობის ავტორის განმარტებით, კანონის თანახმად, აღსრულებულია ამერიკის შეერთებულ შტატებში.
დ. ლ-ის წარმომადგენელმა გ. გ-მა შუამდგომლობით მომართა საკასაციო პალატას და მოითხოვა ამერიკის შეერთებული შტატების მასაჩუსეტსის პირველი ინსტანციის სასამართლოს საოჯახო სამართლებრივი დავების დეპარტამენტის 2009 წლის 02 ივლისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, შესაბამისად, ამერიკის შეერთებული შტატების მასაჩუსეტსის პირველი ინსტანციის სასამართლოს საოჯახო სამართლებრივი დავების დეპარტამენტის 2009 წლის 02 ივლისის გადაწყვეტილება ცნობილ უნდა იქნას საქართველოს ტერიტორიაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დ. ლ-ის წარმომადგენელ გ. გ-ის შუამდგომლობა ამერიკის შეერთებული შტატების მასაჩუსეტსის პირველი ინსტანციის სასამართლოს საოჯახო სამართლებრივი დავების დეპარტამენტის 2009 წლის 02 ივლისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დაკმაყოფილდეს.
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას ამერიკის შეერთებული შტატების მასაჩუსეტსის პირველი ინსტანციის სასამართლოს საოჯახო სამართლებრივი დავების დეპარტამენტის 2009 წლის 02 ივლისის გადაწყვეტილება, რომლითაც გაუქმდა საქართველოს მოქალაქე დ. ლ-ისა და ჯ.ჯ. ლ-ის შორის გაფორმებული ქორწინება.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ნ. ბაქაქური
ბ. ალავიძე