საქმე №ა-491-შ-10-2015 22 აპრილი, 2015 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ბაქაქური, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ბელორუსიის სატრანსპორტო დაზღვევის ბიუროს გენერალური დირექტორი ა. ა-ო
მოწინააღმდეგე მხარე – ა. ო-ი
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მხარე მოითხოვს – ბელორუსიის რესპუბლიკის ქალაქ გროდნოს ოქტომბრის რაიონის სასამართლოს 2014 წლის 22 სექტემბრის გადაწყვეტილება
შუამდგომლობის ავტორის მოთხოვნა – გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ბელორუსიის სატრანსპორტო დაზღვევის ბიურომ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხეების – ს. ს-სა და ა. ო-ის მიმართ და მოითხოვა 2013 წლის 27 აგვისტოს ავტოსაგზაო შემთვევის შედეგად მიყენებული მატერიალური ზიანის რეგრესის წესით ანაზღაურება.
ბელორუსიის რესპუბლიკის ქალაქ გროდნოს ოქტომბრის რაიონის სასამართლოს 2014 წლის 22 სექტემბრის გადაწყვეტილებით ს. პ-ის ძე ს-ის (საიდენტიფიკაციო ნომერი ........, პასპორტი ........, გაცემული 2010 წელს 16 აგვისტოს ბელორუსიის რესპუბლიკის ქალაქ გროდნოს ოქტომბრის შინაგან საქმეთა რაიონული განყოფილების მიერ), დაბადებული 1971 წელს 18 თებერვალს, ბელორუსიის რესპუბლიკის გროდნოს მხარის სვისლოჩკის რაიონის სოფელ ტ-ას მკვიდრს, ბელორუსიის რესპუბლიკის მოქალაქეს, მცხოვრებს ბელორუსიის რესპუბლიკა, ქალაქი გროდნო, კ-ის გამზირი, სახლი №96, ბინა №338 და ა. ს-ის ძე ო-ს, დაბადებულს 1976 წელს 29 აგვისტოს, საქართველოს რესპუბლიკის ქალაქ თბილისის მკვიდრს, მცხოვრებს საქართველოს რესპუბლიკა, ქალაქ თბილისში, ბ-ის ქუჩა, სახლი №11, ბელორუსიის სატრანსპორტო დაზღვევის ბიუროს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 39 271 300 რუბლი მიყენებული მატერიალური ზიანის ასანაზღაურებლად, 1 023 100 რუბლი შემფასებლის მომსახურეობისთვის გადახდილი ხარჯების ასანაზღაურებლად. ჯამში 40 294 400 (ორმოცი მილიონ ორასოთხმოცდათოთხმეტიათას ოთხასი) რუბლი. აღნიშნული გადაწყვეტილება კანონირ ძალაში შევიდა 2014 წლის 3 ოქტომბერს და ბელორუსიის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ა. ო-ისათვის თანხის დაკისრების ნაწილში არ აღსრულებულა.
ბელორუსიის სატრანსპორტო დაზღვევის ბიუროს გენერალურმა დირექტორმა ა. ა-ომ შუამდგომლობით მომართა საკასაციო პალატას და მოითხოვა ბელორუსიის რესპუბლიკის ქალაქ გროდნოს ოქტომბრის რაიონის სასამართლოს 2014 წლის 22 სექტემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება ა. ო-ისათვის სოლიდარულად თანხის დაკისრების ნაწილში.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 27 თებერვლის განჩინებით ბელორუსიის სატრანსპორტო დაზღვევის ბიუროს დირექტორის - ა. ა-ოს შუამდგომლობა ბელოუსიის რესპუბლიკის ქალაქ გროდნოს ოქტომბრის რაიონის სასამართლოს 2014 წლის 22 სექტემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ ა. ო-ისათვის სოლიდარულად თანხის დაკისრების ნაწილში მიღებულ იქნა წარმოებაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ ბელორუსიის სატრანსპორტო დაზღვევის ბიუროს დირექტორის - ა. ა-ოს შუამდგომლობა ბელორუსიის რესპუბლიკის ქალაქ გროდნოს ოქტომბრის რაიონის სასამართლოს 2014 წლის 22 სექტემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ ა. ო-ისათვის სოლიდარულად თანხის დაკისრების ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ ს. პ-ის ძე ს-ის (საიდენტიფიკაციო ნომერი ........, პასპორტი КН........, გაცემული 2010 წელს 16 აგვისტოს ბელორუსიის რესპუბლიკის ქალაქ გროდნოს ოქტომბრის შინაგან საქმეთა რაიონული განყოფილების მიერ), დაბადებული 1971 წელს 18 თებერვალს, ბელორუსიის რესპუბლიკის გროდნოს მხარის სვისლოჩკის რაიონის სოფელ ტ-ას მკვიდრს, ბელორუსიის რესპუბლიკის მოქალაქეს, მცხოვრებს ბელორუსიის რესპუბლიკა, ქალაქი გროდნო, კ-ის გამზირი, სახლი №96, ბინა №338 და ა. ს-ის ძე ო-ს, დაბადებულს 1976 წელს 29 აგვისტოს, საქართველოს რესპუბლიკის ქალაქ თბილისის მკვიდრს, მცხოვრებს საქართველოს რესპუბლიკა, ქალაქ თბილისში, ბ-ის ქუჩა, სახლი №11, ბელორუსიის სატრანსპორტო დაზღვევის ბიუროს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 39 271 300 რუბლი მიყენებული მატერიალური ზიანის ასანაზღაურებლად, 1 023 100 რუბლი შემფასებლის მომსახურეობისთვის გადახდილი ხარჯების ასანაზღაურებლად. ჯამში 40 294 400 (ორმოცი მილიონ ორასოთხმოცდათოთხმეტიათას ოთხასი) რუბლი. აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2014 წლის 3 ოქტომბერს და ბელორუსიის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ა. ო-ისათვის თანხის დაკისრების ნაწილში არ აღსრულებულა.
ბელორუსიის სატრანსპორტო დაზვევის ბიუროს გენერალურმა დირექტორმა ა. ა-ომ შუამდგომლობით მომართა საკასაციო პალატას და მოითხოვა ბელორუსიის რესპუბლიკის ქალაქ გროდნოს ოქტომბრის რაიონის სასამართლოს 2014 წლის 22 სექტემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება ა. ო-ისათვის სოლიდარულად თანხის დაკისრების ნაწილში.
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, შესაბამისად, ბელოუსიის რესპუბლიკის ქალაქ გროდნოს ოქტომბრის რაიონის სასამართლოს 2014 წლის 22 სექტემბრის გადაწყვეტილება ა. ო-ისათვის სოლიდარულად თანხის დაკისრების ნაწილში ცნობილ უნდა იქნას საქართველოს ტერიტორიაზე და მიექცეს აღსასრულებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ბელორუსიის სატრანსპორტო დაზღვევის ბიუროს დირექტორის - ა. ა-ოს შუამდგომლობა ბელორუსიის რესპუბლიკის ქალაქ გროდნოს ოქტომბრის რაიონის სასამართლოს 2014 წლის 22 სექტემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ ა. ო-ისათვის სოლიდარულად თანხის დაკისრების ნაწილში დაკმაყოფილდეს.
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას და მიექცეს აღსასრულებლად ბელორუსიის რესპუბლიკის ქალაქ გროდნოს ოქტომბრის რაიონის სასამართლოს 2014 წლის 22 სექტემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც საქართველოს მოქალაქე ა. ო-ს ბელორუსიის სატრანსპორტო დაზღვევის ბიუროს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრა 39 271 300 რუბლი მიყენებული მატერიალური ზიანის ასანაზღაურებლად, 1 023 100 რუბლი შემფასებლის მომსახურეობისთვის გადახდილი ხარჯების ასანაზღაურებლად. ჯამში 40 294 400 (ორმოცი მილიონ ორასოთხმოცდათოთხმეტიათას ოთხასი) რუბლის გადახდა.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ნ. ბაქაქური
ბ. ალავიძე