Facebook Twitter

№ა-527-შ-13-2015 27 აპრილი, 2015 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ს. ე-ი

მოწინააღმდეგე მხარე – ხ. ს-ი, კ. ს-ი

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მოითხოვს მხარე – სომხეთის რესპუბლიკის არაგაწოტნის ოლქის საერთო ინსტანციის სასამართლოს 2013 წლის 31 მაისის გადაწყვეტილების (ს. ე-ის შვილად აყვანის გაუქმების ნაწილში) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება

დავის საგანი – შვილების გაუქმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

სომხეთის რესპუბლიკის არაგაწოტნის ოლქის საერთო ინსტანციის სასამართლოს 2013 წლის 31 მაისის გადაწყვეტილებით:

1. დაკმაყოფილდა ს. ე-ის სარჩელი ხ. ს-ის, კ. ს-ისა და ქ.აშტარაკის მერიის მეურვეობის და მზრუნველობის ორგანოს მიმართ, რომლითაც მან მოითხოვა შვილად აყვანის (გაშვილების) გაუქმება;

2. გაუქმდა ქ.ბათუმის მმაჩის ორგანოში 19... წლის ... აგვისტოს განხორციელებული ს. ე-ის შვილად აყვანა (გაშვილება);

3. მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრათ ამ უკანასკნელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი – 4000 დრამი;

4. დადგინდა, რომ გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შეუსრულებლობის შემთხვევაში, იგი აღსრულდება სასამართლო აქტების იძულებითი აღსრულების სამსახურის მიერ მოვალის ხარჯზე.

ს. ე-მა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ზემომითითებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება იმ ნაწილში, რომლითაც დაკმაყოფილდა ს. ე-ის სარჩელი ხ. ს-ის, კ. ს-ისა და ქ.აშტარაკის მერიის მეურვეობის და მზრუნველობის ორგანოს მიმართ შვილად აყვანის (გაშვილების) გაუქმების თაობაზე და გაუქმდა ქ.ბათუმის მმაჩის ორგანოში 19... წლის ... აგვისტოს განხორციელებული ს. ე-ის შვილად აყვანა (გაშვილება).

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 26 მარტის განჩინებით ს. ე-ის შუამდგომლობა მიღებულ იქნა წარმოებაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ ს. ე-ის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით დგინდება, რომ სომხეთის რესპუბლიკის არაგაწოტნის ოლქის საერთო ინსტანციის სასამართლოს 2013 წლის 31 მაისის გადაწყვეტილებით:

1. დაკმაყოფილდა ს. ე-ის სარჩელი ხ. ს-ის, კ. ს-ისა და ქ.აშტარაკის მერიის მეურვეობის და მზრუნველობის ორგანოს მიმართ, რომლითაც მან მოითხოვა შვილად აყვანის (გაშვილების) გაუქმება;

2. გაუქმდა ქ.ბათუმის მმაჩის ორგანოში 19... წლის ... აგვისტოს განხორციელებული ს. ე-ის შვილად აყვანა (გაშვილება).

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოთ დასახელებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს.

ამდენად, სომხეთის რესპუბლიკის არაგაწოტნის ოლქის საერთო ინსტანციის სასამართლოს 2013 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც დაკმაყოფილდა ს. ე-ის სარჩელი ხ. ს-ის, კ. ს-ისა და ქ.აშტარაკის მერიის მეურვეობის და მზრუნველობის ორგანოს მიმართ, შვილად აყვანის (გაშვილების) გაუქმების თაობაზე და გაუქმდა ქ.ბათუმის მმაჩის ორგანოში 19... წლის ... აგვისტოს განხორციელებული ს. ე-ის შვილად აყვანა (გაშვილება), საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნას ცნობილი საქართველოს ტერიტორიაზე.

ამავდროულად, არსებობს დასახელებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღსასრულებლად მიქცევის კანონით გათვალისწინებული საფუძველი, კერძოდ, შუამდგომლობა აკმაყოფილებს „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შუამდგომლობის ავტორი მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს, საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ უნდა იქნეს და მიექცეს აღსასრულებლად სომხეთის რესპუბლიკის არაგაწოტნის ოლქის საერთო ინსტანციის სასამართლოს 2013 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც დაკმაყოფილდა ს. ე-ის სარჩელი ხ. ს-ის, კ. ს-ისა და ქ.აშტარაკის მერიის მეურვეობის და მზრუნველობის ორგანოს მიმართ, შვილად აყვანის (გაშვილების) გაუქმების თაობაზე და გაუქმდა ქ.ბათუმის მმაჩის ორგანოში 19... წლის ... აგვისტოს განხორციელებული ს. ე-ის შვილად აყვანა (გაშვილება).

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე, 71-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ს. ე-ის შუამდგომლობა სომხეთის რესპუბლიკის არაგაწოტნის ოლქის საერთო ინსტანციის სასამართლოს 2013 წლის 31 მაისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დაკმაყოფილდეს;

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას და მიექცეს აღსასრულებლად სომხეთის რესპუბლიკის არაგაწოტნის ოლქის საერთო ინსტანციის სასამართლოს 2013 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც დაკმაყოფილდა ს. ე-ის სარჩელი ხ. ს-ის, კ. ს-ისა და ქ.აშტარაკის მერიის მეურვეობის და მზრუნველობის ორგანოს მიმართ, შვილად აყვანის (გაშვილების) გაუქმების თაობაზე და გაუქმდა ქ.ბათუმის მმაჩის ორგანოში 19... წლის ... აგვისტოს განხორციელებული ს. ე-ის შვილად აყვანა (გაშვილება).

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

ბ. ალავიძე