საქმე №ა-748-შ-15-2015 16 აპრილი, 2015 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე
ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი _ ც.ჯ.
მოწინააღმდეგე მხარე _ გ.ტ.
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასაც მხარე მოითხოვს _ მოსკოვის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2014 წლის 27 ოქტომბრის განჩინება (გადაწყვეტილება)
დავის საგანი – მშობლის უფლების ჩამორთმევა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მოსკოვის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2014 წლის 27 ოქტომბრის განჩინებით გაუქმდა მოსკოვის ოლქის კავშირის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც 1973 წლის 17 მარტს მოლდავეთის სრ-ის ქ.ტირასპოლში დაბადებულ გ. ტ.ს ჩამოერთვა მშობლის უფლება 2006 წლის 9 ნოემბერს საქართველოში, აფხაზეთის რესპუბლიკის ქ.გალში 2006 წლის 9 ნოემბერს დაბადებული ანასტასია გ.ტ.ს მიმართ.
გ. ტ.ს ც. ჯ.ს სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის გადახდა ა. ტ.ს სარჩენად, მასვე დაეკისრა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდა.
საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა ც.ჯ.მ და მოითხოვა ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების (განჩინების) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 16 მარტის განჩინებით ც.ჯ.ს შუამდგომლობას დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორს დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 10 (ათი) დღის ვადაში: წარმოედგინა მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა ის გარემოება, რომ მოსკოვის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2014 წლის 27 ოქტომბრის განჩინება (გადაწყვეტილება) შესულია კანონიერ ძალაში; მიეთითებინა მოწინააღმდეგე მხარის - გ. ტ.ის მისამართი და სხვა საკონტაქტო მონაცემები: ძირითადი მისამართი (ფაქტობრივი ადგილსამყოფელი), აგრეთვე არსებობის შემთხვევაში ალტერნატიული მისამართი, სამუშაო ადგილის მისამართი, ტელეფონის ნომერი, მათ შორის, მობილურის, ელექტრონული ფოსტის მისამართი, ფაქსი; დაეზუსტებინა მოთხოვნა, კერძოდ, რა ნაწილში მოითხოვდა მოსკოვის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2014 წლის 27 ოქტომბრის განჩინების (გადაწყვეტილების) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას.
ზემოაღნიშნული განჩინება შუამდგომლობაზე ხარვეზის დადგენის შესახებ ც.ჯ.ს გაეგზავნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით და პირადად ჩაბარდა 2015 წლის 1 აპრილს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად თვლის, რომ ც.ჯ.ს შუამდგომლობა მოსკოვის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2014 წლის 27 ოქტომბრის განჩინების (გადაწყვეტილების) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნების სასამართლოების შუამდგომლობა სამართლებრივი დახმარების ცალკეული საპროცესო მოქმედებათა შესრულების შესახებ ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. დასახელებული ნორმის თანახმად, საკასაციო სასამართლო უცხო ქვეყნის შუამდგომლობის ცნობასა და საქართველოს ტერიტორიაზე აღსასრულებლად მიქცევასთან დაკავშირებული გარემოებების სამართლებრივი შეფასებისა თუ საპროცესო მოქმედების შესრულებისას ხელმძღვანელობს ეროვნული კანონმდებლობით დადგენილი ნორმების შესაბამისად.
საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა ც.ჯ.მ და მოითხოვა ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების (განჩინების) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქაალქო საქმეთა პალატის 2015 წლის 16 მარტის განჩინებით ც.ჯ.ს შუამდგომლობას დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორს დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 10 (ათი) დღის ვადაში: წარმოედგინა მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა ის გარემოება, რომ მოსკოვის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2014 წლის 27 ოქტომბრის განჩინება (გადაწყვეტილება) შესულია კანონიერ ძალაში; მიეთითებინა მოწინააღმდეგე მხარის - გ.ტ.ის მისამართი და სხვა საკონტაქტო მონაცემები: ძირითადი მისამართი (ფაქტობრივი ადგილსამყოფელი), აგრეთვე არსებობის შემთხვევაში ალტერნატიული მისამართი, სამუშაო ადგილის მისამართი, ტელეფონის ნომერი, მათ შორის, მობილურის, ელექტრონული ფოსტის მისამართი, ფაქსი; დაეზუსტებინა მოთხოვნა, კერძოდ, რა ნაწილში მოითხოვდა მოსკოვის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2014 წლის 27 ოქტომბრის განჩინების (გადაწყვეტილების) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას.
ხარვეზის დადგენის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება შუამდგომლობის ავტორს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად, გაეგზავნა საქმეში მითითებულ მისამართზე: ქ.თბილისი, ...... და პირადად ჩაბარდა 2015 წლის 1 აპრილს(იხ.შეტყობინების ბარათი).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი.
ამდენად, ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ათდღიანი ვადის დენა დაიწყო 2015 წლის 2 აპრილს და ამოიწურა 11 აპრილს, მაგრამ ვინაიდან 11 აპრილი დაემთხვა დასვენების დღეს, საპროცესო ვადა დასრულებულად უნდა მივიჩნიოთ 2015 წლის 14 აპრილს. მხარეს აღნიშნული ვადის განმავლობაში ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე სხვა შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსათვის.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. კანონის დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ მხარე სწორედ კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაშია ვალდებული, განახორციელოს მისთვის დაკისრებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ მან დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.
იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ შუამდგომლობის ავტორს სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში დაკისრებული საპროცესო მოქმედება არ განუხორციელებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს საკასაციო სასამართლოსათვის, პალატა თვლის, რომ ც.ჯ.ს შუამდგომლობა მოსკოვის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2014 წლის 27 ოქტომბრის განჩინების (გადაწყვეტილების) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დარჩეს განუხილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის მეორე ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ც.ჯ.ს შუამდგომლობა მოსკოვის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2014 წლის 27 ოქტომბრის განჩინების (გადაწყვეტილების) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: ბ. ალავიძე