Facebook Twitter

№ა-928-შ-21-2015 27 აპრილი, 2015 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ე. ჩ-ა (წარმომადგენელი ვ. ბ-ი)

მოწინააღმდეგე მხარე – ჰ. ჰ. პ-ი

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მოითხოვს მხარე – გერმანიის ტუტლინგენის პირველი ინსტანციის საოჯახო საქმეების განმხილველი სასამართლოს 2015 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილების (ე. ჩ-ასა და ჰ. ჰ. პ-ის შორის ქორწინების შეწყვეტის ნაწილში) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა

დავის საგანი – ქორწინების შეწყვეტა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

გერმანიის ტუტლინგენის პირველი ინსტანციის საოჯახო საქმეების განმხილველი სასამართლოს 2015 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილებით:

1. შეწყდა მეუღლეებს (ე. ჩ-ა და ჰ. ჰ. პ-ი) შორის 20... წლის ... სექტემბერს თბილისში/საქართველოს მმაჩის ორგანოში რეგისტრირებული ქორწინება;

2. დადგინდა, რომ ქორწინების პერიოდში შემოსავლების მიუხედავად, მეუღლეთა წილების გათანაბრება არ მოხდება;

3. ასევე დადგინდა, რომ საპროცესო ხარჯებს მხარეები ერთმანეთს აკისრებენ.

ე. ჩ-ამ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ზემომითითებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა მასა და მოპასუხეს შორის ქორწინების შეწყვეტის ნაწილში.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 27 მარტის განჩინებით ე. ჩ-ას შუამდგომლობა მიღებულ იქნა წარმოებაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ ე. ჩ-ას შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ გერმანიის ტუტლინგენის პირველი ინსტანციის საოჯახო საქმეების განმხილველი სასამართლოს 2015 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილებით შეწყდა მეუღლეებს (ე. ჩ-ა და ჰ. ჰ. პ-ი) შორის 20... წლის ... სექტემბერს თბილისში/საქართველოს მმაჩის ორგანოში რეგისტრირებული ქორწინება.

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოთ დასახელებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს.

ამდენად, გერმანიის ტუტლინგენის პირველი ინსტანციის საოჯახო საქმეების განმხილველი სასამართლოს 2015 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც შეწყდა მეუღლეებს (ე. ჩ-ა და ჰ. ჰ. პ-ი) შორის 2010 წლის 29 სექტემბერს თბილისში/საქართველოს მმაჩის ორგანოში რეგისტრირებული ქორწინება, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნას ცნობილი საქართველოს ტერიტორიაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ე. ჩ-ას შუამდგომლობა გერმანიის ტუტლინგენის პირველი ინსტანციის საოჯახო საქმეების განმხილველი სასამართლოს 2015 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დაკმაყოფილდეს;

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას გერმანიის ტუტლინგენის პირველი ინსტანციის საოჯახო საქმეების განმხილველი სასამართლოს 2015 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც შეწყდა მეუღლეებს (ე. ჩ-ა და ჰ. ჰ. პ-ი) შორის 20... წლის ... სექტემბერს თბილისში/საქართველოს მმაჩის ორგანოში რეგისტრირებული ქორწინება.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

ბ. ალავიძე