Facebook Twitter

საქმე №ა-638-შ-14-2015 22 აპრილი, 2015 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ბაქაქური, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – გ. ყ-ი

მოწინააღმდეგე მხარე – ი. ყ-ი

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მხარე მოითხოვს – ამერიკის შეერთებული შტატების პენსილვანიის შტატის, პოტერის ოლქის სამოქალაქო სასამართლოს 2007 წლის 22 მარტის განკარგულება

შუამდგომლობის ავტორის მოთხოვნა – გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა

დავის საგანი – განქორწინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ამერიკის შეერთებული შტატების პენსილვანიის შტატის, პოტერის ოლქის სამოქალაქო სასამართლოს 2007 წლის 22 მარტის განკარგულებით საქართველოს მოქალაქე გ. ყ-ი და ი. ყ-ი განქორწინდნენ. აღნიშნული განკარგულება კანონიერ ძალაში შევიდა 2007 წლის 22 მარტს და შუამდგომლობის ავტორის განმარტებით, კანონის თანახმად, აღსრულებულია ამერიკის შეერთებულ შტატებში.

გ. ყ-მა შუამდგომლობით მომართა საკასაციო პალატას და მოითხოვა ამერიკის შეერთებული შტატების პენსილვანიის შტატის, პოტერის ოლქის სამოქალაქო სასამართლოს 2007 წლის 22 მარტის განკარგულების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 6 მარტის განჩინებით გ. ყ-ის შუამდგომლობა ამერიკის შეერთებული შტატების პენსილვანიის შტატის, პოტერის ოლქის სამოქალაქო სასამართლოს 2007 წლის 22 მარტის განკარგულების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ მიღებულ იქნა წარმოებაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ გ. ყ-ის შუამდგომლობა ამერიკის შეერთებული შტატების პენსილვანიის შტატის, პოტერის ოლქის სამოქალაქო სასამართლოს 2007 წლის 22 მარტის განკარგულების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პენსილვანიის შტატის, პოტერის ოლქის სამოქალაქო სასამართლოს 2007 წლის 22 მარტის განკარგულებით საქართველოს მოქალაქე გ. ყ-ი და ი. ყ-ი განქორწინდნენ. აღნიშნული განკარგულება კანონიერ ძალაში შევიდა 2007 წლის 22 მარტს და შუამდგომლობის ავტორის განმარტებით, კანონის თანახმად, აღსრულებულია ამერიკის შეერთებულ შტატებში.

გ. ყ-მა შუამდგომლობით მომართა საკასაციო პალატას და მოითხოვა ამერიკის შეერთებული შტატების პენსილვანიის შტატის, პოტერის ოლქის სამოქალაქო სასამართლოს 2007 წლის 22 მარტის განკარგულების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, შესაბამისად, ამერიკის შეერთებული შტატების პენსილვანიის შტატის, პოტერის ოლქის სამოქალაქო სასამართლოს 2007 წლის 22 მარტის განკარგულება ცნობილ უნდა იქნას საქართველოს ტერიტორიაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გ. ყ-ის შუამდგომლობა ამერიკის შეერთებული შტატების პენსილვანიის შტატის, პოტერის ოლქის სამოქალაქო სასამართლოს 2007 წლის 22 მარტის განკარგულების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დაკმაყოფილდეს.

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას ამერიკის შეერთებული შტატების პენსილვანიის შტატის, პოტერის ოლქის სამოქალაქო სასამართლოს 2007 წლის 22 მარტის განკარგულება, რომლითაც საქართველოს მოქალაქე გ. ყ-ი და ი. ყ-ი განქორწინდნენ.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ნ. ბაქაქური

ბ. ალავიძე