საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
18 მაისი, 2015 წელი
საქმე№ა-1018-შ-24-2015 ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – შპს „ტ-კ.ს.ტ-ი"
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ს.ს.ა-ი" (ს/ნ ......)
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს – უკრაინის ქ. კიევის სამეურნეო სასამართლოს 2014 წლის 15 სექტემბრის გადაწყვეტილება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
შპს „ტ-კ.ს.ტ-მა" სარჩელი აღძრა უკრაინის ქ. კიევის სამეურნეო სასამართლოში შპს „ს.ს.ა-ის" მიმართ 13 327.72 ევროს (რაც სარჩელის შეტანის დღისათვის უკრაინის ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსის მიხედვით შეადგენს 219 986.01 გრივნას) დაკისრების შესახებ.
უკრაინის ქ. კიევის სამეურნეო სასამართლოს 2014 წლის 15 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. შპს „ს.ს.ა-ს" (მისამართი: საქართველო..., ქ. ქობულეთი, წ-ის ქ. .., საიდენტიფიკაციო კოდი: ..) შპს „ტ-კ.ს.ტ-ისათვის" (..., ქ. კიევის სვიატოშინის რაიონი, ჩ-ას ქ. .., საიდენტიფიკაციო კოდი: ...) ძირითადი დავალიანების თანხის – 11 734.00 (თეთრმეტი ათას შვიდასოცდათოთხმეტი) ევროსა და 00 ცენტის; წლიური სამი პროცენტის 269.77 (ორასსამოცდაცხრა) ევროსა და 77 ცენტის და სასამართლოს გადასახადის – 3 807.60 (სამი ათას რვაასშვიდი) გრივნისა და 60 კაპიკის გადახდა დაეკისრა.
შპს „ტ-კ.ს.ტ-მა" საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარდგენილი შუამდგომლობით მოითხოვა ქ. კიევის სამეურნეო სასამართლოს 2014 წლის 15 სექტემბრის გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება თანხის დაკისრების თაობაზე.
შუამდგომლობაზე დართული დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ უკრაინის ქ. კიევის სამეურნეო სასამართლოს 2014 წლის 15 სექტემბრის გადაწყვეტილების გამოტანამდე საქმის წარმოების თაობაზე გაფრთხილებული იყო მოპასუხე შპს „ს.ს.ა-ი". 2014 წლის 15 სექტემბრის გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული 2014 წლის 30 სექტემბერს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 3 აპრილის განჩინებით შპს „ტ-კ.ს.ტ-ის" შუამდგომლობა წარმოებაში იქნა მიღებული.
ზემოაღნიშნული განჩინების, შუამდგომლობისა და თანდართული მასალების ასლები მოპასუხე შპს „ს.ს.ა-ს", გაეგზავნა 2015 წლის 7 და 30 აპრილს და ჩაბარდა 2015 წლის 6 მაისს, თუმცა მას განჩინებით განსაზღვრულ ვადაში აღნიშნულ შუამდგომლობაზე აზრი არ გამოუთქვამს, ასევე, არ მოუთხოვია საქმის ზეპირი განხილვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ შუამდგომლობას და თანდართულ მასალებს და მივიდა დასკვნამდე, რომ შპს „ტ-კ.ს.ტ-ის" შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, უკრაინის ქ. კიევის სამეურნეო სასამართლოს 2014 წლის 15 სექტემბრის გადაწყვეტილება ცნობილ იქნას და აღსასრულებლად მიექცეს საქართველოს ტერიტორიაზე შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ უკრაინის ქ. კიევის სამეურნეო სასამართლოს 2014 წლის 15 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. შპს „ს.ს.ა-ს" (მისამართი: საქართველო ..., ქ. ქობულეთი, წ-ის ქ. .., საიდენტიფიკაციო კოდი: ....) შპს „ტ-კ.ს.ტ-ისათვის" (..., ქ. კიევის სვიატოშინის რაიონი, ჩ-ას ქ. .., საიდენტიფიკაციო კოდი: ...) ძირითადი დავალიანების თანხის – 11 734.00 (თეთრმეტი ათას შვიდასოცდათოთხმეტი) ევროსა და 00 ცენტის; წლიური სამი პროცენტის 269.77 (ორასსამოცდაცხრა) ევროსა და 77 ცენტის და სასამართლოს გადასახადის – 3 807.60 (სამი ათას რვაასშვიდი) გრივნისა და 60 კაპიკის გადახდა დაეკისრა.
შუამდგომლობაზე დართული დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ უკრაინის ქ. კიევის სამეურნეო სასამართლოს 2014 წლის 15 სექტემბრის გადაწყვეტილების გამოტანამდე საქმის წარმოების თაობაზე გაფრთხილებული იყო მოპასუხე შპს „ს.ს.ა-ი". 2014 წლის 15 სექტემბრის გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული 2014 წლის 30 სექტემბერს.
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია 68-ე მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ, მოცემულ შემთხვევაში, ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს. რაც შეეხება მითითებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულებას, პალატა ასევე მიიჩნევს, რომ არც ამ ნაწილში არსებობს შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი, ვინაიდან, „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამოქალაქო და შრომის სამართლის საქმეებზე უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულება ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ ისინი ექვემდებარება აღსრულებას, ამავე კანონის 71-ე მუხლით კი დადგენილია წინაპირობები, თუ რა შემთხვევაშია შესაძლებელი უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღსასრულებლად მიქცევა. საკასაციო პალატა საქმის მასალების ანალიზის საფუძველზე მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში კანონის ზემოხსენებული დანაწესები დაცულია. ამდენად, უკრაინის ქ. კიევის სამეურნეო სასამართლოს 2014 წლის 15 სექტემბრის გადაწყვეტილება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნას ცნობილი და მიექცეს აღსასრულებლად საქართველოს ტერიტორიაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
პალატამ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე, 70-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. შპს „ტ-კ.ს.ტ-ის" შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას და დაექვემდებაროს აღსრულებას უკრაინის ქ. კიევის სამეურნეო სასამართლოს 2014 წლის 15 სექტემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც: შპს „ტ-კ.ს.ტ-ის" სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. შპს „ს.ს.ა-ს" (მისამართი: საქართველო ...., ქ. ქობულეთი, წ-ის ქ. .., საიდენტიფიკაციო კოდი: ....) შპს „ტ-კ.ს.ტ-ისათვის" (..., ქ. კიევის ს-ის რაიონი, ჩ-ას ქ. .., საიდენტიფიკაციო კოდი: ...) ძირითადი დავალიანების თანხის – 11 734.00 (თეთრმეტი ათას შვიდასოცდათოთხმეტი) ევროსა და 00 ცენტის; წლიური სამი პროცენტის 269.77 (ორასსამოცდაცხრა) ევროსა და 77 ცენტის და სასამართლოს გადასახადის – 3 807.60 (სამი ათას რვაასშვიდი) გრივნისა და 60 კაპიკის გადახდა დაეკისრა;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე