Facebook Twitter

საქმე №ა-1295-შ-30-2015 13 მაისი, 2015 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ბაქაქური, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ნ. ს.-ა

მოწინააღმდეგე მხარე – ა. კ.-ი

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მხარე მოითხოვს – ქ.მოსკოვის გაგარინსკის რაიონის №218 სასამართლო უბნის მომრიგებელი სასამართლოს 2010 წლის 26 მარტის გადაწყვეტილება

დავის საგანი – ალიმენტის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ქ.მოსკოვის გაგარინსკის რაიონის №218 სასამართლო უბნის მომრიგებელი სასამართლოს 2010 წლის 26 მარტის გადაწყვეტილებით საქართველოს მოქალაქე ა. კ.-ს (დაბადებულს .. წლის .. იანვარს) ნ. ს.-ას სასარგებლოდ არასრულწლოვანი შვილის – .. წლის .. ივლისს დაბადებული სოფია კ.-ის სარჩენად დაეკისრა ალიმენტის – 8660 რუბლის გადახდა, რომელიც შეესაბამება ყოველთვიური ხელფასის ორ მინიმალურ ოდენობას, 2009 წლის 30 დეკემბრიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე.

ნ. ს.-ამ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ქ.მოსკოვის გაგარინსკის რაიონის №218 სასამართლო უბნის მომრიგებელი სასამართლოს 2010 წლის 26 მარტის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.

შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი მასალებით ირკვევა, რომ ა. კ.-ი სათანადო წესით ინფორმირებული იყო საქმის განხილვის თაობაზე. ასევე წარმოდგენილია ცნობა, რომ გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2010 წლის 6 აპრილს და რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 22 აპრილის განჩინებით ნ. ს.-ას შუამდგომლობა ქ.მოსკოვის გაგარინსკის რაიონის №218 სასამართლო უბნის მომრიგებელი სასამართლოს 2010 წლის 26 მარტის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ მიღებულ იქნა წარმოებაში. აღნიშნული განჩინება, ნ. ს.-ას შუამდგომლობა და თანდართული მასალები კანონით დადგენილი წესით გაეგზავნა მოწინააღმდეგე მხარეს. ა. კ.-ს გზავნილი ჩაბარდა კანონით დადგენილი წესით და მას არ წარმოუდგენია არც მოსაზრება და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს საკასაციო სასამართლოსათვის.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ ნ. ს.-ას შუამდგომლობა ქ.მოსკოვის გაგარინსკის რაიონის №218 სასამართლო უბნის მომრიგებელი სასამართლოს 2010 წლის 26 მარტის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ ქ.მოსკოვის გაგარინსკის რაიონის №218 სასამართლო უბნის მომრიგებელი სასამართლოს 2010 წლის 26 მარტის გადაწყვეტილებით საქართველოს მოქალაქე ა. კ.-ს (დაბადებულს .. წლის .. იანვარს) ნ. ს.-ას სასარგებლოდ არასრულწლოვანი შვილის – .. წლის .. ივლისს დაბადებული სოფია კ.-ის სარჩენად დაეკისრა ალიმენტის – 8660 რუბლის გადახდა, რომელიც შეესაბამება ყოველთვიური ხელფასის ორ მინიმალურ ოდენობას, 2009 წლის 30 დეკემბრიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე. აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2010 წლის 6 აპრილს და რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა.

ნ. ს.-ამ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ქ.მოსკოვის გაგარინსკის რაიონის №218 სასამართლო უბნის მომრიგებელი სასამართლოს 2010 წლის 26 მარტის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.

შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი მასალებით ირკვევა, რომ ა. კ.-ი სათანადო წესით ინფორმირებული იყო საქმის განხილვის თაობაზე. ასევე წარმოდგენილია ცნობა, რომ გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2010 წლის 6 აპრილს და რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 22 აპრილის განჩინებით ნ. ს.-ას შუამდგომლობა ქ.მოსკოვის გაგარინსკის რაიონის №218 სასამართლო უბნის მომრიგებელი სასამართლოს 2010 წლის 26 მარტის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ მიღებულ იქნა წარმოებაში. აღნიშნული განჩინება, ნ. ს.-ას შუამდგომლობა და თანდართული მასალები კანონით დადგენილი წესით გაეგზავნა მოწინააღმდეგე მხარეს. ადრესატს გზავნილი ჩაბარდა კანონით დადგენილი წესით. ა. კ.-მა არ წარმოადგინა არც მოსაზრება და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს საკასაციო სასამართლოსათვის.

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, შესაბამისად, ქ.მოსკოვის გაგარინსკის რაიონის №218 სასამართლო უბნის მომრიგებელი სასამართლოს 2010 წლის 26 მარტის გადაწყვეტილება ცნობილ უნდა იქნას საქართველოს ტერიტორიაზე და მიექცეს აღსასრულებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ. ს.-ას შუამდგომლობა ქ.მოსკოვის გაგარინსკის რაიონის №218 სასამართლო უბნის მომრიგებელი სასამართლოს 2010 წლის 26 მარტის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების დაკმაყოფილდეს.

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას და მიექცეს აღსასრულებლად ქ.მოსკოვის გაგარინსკის რაიონის №218 სასამართლო უბნის მომრიგებელი სასამართლოს 2010 წლის 26 მარტის გადაწყვეტილება, რომლითაც საქართველოს მოქალაქე ა. კ.-ს (დაბადებულს .. წლის .. იანვარს) ნ. ს.-ას სასარგებლოდ არასრულწლოვანი შვილის – .. წლის .. ივლისს დაბადებული სოფია კ.-ის სარჩენად დაეკისრა ალიმენტის – 8660 რუბლის გადახდა, რომელიც შეესაბამება ყოველთვიური ხელფასის ორ მინიმალურ ოდენობას, 2009 წლის 30 დეკემბრიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ნ. ბაქაქური

ბ. ალავიძე