Facebook Twitter

საქმე №ა-1356-შ-34-2015 27 მაისი, 2015 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ბაქაქური, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – მ. ვ. ბ.-ი

მოწინააღმდეგე მხარე – ა. ქ. ვ. ბ.-ი

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მხარე მოითხოვს – გერმანიის მიუნხენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2012 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება

დავის საგანი – განქორწინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

გერმანიის მიუნხენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2012 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილებით მ. ვ. ბ.-სა და ა. ქ. ვ. ბ.-ს შორის 2007 წლის 2 თებერვალს მიუნხენ-პასინგის მმაჩის ბიუროს მიერ რეგისტრირებული ქორწინება (საქორწინო აქტების რეესტრი №..) შეწყდა.

მ. ვ. ბ.-მა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა გერმანიის მიუნხენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2012 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი აპოსტილით დამოწმებული სასამართლო გადაწყვეტილების შესწავლით ირკვევა, რომ მხარეები ინფორმირებული იყვნენ საქმის განხილვის თაობაზე (განხილულია ზეპირი მოსმენით), დასტურდება, რომ გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში 2012 წლის 30 მაისიდან, ამასთან, მ. ვ. ბ.-ის განმარტებით, იგი აღსრულებულია გერმანიის ტერიტორიაზე.

შუამდგომლობაზე დართული პირადობის მოწმობით დასტურდება, რომ მ. ვ. ბ.-ი კვლავ საქართველოს მოქალაქეა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 29 აპრილის განჩინებით მ. ვ. ბ.-ის შუამდგომლობა გერმანიის მიუნხენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2012 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ მიღებულ იქნა წარმოებაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ მ. ვ. ბ.-ის შუამდგომლობა გერმანიის მიუნხენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2012 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ გერმანიის მიუნხენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2012 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილებით მ. ვ. ბ.-სა და ა. ქ. ვ. ბ.-ს შორის 2007 წლის 2 თებერვალს მიუნხენ-პასინგის მმაჩის ბიუროს მიერ რეგისტრირებული ქორწინება (საქორწინო აქტების რეესტრი №..) შეწყდა. აღნიშნული განკარგულება კანონიერ ძალაში შევიდა 2012 წლის 30 მაისს და შუამდგომლობის ავტორის განმარტებით, კანონის თანახმად, აღსრულებულია გერმანიაში.

მ. ვ. ბ.-მა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა გერმანიის მიუნხენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2012 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, შესაბამისად, გერმანიის მიუნხენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2012 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება ცნობილ უნდა იქნას საქართველოს ტერიტორიაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვ.ელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ. ვ. ბ.-ის შუამდგომლობა გერმანიის მიუნხენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2012 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დაკმაყოფილდეს.

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას გერმანიის მიუნხენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2012 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება, რომლითაც მ. ვ. ბ.-სა და ა. ქ. ვ. ბ.-ს შორის 2007 წლის 2 თებერვალს მიუნხენ-პასინგის მმაჩის ბიუროს მიერ რეგისტრირებული ქორწინება (საქორწინო აქტების რეესტრი №..) შეწყდა.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ნ. ბაქაქური

ბ. ალავიძე