საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
22 მაისი, 2015 წელი
№ას-141-132-2015 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები – შპს „მ.2.“; ლ.გ.-ე, ა.გ.-ე, თ.გ.-ე, მ.გ.-ე, ნ.გ.-ე, თ.გ.-ე, ა.თ.-ძე, მ.ა.-ძე, ნ.მ.-ძე, ლ.მ.-ძე, ტ.გ.-ძე, ა.კ.-ი
მოწინააღმდეგე მხარე – სს „ს. ბ.-ი“
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 10 დეკემბრის განჩინება
კასატორების მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა სს „ს.ბ.-მა“ მოპასუხეების: შპს „მ.2.-“-ის, ლ.გ.-ის, ლ.გ.-ის, თ.გ.-ის, მ.გ.-ის, ნ.გ.-ის, თ.გ.-ის, ა.თ.-ძის, მ.ა.-ძის, ნ.მ.-ძის, ლ.მ.-ძის, ტ.გ.-ძისა და ა.კ.-ის მიმართ და მოითხოვა:
1. შპს ,,მ.2.-ისა“ და ტ.გ.-ძისათვის სს ,,ს.ბ.-ის’’ სასარგებლოდ სოლიდარულად 291843.92 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება;
2. შპს ,,მ.2.-ისა’’ და ტ.გ.-ძისათვის დაკისრებული თანხის გადახდევინების მიზნით იძულებით აუქციონზე სარეალიზაციოდ იპოთეკით დატვირთული შემდეგი უძრავი ნივთების მიქცევა:
2.1 ქ.ბათუმში, ლ.ასათიანის ქ.№....-ში მდებარე ლ.გ.-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი (საკადასტრო კოდი №..............);
2.2 ხელვაჩაურის რაიონის სოფელ მახოში მდებარე ა.გ.-ის, თ.გ.-ის, ნ.გ.-ისა და მ.გ.-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი (საკადასტრო კოდი №............);
2.3 თ.გ.-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი – ქ.ბათუმში, ა.-ას ქ.№...-ში მდებარე ბინა №........ (საკადასტრო კოდი №...........);
2.4 ა.კ.-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი – ქ.ბათუმში, ა.-ას ქ.№.........-ში მდებარე ბინა №......... (საკადასტრო კოდი №.......);
2.5 ა.თ.-ძის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი – ქ.ბათუმში, ტ.-ის ქ.№........-ში მდებარე ბინა №.... (საკადასტრო კოდი №....);
2.6 მ.ა.-ძის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი – ქ.ბათუმში, დ.ა.-ლის №...-ში მდებარე ბინა №.... (საკადასტრო კოდი №....);
2.7 მ.ა.-ძის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი – ქ.ბათუმში, ა.-ას №..-ში მდებარე ბინა №... (საკადასტრო კოდი №...);
2.8 ნ.მ.-ძის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი – ქ.ბათუმში, შ.ხ.-ის №...-ში მდებარე ბინა №... (საკადასტრო კოდი №...);
2.9 ლ.მ.-ძის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი – ქ.ბათუმში, პ.-ის ქ.№...-ში მდებარე ბინა №... (საკადასტრო კოდი №....);
3. იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხების არასაკმარისობის შემთხვევაში, იძულებითი აღსრულების მიქცევა შპს ,,მ.2.-ისა“ და ტ.გ.-ძის სხვა ქონებაზე.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილებით:
1. სს ,,ს.ბ.-ის’’ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;
2. შპს ,,მ.2.-სა’’ და ტ.გ.-ძეს სს ,,ს.ბ.-ის’’ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ №.... საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირითადი თანხისა და სარგებლის – 174372.35 აშშ დოლარის გადახდა;
3. შპს ,,მ.2.-ს’’ და ტ.გ.-ძეს სს ,,ს.ბ.-ის’’ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ №.... საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს – 3500 აშშ დოლარის ანაზღაურება.
4. შპს ,,მ.2.-ს’’ და ტ.გ.-ძეს სს ,,ს.ბ.-ის’’ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ №.. საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირითადი თანხისა და სარგებლის – 98410.62 აშშ დოლარის გადახდა.
5. შპს ,,მ.2.-ს’’ და ტ.გ.-ძეს სს ,,ს.ბ.-ის’’ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ №........ საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირითადი თანხისა და სარგებლის – 5000 აშშ დოლარის გადახდა.
6. შპს ,,მ.2.-ისა’’ და ტ.გ.-ძისათვის დაკისრებული თანხის გადახდევინების მიზნით იძულებით აუქციონზე სარეალიზაციოდ მიექცა იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთები:
6.1 ქ.ბათუმში, ლ.ა.-ის ქ.№...-ში მდებარე ლ.გ.-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი (საკადასტრო კოდი №....);
6.2 ხელვაჩაურის რაიონის სოფელ მ.-
მდებარე ა.გ.-ის, თ.გ.-ის, ნ.გ.-ისა და მ.გ.-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი (საკადასტრო კოდი №........);
6.3 თ.გ.-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი – ბათუმში, ა.-ას ქ.№...-ში მდებარე ბინა №... (საკადასტრო კოდი №...);
6.4 ა.კ.-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი – ქ.ბათუმში, ა.-ას ქ.№..-ში მდებარე ბინა №.. (საკადასტრო კოდი №...);
6.5 ა.თ.-ძის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი – ქ.ბათუმში, ტ.-ის ქ.№...-ში მდებარე ბინა №... (საკადასტრო კოდი №...);
6.6 მ.ა.-ძის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი – ქ.ბათუმში, დ.ა.-ლის №...-ში მდებარე ბინა №.. (საკადასტრო კოდი №...);
6.7 მ.ა.-ძის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი – ქ.ბათუმში, ა.-ას №...-ში მდებარე ბინა №... (საკადასტრო კოდი №...);
6.8 ნ.მ.-ძის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი – ქ.ბათუმში, შ.ხ.-ის №...-ში მდებარე ბინა №... (საკადასტრო კოდი №...);
6.9 ლ.მ.-ძის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი – ქ.ბათუმში, პ.-ის №...-ში მდებარე ბინა №.. (საკადასტრო კოდი №...);
7. დადგინდა, რომ იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხა საკმარისი არ იქნება მოსარჩელის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, აღსრულება მიექცეს შპს ,,მ.2.-ის’’ და ტ.გ.-ძის საკუთრებაში არსებულ სხვა ქონებაზე.
8. შპს ,,მ.2.-ს’’, ლ.გ.-ეს, ა.გ.-ეს, თ.გ.-ეს, მ.გ.-ეს, ნ.გ.-ეს, თ.გ.-ეს, ა.კ.-ის, ა.თ.-ძეს, მ.ა.-ძეს, ლ.მ.-ძესა და ტ.გ.-ძეს სს ,,ს.ბ.-ის’’ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 443.7 ლარის გადახდა, სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.
9. სს ,,ს.ბ.-ს’’ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდა 2014 წლის 13 იანვრის №... საგადახდო დავალებით, სარჩელის აღძვრის გამო გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან (გადახდილ იქნა 5000 ლარი) 4005.02 ლარი.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება პირგასამტეხლოს/ჯარიმის დაკისრების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრეს შპს ,,მ.2.-მა”, ლ.გ.-ემ, ა.გ.-ემ, თ.გ.-ემ, მ.გ.-ემ, ნ.გ.-ემ, თ.გ.-ემ, ა.კ.-იმ, ა.თ.-ძემ, მ.ა.-ძემ, ნ.მ.-ძემ, ლ.მ.-ძემ, ტ.გ.-ძემ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილებით:
1. შპს ,,მ.2.-ის”, ლ.გ.-ის, ა.გ.-ის, თ.გ.-ის, მ.გ.-ის, ნ.გ.-ის, თ.გ.-ის, ა.კ.-ის, ა.თ.-ძის, მ.ა.-ძის, ნ.მ.-ძის, ლ.მ.-ძისა და ტ.გ.-ძის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;
2. გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილება პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში (გადაწყვეტილების მე-3 და მე-5 პუნქტები) და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება.
3. შპს ,,მ.2.-სა” და ტ.გ.-ძეს სს ,,ს.ბ.-ის”
სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ №.. საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს, 1171 აშშ დოლარის გადახდა.
4. შპს ,,მ.2.-ს” და ტ.გ.-ძეს სს ,,ს.ბ.-ის” სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ №.. საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს – 1513 აშშ დოლარის გადახდა.
5. სს ,,ს.ბ.-ს” აპელანტების სასარგებლოდ დაეკისრა 408 ლარისა და 46 თეთრის ანაზღაურება – სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, უდავოა, რომ გადაწყვეტილება გასაჩივრდა ნაწილობრივ, ჯარიმის და პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში, სხვა ნაწილში იგი კანონიერ ძალაშია შესული. აღნიშნული სააპელაციო სასამართლოშიც დაადასტურეს აპელანტების წარმომადგენლებმა, მათ განმარტეს, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა არის შეუსაბამოდ მაღალი, რაც სასამართლოს უნდა შეემცირებინა, ან/და საერთოდაც არ უნდა დაეკისრებინა, რადგან ბანკს რაიმე ზიანი არ მიდგომია. საბანკო საქმიანობის მიზანია, მიიღოს სარგებელი, იგი იღებდა კიდეც პროცენტის სახით სარგებელს და ზიანი ამ მხრივ არ მიდგომია. სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე „ს.ბ.-ის“ წარმომადგენელმა განმარტა, რომ თუკი სასამართლო პირგასამტეხლოს შეამცირებდა, იგი შემცირებულ პირგასამტეხლოს დაეთანხმებოდა და გადაწყვეტილებას არ გაასაჩივრებდა, მაგრამ ის, რომ აპელანტებს პირგასამტეხლო საერთოდაც არ უნდა დაეკისროს, მათ ამ პოზიციას არ იზიარებს.
საქმეზე დადგინდა, რომ სს ,,ს.ბ.-ს’’ და შპს ,,მ.2.-ს’’ შორის 2012 წლის 17 ივლისის №... ხელშეკრულების ფარგლებში გაფორმებული №... საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე შპს ,,მ.2.-ზე’’ გაიცა სესხი – 204000 აშშ დოლარი, 36 თვის ვადით. ხელშეკრულების საფუძველზე, წლიური საპროცენტო სარგებელი განისაზღვრა 13%-ით, პირგასამტეხლო ყოველვადაგადაცილებულ დღეზე – ვადაგადაცილებული თანხის 0.5%.
გარდა ამისა, დადგინდა, რომ სს ,,ს.ბ.-ს’’ და შპს ,,მ.2.-ს’’ შორის 2012 წლის 30 ნოემბერს გაფორმებული №.. საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე, სესხის სახით გაიცა 137400 აშშ დოლარი, 12 თვის ვადით. წლიური საპროცენტო სარგებელი განისაზღვრა 14%-ით, პირგასამტეხლო ყოველვადაგადაცილებულ დღეზე – ვადაგადაცილებული თანხის 0.5%.
პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ პირგასამტეხლოს გონივრული, სამართლიანი ოდენობა კონკრეტულ შემთხვევაში – 2012 წლის 17 ივლისის №... საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე – 3500 აშშ დოლარით, ხოლო 2012 წლის 30 ნოემბრის №... ხელშეკრულებიდან გამომდინარე 5000 აშშ დოლარით უნდა განსაზღვრულიყო.
სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ, მართალია, შეამცირა პირგასამტეხლოს ოდენობა, მაგრამ არ დაუსაბუთებია რატომ შეამცირა იგი 0.5 პროცენტამდე და არა უფრო მეტით ან ნაკლები ოდენობით, ამასთან, პირგასამტეხლოს ეს ოდენობაც შეუსაბამოდ მაღალი იყო და იგი კიდევ უნდა შემცირებულიყო. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილი პრაქტიკის თანახმად, პირგასამტეხლოს ოდენობა შემცირებას 0.07%-მდე ექვემდებარებოდა.
სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ხსენებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, ხელშეკრულების დადებისას მხარეებს უფლება აქვთ, შეთანხმდნენ გარკვეული თანხის – პირგასამტეხლოს გადახდაზე იმ შემთხვევაში, თუ მოვალე არ შეასრულებს ან არაჯეროვნად შეასრულებს ნაკისრ ვალდებულებას. მითითებული თანხის ოდენობის განსაზღვრას კანონმდებელი მხარეთა შეთანხმებას მიანდობს, თუმცა აღნიშნული არ ნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს დაკისრებით კრედიტორმა არათანაზომიერად დიდი სარგებელი მიიღოს. ამდენად, პირგასამტეხლოს ოდენობა შეუზღუდავი არ არის. სასამართლო უფლებამოსილია, შეამციროს იგი დავის კონკრეტული გარემოებების შესაბამისად. ამასთან, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული, ანუ, შეიძლება ითქვას, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის შესაბამისობის გათვალისწინებისას, სასამართლო მხედველობაში იღებს ვალდებულების დარღვევის ხასიათს, აღნიშნულით გამოწვეულ ზიანს, მის თანაფარდობას, მხარეთა ფინანსურ მდგომარეობას, მოსარჩელის ეკონომიკურ ინტერესს, აგრეთვე, სხვა ობიექტურ გარემოებებს. აღნიშნულთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაზე, კერძოდ, 2001 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებაზე, საქმეზე №3კ/467-01.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება პირგასამტეხლოს სახით 1171 აშშ დოლარისა და 1513 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში საკასაციო წესით გაასაჩივრეს შპს „მ.2.-მა“, ლ.გ.-ემ, ა.გ.-ემ, თ.გ.-ემ, მ.გ.-ემ, ნ.გ.-ემ, თ.გ.-ემ, ა.თ.-ძემ, მ.ა.-ძემ, ნ.მ.-ძემ, ლ.მ.-ძემ, ტ.გ.-ძემ, ა.კ.-იმ.
საკასაციო საჩივრის საფუძვლები:
არასწორია სასამართლოს მსჯელობა დადგენილი პრაქტიკის საფუძველზე პირგასამტეხლოს 0.07%-მდე შემცირების თაობაზე, ვინაიდან ყველა საქმე ინდივიდუალურია და დაუშვებელია ისინი იდენტური იყოს. მართალია, სასამართლომ შეამცირა პირგასამტეხლოს ოდენობა, მაგრამ არ დაუსაბუთებია, თუ რატომ შეამცირა იგი 0.07%-მდე და არა უფრო მეტი ან ნაკლები ოდენობით, მაშინ როდესაც მითითებული ოდენობაც საკმაოდ დიდია. საგულისხმოა, რომ არ დგინდება, თუ რა ზიანი ადგება ბანკს, როცა იგი იმ სარგებელს – პროცენტს იღებს, რაც გათვალისწინებული ჰქონდა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „მ.2.-ის“, ლ.გ.-ის, ა.გ.-ის, თ.გ.-ის, მ.გ.-ის, ნ.გ.-ის, თ.გ.-ის, ა.თ.-ძის, მ.ა.-ძის, ნ.მ.-ძის, ლ.მ.-ძის, ტ.გ.-ძის, ა.კ.-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არ აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
კასატორის მოსაზრებით, მართალია, სასამართლომ შეამცირა პირგასამტეხლოს ოდენობა, მაგრამ იგი კვლავ შეუსაბამოდ მაღალია. გარდა ამისა, არ დგინდება, რომ ბანკს რაიმე ზიანი მიადგა, ამიტომ კასატორებს საერთოდ არ უნდა დაკისრებოდათ პირგასამტეხლო.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო ესაა იმ ზიანის ანაზღაურების საშუალება, რომელიც შეიძლება განიცადოს კრედიტორმა. კრედიტორი პირგასამტეხლოს დაწესებით ვალდებულების დარღვევის შემთხვევისათვის იადვილებს და დაზღვეულს ხდის ზიანის ანაზღაურების მოთხოვნას. პირგასამტეხლოს დაწესებით კრედიტორის გარანტიები გაზრდილია. პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, სულერთია, ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. ვალდებულების დარღვევის ფაქტი საკმარისი მტკიცებულებაა პირგასამტეხლოს დასაკისრებლად, მაშინ როდესაც ზიანის ანაზღაურების ინსტიტუტი საჭიროებს იმის მტკიცებულებას, კრედიტორმა ნამდვილად განიცადა თუ არა ზიანი და თუ განიცადა, რა ოდენობით. ზიანის არსებობის დამტკიცება გარკვეულ სიძნელეებთან არის დაკავშირებული და შესაძლებელია კრედიტორმა მისი დამტკიცება ვერც შეძლოს, მაშინ როცა პირგასამტეხლო უპირობოდ ავალდებულებს მხარეს დაუყოვნებლივ მოახდინოს მისი გადახდა. აქედან გამომდინარე, დაუსაბუთებელია კასატორების პრეტენზია იმის თაობაზე, რომ მათ პირგასამტეხლო საერთოდ არ უნდა დაკისრებოდათ, ვინაიდან ბანკისათვის ზიანის მიყენების ფაქტი არ დგინდება.
დაუსაბუთებელია ასევე კასატორების პრეტენზია იმის თაობაზე, რომ სასამართლოს მიერ შემცირებული პირგასამტეხლო კვლავ შეუსაბამოდ მაღალია. გარდა იმისა, რომ აღნიშნული პრეტენზიის თაობაზე საკასაციო საჩივარი არანაირ დასაბუთებას არ შეიცავს, გასათვალისწინებელია, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა სასამართლომ საერთო ჯამში 7.5-ჯერ შეამცირა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას შპს „მ.2.-ის“, ლ.გ.-ის, ა.გ.-ის, თ.გ.-ის, მ.გ.-ის, ნ.გ.-ის, თ.გ.-ის, ა.თ.-ძის, მ.ა.-ძის, ნ.მ.-ძის, ლ.მ.-ძის, ტ.გ.-ძის, ა.კ.-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორებს უნდა დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივარზე მ.ა.-ძის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი) 70% – 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „მ.2.-ის“, ლ.გ.-ის, ა.გ.-ის, თ.გ.-ის, მ.გ.-ის, ნ.გ.-ის, თ.გ.-ის, ა.თ.-ძის, მ.ა.-ძის, ნ.მ.-ძის, ლ.მ.-ძის, ტ.გ.-ძის, ა.კ.-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორებს: შპს „მ.2.-ს“, ლ.გ.-ეს, ა.გ.-ეს, თ.გ.-ეს, მ.გ.-ეს, ნ.გ.-ეს, თ.გ.-ეს, ა.თ.-ძეს, მ.ა.-ძეს, ნ.მ.-ძეს, ლ.მ.-ძეს, ტ.გ.-ძეს, ა.კ.-ის –დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივარზე მ.ა.-ძის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი, საგადახდო დავალება № ..., გადახდის თარიღი 2015 წლის 24 თებერვალი) 70% – 210 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
ბ. ალავიძე