საქმე №ას-401-381-2015 29 მაისი, 2015 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – შ. კ.-ე, გ. უ.-ი, თ. უ.-ი, ნ. ქ.-ი, თ. ჯ.-, ე. ჯ.-ე, ც. გ.-ი (მოპასუხეები)
მოწინააღმდეგე მხარე – ხ. ე.-ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 19 თებერვლის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – ხელშეკრულებიდან გასვლა, თანხის დაკისრება (სარჩელის მიხედვით), ხელშეკრულების ბათილად ცნობა (შეგებებული სარჩელის მიხედვით)
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ხ. ე.-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხეების – ამხანაგობა „ა.-ის ქუჩა 27-ის, 29-ის, 33-ის, ა.-ის ქუჩა №..-ის, ..-ის, ..-ის, ..-ის“, ც. გ.-ის, ა. ქ.-ის, გ. გ-ის, ნ. ქ.-ის, თ. ჯ.-ს, ბა.- უ.-ის, გ. უ.-ის, ე. ჯ.-ისა და თ. უ.-ის ხელშეკრუებიდან გასვლისა და თანხის დაკისრების თაობაზე.
მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და შეგებებული სარჩელით მიმართეს სასამართლოს, რომლითაც მოითხოვეს ხ. ე.-სა და ამხა.გობას შორის 2008 წლის 22 ოქტომბრის ხელშეკრულების ბათილად ცნობა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილებით ხ. ე.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხეებს – ინდმენაშენეთა ამხანაგობა „ა. ქუჩა ..-ის, ..-ის, ..-ის, ა.-ის ქუჩა №..-ის, ..-ის, ..-ის, ..-ის“ დამფუძნებელ წევრებს – ც. გ.-ს, ა. ქ.-ს, გ. გ-ს, ნ. ქ.-ს, თ. ჯ.-ს, ბა.- უ.-ს, გ. უ.-ს, ე. ჯ.-ესა და თ. უ.-ს ხ. ე.-ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 40600 აშშ დოლარის გადახდა. შ. კ.-ის, გ. უ.-ის, თ. უ.-ის, გ. გ-ის, ნ. ქ.-ის, თ. ჯ.-ს, ბა.- უ.-ის, ე. ჯ.-ისა და ც. გ.-ის შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს შ. კ.-ემ, გ. უ.-მა, თ. უ.-მა, ნ. ქ.-მა, ბა.- უ.-მა, ე. ჯ.-ემ, ც. გ.-მა, ა. ქ.-მა და მოითხოვეს მისი გაუქმება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 19 თებერვლის განჩინებით ც. გ.-ის, ა. ქ.-ის, ნ. ქ.-ის, ბა.- უ.-ის გ. უ.-ის, ე. ჯ.-ის, თ. უ.-ისა და შ. კ.-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს შ. კ.-ემ, გ. უ.-მა, თ. უ.-მა, ნ. ქ.-მა, თ. ჯ.-მ, ე. ჯ.-ემ, ც. გ.-მა და მოითხოვეს მისი გაუქმება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 27 აპრილის განჩინებით შ. კ.-ის, გ. უ.-ის, თ. უ.-ის, ნ. ქ.-ის, თ. ჯ.-ს, ე. ჯ.-ისა და ც. გ.-ის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა და კასატორებს დაევალათ განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 2030 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა.
2015 წლის 5 მაისს შ. კ.-ემ, გ. უ.-მა, თ. უ.-მა, ნ. ქ.-მა, თ. ჯ.-მ, ე. ჯ.-ემ და ც. გ.-მა განცხადებით მომართეს საკასაციო პალატას და მოითხოვეს ხარვეზის შევსების საპროცესო ვადის გაგრძელება 10 დღით.
საკასაციო სასამართლოს 2015 წლის 7 მაისის განჩინებით შ. კ.-ის, გ. უ.-ის, თ. უ.-ის, ნ. ქ.-ის, თ. ჯ.-ს, ე. ჯ.-ისა და ც. გ.-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და კასატორებს გაუგრძელდათ ხარვეზის შევსების საპროცესო ვადა 10 დღით.
აღნიშნული განჩინება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, შ. კ.-ის წარმომადგენელ გ. ყ.-ს ჩაბარდა 2015 წლის 8 მაისს. ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადის განმავლობაში არც კასატორებს და არც მათ წარმომადგენელს ხარვეზი არ გამოუსწორებიათ და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავთ სასამართლოსათვის.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ შ. კ.-ის, გ. უ.-ის, თ. უ.-ის, ნ. ქ.-ის, თ. ჯ.-ს, ე. ჯ.-ისა და ც. გ.-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის მესამე ნაწილის თა.ხმად, სასამართლო უფლებამოსილია სასამართლო შეტყობინება მხარეს ჩააბაროს აგრეთვე ტელეფონის საშუალებით. აღნიშნული ტიპის შეტყობინების ნამდვილობისათვის კანონმდებელი მოითხოვს, რომ საქმეში წარმოდგენილი იყოს სასამართლოს შესაბამისი მოხელის მიერ შედგენილი აქტი სატელეფონო შეტყობინების მხარისათვის ჩაბარების თაობაზე (სსკ-ის 73.2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი). ამავე კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილი კი ადგენს, რომ სასამართლო დამოუკიდებლად წყვეტს ადრესატს შეტყობინება რა ფორმით ჩააბაროს.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი სასამართლო მოხელის მიერ შედგენილი აქტით დასტურდება, რომ შ. კ.-ის წარმომადგენელ გ. ყ.-ს ხარვეზის შევსების საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ საკასაციო სასამართლოს 2015 წლის 7 მაისის განჩინების საფუძვლები და სარეზოლუციო ნაწილი ეცნობა სატელეფონო შეტყობინებით 2015 წლის 8 მაისს, საქმეში მის მიერ მითითებულ ტელეფონის ნომერზე (იხ. სატელეფონო შეტყობინების აქტი, ტ.3, ს.ფ.200). სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ წარმომადგენლისათვის სასამართლო შეტყობინების ჩაბარება ნიშნავს მხარისათვის ჩაბარებას, რაც საპროცესო ვადის ასათვლელად საკმარისი საფუძველია. ამავე კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების შესაბამისად, ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ათდღიანი ვადის დენა დაიწყო 2015 წლის 9 მაისს და ამოიწურა ამავე წლის 18 მაისს. სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში არც კასატორებს და არც მათ წარმომადგენელს ხარვეზი არ გამოუსწორებიათ და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავთ სასამართლოსათვის.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 19 თებერვლის განჩინება სხვა კასატორებთან ერთად გაასაჩივრა ასევე თ. ჯ.-მ, თუმცა მის ნაწილში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილება უკვე შესულია კანონიერ ძალაში, ვინაიდან თ. ჯ.-ს საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თა.ხმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თა.ხმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. მითითებულ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია შეასრულოს მასზე დაკისრებული მოქმედება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თა.ხმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან კასატორებმა სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში არ შეავსეს ხარვეზი, მათი საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის პირველი, მე-2 ნაწილებით, 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შ. კ.-ის, გ. უ.-ის, თ. უ.-ის, ნ. ქ.-ის, თ. ჯ.-ს, ე. ჯ.-ისა და ც. გ.-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე ზურაბ ძლიერიშვილი