Facebook Twitter

14 მაისი, 2015 წელი

საქმე №ას-492-466-2015 ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე

ბესარიონ ალავიძე

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლემ ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე ნ.მ.ის კერძო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 3 აპრილის განჩინებაზე, საქმეზე, ნ.მ.ის სარჩელის გამო, ნ.კ.ის მიმართ სააღსრულებო ფურცლის ნაწილობრივ გაუქმების თაობაზე და პალატამ

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საქართველოს უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ ნ.მ.ის კერძო საჩივარი განუხილველად უნდა იქნას დატოვებული შემდეგი გარემოებების გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, განცხადების მიღებასა და საქმის განხილვაზე უარის თქმა სასამართლოს შეუძლია მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლებითა და წესით.

განსახილველ შემთხვევაში, თბილისის საქალქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 5 იანვრის განჩინებით ნ.მ.ს უარი ეთქვა ნ.კ.ის მიმართ ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის ნაწილობრივ გაუქმებისა და პირგასამტეხლოს შემცირების შესახებ სარჩელის მიღებაზე. აღნიშნული განჩინება კანონის შესაბამისად, კერძო საჩივრით გაასაჩივრა ნ.მ.მა.

თბილისის სააპელაციო სასმართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 3 აპრილის განჩინებით ნ.მ.ის შუამდგომლობა ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების თაობაზე არ დამაყოფილდა, კერძო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 5 იანვრის განჩინებაზე დარჩა განუხილველად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 3 აპრილის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ნ.მ.მა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე არ გასაჩივრდება. აღნიშნული ნორმის თანახმად, კერძო საჩივრის თაობაზე მიღებული განჩინება საბოლოოა და მისი გასაჩივრება დაუშვებელია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ნ.მ.ის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასმართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 3 აპრილის განჩინებაზე, რომლითაც ასევე კერძო საჩივარი დარჩა განუხილველად დაუშვებილია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2, 419-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ.მ.ის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 3 აპრილის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: ბ. ალავიძე