18 მაისი, 2015 წელი
საქმე №ას-500-474-2015 ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე
ბესარიონ ალავიძე
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლემ ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე პ.ს.სა და მ.ს.ის საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 12 მარტის განჩინებაზე, საქმეზე – პ.ს.ის სარჩელის გამო ა. და ე. თ.ის მიმართ გარიგების დადებულად აღიარების ტაობაზე, ასევე ა.თ.ის შეგებებული სარჩელის გამო, პ. და მ.ს.ის მიმართ ხელშეშლის აღკვეთისა და ბინიდან გამოსახლების თაობაზე და პალატამ
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი პ.ს.ის პრეტენზიის ნაწილში წარმოებაში უნდა იქნას მიღებული, ხოლო მ.ს.ის პრეტენზიის ნაწილში განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან ათი დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. თუ საკასაციო საჩივარი აკმაყოფილებს აღნიშნული მუხლის მოთხოვნებს, იგი წარმოებაში მიიღება ამ კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე დასაშვებობის შესამოწმებლად.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი პ.ს.ის პრეტენზიის ნაწილში აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნებს.
საკასაციო საჩივარზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით.
რაც შეეხება საკასაციო საჩივარს მ.ს.ის მოთხოვნის ნაწილში, საკასაციო პალატა მიიჩნევს რომ განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგი გარემოების გამო:
საქმის მასალებით დასტურდება, რომ ახალციხის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 9 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, პ.ს.ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ხოლო, ა.თ.ის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა, აღიკვეთა პ. და მ.ს.ის მიერ ა.თ.ის კუთვნილი უძრავი ქონების სარგებლობის ხელშეშლა და შეგებეული სარჩელის ავტორს გადაეცა მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობა გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში.
ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მხოლოდ პ.ს.მა, რომლის სააპელაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალქო საქმეთა პალატის 2015 წლის 12 მარტის განჩინებით არ დაკმაყოფილდა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 264-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება შედის კანონიერ ძალაში: სააპელაციო წესით გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ, როდესაც დასაშვებია გადაწყვეტილების სააპელაციო გასაჩივრება, თუ იგი არ იყო ამ წესით გასაჩივრებული;
განსახილველ შემთხვევაში, პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება დადგეილი წესით არ გაუსაჩივრებია მ.ს.ს, რის გამოც მისი საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
პ. და მ.ს.ის საკასაციო საჩივარი მ.ს.ის პრეტენზიის ნაწილში დარჩეს განუხილველად. პ.ს.ნის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნას წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად. მოწინააღმდეგე მხარეს გაეგზავნოს საკასაციო საჩივრის ასლი და განემარტოს, რომ მას უფლება აქვს, მოცემული განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში წარმოადგინოს წერილობითი პასუხი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხს სამოქალაქო საქმეთა პალატა მხარეთა დასწრების გარეშე განიხილავს 2015 წლის 16 ივლისს, რის თაობაზეც ეცნობოთ მხარეებს. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.მოსამართლე: ბ.ალავიძე