საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
№ა-1285-შ-29-2015 4 ივნისი, 2015წ.
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – რ.ჰ.-ი
მოწინააღმდეგე მხარე – ს. რ.ჰ.-ი
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მოითხოვს მხარე – აშშ-ის ილინოისის შტატის კუკის ოლქის სასამართლოს ოჯახური ურთიერთობების განყოფილების 2006 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილების (რეგისტრირებულია 2006 წლის 30 აგვისტოს) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა
დავის საგანი – განქორწინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
აშშ-ის ილინოისის შტატის კუკის ოლქის სასამართლოს ოჯახური ურთიერთობების განყოფილების 2006 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილებით (რეგისტრირებულია 2006 წლის 30 აგვისტოს) განქორწინდნენ მხარეები – რ.ჰ.- და ს. რ.ჰ.-.
რ.ჰ.-მა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ზემომითითებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა დასახელებულ ნაწილში.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 17 აპრილის განჩინებით რ.ჰ.-ის შუამდგომლობა მიღებულ იქნა წარმოებაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ რ.ჰ.-ის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ აშშ-ის ილინოისის შტატის კუკის ოლქის სასამართლოს ოჯახური ურთიერთობების განყოფილების 2006 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილებით (რეგისტრირებულია 2006 წლის 30 აგვისტოს) განქორწინდნენ მხარეები – რ.ჰ. და ს. რ.ჰ.
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოთ დასახელებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს.
ამდენად, აშშ-ის ილინოისის შტატის კუკის ოლქის სასამართლოს ოჯახური ურთიერთობების განყოფილების 2006 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილება (რეგისტრირებულია 2006 წლის 30 აგვისტოს) იმ ნაწილში, რომლითაც განქორწინდნენ მხარეები – რ.ჰ. და ს. რ.ჰ., საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნას ცნობილი საქართველოს ტერიტორიაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. რ.ჰ.-ის შუამდგომლობა აშშ-ის ილინოისის შტატის კუკის ოლქის სასამართლოს ოჯახური ურთიერთობების განყოფილების 2006 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილების (რეგისტრირებულია 2006 წლის 30 აგვისტოს) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დაკმაყოფილდეს;
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას აშშ-ის ილინოისის შტატის კუკის ოლქის სასამართლოს ოჯახური ურთიერთობების განყოფილების 2006 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილება (რეგისტრირებულია 2006 წლის 30 აგვისტოს) იმ ნაწილში, რომლითაც განქორწინდნენ მხარეები – რ.ჰ. და ს. რ.ჰ..
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
ბ. ალავიძე