Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

№ა-1314-შ-33-2015 4 ივნისი, 2015წ.

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – თ.წ.

მოწინააღმდეგე მხარე – ი.ო.

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მოითხოვს მხარე – გერმანიის მანჰაიმის პირველი ინსტანციის საოჯახო საქმეების განმხილველი სასამართლოს 2014 წლის 28 აგვისტოს გადაწყვეტილების (საქმე № 7 F 14/14) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა

დავის საგანი – შვილება, სახელის და გვარის შეცვლა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

გერმანიის მანჰაიმის პირველი ინსტანციის საოჯახო საქმეების განმხილველი სასამართლოს 2014 წლის 28 აგვისტოს (საქმე № 7 F 14/14) გადაწყვეტილებით მოხდა შვილება შვილად ასაყვანს – თ. წ.-სა და მშვილებელს – ი.ო.-ს შორის; ამასთან, დადგინდა, რომ შვილად ასაყვანმა – თ.წ.-მ მიიღოს გვარი „ე.ო.-“, შვილად ასაყვანის სახელი „თ-ო“ შეიცვალოს სახელით „თ-ო“.

თ.წ.მ, წარმომადგენელ თ. ძ.-ს მეშვეობით, შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ზემომითითებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა დასახელებულ ნაწილში.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 17 აპრილის განჩინებით თ.წ.ს შუამდგომლობა მიღებულ იქნა წარმოებაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ თ.წ.ს შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით დგინდება, რომ გერმანიის მანჰაიმის პირველი ინსტანციის საოჯახო საქმეების განმხილველი სასამართლოს 2014 წლის 28 აგვისტოს გადაწყვეტილებით (საქმე № 7 F 14/14) მოხდა შვილება შვილად ასაყვანს – თ. წ.-სა და მშვილებელს – ი.ო.ს შორის; ამასთან, დადგინდა, რომ შვილად ასაყვანმა – თ.წ.მ მიიღოს გვარი „ე.ო.-“, შვილად ასაყვანის სახელი „თ-ო“ შეიცვალოს სახელით „თ-ო“.

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, ზემოთ დასახელებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს.

ამდენად, გერმანიის მანჰაიმის პირველი ინსტანციის საოჯახო საქმეების განმხილველი სასამართლოს 2014 წლის 28 აგვისტოს გადაწყვეტილება, რომლითაც მოხდა შვილება შვილად ასაყვანს – თ.წ.სა და მშვილებელს – ი.ო.ს შორის, ამასთან, დადგინდა, რომ შვილად ასაყვანმა – თ.წ.მ მიიღოს გვარი „ე.ო.-“, შვილად ასაყვანის სახელი „თ-ო“ შეიცვალოს სახელით „თ-ო“, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნას ცნობილი საქართველოს ტერიტორიაზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შუამდგომლობის ავტორი მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს, საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ უნდა იქნას გერმანიის მანჰაიმის პირველი ინსტანციის საოჯახო საქმეების განმხილველი სასამართლოს 2014 წლის 28 აგვისტოს გადაწყვეტილება (საქმე № 7 F 14/14), რომლითაც მოხდა შვილება შვილად ასაყვანს – თ.წ.-სა და მშვილებელს – ი.ო.ს შორის, ამასთან, დადგინდა, რომ შვილად ასაყვანმა – თ.წ.-მ მიიღოს გვარი „ე.ო.-“, შვილად ასაყვანის სახელი „თ-ო“ შეიცვალოს სახელით „თ-ო“.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თ.წ.-ს შუამდგომლობა გერმანიის მანჰაიმის პირველი ინსტანციის საოჯახო საქმეების განმხილველი სასამართლოს 2014 წ 28 აგვისტოს გადაწყვეტილების (საქმე № 7 F 14/14) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დაკმაყოფილდეს;

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას გერმანიის მანჰაიმის პირველი ინსტანციის საოჯახო საქმეების განმხილველი სასამართლოს 2014 წლის 28 აგვისტოს გადაწყვეტილება (საქმე № 7 F 14/14), რომლითაც მოხდა შვილება შვილად ასაყვანს – თ.წ.-სა და მშვილებელს – ი.ო.-ს შორის, ამასთან, დადგინდა, რომ შვილად ასაყვანმა – თ.წ.-მ მიიღოს გვარი „ე.ო.-“, შვილად ასაყვანის სახელი „თ-ო“ შეიცვალოს სახელით „თ-ო“.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

ბ. ალავიძე