საქმე №ა-1694-შ-38-2015 17 ივნისი, 2015 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ბაქაქური, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ნ. კ.-ი
წარმომადგენელი – მ. ლ.-ე
მოწინააღმდეგე მხარე – პ. კ.-ი
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მხარე მოითხოვს – გერმანიის პანკოვ-ვაისენზეეს საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 1 ოქტომბრის გადაწყვეტილება
დავის საგანი – განქორწინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
გერმანიის პანკოვ-ვაისენზეეს საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 1 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ნ. კ.-სა და პ. კ.-ს შორის .. წლის .. ოქტომბერს ბერლინის რაიკინენდორფის მმაჩის ბიუროში რეგისტრირებული ქორწინება (რეგისტრაციის ნომრით ...) შეწყდა.
ნ. კ.-ის წარმომადგენელმა მ. ლ.-ემ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა გერმანიის პანკოვ-ვაისენზეეს საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 1 ოქტომბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი აპოსტილით დამოწმებული სასამართლო გადაწყვეტილების შესწავლით ირკვევა, რომ მხარეები ინფორმირებული იყვნენ საქმის განხილვის თაობაზე (განხილულია ზეპირი მოსმენით), დასტურდება, რომ გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში 2014 წლის 30 დეკემბრიდან, ამასთან, ნ. კ.-ის წარმომადგენელ მ. ლ.-ის განმარტებით, იგი აღსრულებულია გერმანიის ტერიტორიაზე.
შუამდგომლობაზე დართული რწმუნებულებით დასტურდება, რომ ნ. კ.-ი კვლავ საქართველოს მოქალაქეა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 18 მაისის განჩინებით ნ. კ.-ის წარმომადგენელ მ. ლ.-ის შუამდგომლობა გერმანიის პანკოვ-ვაისენზეეს საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 1 ოქტომბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ მიღებულ იქნა წარმოებაში.
2015 წლის 8 ივნისს ნ. კ.-ის წარმომადგენელმა მ. ლ.-ემ წარმოადგინა პ. კ.-ის ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა იმის თოაბაზე, რომ გერმანიის პანკოვ-ვაისენზეეს საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 1 ოქტომბრის გადაწყვეტილება ცნობილ იქნეს საქართველოს ტერიტორიაზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ ნ. კ.-ის წარმომადგენელ მ. ლ.-ის შუამდგომლობა გერმანიის პანკოვ-ვაისენზეეს საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 1 ოქტომბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ გერმანიის პანკოვ-ვაისენზეეს საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 1 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ნ. კ.-სა და პ. კ.-ს შორის 1996 წლის 22 ოქტომბერს ბერლინის რაიკინენდორფის მმაჩის ბიუროში რეგისტრირებული ქორწინება (რეგისტრაციის ნომრით ...) შეწყდა. აღნიშნული განკარგულება კანონიერ ძალაში შევიდა 2014 წლის 30 დეკემბერს და შუამდგომლობის ავტორის განმარტებით, კანონის თანახმად, აღსრულებულია გერმანიაში.
ნ. კ.-ის წარმომადგენელმა მ. ლ.-ემ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა გერმანიის პანკოვ-ვაისენზეეს საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 1 ოქტომბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, შესაბამისად, გერმანიის პანკოვ-ვაისენზეეს საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 1 ოქტომბრის გადაწყვეტილება ცნობილ უნდა იქნას საქართველოს ტერიტორიაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ. კ.-ის წარმომადგენელ მ. ლ.-ის შუამდგომლობა გერმანიის პანკოვ-ვაისენზეეს საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 1 ოქტომბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დაკმაყოფილდეს.
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას გერმანიის პანკოვ-ვაისენზეეს საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 1 ოქტომბრის გადაწყვეტილება, რომლითაც ნ. კ.-სა და პ. კ.-ს შორის .. წლის .. ოქტომბერს ბერლინის რაიკინენდორფის მმაჩის ბიუროში რეგისტრირებული ქორწინება (რეგისტრაციის ნომრით ...) შეწყდა.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ბაქაქური
ბ. ალავიძე