საქმე №ა-845-შ-19-2015 12 ივნისი, 2015 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორები: 1. ე.ჯ.
2. უკრაინის ოდესის ოლქის ილიჩოვსკის საქალაქო სასამართლო
მოწინააღმდეგე მხარე _ ბ.ჯ.
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მხარეები მოითხოვენ _ უკრაინის ოდესის ოლქის ილიჩოვსკის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 26 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება
დავის საგანი _ ალიმენტის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
უკრაინის ოდესის ოლქის ილიჩოვსკის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 26 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ე.ჯ–ას სარჩელი დაკმაყოფილდა, ბ.ჯ–ას (დაბადებული 1983 წლის 26 ნოემბერს) ე.ჯ–ს სასარგებლოდ, 2011 წლის 17 მარტს დაბადებული ქალიშვილის _ ი.ჯ–ს სარჩენად დაეკისრა ალიმენტის _ მოპასუხის ყოველგვარი გამომუშავებიდან (შემოსავლის) 1/4-ის გადახდა, მაგრამ, არანაკლებ ბავშვის საცხოვრებელი მინიმუმის 30%-ისა მისი ასაკის შესაბამისად. ალიმენტის გადახდა განისაზღვრა სარჩელის აღძვრის დღიდან _ 2014 წლის 17 დეკემბრიდან, შვილის სრულწლოვანებამდე _ 2029 წლის 17 მარტამდე. ამავე გადაწყვეტილებით მოპასუხეს დაეკისრა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის _ 243,60 გრივნის გადახდა.
საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა ე.ჯ–მ და ითხოვა ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.
სახელმწიფო ბოუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის დაკისრების ნაწილში ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების მოთხოვნით შუამდგომლობა, ასევე, წარმოადგინა უკრაინის ოდესის ოლქის ილიჩოვსკის საქალაქო სასამართლომ.
შუამდგომლობის ავტორების მიერ წარმოდგენილი სასამართლოს ბეჭდით დამოწმებული გადაწყვეტილებისა და მისი ქართულენოვანი თარგმანის შესწავლით დასტურდება, რომ მოპასუხე ბ.ჯ. დადგენილი წესით იყო გაფრთხილებული საქმის განხილვის დროისა და ადგილის თაობაზე, თუმცა ის სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადებულა, მოპასუხემ სასამართლოს მიმართა განცხადებით საქმის მისი დასწრების გარეშე განხილვის თაობაზე, ამასთანავე, მხარი დაუჭირა სასარჩელო მოთხოვნებს, ასევე, ირკვევა, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2015 წლის 25 იანვარს.
შუამდგომლობას ერთვის წინამდებარე გადაწყვეტილებაზე გაცემული სააღსრულებო ფურცლის დედანი და სასამართლოს მიერ გაცემული ცნობები, რომლებითაც დასტურდება, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება, როგორც ალიმენტის, ისე სახელმწიფო ბაჟის დაკისრების ნაწილში მისი მიმღები ქვეყნის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა, ამასთანავე, ექვემდებარება საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულებას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 5 მაისის განჩინებით ე.ჯ–სა და უკრაინის ოდესის ოლქის ილიჩოვსკის საქალაქო სასამართლო შუამდგომლობები უკრაინის ოდესის ოლქის ილიჩოვსკის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 26 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ ე.ჯ–სა და უკრაინის ოდესის ოლქის ილიჩოვსკის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობები უკრაინის ოდესის ოლქის ილიჩოვსკის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 26 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
უკრაინის ოდესის ოლქის ილიჩოვსკის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 26 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ე.გ.ჯ–ს სარჩელი დაკმაყოფილდა, ბ.ჯ–ას (დაბადებული 1983 წლის 26 ნოემბერს) ე.გ.ჯ–ს სასარგებლოდ, 2011 წლის 17 მარტს დაბადებული ქალიშვილის _ ი.ბ.ჯ–ს სარჩენად დაეკისრა ალიმენტის _ მოპასუხის ყოველგვარი გამომუშავებიდან (შემოსავლის) 1/4-ის გადახდა, მაგრამ, არანაკლებ ბავშვის საცხოვრებელი მინიმუმის 30%-ისა მისი ასაკის შესაბამისად. ალიმენტის გადახდა განისაზღვრა სარჩელის აღძვრის დღიდან _ 2014 წლის 17 დეკემბრიდან, შვილის სრულწლოვანებამდე _ 2029 წლის 17 მარტამდე. ამავე გადაწყვეტილებით მოპასუხეს დაეკისრა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის _ 243,60 გრივნის გადახდა.
საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართეს ე.ჯ–მ და უკრაინის ოდესის ოლქის ილიჩოვსკის საქალაქო სასამართლომ და მოითხოვეს ზემოაღნიშნული დაუსწრებელი გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება, კერძოდ, ე.ჯ–მ _ ალიმენტის, ხოლო ილიჩოვსკის საქალაქო სასამართლომ _ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის დაკისრების ნაწილში.
შუამდგომლობის ავტორების მიერ წარმოდგენილი სასამართლოს ბეჭდით დამოწმებული გადაწყვეტილებისა და მისი ქართულენოვანი თარგმანის შესწავლით დასტურდება, რომ მოპასუხე ბ.ჯ. დადგენილი წესით იყო გაფრთხილებული საქმის განხილვის დროისა და ადგილის თაობაზე, თუმცა ის სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადებულა, მოპასუხემ სასამართლოს მიმართა განცხადებით საქმის მისი დასწრების გარეშე განხილვის თაობაზე, ამასთანავე, მხარი დაუჭირა სასარჩელო მოთხოვნებს, ასევე, ირკვევა, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2015 წლის 25 იანვარს.
შუამდგომლობას ერთვის წინამდებარე გადაწყვეტილებაზე გაცემული სააღსრულებო ფურცლის დედანი და სასამართლოს მიერ გაცემული ცნობები, რომლებითაც დასტურდება, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება, როგორც ალიმენტის, ისე, სახელმწიფო ბაჟის დაკისრების ნაწილში მისი მიმღები ქვეყნის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა, ამასთანავე, ექვემდებარება საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულებას.
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ, მოცემულ შემთხვევაში, ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს. რაც შეეხება მითითებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულებას, პალატა ასევე მიიჩნევს, რომ არც ამ ნაწილში არსებობს შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი, ვინაიდან, „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამოქალაქო და შრომის სამართლის საქმეებზე უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულება ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ ისინი ექვემდებარება აღსრულებას, ამავე კანონის 71-ე მუხლით კი, დადგენილია წინაპირობები, თუ რა შემთხვევაშია შესაძლებელი უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღსასრულებლად მიქცევა.
საკასაციო პალატა საქმის მასალების ანალიზის საფუძველზე მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში კანონის ზემოხსენებული დანაწესები დაცულია. ამდენად, უკრაინის ოდესის ოლქის ილიჩოვსკის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 26 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება ალიმენტის, ასევე, სახელმწიფო ბაჟის დაკისრების ნაწილში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნას ცნობილი და მიექცეს აღსასრულებლად საქართველოს ტერიტორიაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე, 70-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ე.ჯ–სა და უკრაინის ოდესის ოლქის ილიჩოვსკის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობები ამავე სასამართლოს 2014 წლის 26 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დაკმაყოფილდეს.
2. ცნობილ იქნას საქართველოს ტერიტორიაზე და მიექცეს აღსასრულებლად უკრაინის ოდესის ოლქის ილიჩოვსკის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 26 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც ბ.ჯ–ს: ა) ე.გ.ჯ–ს სასარგებლოდ, 2011 წლის 17 მარტს დაბადებული ქალიშვილის _ ი.ბ.ჯ–ს სარჩენად დაეკისრა ალიმენტის _ მოპასუხის ყოველგვარი გამომუშავებიდან (შემოსავლის) 1/4-ის გადახდა, მაგრამ, არანაკლებ ბავშვის საცხოვრებელი მინიმუმის 30%-ისა, მისი ასაკის შესაბამისად. ალიმენტის გადახდა განისაზღვრა სარჩელის აღძვრის დღიდან _ 2014 წლის 17 დეკემბრიდან შვილის სრულწლოვანებამდე _ 2029 წლის 17 მარტამდე; ბ) სახელმწიფოს სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის _ 243,60 გრივნის გადახდა.
3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
პ. ქათამაძე