საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
22 ივნისი, 2015 წელი
№ას-469-448-2015 ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორები – ბმა „ვ.2010.-“, ა.ვ.-ი, თ.თ.-ი, ე.კ.-
მოწინააღმდეგე მხარე – ლ.შ.-
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 9 მარტის განჩინება
კასატორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – კრების ოქმების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილებით:
1. ლ.შ.-ს სარჩელი დაკმაყოფილდა;
2. ბათილად იქნა ცნობილი ბმა „ვ.2010.--ის“ წევრთა 2012 წლის 18 სექტემბრით დათარიღებული №13, 14 და 15 კრების ოქმები;
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბმა „ვ.2010.--მა“, ა.ვ.-მა, თ.თ.-მა და ე.კ.-მ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 9 მარტის განჩინებით ბმა „ვ.2010.--ის“, ა.ვ.-ის, თ.თ.-ისა და ე.კ.-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანეს ბმა „ვ.2010.--მა“, ა.ვ.-მა, თ.თ.-მა და ე.კ.-მ.
უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 11 მაისის განჩინებით კასატორებს დაუდგინდათ ხარვეზი საკასაციო საჩივარზე დაევალათ ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში დადგენილი ხარვეზის შევსება;
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ვ.2010.--ს“ დაევალა საქართველოს უზენაეს სასამართლოში 300 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა; ა.ვ.-ს დაევალა საქართველოს უზენაეს სასამართლოში ქ. თბილისში, კ.-ის ქ. №... მისამართზე მდებარე სახლში განთავსებული 153,4მ2 ფართის მქონე სხვენის საბაზრო ღირებულების დამადასტურებელი მტკიცებულების და ამ მტკიცებულებით განსაზღვრული ღირებულების 5%-ის, მაგრამ არანაკლებ 300 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა; ე.კ.-ს დაევალა საქართველოს უზენაეს სასამართლოში ქ. თბილისში, კ.-ის ქ. №... მისამართზე მდებარე სახლში განთავსებული 113,39 ფართის მქონე სხვენის საბაზრო ღირებულების დამადასტურებელი მტკიცებულების და ამ მტკიცებულებით განსაზღვრული ღირებულების 5%-ის, მაგრამ არანაკლებ 300 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედნის წარმოდგენა; თ.თ.-ს დაევალა საქართველოს უზენაეს სასამართლოში ქ. თბილისში, კ.-ის ქ. №... მისამართზე მდებარე სახლში განთავსებული 153,4მ2 ფართის მქონე სხვენის საბაზრო ღირებულების დამადასტურებელი მტკიცებულების და ამ მტკიცებულებით განსაზღვრული ღირებულების 5%-ის, მაგრამ არანაკლებ 300 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედნის წარმოდგენა;
2015 წლის 19 მაისს საკასაციო პალატას განცხადებით მომართა კასატორების წარმომადგენელმა და ითხოვა ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელება 10 დღით.
2015 წლის 27 მაისის განჩინებით ბმა „ვ.2010.-ს“, ა.ვ.-ს, თ.თ.-ს და ე.კ.-ს გაუგრძელდათ ხარვეზის შევსების ვადა განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ბმა „ვ.2010.-ის“, ა.ვ.-ის, თ.თ.-ის და ე.კ.-ს საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 11 მაისის განჩინებით კასატორებს დაუდგინდათ ხარვეზი საკასაციო საჩივარზე, კერძოდ:
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ვ.2010.--ს“ დაევალა საქართველოს უზენაეს სასამართლოში 300 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა; ა.ვ.-ს დაევალა საქართველოს უზენაეს სასამართლოში ქ. თბილისში, კ.-ის ქ. №.. მისამართზე მდებარე სახლში განთავსებული 153,4მ2 ფართის მქონე სხვენის საბაზრო ღირებულების დამადასტურებელი მტკიცებულების და ამ მტკიცებულებით განსაზღვრული ღირებულების 5%-ის, მაგრამ არანაკლებ 300 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა; ე.კ.-ს დაევალა საქართველოს უზენაეს სასამართლოში ქ. თბილისში, კ.-ის ქ. №.. მისამართზე მდებარე სახლში განთავსებული 113,39 ფართის მქონე სხვენის საბაზრო ღირებულების დამადასტურებელი მტკიცებულების და ამ მტკიცებულებით განსაზღვრული ღირებულების 5%-ის, მაგრამ არანაკლებ 300 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედნის წარმოდგენა; თ.თ.-ს დაევალა საქართველოს უზენაეს სასამართლოში ქ. თბილისში, კ.-ის ქ. №... მისამართზე მდებარე სახლში განთავსებული 153,4მ2 ფართის მქონე სხვენის საბაზრო ღირებულების დამადასტურებელი მტკიცებულების და ამ მტკიცებულებით განსაზღვრული ღირებულების 5%-ის, მაგრამ არანაკლებ 300 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედნის წარმოდგენა;
2015 წლის 19 მაისს საკასაციო პალატას განცხადებით მომართა კასატორების წარმომადგენელმა და ითხოვა ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელება 10 დღით.
2015 წლის 27 მაისის განჩინებით ბმა „ვ.2010.- -ს“, ა.ვ.-ს, თ.თ.-ს და ე.კ.-ს გაუგრძელდათ ხარვეზის შევსების ვადა განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადით.
საქმეში წარმოდგენილი სასამართლო მოხელის მიერ შედგენილი აქტით დასტურდება, რომ ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების შესახებ 2015 წლის 27 მაისის განჩინება, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, 2015 წლის 27 მაისს სატელეფონო შეტყობინებით ეცნობა კასატორებს: ბმა „ვ.2010.-ის“ თავმჯდომარე ა.ვ.-ს, თ.თ.-ს, ე.კ.-ს და ა.ვ.-ს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების მიხედვით, კასატორებისათვის ხარვეზის შევსების 10-დღიანი ვადის დენა დაიწყო განჩინების გადაცემის მომდევნო დღიდან, ე.ი. 2015 წლის 28 მაისს და ამოიწურა ამავე წლის 8 ივნისს (6-7 ივნისი იყო უქმე დღეები). ამდენად, კასატორებს ხარვეზი უნდა შეევსოთ 2015 წლის 8 ივნისის ჩათვლით. საქმის მასალებით ირკვევა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში კასატორებს ხარვეზი არ გამოუსწორებიათ.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს მისთვის დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.
მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან კასატორებმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ შეავსეს ხარვეზი, ამიტომ მათი საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ბმა „ვ.2010.-ის“, ა.ვ.-ის, თ.თ.-ის და ე.კ.-ს საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე პაატა ქათამაძე