Facebook Twitter

საქმე №ა-1013-შ-23-2015 12 ივნისი, 2015 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორები: 1. ტ.გ.

2. ბელარუსის რესპუბლიკის ბრესტსკის ოლქის ბერეზოვსკის რაიონის სასამართლო

მოწინააღმდეგე მხარე – რ.ს.

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებასაც მხარე მოითხოვს – ბელარუსის რესპუბლიკის ბრესტსკის ოლქის ბერეზოვსკის რაიონის სასამართლოს 2014 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილება

დავის საგანი – ალიმენტის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ბელარუსის რესპუბლიკის ბრესტსკის ოლქის ბერეზოვსკის რაიონის სასამართლოს 2014 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილებით 1978 წელს საქართველოში დაბადებულ რ.ს–ს ტ.გ–ის სასარგებლოდ 2009 წლის 2 თებერვლიდან ბავშვების სრულწლოვანებამდე დაეკისრა შვილების: დ. ს–სა (დაბ: 15.06.2015 წ) და დ.ს–ს (დაბ: 06.06.2007 წ) რჩენისათვის ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად ყოველგვარი გამომუშავებისა და/ან შემოსავლის 33%-ის გადახდა, მაგრამ არანაკლებ ერთ სულ საშუალო მოსახლეზე საარსებო მინიმუმის - 75%-ისა.

ამავე გადაწყვეტილებით მოპასუხეს ბელარუსის რესპუბლიკის სახელმწიფოს სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის - 1 941 100 ბელარუსული რუბლისა და სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების - 17 950 ბელარუსული რუბლის გადახდა.

საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართეს ტ.გ–მა და ბელარუსის რესპუბლიკის ბრესტსკის ოლქის ბერეზოვსკის რაიონის სასამართლომ და მოითხოვეს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება, კერძოდ, ტ.გ–მა ითხოვა გადაწყვეტილების აღსასრულებლად მიქცევა ალიმენტის დაკისრების ნაწილში, ხოლო სასამართლომ - სახელმწიფო ბაჟისა და სასამართლო ხარჯების ნაწილში.

შუამდგომლობის ავტორების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების შესწავლით ირკვევა, რომ გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებასაც მხარეები მოითხოვენ, შესულია კანონიერ ძალაში 2015 წლის 6 იანვრიდან და ექვემდებარება აღსრულებას, იგი გადაწყვეტილების მიმღები ქვეყნის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა, ასევე, დგინდება, რომ მოპასუხე ინფორმირებული იყო საქმის განხილვის თაობაზე ბელარუსის რესპუბლიკის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა დაცვით და მას ჩაბარდა სასარჩელო განცხადების ასლი, ასევე, წარმოდგენილია მოპასუხისათვის კორესპოდენციის ჩაბარების დამადასტურებელი მტკიცებულება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 6 აპრილის განჩინებით ტ.გ–სა და ბელარუსის რესპუბლიკის ბრესტსკის ოლქის ბერეზოვსკის რაიონის სასამართლოს შუამდგომლობები რ.ს–თვის ალიმენტის, ასევე, სახელმწიფო ბაჟისა და სასამართლო ხარჯების დაკისრების ნაწილში ბელარუსის რესპუბლიკის ბრესტსკის ოლქის ბერეზოვსკის რაიონის სასამართლოს 2014 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ ტ.გ–სა და ბელარუსის რესპუბლიკის ბრესტსკის ოლქის ბერეზოვსკის რაიონის სასამართლოს შუამდგომლობები რ.ს–თვის ალიმენტის, ასევე, სახელმწიფო ბაჟისა და სასამართლო ხარჯების დაკისრების ნაწილში ბელარუსის რესპუბლიკის ბრესტსკის ოლქის ბერეზოვსკის რაიონის სასამართლოს 2014 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

ბელარუსის რესპუბლიკის ბრესტსკის ოლქის ბერეზოვსკის რაიონის სასამართლოს 2014 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილებით 1978 წელს საქართველოში დაბადებულ რ.ს–ს ტ.გ–ის სასარგებლოდ 2009 წლის 2 თებერვლიდან ბავშვების სრულწლოვანებამდე დაეკისრა შვილების: დ. ს–სა (დაბ: 15.06.2015 წ) და დ.ს–ს (დაბ: 06.06.2007 წ) რჩენისათვის ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად ყოველგვარი გამომუშავებისა და/ან შემოსავლის 33%-ის გადახდა, მაგრამ არანაკლებ ერთ სულ საშუალო მოსახლეზე საარსებო მინიმუმის - 75%-ისა.

ამავე გადაწყვეტილებით მოპასუხეს ბელარუსის რესპუბლიკის სახელმწიფოს სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის - 1 941 100 ბელარუსული რუბლისა და სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების - 17 950 ბელარუსული რუბლის გადახდა.

საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართეს ტ.გ–მა და ბელარუსის რესპუბლიკის ბრესტსკის ოლქის ბერეზოვსკის რაიონის სასამართლომ და მოითხოვეს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება, კერძოდ, ტ.გ–მა ითხოვა გადაწყვეტილების აღსასრულებლად მიქცევა ალიმენტის დაკისრების ნაწილში, ხოლო სასამართლომ - სახელმწიფო ბაჟისა და სასამართლო ხარჯების ნაწილში.

საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტების შესწავლით ირკვევა, რომ გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებასაც მხარეები მოითხოვენ შესულია კანონიერ ძალაში 2015 წლის 6 იანვრიდან და ექვემდებარება აღსრულებას, იგი გადაწყვეტილების მიმღები ქვეყნის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა, ასევე დგინდება, რომ მოპასუხე ინფორმირებული იყო საქმის განხილვის თაობაზე ბელარუსის რესპუბლიკის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა დაცვით და მას ჩაბარდა სასარჩელო განცხადების ასლი, ასევე, წარმოდგენილია მოპასუხისათვის კორესპოდენციის ჩაბარების დამადასტურებელი მტკიცებულება.

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ, მოცემულ შემთხვევაში, ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს. რაც შეეხება მითითებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულებას, პალატა ასევე მიიჩნევს, რომ არც ამ ნაწილში არსებობს შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი, ვინაიდან, „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამოქალაქო და შრომის სამართლის საქმეებზე უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულება ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ ისინი ექვემდებარება აღსრულებას, ამავე კანონის 71-ე მუხლით კი დადგენილია წინაპირობები, თუ რა შემთხვევაშია შესაძლებელი უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღსასრულებლად მიქცევა.

საკასაციო პალატა საქმის მასალების ანალიზის საფუძველზე მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში კანონის ზემოხსენებული დანაწესები დაცულია. ამდენად, ბელარუსის რესპუბლიკის ბრესტსკის ოლქის ბერეზოვსკის რაიონის სასამართლოს 2014 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილება ალიმენტის, ასევე სახელმწიფო ბაჟის დაკისრების ნაწილში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნას ცნობილი და მიექცეს აღსასრულებლად საქართველოს ტერიტორიაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე, 70-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ტ.გ–ისა და ბელარუსის რესპუბლიკის ბრესტსკის ოლქის ბერეზოვსკის რაიონის სასამართლოს შუამდგომლობები ამავე სასამართლოს 2014 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დაკმაყოფილდეს.

2. ცნობილ იქნას საქართველოს ტერიტორიაზე და მიექცეს აღსასრულებლად ბელარუსის რესპუბლიკის ბრესტსკის ოლქის ბერეზოვსკის რაიონის სასამართლოს 2014 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც 1978 წელს საქართველოში დაბადებულ რ.ს–ს დაეკისრა: ა) ტ.გ–ის სასარგებლოდ 2009 წლის 2 თებერვლიდან ბავშვების სრულწლოვანებამდე შვილების: დ.ს–ისა (დაბ: 15.06.2015 წ) და დ.ს–ს (დაბ: 06.06.2007 წ) რჩენისათვის ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად ყოველგვარი გამომუშავებისა და/ან შემოსავლის 33%-ის გადახდა, მაგრამ არანაკლებ ერთ სულ საშუალო მოსახლეზე საარსებო მინიმუმის - 75%-ისა; ბ) ბელარუსის რესპუბლიკის სახელმწიფოს სასარგებლოდ _ სახელმწიფო ბაჟის - 1 941 100 ბელარუსული რუბლისა და სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების - 17 950 ბელარუსული რუბლის გადახდა.

3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

პ. ქათამაძე