Facebook Twitter

საქმე №ა-1270-შ-28-2015 29 ივლისი, 2015 წელი

ქ.თბილისი

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ფ. ბ-ი

მოწინააღმდეგე მხარე – გ. ბ-ი

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს – გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის ფრანკფურტი მაინზეს საოჯახო სასამართლოს 2012 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილება

დავის საგანი – განქორწინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის ფრანკფურტი მაინზეს საოჯახო სასამართლოს 2012 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილებით გაუქმდა მხარეებს – ფ. ბ-სა და გ. ბ-ს შორის, 1977 წლის 14 დეკემბერს დორფსოვიეტ შარკინის, ლენინის რაიონი, კოკჩეტავის მხარე, მმაჩის ბიუროს მოხელის მიერ რეგისტრირებული ქორწინება, სარეგისტრაციო ნომრით ....

ფ. ბ-მა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა დასახელებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი, აპოსტილით დამოწმებული გადაწყვეტილებით დასტურდება, რომ საქმე განხილულია ზეპირი მოსმენით და გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში 2012 წლის 21 აგვისტოს შევიდა. შუამდგომლობის ავტორის განმარტებით ირკვევა ისიც, რომ გადაწყვეტილება მისი მიმღები ქვეყნის ტერიტორიაზე აღსრულებულია.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 19 ივნისის განჩინებით ფ. ბ-ის შუამდგომლობა წარმოებაში იქნა მიღებული.

ზემოაღნიშნული განჩინების, შუამდგომლობისა და თანდართული მასალების ასლები მოპასუხე გ. ბ-ს გაეგზავნა 2015 წლის 14 ივლისს და ჩაბარდა 2015 წლის 15 ივლისს, თუმცა მას განჩინებით განსაზღვრულ ვადაში აღნიშნულ შუამდგომლობაზე აზრი არ გამოუთქვამს, ასევე, არ მოუთხოვია საქმის ზეპირი განხილვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ შუამდგომლობას და თანდართულ მასალებს და მივიდა დასკვნამდე, რომ ფ. ბ-ის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის ფრანკფურტი მაინზეს საოჯახო სასამართლოს 2012 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილება ცნობილ იქნას საქართველოს ტერიტორიაზე შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის ფრანკფურტი მაინზეს საოჯახო სასამართლოს 2012 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილებით გაუქმდა მხარეებს – ფ. ბ-სა და გ. ბ-ს შორის, 1977 წლის 14 დეკემბერს დორფსოვიეტ შარკინის, ლენინის რაიონი, კოკჩეტავის მხარე, მმაჩის ბიუროს მოხელის მიერ რეგისტრირებული ქორწინება, სარეგისტრაციო ნომრით .....

შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი, აპოსტილით დამოწმებული გადაწყვეტილებით დასტურდება, რომ საქმე განხილულია ზეპირი მოსმენით და გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში 2012 წლის 21 აგვისტოს შევიდა. შუამდგომლობის ავტორის განმარტებით ირკვევა ისიც, რომ გადაწყვეტილება მისი მიმღები ქვეყნის ტერიტორიაზე აღსრულებულია.

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია ამავე მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით.

სამოქალაქო საქმეთა პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ დგინდება კანონის აღნიშნული დანაწესით გათვალისწინებული დამაბრკოლებელი გარემოებების არსებობა. შესაბამისად, გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის ფრანკფურტი მაინზეს საოჯახო სასამართლოს 2012 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილება ცნობილ უნდა იქნას საქართველოს ტერიტორიაზე.

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ კანონის 69-ე მუხლის მიხედვით, განქორწინების საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობის შესახებ სავალდებულოა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე, 69-ე მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

ფ. ბ-ის შუამდგომლობა საქართველოს ტერიტორიაზე გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის ფრანკფურტი მაინზეს საოჯახო სასამართლოს 2012 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილების ცნობის თაობაზე დაკმაყოფილდეს; ცნობილ იქნას საქართველოს ტერიტორიაზე გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის ფრანკფურტი მაინზეს საოჯახო სასამართლოს 2012 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილება, რომლითაც გაუქმდა მხარეებს – ფ. ბ-სა და გ. ბ-ს შორის, 1977 წლის 14 დეკემბერს დორფსოვიეტ შარკინის, ლენინის რაიონი, კოკჩეტავის მხარე, მმაჩის ბიუროს მოხელის მიერ რეგისტრირებული ქორწინება, სარეგისტრაციო ნომრით .....; საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე