Facebook Twitter

საქმე № 010222215950849

№ა-1639-შ-37-2015 30 ივლისი, 2015 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ბესარიონ ალავიძე, ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორები – დ. ც-ი;

ა. ს-ი;

ბელარუსის რესპუბლიკის ქ.გომელის საბჭოთა

რაიონის სასამართლო

მოწინააღმდეგე მხარე – რ. ა.ის ძე თ-ე

განხილვის საგანი – ბელარუსის რესპუბლიკის ქ.გომელის საბჭოთა რაიონის სასამართლოს 2011 წლის 9 სექტემბრის განაჩენის (საქმე №0048/2011) შესაბამის ნაწილებში საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება; ბელარუსის რესპუბლიკის ქ.გომელის საბჭოთა რაიონის სასამართლოს 2012 წლის 13 ივლისის დადგენილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება

დავის საგანი – დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ბელარუსის რესპუბლიკის ქ.გომელის საბჭოთა რაიონის სასამართლოს 2011 წლის 9 სექტემბრის განაჩენით (საქმე №0048/2011):

1. რ. ა.ის ძე თ-ეს დ. ვ.ის ძე ც-ის სასარგებლოდ დანაშაულით მიყენებული ზარალის ასანაზღაურებლად დაეკისრა 28 600 000 რუბლის გადახდა;

2. რ. ა.ის ძე თ-ეს ა. ვ.ს ძე ს-ის სასარგებლოდ დანაშაულით მიყენებული ზარალის ასანაზღაურებლად დაეკისრა 27 833 000 რუბლის გადახდა;

3. რ. ა.ის ძე თ-ეს სახელმწიფოს სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის – 3 571 000 რუბლის და სამძებრო წარმოებასთან დაკავშირებული საპროცესო დანახარჯების – 1 050 000 რუბლის, მთლიანობაში 4 621 000 რუბლის გადახდა.

ბელარუსის რესპუბლიკის ქ.გომელის საბჭოთა რაიონის სასამართლოს 2012 წლის 13 ივლისის დადგენილებით:

1. გაიცა სააღსრულებო ფურცელი რ. ა.ის ძე თ-ის წინააღმდეგ დ. ვ.ს ძე ც-ის სასარგებლოდ დანაშაულით მიყენებული მატერიალური ზარალის 37 789 265 რუბლის ოდენობით ანაზღაურების თაობაზე;

2. წინა სააღსრულებო ფურცელი უკან იქნა გამოთხოვილი.

დასახელებული განჩინება იმითაა დასაბუთებული, რომ 2011 წლის სექტემბრიდან 2012 წლის 31 ივნისამდე დროის მონაკვეთში 28 600 000 რუბლის ინფლაციამ 37 789 265 რუბლი შეადგინა.

შუამდგომლობაზე თანდართული ცნობის მიხედვით, განაჩენი ზემოაღნიშნულ ნაწილებში, ისევე როგორც, სასამართლოს ხსენებული დადგენილება, კანონიერ ძალაშია შესული. ამასთან, ფულადი თანხების დაკისრების აღსრულების მ-ნით გაიცა სააღსრულებო ფურცლები, მაგრამ აღსრულება ვერ განხორციელდა.

საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობებით მომართეს: დ. ც-მა, ა. ს-იმ და ბელარუსის რესპუბლიკის ქ.გომელის საბჭოთა რაიონის სასამართლომ. ა. ს-იმ მოითხოვა თავის სასარგებლოდ მოპასუხისათვის თანხების დაკისრების ნაწილში ბელარუსის რესპუბლიკის ქ.გომელის საბჭოთა რაიონის სასამართლოს 2011 წლის 9 სექტემბრის განაჩენის, ხოლო დ. ც-მა – 2012 წლის 13 ივლისის დადგენილების შინაარსის გათვალისწინებით ამავე განაჩენის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსასრულებლად მიქცევა, მის სასარგებლოდ მოპასუხისათვის თანხის დაკისრების ნაწილში. რაც შეეხება ბელარუსის რესპუბლიკის ქ.გომელის საბჭოთა რაიონის სასამართლოს მოთხოვნას, აღნიშნულს წარმოადგენს რ. თ-ისათვის სახელმწიფო ბაჟისა და საპროცესო დანახარჯების დაკისრების ნაწილებში განაჩენის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 18 მაისის განჩინებით დ. ც-ის, ა. ს-ისა და ბელარუსის რესპუბლიკის ქ.გომელის საბჭოთა რაიონის სასამართლოს შუამდგომლობები მიღებულ იქნა წარმოებაში.

2015 წლის 16 ივნისს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მოსაზრება (შესაგებელი) წარმოადგინა რ. თ-ემ, სადაც აღნიშნა, რომ დღეის მდგომარეობით რ. თ-ის მიმართ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა არასწორია, რამდენადაც მას ანაზღაურებული აქვს დანაშაულით მიყენებული ზიანი 28 600 000 რუბლის (ინფლაციის გათვალისწინებით 37 789 265 რუბლის) ოდენობით დ. ვ.ს ძე ც-ის, ხოლო 27 833 000 რუბლი – ა. ვ.ს ძე ს-ის სასარგებლოდ. მიუხედავად ამისა, ვინაიდან რ. თ-ეს მოცემულ ეტაპზე დეპორტი აქვს, იგი ბელორუსიაში ჩასვლას და მის მიმართ ფულადი ვალდებულების არარსებობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენას ვერ ახერხებს.

გარდა ამისა, რ. თ-ემ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, შუამდგომლობებით მოთხოვნილია ბელორუსის რესპუბლიკის ქ.გომელის საბჭოთა რაიონის სასამართლოს განაჩენის შესაბამის ნაწილებში საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება, რომელიც შეეხება ფულადი ვალდებულების შესრულების მოთხოვნას. ასეთ მოთხოვნაზე კი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვრცელდება ამავე კოდექსის 129-ე მუხლით გათვალისწინებული ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა. აქედან გამომდინარემ, შუამდგომლობების ავტორთა მოთხოვნები ხანდაზმულია და ისინი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ დ. ც-ის, ა. ს-ისა და ბელარუსის რესპუბლიკის ქ.გომელის საბჭოთა რაიონის სასამართლოს შუამდგომლობები უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ ბელარუსის რესპუბლიკის ქ.გომელის საბჭოთა რაიონის სასამართლოს 2011 წლის 9 სექტემბრის განაჩენით (საქმე №0048/2011):

1. რ. ა.ის ძე თ-ეს დ. ვ.ს ძე ც-ის სასარგებლოდ დანაშაულით მიყენებული ზარალის ასანაზღაურებლად დაეკისრა 28 600 000 რუბლის გადახდა;

2. რ. ა.ის ძე თ-ეს ა. ვ.ს ძე ს-ის სასარგებლოდ დანაშაულით მიყენებული ზარალის ასანაზღაურებლად დაეკისრა 27 833 000 რუბლის გადახდა;

3. რ. ა.ის ძე თ-ეს სახელმწიფოს სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის – 3 571 000 რუბლის და სამძებრო წარმოებასთან დაკავშირებული საპროცესო დანახარჯების – 1 050 000 რუბლის, მთლიანობაში 4 621 000 რუბლის გადახდა.

გარდა ამისა, დადგენილია, რომ ბელარუსის რესპუბლიკის ქ.გომელის საბჭოთა რაიონის სასამართლოს 2012 წლის 13 ივლისის დადგენილებით:

1. გაიცა სააღსრულებო ფურცელი რ. ა.ის ძე თ-ის მიერ დ. ვ.ს ძე ც-ის სასარგებლოდ დანაშაულით მიყენებული მატერიალური ზარალის 37 789 265 რუბლის ოდენობით ანაზღაურების თაობაზე;

2. წინა სააღსრულებო ფურცელი უკან იქნა გამოთხოვილი.

შუამდგომლობაზე თანდართული ცნობის მიხედვით, განაჩენი ზემოაღნიშნულ ნაწილებში, ისევე როგორც, სასამართლოს ხსენებული დადგენილება, კანონიერ ძალაშია შესული. ამასთან, ფულადი თანხების დაკისრების აღსრულების მ-ნით გაიცა სააღსრულებო ფურცლები, მაგრამ აღსრულება ვერ განხორციელდა.

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოთ დასახელებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს.

ამავდროულად, არსებობს დასახელებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღსასრულებლად მიქცევის კანონით გათვალისწინებული საფუძველი, კერძოდ, შუამდგომლობა აკმაყოფილებს „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს.

ამდენად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნას ცნობილი და საქართველოს ტერიტორიაზე აღსასრულებლად მიექცეს ბელარუსის რესპუბლიკის ქ.გომელის საბჭოთა რაიონის სასამართლოს 2011 წლის 9 სექტემბრის განაჩენი (საქმე №0048/2011) იმ ნაწილებში, რომლებითაც:

1. რ. ა.ის ძე თ-ეს დ. ვ.ს ძე ც-ის სასარგებლოდ დანაშაულით მიყენებული ზარალის ასანაზღაურებლად დაეკისრა 28 600 000 რუბლის გადახდა;

2. რ. ა.ის ძე თ-ეს ა. ვ.ს ძე ს-ის სასარგებლოდ დანაშაულით მიყენებული ზარალის ასანაზღაურებლად დაეკისრა 27 833 000 რუბლის გადახდა;

3. რ. ა.ის ძე თ-ეს სახელმწიფოს სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის – 3 571 000 რუბლის და სამძებრო წარმოებასთან დაკავშირებული საპროცესო დანახარჯების – 1 050 000 რუბლის, მთლიანობაში 4 621 000 რუბლის გადახდა

და, აგრეთვე, ბელარუსის რესპუბლიკის ქ.გომელის საბჭოთა რაიონის სასამართლოს 2012 წლის 13 ივლისის დადგენილება, რომლითაც:

1. გაიცა სააღსრულებო ფურცელი რ. ა.ის ძე თ-ის მიერ დ. ვ.ს ძე ც-ის სასარგებლოდ დანაშაულით მიყენებული მატერიალური ზარალის 37 789 265 რუბლის ოდენობით ანაზღაურების თაობაზე;

2. წინა სააღსრულებო ფურცელი უკან იქნა გამოთხოვილი.

მოპასუხე რ. თ-ის წერილობით მოსაზრებაში მითითებულ გარემოებებთან იმართებით საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების შესახებ შუამდგომლობის განხილვისას საქართველოს უზენაესი სასამართლო ხელმძღვანელობს „საერთაშორისო კერძო სამართლის“ შესახებ საქართველოს კანონის დებულებების შესაბამისად, რა დროსაც ამოწმებს დასახელებულ კანონთან და საქართველოს მიერ საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებებთან შუამდგომლობის ფორმალურ შესაბამისობას. ამდენად, აღნიშნულ პროცესში საქართველოს უზენაესი სასამართლოს კომპეტენცია სწორედ შუამდგომლობის ცნობითა და აღსრულებით შემოიფარგლება და საქმესთან დაკავშირებული სხვა, მათ შორის, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებული საკითხები, ვერ გახდება საკასაციო სასამართლოს მოცემული განჩინების მსჯელობის საგანი.

უსაფუძვლოა რ. თ-ის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ვინაიდან საქმე შეეხება ფულადი ვალდებულების შესრულების მოთხოვნებს, რომლებზეც სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლით გათვალისწინებული ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა ვრცელდება, შუამდგომლობები ხანდაზმულია და ისინი არ უნდა დაკმაყოფილდეს. დასმულ საკითხთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, განხილვის საგანია არა უშუალოდ ფულადი ვალდებულების შესრულების შესახებ მოთხოვნები, არამედ ამ მოთხოვნებთან მიმართებით უცხო ქვეყნის სასამართლოს მიერ გამოტანილი და კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება, რაც ერთმანეთისგან სრულიად განსხვავდება. ასეთ შემთხვევაზე ვრცელდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 142-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული 10-წლიანი ხანდაზმულობის ვადა, კერძოდ, ამ ნორმის თანახმად, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადასტურებული მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადაა ათი წელი, მაშინაც კი, როცა ეს მოთხოვნა უფრო ნაკლებ ხანდაზმულობას ექვემდებარება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხის მოსაზრებაში მოყვანილი გარემოებები გაზიარებული ვერ იქნება და ვერ განაპირობებს დ. ც-ის, ა. ს-ისა და ბელარუსის რესპუბლიკის ქ.გომელის საბჭოთა რაიონის სასამართლოს შუამდგომლობების დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე და 71-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

I. ა. ს-ისა და ბელარუსის რესპუბლიკის ქ.გომელის საბჭოთა რაიონის სასამართლოს შუამდგომლობები ბელარუსის რესპუბლიკის ქ.გომელის საბჭოთა რაიონის სასამართლოს 2011 წლის 9 სექტემბრის განაჩენის (საქმე №0048/2011) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დაკმაყოფილდეს;

II. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას და მიექცეს აღსასრულებლად ბელარუსის რესპუბლიკის ქ.გომელის საბჭოთა რაიონის სასამართლოს 2011 წლის 9 სექტემბრის განაჩენი (საქმე №0048/2011) იმ ნაწილებში, რომლებითაც:

1. რ. ა.ის ძე თ-ეს ა. ვ.ს ძე ს-ის სასარგებლოდ დანაშაულით მიყენებული ზარალის ასანაზღაურებლად დაეკისრა 27 833 000 რუბლის გადახდა;

2. რ. ა.ის ძე თ-ეს სახელმწიფოს სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის – 3 571 000 რუბლის და სამძებრო წარმოებასთან დაკავშირებული საპროცესო დანახარჯების – 1 050 000 რუბლის, მთლიანობაში 4 621 000 რუბლის გადახდა.

III. დ. ც-ის შუამდგომლობა ბელარუსის რესპუბლიკის ქ.გომელის საბჭოთა რაიონის სასამართლოს 2011 წლის 9 სექტემბრის განაჩენის (საქმე №0048/2011, ამავე სასამართლოს 2012 წლის 13 ივლისის დადგენილების გათვალისწინებით) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების თაობაზე დაკმაყოფილდეს;

IV. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას და მიექცეს აღსასრულებლად ბელარუსის რესპუბლიკის ქ.გომელის საბჭოთა რაიონის სასამართლოს 2012 წლის 13 ივლისის დადგენილება, რომლითაც:

1. გაიცა სააღსრულებო ფურცელი რ. ა.ის ძე თ-ის წინააღმდეგ დ. ვ.ს ძე ც-ის სასარგებლოდ დანაშაულით მიყენებული მატერიალური ზარალის 37 789 265 რუბლის ოდენობით ანაზღაურების თაობაზე;

2. წინა სააღსრულებო ფურცელი უკან იქნა გამოთხოვილი.

V. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ზ. ძლიერიშვილი