Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ა-2171-შ-47-2015 30 ივლისი, 2015 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი _ o. ლ-ა

მოწინააღმდეგე მხარე _ გ. ნ-ი

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებასაც მხარე მოითხოვს – უზბეკისტანის ქ.ტაშკენტის მეჟრაიონული სასამართლოს 2015 წლის 5 მარტის გადაწყვეტილება

დავის საგანი – ალიმენტის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

უზბეკისტანის ქ.ტაშკენტის მეჟრაიონული სასამართლოს 2015 წლის 5 მარტის გადაწყვეტილებით o.ლ-ას სარჩელი გ.ნ-ის მიმართ, არასრულწლოვანი შვილის რჩენისათვის ალიმენტის დაკისრების თაობაზე, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გ. ნ-ს o. ლ-ას სასარგებლოდ არასრულწლოვანი დ. ნ-ის (დაბ. ....) რჩენისათვის ყოველთვიურად, 2014 წლის 29 მაისიდან დაეკისრა ალიმენტის _ ყოველგვარი გამომუშავების ან შემოსავლის 1/4-ის გადახდა შვილის სრულწლოვანებამდე.

საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა ო.ლ-ამ და მოითხოვა ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტიორიაზე ცნობა და აღსრულება.

შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი, სათანადოდ დამოწმებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ მოპასუხეს საქართველოში გააჩნია საცხოვრებელი ადგილი; ის ჯეროვნად იყო ინფორმირებული საქმის განხილვის დროისა და ადგილი თაობაზე, თუმცა სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადებულა; ირკვევა, რომ უზბეკისტანის ქ.ტაშკენტის მეჟრაიონული სასამართლოს 2015 წლის 5 მარტის გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა და შესულია კანონიერ ძალაში, ამასთანავე, გადაწყვეტილება მისი მიმღები ქვეყნის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 19 ივნისის განჩინებით ო.ლ-ას შუამდგომლობა მიღებულ იქნა წარმოებაში, რის თაობაზეც, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით, ეცნობა მოწინააღმდეგე მხარეს, მასვე ჩაბარდა ო.ლ-ას შუამდგომლობა თანდართული მასალებით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ o. ლ-ას შუამდგომლობა უზბეკისტანის ქ.ტაშკენტის მეჟრაიონული სასამართლოს 2015 წლის 5 მარტის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

უზბეკისტანის ქ.ტაშკენტის მეჟრაიონული სასამართლოს 2015 წლის 5 მარტის გადაწყვეტილებით o.ლ-ას სარჩელი გ.ნ-ის მიმართ, არასრულწლოვანი შვილის რჩენისათვის ალიმენტის დაკისრების თაობაზე, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გ.ნ-ს o. ლ-ას სასარგებლოდ არასრულწლოვანი დ. ნ-ის (დაბ. .....) რჩენისათვის ყოველთვიურად, 2014 წლის 29 მაისიდან დაეკისრა ალიმენტის _ ყოველგვარი გამომუშავების ან შემოსავლის 1/4-ის გადახდა შვილის სრულწლოვანებამდე.

საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა ო.ლ-ამ და მოითხოვა ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტიორიაზე ცნობა და აღსრულება.

შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი, სათანადოდ დამოწმებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ მოპასუხეს საქართველოში გააჩნია საცხოვრებელი ადგილი; ის ჯეროვნად იყო ინფორმირებული საქმის განხილვის დროისა და ადგილი თაობაზე, თუმცა სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადებულა; ირკვევა, რომ უზბეკისტანის ქ.ტაშკენტის მეჟრაიონული სასამართლოს 2015 წლის 5 მარტის გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა და შესულია კანონიერ ძალაში, ამასთანავე, გადაწყვეტილება მისი მიმღები ქვეყნის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა.

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ, მოცემულ შემთხვევაში, ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს. რაც შეეხება მითითებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულებას, პალატა ასევე მიიჩნევს, რომ არც ამ ნაწილში არსებობს შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი, ვინაიდან, „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამოქალაქო და შრომის სამართლის საქმეებზე უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულება ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ ისინი ექვემდებარება აღსრულებას, ამავე კანონის 71-ე მუხლით კი დადგენილია წინაპირობები, თუ რა შემთხვევაშია შესაძლებელი უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღსასრულებლად მიქცევა.

საკასაციო პალატა საქმის მასალების ანალიზის საფუძველზე მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში კანონის ზემოხსენებული დანაწესები დაცულია. ამდენად, უზბეკისტანის ქ.ტაშკენტის მეჟრაიონული სასამართლოს 2015 წლის 5 მარტის გადაწყვეტილება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნას ცნობილი და მიექცეს აღსასრულებლად საქართველოს ტერიტორიაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე, 70-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. o.ლ-ას შუამდგომლობა უზბეკისტანის ქ.ტაშკენტის მეჟრაიონული სასამართლოს 2015 წლის 5 მარტის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დაკმაყოფილდეს.

2. ცნობილ იქნას საქართველოს ტერიტორიაზე და მიექცეს აღსასრულებლად უზბეკისტანის ქ.ტაშკენტის მეჟრაიონული სასამართლოს 2015 წლის 5 მარტის გადაწყვეტილება, რომლითაც გ. ნ-ს o. ლ-ას სასარგებლოდ არასრულწლოვანი დ.ნ-ის (.......) რჩენისათვის ყოველთვიურად, 2014 წლის 29 მაისიდან დაეკისრა ალიმენტის _ ყოველგვარი გამომუშავების ან შემოსავლის 1/4-ის გადახდა შვილის სრულწლოვანებამდე.

3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ნ. ბაქაქური