22 ივლისი, 2015 წელი
საქმე №ა-508-შ-12-2015 ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – საჯარო სააქციო საზოგადოება საწარმოო-სავაჭრო საკონდიტრო ფირმა „ლ-ი"
მოწინააღმდეგე მხარე – შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „N-“ ი
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს – უკრაინის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს 2014 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
საჯარო სააქციო საზოგადოება საწარმოო-სავაჭრო საკონდიტრო ფირმა „ლ-იმ" საარბიტრაჟო სარჩელი აღძრა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „N-“ -ის მიმართ 49 142,16 აშშ დოლარის გადახდის თაობაზე.
უკრაინის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს 2014 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილებით საჯარო სააქციო საზოგადოება საწარმოო-სავაჭრო საკონდიტრო ფირმა „ლ-ის" სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „N-“ -ს („N-“ LTD) (საქართველო) საჯარო სააქციო საზოგადოება საწარმოო-სავაჭრო საკონდიტრო ფირმა „ლ-ის" (უკრაინა) სასარგებლოდ დაეკისრა ძირითადი დავალიანების თანხა 45 204,50 აშშ დოლარი 2013 წლის 25 იანვრის №3/01-2013 ხელშეკრულების მიხედვით, აგრეთვე საარბიტრაჟო მოსაკრებლის თანხა 3 052,97 აშშ დოლარი, სულ 48 257 აშშ დოლარი და 47 ცენტი; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საჯარო სააქციო საზოგადოება საწარმოო-სავაჭრო საკონდიტრო ფირმა „ლ-იმ" საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარდგენილი შუამდგომლობით მოითხოვა უკრაინის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს 2014 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება თანხის დაკისრების თაობაზე.
შუამდგომლობაზე დართული დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ უკრაინის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს 2014 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილების გამოტანამდე საქმის წარმოების თაობაზე გაფრთხილებული იყო მოპასუხე შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „N-“ი, 2014 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული და მისი აღსრულება ვერ განხორციელდა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 7 მაისის განჩინებით საჯარო სააქციო საზოგადოება საწარმოო-სავაჭრო საკონდიტრო ფირმა „ლ-ის" შუამდგომლობა წარმოებაში იქნა მიღებული.
ზემოაღნიშნული განჩინების, შუამდგომლობისა და თანდართული მასალების ასლები მოპასუხე შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „N-“-ს გაეგზავნა 2015 წლის 27 მაისს და ჩაბარდა 2015 წლის 28 მაისს, თუმცა მას განჩინებით განსაზღვრულ ვადაში აღნიშნულ შუამდგომლობაზე აზრი არ გამოუთქვამს, ასევე, არ მოუთხოვია საქმის ზეპირი განხილვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ საჯარო სააქციო საზოგადოება საწარმოო-სავაჭრო საკონდიტრო ფირმა „ლ-ის" შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ უკრაინის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს 2014 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილებით საჯარო სააქციო საზოგადოება საწარმოო-სავაჭრო საკონდიტრო ფირმა „ლ-ის" სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „N-“ -ს („N-“ LTD) (საქართველო) საჯარო სააქციო საზოგადოება საწარმოო-სავაჭრო საკონდიტრო ფირმა „ლ-ის" (უკრაინა) სასარგებლოდ დაეკისრა ძირითადი დავალიანების თანხა 45 204,50 აშშ დოლარი 2013 წლის 25 იანვრის №../... ხელშეკრულების მიხედვით, აგრეთვე საარბიტრაჟო მოსაკრებლის თანხა 3 052,97 აშშ დოლარი, სულ 48 257 აშშ დოლარი და 47 ცენტი; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული.
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 731 მუხლის თანახმად, საქართველოს ფარგლებს გარეთ გამოტანილი საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება ხდება „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, იმ ქვეყნის მიუხედავად, სადაც გამოტანილ იქნა საარბიტრაჟო გადაწყვეტილება, იგი შესასრულებლად სავალდებულოა და სასამართლოში წერილობითი შუამდგომლობის წარდგენის შემთხვევაში უნდა აღსრულდეს ამ მუხლისა და ამ კანონის 45-ე მუხლის დებულებათა გათვალისწინებით. საქართველოში გამოტანილ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით ამ მუხლისა და ამ კანონის 45-ე მუხლის მიზნებისათვის უფლებამოსილ სასამართლოდ ითვლება სააპელაციო სასამართლოები, ხოლო საქართველოს ფარგლებს გარეთ გამოტანილ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით – საქართველოს უზენაესი სასამართლო.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს.
ამდენად, უკრაინის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს 2014 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილება, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნას ცნობილი საქართველოს ტერიტორიაზე.
ამავდროულად, არსებობს დასახელებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღსასრულებლად მიქცევის კანონით გათვალისწინებული საფუძველი, კერძოდ, მოცემული თვალსაზრისით შუამდგომლობა ასევე აკმაყოფილებს „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შუამდგომლობის ავტორის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს, საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ უნდა იქნეს და მიექცეს აღსასრულებლად უკრაინის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს 2014 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება, რომ საჯარო სააქციო საზოგადოება საწარმოო-სავაჭრო საკონდიტრო ფირმა „ლ-ის" შუამდგომლობაზე გადახდილი აქვს 3 307.20 ლარი. აქედან გამომდინარე, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „N-“-ს უნდა დაეკისროს საჯარო სააქციო საზოგადოება საწარმოო-სავაჭრო საკონდიტრო ფირმა „ლ-ის" სასარგებლოდ მის მიერ შუამდგომლობაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 3 307.20 ლარის გადახდა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე, 45-ე მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. საჯარო სააქციო საზოგადოება საწარმოო-სავაჭრო საკონდიტრო ფირმა „ლ-ის" შუამდგომლობა უკრაინის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს 2014 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების შესახებ დაკმაყოფილდეს;
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას და მიექცეს აღსასრულებლად უკრაინის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს 2014 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილება, რომლითაც საჯარო სააქციო საზოგადოება საწარმოო-სავაჭრო საკონდიტრო ფირმა „ლ-ის" სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „N-“ -ს („N-“ LTD) (საქართველო) საჯარო სააქციო საზოგადოება საწარმოო-სავაჭრო საკონდიტრო ფირმა „ლ-ის" (უკრაინა) სასარგებლოდ დაეკისრა ძირითადი დავალიანების თანხა 45 204,50 აშშ დოლარი 2013 წლის 25 იანვრის №../..... ხელშეკრულების მიხედვით, აგრეთვე საარბიტრაჟო მოსაკრებლის თანხა 3 052,97 აშშ დოლარი, სულ 48 257 აშშ დოლარი და 47 ცენტი; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა;
3. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „N-“-ს საჯარო სააქციო საზოგადოება საწარმოო-სავაჭრო საკონდიტრო ფირმა „ლ-ის" სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ შუამდგომლობაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 3 307.20 ლარის გადახდა;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე