Facebook Twitter

№ას-151-141-2015 17 ივლისი, 2015 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ქ. თბილისის მერია (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „კ-ი " (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება

დავის საგანი – საიჯარო ქირისა და პირგასამტეხლოს დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

ქ. თბილისის მერიამ სარჩელი აღძრა შპს „კ-ი "-ის მიმართ საიჯარო ქირისა და პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე შემდეგი დასაბუთებით:

ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ელექტრონული აუქციონის წესით სასყიდლიანი სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ 2011 წლის 22 ნოემბერს გამართულ #67 ელექტრონულ აუქციონზე #13, #17, #18 ლოტზე, 2011 წლის 24 ნოემბერს გამართულ #68 ელექტრონულ აუქციონზე #19 ლოტზე, 2011 წლის 30 ნოემბრის #72 აუქციონის #10 ლოტზე, 2012 წლის 5 იანვრის #82 აუქციონის #71 ლოტზე, 2012 წლის 16 მარტის #105 აუქციონის #67 ლოტზე, 2012 წლის 11 იანვრის #83 აუქციონის #8 ლოტზე, 2012 წლის 25 იანვრის #89 აუქციონის #40 ლოტზე, 2012 წლის 25 იანვრის #8 აუქციონის #47 ლოტზე გამარჯვებულად გამოცხადდა შპს „კ-ი“, რომელსაც გადაეცა მიწის ნაკვეთები. აღნიშნული უძრავი ქონებით სარგებლობის (იჯარის) ვადად განისაზღვრა 5 წელი, სარგებლობის წლიური საფასური, რომლის გადახდაც უნდა განეხორციელებინა მხარეს 6 თვეში ერთხელ, საანგარიშო თვის 5 რიცხვამდე. ქ. თბილისის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2012 წლის 1 აგვისტოს გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა შპს „კ-ის“ განცხადება და გაუქმდა ზემოაღნიშნული ელექტრონული აუქციონების შედეგები. ვინაიდან მხარის მიერ არ სრულდებოდა ზემოაღნიშნული ხელშეკრულებებით განსაზღვრული საიჯარო ქირის გადახდა დადგენილ ვადაში, მოსარჩელის აზრით, მხარეს ეკისრებოდა თითოეული ხელშეკრულებიდან გამომდინარე შესაბამისი საიჯარო ქირა და პირგასამტეხლო.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო საიჯარო ქირის ძირითადი თანხის დავალიანების ნაწილში და მოითხოვა პირგასამტეხლოს შემცირება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილებით ქ. თბილისის მერიის სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხე შპს „კ-ი -ს" ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის სასარგებლოდ საიჯარო ქირა დაეკისრა 1487.40 ლარი და პირგასამტეხლო 18.30 ლარის ოდენობით; ასევე აუქციონის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან (2012 წლის 1 აგვისტო) საიჯარო ქირის დავალიანების საბოლოო აღსრულებამდე, 6100 ლარის 0.1 % თითოეულ ვადაგადაცილებულ დღეზე; შპს ,,კ-ი -ს" ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის სასარგებლოდ დაეკისრა საიჯარო ქირა 2682.05 ლარი და პირგასამტეხლო 33 ლარის ოდენობით; ასევე აუქციონის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან (2012 წლის 1 აგვისტო) საიჯარო ქირის დავალიანების საბოლოო აღსრულებამდე 11 000 ლარის 0.1 პროცენტი თითოეულ ვადაგადაცილებულ დღეზე; შპს ,,კ-ი -ს’’ ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის სასარგებლოდ დაეკისრა საიჯარო ქირა 4145.20 ლარი და პირგასამტეხლო 51 ლარის ოდენობით; ასევე აუქციონის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან საიჯარო ქირის დავალიანების საბოლოო აღსრულებამდე დაეკისრა 17 000 ლარის 0.1 პროცენტი თითოეულ ვადაგადაცილებულ დღეზე; შპს ,,კ-ი -ს’’ ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის სასარგებლოდ დაეკისრა საიჯარო ქირა 256.03 ლარი და პირგასამტეხლო 21 ლარის ოდენობით; ასევე აუქციონის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან საიჯარო ქირის დავალიანების საბოლოო აღსრულებამდე დაეკისრა 1050 ლარის 0.1 პროცენტი თითოეულ ვადაგადაცილებულ დღეზე, მაგრამ არანაკლებ 1 ლარისა; შპს ,,კ-ი -ს’’ ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის სასარგებლოდ დაეკისრა საიჯარო ქირა 2100.82 ლარი. ასევე, აუქციონის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან საიჯარო ქირის დავალიანების საბოლოო აღსრულებამდე დაეკისრა 5400 ლარის 0.1 პროცენტი ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე; შპს ,,კ-ი -ს’’ ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის სასარგებლოდ დაეკისრა საიჯარო ქირა 609.59 ლარი; ასევე, აუქციონის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან საიჯარო ქირის დავალიანების საბოლოო აღსრულებამდე დაეკისრა 2500 ლარის 0.1 პროცენტი ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, მაგრამ არანაკლებ 1 ლარისა; შპს ,,კ-ი -ს’’ ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის სასარგებლოდ დაეკისრა საიჯარო ქირა 7497.26 ლარი და პირგასამტეხლო 364 ლარის ოდენობით; ასევე, აუქციონის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან საიჯარო ქირის დავალიანების საბოლოო აღსრულებამდე დაეკისრა 13000 ლარის 0.1 პროცენტი თითოეულ ვადაგადაცილებულ დღეზე; შპს ,,კ-ი -ს“ ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის სასარგებლოდ დაეკისრა საიჯარო ქირა 605.55 ლარი და პირგასამტეხლო 29.40 ლარის ოდენობით; ასევე, აუქციონის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან საიჯარო ქირის დავალიანების საბოლოო აღსრულებამდე დაეკისრა 1050 ლარის 0.1 პროცენტი ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, მაგრამ არანაკლებ 1 ლარისა; შპს ,,კ-ი -ს’’ ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის სასარგებლოდ დაეკისრა საიჯარო ქირა 1358 ლარი. ასევე, აუქციონის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან საიჯარო ქირის დავალიანების საბოლოო აღსრულებამდე დაეკისრა 3700 ლარის 0.1 პროცენტი თითოეულ ვადაგადაცილებულ დღეზე; შპს ,,კ-ი -ს“ ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის სასარგებლოდ დაეკისრა საიჯარო ქირა 256.03 ლარი და პირგასამტეხლო 3.15 ლარის ოდენობით. ასევე, აუქციონის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან საიჯარო ქირის დავალიანების საბოლოო აღსრულებამდე დაეკისრა 1050 ლარის 0.1 პროცენტი ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, მაგრამ არანაკლებ 1 ლარისა; შპს ,,კ-ი -ს’’ ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის სასარგებლოდ დაეკისრა საიჯარო ქირა 9804.03 ლარი და პირგასამტეხლო 476 ლარის ოდენობით; ასევე, აუქციონის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან საიჯარო ქირის დავალიანების საბოლოო აღსრულებამდე დაეკისრა 17 000 ლარის 0.1 პროცენტი თითოეულ ვადაგადაცილებულ დღეზე; შპს ,,კ-ი -ს“ ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის სასარგებლოდ დაეკისრა საიჯარო ქირა 3460.28 ლარი და პირგასამტეხლო 168 ლარის ოდენობით; ასევე, აუქციონის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან საიჯარო ქირის დავალიანების საბოლოო აღსრულებამდე დაეკისრა 6000 ლარის 0.1 პროცენტი თითოეულ ვადაგადაცილებულ დღეზე.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „კ-ი -მა".

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილებით შპს „კ-ი -ის" სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; შეიცვალა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილება შპს ,,კ-ი -სათვის“ პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება; შპს „კ-ი -ს" ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლო 1.83 ლარის ოდენობით; ასევე აუქციონის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან (2012 წლის 1 აგვისტო) საიჯარო ქირის დავალიანების საბოლოო აღსრულებამდე, 1487.40 ლარის 0.01 % თითოეულ ვადაგადაცილებულ დღეზე; შპს ,,კ-ი -ს“ ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლო 3.3 ლარის ოდენობით; ასევე აუქციონის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან (2012 წლის 1 აგვისტო) საიჯარო ქირის დავალიანების საბოლოო აღსრულებამდე 2682.05 ლარის 0.01% თითოეულ ვადაგადაცილებულ დღეზე; შპს ,,კ-ი -ს’’ ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლო 5.1 ლარის ოდენობით; ასევე აუქციონის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან (2012 წლის 1 აგვისტო) საიჯარო ქირის დავალიანების საბოლოო აღსრულებამდე 4145.20 ლარის 0.01% თითოეულ ვადაგადაცილებულ დღეზე; შპს ,,კ-ი -ს’’ ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლო 2.1 ლარის ოდენობით; ასევე აუქციონის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან (2012 წლის 1 აგვისტო) საიჯარო ქირის დავალიანების საბოლოო აღსრულებამდე 256.03 ლარის 0.01% თითოეულ ვადაგადაცილებულ დღეზე; შპს ,,კ-ი -ს“ ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის სასარგებლოდ დაეკისრა აუქციონის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან (2012 წლის 1 აგვისტო) საიჯარო ქირის დავალიანების საბოლოო აღსრულებამდე 2100.82 ლარის 0.01% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე; შპს ,,კ-ი -ს’’ ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის სასარგებლოდ დაეკისრა აუქციონის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან (2012 წლის 1 აგვისტო) საიჯარო ქირის დავალიანების საბოლოო აღსრულებამდე 609.59 ლარის 0.01% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე; შპს ,,კ-ი -ს“ ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლო 36.4 ლარის ოდენობით; ასევე, აუქციონის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან (2012 წლის 1 აგვისტო) საიჯარო ქირის დავალიანების საბოლოო აღსრულებამდე 7497.26 ლარის 0.01% თითოეულ ვადაგადაცილებულ დღეზე; შპს ,,კ-ი -ს“ ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლო 2.94 ლარის ოდენობით; ასევე, აუქციონის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან (2012 წლის 1 აგვისტო) საიჯარო ქირის დავალიანების საბოლოო აღსრულებამდე 605.55 ლარის 0.01% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე; შპს ,,კ-ი -ს’’ ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის სასარგებლოდ დაეკისრა აუქციონის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან (2012 წლის 1 აგვისტო) საიჯარო ქირის დავალიანების საბოლოო აღსრულებამდე 1358 ლარის 0.01% თითოეულ ვადაგადაცილებულ დღეზე; შპს ,,კ-ი -ს“ ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლო 0.31 ლარის ოდენობით; ასევე, აუქციონის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან (2012 წლის 1 აგვისტო) საიჯარო ქირის დავალიანების საბოლოო აღსრულებამდე 256.03 ლარის 0.01% თითოეულ ვადაგადაცილებულ დღეზე; შპს ,,კ-ი -ს“ ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლო 4.76 ლარის ოდენობით; ასევე, აუქციონის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან (2012 წლის 1 აგვისტო) საიჯარო ქირის დავალიანების საბოლოო აღსრულებამდე 9804.03 ლარის 0.01% თითოეულ ვადაგადაცილებულ დღეზე; შპს ,,კ-ი -ს“ ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლო 16.8 ლარის ოდენობით; ასევე, აუქციონის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან (2012 წლის 1 აგვისტო) საიჯარო ქირის დავალიანების საბოლოო აღსრულებამდე 3460.28 ლარის 0.01% თითოეულ ვადაგადაცილებულ დღეზე.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ელექტრონული აუქციონის წესით სასყიდლიანი სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ გამართულ აუქციონებზე გამარჯვებულად გამოცხადდა შპს ,,კ-ი “, რომელსაც სასყიდლიანი სარგებლობის უფლებით გადაეცა უძრავი ქონებები.

ქ. თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის ქონების მართვის სააგენტოს 2012 წლის 1 აგვისტოს გადაწყვეტილებით, გაუქმდა აუქციონის შედეგები და შპს „კ-თან“ შეწყდა საიჯარო ურთიერთობა. ამავე გადაწყვეტილებით შპს „კ-ს“ დაევალა უზრუნველეყო 10 დღის განმავლობაში საიჯარო ქირის და პირგასამტეხლოს გადახდა.

პალატამ უდავოდ დადგენილად მიიჩნია, რომ საიჯარო ქირის დავალიანება შეადგენდა 34 262.24 ლარს.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ აუქციონის ჩატარების დროს მოქმედი ქალაქ თბილისის საკრებულოს 2010 წლის 27 აგვისტოს #9-65 გადაწყვეტილებით დამტკიცებული ,,ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის წესის “ პირველი მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონება სარგებლობაში გადაიცემა ვადით ან უვადოდ, სასყიდლით ან უსასყიდლოდ, აუქციონის ფორმით ან პირდაპირი განკარგვის წესით.

აღნიშნული წესის პირველი მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, წინამდებარე წესით გათვალისწინებული კომპეტენციის განხორციელებისას ქალაქ თბილისის მთავრობის, ასევე ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის ქონების განკარგვაზე უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ ყველა საჭირო დოკუმენტაცია შეიძლება შეიქმნას და გაიცეს როგორც წერილობითი, ასევე ელექტრონული ფორმით, ელექტრონული წარმოების თავისებურებათა გათვალისწინებით.

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ქალაქ თბილისის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს გადაწყვეტილებების თანახმად, წინამდებარე გადაწყვეტილება აუქციონში მონაწილეობის შესახებ გამაჯვებულის განცხადებასთან ერთად გათანაბრებულია ხელშეკრულებასთან, რომლის განუყოფელ ნაწილს შეადგენს სარგებლობის პირობები.

მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხემ უძრავ ნივთზე სასყიდლიანი სარგებლობის უფლება მოიპოვა ელექტრონულ აუქციონში გამარჯვების შედეგად. ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებლად გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილების განუყოფელ ნაწილს შეადგენდა სარგებლობის პირობები, რომლებიც აღნიშნული წესის შესაბამისად, გათანაბრებულია ხელშეკრულებასთან და ისეთივე იურიდიული ძალა გააჩნია, როგორც ორმხრივად ხელმოწერილ დოკუმენტს.

სარგებლობის პირობების 10.1 პუნქტის თანახმად, სარგებლობის საფასურის (ქირის) გადაუხდელობის ან გადახდის ვადის დარღვევის შემთხვევაში პირგასამტეხლო განსაზღვრულია ქირის 0.1%-ის, მაგრამ არანაკლებ 1 ლარის ოდენობით, დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

სააპელაციო სასამართლომ სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე, 420-ე მუხლებზე დაყრნობით განმარტა, რომ პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა.

პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება.

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ განსახილველ დავაში ფაქტობრივი თვალსაზრისით მსჯელობა არ ყოფილა კრედიტორისათვის წარმოქნილ საფრთხის ხარისხზე - კერძოდ, მისთვის დამდგარ ნეგატიურ ეკონომიკურ ეფექტზე, ასევე, არ ყოფილა მსჯელობა ისეთ ფაქტობრივ წანამძღვრებზე, რომ მხარეთა შორის შეთანხმებული პირგასამტეხლო თავის თავში მოიცავდა ზიანის ანაზღაურებასაც. შესაბამისად, პალატამ მიიჩნია, რომ მოპასუხე მხარის ბრალეულობისა და პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის მქონე ინსტრუმენტის არსებობის პირობებში, სრულიად მართებული იყო მისი შემცირება 0.01%-მდე.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხემ ნაწილობრივ შეასრულა სახელშეკრულებო ვალდებულება საიჯარო ქირის გადახდასთან დაკავშირებით. პალატამ ასევე დაადგინა, რომ 2012 წლის 1 აგვისტომდე გადასახდელი საიჯარო ქირა შეადგენდა 34 262.24 ლარს. შესაბამისად, სასამართლომ დაადგინა, რომ მოპასუხეს უნდა დაკისრებოდა პირგასამტეხლო დავალიანებული საიჯარო ქირის 0.01% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

სააპელაციო პალატის აზრით, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მთლიან საიჯარო ქირაზე პირგასამტეხლოს დაკისრება ეწინააღმდეგება კანონის მიზნებს, ვინაიდან პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა. ამდენად, მოპასუხეს პირგასამტეხლო უნდა დაეკისროს შეუსრულებელი ვალდებულებისათვის. პალატამ განმარტა, რომ პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება - ამ ვალდებულების შესრულებამდე.

სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ გადაწყვეტილებით დადასტურებული მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადაა ათი წელი (სამოქალაქო კოდექსის 142-ე მუხლი). „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონი აწესრიგებს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების იძულებით აღსრულების წესსა და პირობებს. კრედიტორი ულებამოსილია კანონით დადგენილ ვადაში მიმართოს იძულებითი აღსრულების ღონისძიებებს, ხოლო მოვალე არ არის შეზღუდული იძულებითი ღონისძიებების გამოყენებამდე ნებაყოფილობით შეასრულოს ძირითადი ვალდებულება, რის შემდგომაც ის გათავისუფლდება პირგასამტეხლოს გადახდისაგან.

ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც მოპასუხეს დაეკისრა პირგასამტეხლო ვალდებულების შესრულებამდე, კანონიერია.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე თბილისის მერიამ შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება შემდეგი დასაბუთებით:

კასატორის განმარტებით, დადგენილია, რომ შპს „კ-ის“ მიერ არ სრულდებოდა საიჯარო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებები. შესაბამისად, მხარეს ეკისრებოდა თითოეული ხელშეკრულებიდან გამომდინარე საიჯარო ქირა და პირგასამტეხლო. პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულიად მართებულად მიიღო გადაწყვეტილება პირგასამტეხლოს სრულად დაკისრების შესახებ.

კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ არსებობდა დაკისრებული პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველი. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ვალდებულების დარღვევისთვის მოიჯარეს დაეკისრებოდა მთლიანი საიჯარო ქირის 0,1%. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც კანონმდებლობა ანიჭებს მხარეებს თავისუფლებას მათი შეხედულებისამებრ განსაზღვრონ პირგასამტეხლოს ოდენობა, სასამართლომ თავისი გადაწყვეტილებით არ უნდა შეზღუდოს კანონით დაცული და აღიარებული უფლებამოსილება. სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილებაში მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლზე, სადაც საუბარია, რომ სასამართლოს შეუძლია საქმის კონკრეტული გარემოებებიდან გამომდინარე შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. თუმცა არ მიუთითებია იმ გარემოებაზე, თუ რატომ მიიჩნია, რომ ხელშეკრულებით განსაზღვრული და მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია და უნდა შემცირდეს. კასატორის აზრით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლი და საერთოდ არ დაასაბუთა მისი გამოყენება.

ამრიგად, კასატორმა მიიჩნია, რომ სასამართლო არ იყო უფლებამოსილი ყოველგვარი სამართლებრივი დასაბუთების გარეშე მიეღო გადაწყვეტილება პირგასამტეხლოს შემცირების შესახებ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მერიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

განსახილველ შემთხვევაში, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით კასატორი სადავოდ ხდის სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებას 0,1%-დან 0,01%-მდე.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირების თაობაზე არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ვალდებულების დარღვევისათვის გათვალისწინებული პირგასამტეხლოს დანიშნულებისა და მისი განაკვეთის შემცირების წინაპირობების თაობაზე არსებობს უზენაესი სასამართლოს სტაბილური პრაქტიკა (იხ. სუს 2015 წლის 19 მარტის №ას-48-43-2015 განჩინება; სუს 2014 წლის 10 აპრილის Nას-23-23-2014 განჩინება; სუს 2013 წლის 20 მაისის Nას-1432-1351-2012 განჩინება).

უზენაესი სასამართლოს ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებებში განმარტებულია, რომ სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, პირგასამტეხლო წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება, ამ ვალდებულების შესრულებამდე. სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა.

პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება.

პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია აგრეთვე მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა.

სასამართლოს, ზემოაღნიშნული კრიტერიუმების გათვალისწინებით, მხარის შუამდგომლობის საფუძველზე უფლება აქვს, დაიყვანოს პირგასამტეხლო თანაზომიერების ფარგლებამდე, რაც განახორციელა სააპელაციო სასამართლომ.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ქ. თბილისის მერიის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე