Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ას-406-386-2015 20 ივლისი, 2015 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ი.ა-ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – რ. კ-ე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 10 თებერვლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

რ. კ-ემ მოითხოვა ი.ა-ისათვის 6 000 აშშ დოლარის დაკისრება.

2. მოპასუხის პოზიცია:

ი.ა-მა სარჩელი ნაწილობრივ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელეს თანხას ბინის გადაგირავების შემდეგ გადაუხდიდა.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 3 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა და ი.ა-ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 6 000 აშშ დოლარის გადახდა.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.

4. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 10 თებერვლის განჩინებით ი.ა-ს უარი ეთქვა სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

4.1. გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

4.1.1. პალატამ დადგენილად ცნო, რომ 2012 წლის 10 აგვისტოს ი.ა-მა რ. კ-ისაგან 2014 წლის 10 აგვისტომდე ისესხა 6 000 აშშ დოლარი;

4.1.2. აპელანტს მოწინააღმდეგე მხარისათვის ნასესხები თანხა არ დაუბრუნებია, რასაც არც თავად უარყოფს.

4.1.3. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ მართებულად იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 623-ე-625-ე, 361-ე მუხლებით, რადგანაც ი.ა-ი ვალდებული იყო, რ.კ-ისათვის დაებრუნებინა სესხი.

4.1.4. აპელანტის მიერ მითითებული ფაქტები სადავო სამართლებრივ ურთიერთობას, ძირითადად, არ ეხებოდა, დავის საგანთან დაკავშირებით, აპელანტმა, არსებითად, მხოლოდ ის განმარტა, რომ მან რ. კ-ისაგან თანხა ისესხა იმ პირობით, რომ იგი მას დაუბრუნებდა სხვა პირისაგან თანხის სანაცვლოდ სესხების შემთხვევაში. ამგვარი პირობის არსებობა არც საქმის მასალებით დასტურდებოდა და, რომც დადასტურებულიყო, სამოქალაქო კოდექსის 92-ე მუხლის საფუძველზე, მაინც ბათილი იქნებოდა. აპელანტს არ მიუთითებია, კონკრეტულად რა ზიანი მიაყენა მას რ.კ-ემ, თუმცა რომც მიეთითებინა, სასამართლო ამ გარემოებებს ვერ შეაფასებდა, რადგან რ. კ-ის მიერ ი.ა-ისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება დავის საგანი არ ყოფილა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლის თანახმად კი, სასამართლო ვერ გასცდებოდა სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებს.

5. კასატორის მოთხოვნა:

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩვრა ი.ა-მა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება.

5.1. საკასაციო საჩივრის საფუძლები:

5.1.1. კასატორის განმარტებით, სასამართლომ არ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 242-ე, 341-ე, 353-ე, 408-ე, 411-ე, 452-ე მუხლები, ასევე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე და 281-ე მუხლები.

5.1.2. სასამართლო არასწორ შეფასებას აძლევს ვალის აღიარებას, რადგანაც მოსარჩელემ ამ თანხით დაიგირავა მოპასუხის კუთვნილი ბინა და გადასვლის დროისათვის დააზიანა ნივთები, აღნიშნულით კასატორს მიადგა, როგორც მორალური, ისე მატერიალური ზიანი, გარდა ამისა, მაკლერებთან გაავრცელა ინფორმაცია, რომლითაც ი.ა-ს ხელი შეეშალა ბინის გადაგირავებაში. სააპელაციო სასამართლომ, მსგავსად პირველი ინსტანციის სასამართლოსი, არასწორად განმარტა კანონი, რის შედეგადაც დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება იქნა მიღებული.

5.1.3. სასამართლომ არასწორად დააკვალიფიცირა მხარეთა შორის ურთიერთობა სესხის ხელშეკრულებად, რადგანაც, კასატორის განმარტებით, „ბინა ჩადებულ იქნა ზალოგში“, გარდა აღნშნულისა, გასაჩივრებული განჩინების 2.3; 2.4; 2.5; 2.6; 2.7; 4.6 და 4.8 პუნქტებში მითითებული გარეოებები სინამდვილეს არ შეესაბამება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა ი.ა-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელი.შემდეგ გარემოებათა გამო:

1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:

1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანი.სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილული.მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებული.სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

1.2. გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება ძირითადად ეფუძნება იმ დასკვნებს, რომ მხარეთა შორის არსებობდა სესხის სამართლებრივი ურთიერთობა და მოვალეს არ დაუბრუნები.თანხა, ამდენად, არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.

1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზი.(შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებაში არ წარმოუდგენი.დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზი.(შედავება).

1.4. საკასაციო საჩივრის შესწავლით ირკვევა, რომ კასატორი არ ეთანხმება განჩინების დასკვნას სესხის სამართლებრივი ურთიერთობის თაობაზე იმ საფუძვლით, რომ „ბინა ჩადებულ იქნა ზალოგში“, ამასთანავე, მოსარჩელემ ბინის დაცლისას დააზიანა მოპასუხის ნივთები, რითაც მიადგა მორალური და მატერიალური ზიანი, გარდა აღნიშნულისა, მაკლერებთან უარყოფითი ინფორმაციის გავრცელების გამო, კასატორი ვეღარ აგირავებს ბინას.

1.5. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს საქმეში წარმოდგენილ სესხის სანოტარო წესით დამოწმებულ ხელშეკრულებაზე, ასევე ი.ა-ის შესაგებელზე, რომლითაც მოპასუხეს სასესხო ურთიერთობა, ასევე მისი შეუსრულებლობის ფაქტი სადავო არ გაუხდია. არც წარმოდგენილი სესხის ხელშეკრულებით და არც საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დგინდება მხარეთა შორის პირობითი გარიგების არსებობა, შესაბამისად, დაუსაბუთებელი.კასატორის მტკიცება, რომ მხარეთა შორის სესხის ხელშეკრულება არ გაფორმებულა. ამასთანავე, პალატა მოიხმობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილს, რომლითაც განსაზღვრული.მოპასუხის უფლება, ცნოს სარჩელი. ეს გარემოება კი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მოთხოვნის დაკმაყოფილების უპირობო საფუძველია. გარდა აღნიშნულისა, სადავო სამართალურთიერთობის მატერიალურ საფუძველს წარმოადგენს 623-ე მუხლი, რომლის ძალითაც სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი, ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილიდან გამომდინარე კი, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

1.6. ზიანის მიყენების ფაქტთან მიმართებით საკასაციო პალატა განუმარტავს მხარეს, რომ მოქმედი საპროცესო კანონმდებლობა სარჩელისაგან თავდაცვის საშუალებად იცნობს როგორც შესაგებლის, ისე შეგებებული სარჩელის წარდგენის ინსტიტუტს და მათ შორის არსებით სხვაობას წარმოადგენს ის, რომ შესაგებლით მხარე უარყოფს მის წინააღმდეგ წარდგენილ მოთხოვნებს, იმგვარად, რომ თავად რაიმე მოთხოვნას მოსარჩელის მიმართ არ აყენებს, შეგებებული სარჩელის პირობებში კი, მოპასუხე სამართლებრივად უთანაბრდება მოსარჩელეს, რომელიც ასევე გარკვეულ მოთხოვნას აყენებს მისარჩელის მიმართ.

მოცემულ შემთხვევაში, უდავოა, რომ ი.ა-ს შეგებებული სარჩელი არ აღუძრავს, შესაბამისად, შესაგებელში მითითება ზიანის ნებისმიერი ფორმით მიყენებაზე, სავსებით გამორიცხავდა სასამართლოს შესაძლებლობას, ემსჯელა და შეეფასებინა ამ ზიანის გავლენა სასარჩელო მოთხოვნის კანონიერებასთან მიმართებაში.

1.7. რაც შეეხება კასატორის მიერ სხვადასხვა დროს წარმოდგენილ განცხადებებში მითითებულ გარემოებებს, მათ პალატა შეფასების საგნად ვერ აქცევს დავის საგანთან შემხებლობის არქონის გამო, გარდა აღნიშნულისა, საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოში ახალ ფაქტებზე მითითება დაუშვებელია.

1.8. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას ი.ა-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

2. სასამართლო ხარჯები:

„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1 მუხლის „მ“ ქვეპუნქტის თანახმად, ი.ა-ი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ი.ა-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

პ. ქათამაძე