Facebook Twitter

საქმე №ას-554-525-2015 1 ივლისი, 2015 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ი. კ.-ა (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – მ. ბ.-ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 1 აპრილის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელზე უარის თქმა

დავის საგანი – სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულების შესრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

მ. ბ.-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე ი. კ.-ას მიმართ და მოითხოვა სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ი. კ.-ასათვის 7000 აშშ დოლარის დაკისრეაბა.

მოპსუხემ სარჩელი არ ცნო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 17 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მ. ბ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხე ი. კ.-ას მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 7000 აშშ დოლარის გადახდა.

აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე საჩივარი შეიტანა ი. კ.-ამ და მოითხოვა მისი გაუქმება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 10 ივლისის განჩინებით ი. კ.-ას საჩივარი ამავე სასამართლოს 2014 წლის 17 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი. კ.-ამ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 1 აპრილის განჩინებით ი. კ.-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ი. კ.-ამ და მოითხოვა მისი გაუქმება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 1 ივნისის განჩინებით ი. კ.-ას შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების ან სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა და კასატორს დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 350 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა.

2015 წლის 10 ივნისს ი. კ.-ამ განცხადებით მომართა საკასაციო პალატას და კვლავ მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლება ან სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება იმ საფუძვლით, რომ არის უმუშევარი და არა აქვს საშუალება გადაიხადოს სახელმწიფო ბაჟი.

საკასაციო სასამართლოს 2015 წლის 11 ივნისის განჩინებით ი. კ.-ას შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების ან სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა და კასატორს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების საპროცესო ვადა 5 დღით.

2015 წლის 18 ივნისს ი. კ.-ამ განცხადებით მომართა საკასაციო პალატას და კვლავ მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლება ან სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება, მაგრამ კასატორმა ვერ წარმოადგინა მისი მძიმე ქონებრივი მდგომარეობის დამადასტურებული უტყუარი მტკიცებულება.

საკასაციო სასამართლოს 2015 წლის 22 ივნისის განჩინებით ი. კ.-ას შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების ან სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა და კასატორს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების საპროცესო ვადა 3 დღით.

2015 წლის 26 ივნისს ი. კ.-ამ განცხადებით მომართა საკასაციო პალატას და კვლავ მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება 2015 წლი 20 სექტემბრამდე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ი. კ.-ას საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 1 ივნისის განჩინებით ი. კ.-ას შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების ან სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო, და კასატორს დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 350 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა.

ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილ ვადაში კასატორმა განცხადებით მომართა სასამართლოს და კვლავ მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლება ან სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება იმ საფუძვლით, რომ არის უმუშევარი და არა აქვს საშუალება გადაიხადოს სახელმწიფო ბაჟი.

საკასაციო სასამართლოს 2015 წლის 11 ივნისის განჩინებით ი. კ.-ას შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების ან სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა და კასატორს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების საპროცესო ვადა 5 დღით, ამავე განჩინებით განემარტა მხარეს ხარვეზის გამოუსწორებლობის ნეგატიური შედეგების თაობაზე.

ზემოთმითითებულ განჩინებაში საკასაციო სასამართლომ მხარეს განუმარტა, რომ შუამდგომლობაში მითითებული გარემოებები ასახული იყო საკასაციო საჩივარშიც და ამ გარემოებათა შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის გზით დაუდასტურებლობის გამო, შუამდგომლობა სასამართლომ არ გაიზიარა. მიუხედავად აღნიშნულისა, მხარეს კიდევ ერთხელ ეცნობა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე და 48-ე მუხლებით გათვალისწინებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან გათავისუფლებისა თუ მისი გადახდის გადავადების შესაძლებლობა გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სასამართლოს მხარის მიერ წარდგენილი უტყუარი მტკიცებულებების შესწავლისა და ანალიზის საფუძველზე შეექმნებოდა შინაგანი რწმენა მხარის მძიმე ქონებრივი მდგომარეობის შესახებ, კერძოდ, რომ მას არ შეუძლია სახელმწიფო ბაჟის გადახდა, ხოლო მისი გადახდის გადავადების, გადახდისაგან გათავისუფლებისა თუ ოდენობის შემცირების ღონისძიების გამოუყენებლობა მხარეთა სადავოდ ქცეულ უფლებას სასამართლო წესით დაცვის მიღმა დატოვებდა.

2015 წლის 18 ივნისს ი. კ.-ამ განცხადებით მომართა საკასაციო პალატას და კვლავ მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლება ან სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება, მაგრამ კასატორმა ვერ წარმოადგინა მისი მძიმე ქონებრივი მდგომარეობის დამადასტურებული უტყუარი მტკიცებულება.

საკასაციო სასამართლოს 2015 წლის 22 ივნისის განჩინებით ი. კ.-ას შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების ან სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა და კასატორს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების საპროცესო ვადა 3 დღით.

2015 წლის 26 ივნისს ი. კ.-ამ განცხადებით მომართა საკასაციო პალატას და კვლავ მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება 2015 წლი 20 სექტემბრამდე, მაგრამ კასატორმა ვერ წარმოადგინა მისი მძიმე ქონებრივი მდგომარეობის დამადასტურებული უტყუარი მტკიცებულება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

მოცემულ შემთხვევაში, პალატა მხედველობაში იღებს რა იმ გარემოებას, რომ მხარემ, მიუხედავად საპროცესო ვადის გაგრძელებისა, საკასაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზი არ გამოასწორა, რაც საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების უპირობო საფუძველია, აღარ არსებობს საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ შუამდგომლობის თუნდაც ნაწილობრივ დაკმაყოფილების წინაპირობები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის პირველი, მე-2 ნაწილებით, 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ი. კ.-ას საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე ზურაბ ძლიერიშვილი