საქმე №ას-582-553-2015 15 ივლისი, 2015 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ბაქაქური, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – დ. ტ.-ე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - გ. ნ.-ი (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – ქ. სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის2015 წლის 17 აპრილის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება
დავის საგანი – გარგების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
10.12.2008წ.-ს ვ. ტ.-ემ სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხე გ. ნ.-ის მიმართ, რომლითაც მოითხოვა 21.08.2006წ.-ს მასსა და გ. ნ.-ს შორის გაფორმებული სანოტარო აქტის (რეგისტრაციის N1-..) - ქ.ბ-ში ხ. და ქ. ქ.N4/30-ში მდებარე უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების გამოსყიდვის უფლებით ბათილად ცნობა. ბ-ის საქალაქო სასამართლოს 19.08.2009წ.-ის გადაწყვეტილებით ვ. ტ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი ვ. ტ.-ესა და გ. ნ.-ს შორის 21.08.2006წ.-ს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით.
გ.ნ.-ის მიერ ზემოთ მითითებული გადაწყვტილების სააპელაციო წესით გასაჩივრების შედეგად გაუქმდა ბ-ის საქალაქო სასამართლოს 19.08.2009წ.-ის გადაწყვეტილება და 27.11.2009წ.-ს ქ. სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ვ.ტ.-ის სარჩელი მოპასუხე გ.ნ.-ის მიმართ 21.08.2006წ.-ს მასსა და გ.ნ.-ს შორის დადებული გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
ზემოთმითითებულ გადაწყვეტილებაზე დ.ტ.-ის მიერ წარდგენილი საკასაციო საჩივარი 02.12.2010წ.-ის საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით როგორც დაუშვებელი დარჩა განუხილველად. უფრო ადრე კი, ამავე სასამართლოს 16.09.2010წ.-ის განჩინებით გარდაცვლილი ვ.ტ.-ის უფლებამონაცვლედ საქმის განხილვაში ჩაერთო დ.ტ.-ე.
24.02.2015წ-ს ქ. სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა ვ.ტ.-ის უფლებამონაცვლე დ.ტ.-ემ და მოითხოვა 27.11.2009წ.-ის ქ. სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ პუნქტით გათვალისწინებული სამართლებრივი საფუძვლით. განმცხადებელმა მიუთითა შემდეგზე:
2011 წლის 14 დეკემბერს ვ.ტ.-ის ვაჟიშვილის დ.ტ.-ისა და მისი მეუღლის მ. ს.-ის საჩივრების საფუძველზე, საქართველოს შსს-ს ბ-ის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მესამე განყოფილებაში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით – ვ.ტ.-ის საკუთრებაში არსებული, ბ-ში ხ./ქ. ქუჩის №4/30-ში მდებარე ბინის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე. სისხლის სამართლის საქმეს მიენიჭა ნომერი: .... ვ.ტ.-ის გარდაცვალების გამო საქმეში დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ჩაერთო დ. ტ.-ე. მოგვიანებით, მოპასუხე გ. ნ.-ის ადვოკატმა დ. ბ.-ემ და დ. ტ.-ის ინტერესების დამცველმა რ. რ.-ემ მოატყუეს ბ-ის რაიონული პროკურორი - ა. ხ.-ძე, რომ თითქოსდა დ. ტ.-ე მოურიგდა გ. ნ.-ს, რის შედეგადაც ბ-ის რაიონული პროკურატურის დადგენილებით №.. საქმეზე შეწყდა გამოძიება. გამოძიების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე ბ-ის რაიონული პროკურატურის პროკურორმა რ. ტ.-მ თავის დადგენილებაში დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ნასყიდობის გამოსყიდვის უფლებით ხელშეკრულების დადების მიზანი იყო მ. ს.-ის მევალეებისათვის გარანტიის შექმნა და ორი წლის განმავლობაში თანხის დაფარვის შემთხვევაში ბინის უკან გამოსყიდვა. მოგვიანებით, დ. ტ.-ის მოთხოვნით, მის საქმეს ჩამოცილდა ადვოკატი რ. რ.-ე და დ. ტ.-ის ინტერესების დაცვა გამოძიებაში გააგრძელა დ. ჯ.-მ, რომელმაც აჭარის ა/რ პროკურატურაში გაასაჩივრა აღნიშნული დადგენილება და მოითხოვა გამოძიების განახლება შემდეგ გარემოებათა გამო: პროკურორმა ტ-ემ, გამოძიების შეწყვეტის შესახებ დადგენილებაში დადგენილად მიიჩნია, რომ გ. ნ.-მა მოტყუებით, მ. ს.-ის დაზარალებულ-მევალეებისათვის ვალების გადახდის ცრუ დაპირებით მოითხოვა 25.000 აშშ დოლარი და ამ თანხის გადახდის უზრუნველსაყოფად გაფორმდა უძრავ ქონებაზე ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით. ამავე დადგენილებაში, პროკურორმა თაღლითობად არ მიიჩნია გ. ნ.-ისა და გ. გ-ვილის ქმედებები, რადგან მათ მიმართ მიმდინარეობდა გამოძიება ცრუ ჩვენებების მიცემის ფაქტზე. ადვოკატმა დ. ჯ.-მ გამოძიების შეწყვეტის შესახებ დადგენილება გაასაჩივრა არა ფაქტობრივი გარემოებების ეჭქვეშ დაყენების მოტივით, არამედ ამ გარემოებების არასწორი შეფასების გამო. აღნიშნული საჩივრების საფუძველზე აჭარის ა/რ პროკურატურის განყოფილების პროკურორმა დ. ჭ.-ემ გააუქმა გასაჩივრებული დადგენილება გამოძიების შეწყვეტის შესახებ და №...სისხლის სამართლის საქმეზე განაახლა გამოძიება.
განმცხადებლის განმარტებით, გ. ნ.-მა, როგორც სისხლის სამართლის საქმეზე დაკითვისას, ასევე სამოქალაქო საქმის წარმოების დროს თავის შესაგებელში განაცხადა, რომ ნასყიდობა გამოსყიდვის უფლებით ნამდვილად შედგა და მან ვ. ტ.-ეს გადაუხადა 25.000 დოლარი. გ.ნ.-ისა და მ.ვ.-ის მიერ გამოძიებაში მიცემული ჩვენების მიხედვით გ.ნ.-ის მეუღლემ მ.ვ.-მა ლ-ის რაიონში გაყიდა მიწის ნაკვეთი და აღებული თანხიდან იქნა გადახდილი 25.000 აშშ დოლარი ვ.ტ.-ისათვის. დ.ტ.-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. ჯ-ის მიერ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაციით გაირკვა, რომ 2006 წლის 1 სექტემბრამდე მოქალაქე მ.ვ.-ზე ლ-ის რაიონში საკუთრების უფლება არ დარეგისტრირებულა და შესაბამისად, მას არც რაიმე უძრავი ქონება გაუსხვისებია.
განმცხადებლის განმარტებით, ბ-ის რაიონული პროკურატურის 2015 წლის 4 თებერვლის დადგენილებით, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ შესულია კანონიერ ძალაში და ამ დადგენილებით დადგენილია კავშირი გ. ნ.-სა და მ. ს.-ს შორის, კერძოდ, დადგენილია, რომ გ. ნ.-მა აღიარა, რომ მან გადასცა თანხა მ. ს.-ს დასაქმების (ზღვაში გაშვების) სანაცვლოდ, ანუ დადგენილია ის ძირითადი გარემოება, რომელზე დაყრდნობითაც სააპელაციო სასამართლომ შეცვალა ბ-ის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება - კავშირი გ. ნ.-სა და მ. ს.-ს შორის.
გამოძიებით ასევე დადგენილ იქნა, რომ გ. ნ.-ს არ გადაუხდია რეალურად ვ. ტ.-ისათვის 25 000 აშშ დოლარი, ვინაიდან იგი ამ დროისათვის არსად არ მუშაობდა და არ გააჩნდა შესაბამისი შემოსავალი. გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ ვ. ტ.-ესა და გ. ნ.-ს შორის არანაირი გარიგება არ დადებულა და ეს ე.წ. გარიგება დაიდო იმის გამო, რომ ნ.-ი დაპირდა ვ. ტ.-ეს მ. ს.-ის მიმართ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის დასრულებას ს.-ის სასარგებლოდ, (მ. ს.-ი არის ვ. ტ.-ის შვილის, დ. ტ.-ის მეუღლე).
განმცხადებლის განმარტებით, თუ ეს მტკიცებულებები მათ ხელთ ექნებოდათ 2009 წელს, მაშინ ქ. სააპელაციო სასამართლო უცვლელად დატოვებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას ვ.ტ.-ის სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
ქ. სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 17.04.2015წ.-ს განჩინებითდ.ტ.-ის განცხადება, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 27.11.2009წ.-ის გადაწყვეტილების გაუქმებისა და წარმოების განახლების შესახებ არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.
ქ. სააპელაციო სასამართლოს განჩინება ეფუძნება შემდეგ გარემოებებსა და სამართლებრივ შეფასებას:
დადგენილია, რომ ბ-ის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა ვ. ტ.-ემ, მოპასუხედ მიუთითა გ. ნ.-ი და მოითხოვა ვ. ტ.-ესა და გ. ნ.-ს შორის 21.08.2006წ.-ს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა.
დადგენილია, რომ ბ-ის საქალაქო სასამართლოს 19.08.2009წ.-ის გადაწყვეტილებით ვ. ტ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი ვ. ტ.-ესა და გ. ნ.-ს შორის 21.08.2006წ.-ს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით.
დადგენილია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით იქნა გასაჩივრებული გ. ნ.-ის მიერ. ქ. სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 27.11.2009წ.-ის გადაწყვეტილებით გ. ნ.-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა ბ-ის საქალაქო სასამართლოს 19.08.2009წ.-ის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ვ. ტ.-ის სარჩელი, 21.08.2006წ.-ს მასსა და გ.ნ.-ს შორის დადებული გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილობის მოთხოვნით, არ დაკმაყოფილდა.
ქ. სააპელაციო პალატამ გადაწყვეტილების მიღებისას დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
- 21.08.2006წ.-ს მოსარჩელე ვ.ტ.-ესა და გ.ნ.-ს შორის დაიდო ბინის ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით;
- ორი წლის განმავლობაში მოსარჩელეს სადავოდ არ გაუხდია გარიგების ნამდვილობა;
- ხელშეკრულება დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში და გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდგომ მოსარჩელე თანმხლებ პირებთან ერთად გამოსახლდა საცხოვრებელი ბინიდან.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით: საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე ვერ დადგინდა რაიმე კავშირი საქმეზე მოწმის სახით დაკითხული მოსარჩელის რძლის - მ.ს.-ის მიმართ აღძრულ სისხლის სამართლის საქმესა და განსახილველ სამოქალაქო დავას შორის. მოსარჩელის მიერ სასამართლოში არ ყოფილა წარმოდგენილი რაიმე სახის მტკიცებულება, რომლითაც დადგინდებოდა ს.-ის მიმართ აღძრულ სისხლის სამართლის საქმესთან ნ.-ის რაიმე სახის სტატუსით შემხებლობის ფაქტი. ამავე გადაწყვეტილებით მსჯელობის საგანი იყო ნასყიდობის საფასურის გადაუხდელობა, რომელიც სააპელაციო სასამართლომ, მტკიცებულებათა არარსებობის გამო ასევე დაუდასტურებლად მიიჩნია (გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი, კერძოდ, გადაწყვეტილების მე-5 გვერდის, ბოლო აბზაცი).
დასახელებული გადაწყვეტილება საკასაციო გასაჩივრების შემდგომ შევიდა კანონიერ ძალაში. განმცხადებელმა მოითხოვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, ქ. სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება და ახლად აღმოჩენილ გარემოებად მიიჩნია ბ-ის რაიონული პროკურატურის 2015 წლის 4 თებერვლის დადგენილებას - სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ. სისხლის სამართლის გამოძიება დაწყებული იყო საქმეზე, ქ.ბ-ში, ხ. ქ. №..-ში მდებარე საცხოვრებელი ბინის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით, მ. ს.-ის განცხადების საფუძველზე. დადგენილების აღწერილობით ნაწილშიაღნიშნულია, რომ გამოძიების პროცესში დადგენილ იქნა, რომ გ. ნ.-ს, ყიდვა - გამოსყიდვის ხელშეკრულების გაფორმებისას ვ. ტ.-ისათვის 25 000 აშშ დოლარი არ გადაუცია. ამასთან მითითებულია, გ. ნ.-სა და მ. ს.-ს შორის კავშირზე.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლზე, ასევე, 423-ე მუხლის პირველ ნაწილის მიხედვით კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ: ა) აღმოჩნდება, რომ დოკუმენტი, რომელსაც გადაწყვეტილება ემყარება, ყალბია; ბ) დადგენილია მოწმის შეგნებულად ცრუ ჩვენება, ექსპერტის შეგნებულად ყალბი დასკვნა, შეგნებულად არასწორი თარგმანი, რასაც მოჰყვა უკანონო ან დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების მიღება; გ) დადგენილია ამ საქმეზე მხარეთა და მათ წარმომადგენელთა დანაშაულებრივი ქმედება ან მოსამართლის დანაშაულებრივი ქმედება; დ) სასამართლო განაჩენი, გადაწყვეტილება, განჩინება ან სხვა ორგანოს დადგენილება, რომელიც საფუძვლად დაედო ამ გადაწყვეტილებას, გაუქმდა; ე) მხარე წარუდგენს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებას, რომელიც გამოტანილია იმავე სარჩელის მიმართ; ვ) მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას. ზ) არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის ან/და მისი დამატებითი ოქმების დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით, და დადგენილი დარღვევა გადასასინჯი გადაწყვეტილებიდან გამომდინარეობს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად: ამ მუხლის პირველი ნაწილის „ე"-„ვ" ქვეპუნქტებში აღნიშნული საფუძვლებით საქმის განახლება დასაშვებია, თუ მხარეს თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს წარმოედგინა კანონიერ ძალაში შესული და იმავე სარჩელზე გამოტანილი გადაწყვეტილება, ან მიეთითებინა ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სამოქალაქო საპროცესო სამართალი ითვალისინებს საქმეთა გადასინჯვას, კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებათა გაუქმების განსაკუთრებულ წესს საქმის წარმოების განახლების სახით (სსკ-ის 421-432-ე მუხლები), კერძოდ, სამოქალაქო სამართალწარმოებაში სასამართლო დადგენილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ შეიძლება აღმოჩნდეს, რომ მისი გამოტანის დროს არსებობდა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, რომლებიც არსებობდა, მაგრამ ადრე არ იყო ცნობილი და არც შეიძლებოდა ცნობილი ყოფილიყო ერთ - ერთი ან ორივე მხარისათვის. მოცემულ გარემოებებს ახლად აღმოჩენილი გარემოებები ეწოდება.
კონკრეტულ შემთხვევაში ასეთ ახალ გარემოებად განმცხადებელმა მიიჩნია „სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ 04.02.2015წ.-ის, აჭარის ა/რ პროკურატურის დადგენილება”. ახალ ფაქტად, მტკიცებულებად, თუ გარემოებად მიიჩნია, თავად ამ დადგენილების აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილში მითითებული გარემოებები, სახელდობრ ის, რომ გ. ნ.-ი და გ. გ.-ი წარმოადგენდნენ 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” და „გ” ქვეპუნქტების კვალიფიკაციით ძებნაში მყოფი მ. ს.-ის ქმედებებით დაზარალებულ პირებს. გ. ნ.-ის და გ.გ.-ის მიერ ყველა დაზარალებულისათვის ზიანის ასანაზღაურებლად მოთხოვილი თანხების 25 000 აშშ დოლარის 2 წლიან ვადაში აუნაზღაურებლობის გამო, ქ. ბ-ში, ხ. და ქ. ქუჩების №4/30-ში მდებარე 90 586 აშშ დოლარად ღირებული 94,36 კვ.მ. ფართის მქონე ვ. ტ.-ის კუთვნილი უძრავი ქონება 2008 წლის 21 აგვისტოს შემდეგ გახდა გ. ნ.-ის შეუზღუდავი საკუთრება, რომლითაც იგი უსაფუძვლოდ გამდიდრდა, ხოლო ვ. ტ.-ემ დაკარგა საკუთრების უფლება უძრავ ქონებაზე და ა.შ.
სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საფუძვლად, კანონმდებელი მიიჩნევს მხარის მიერ ახალი გარემოებისა თუ მტკიცებულების, ანუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ისეთი ფაქტის (ფაქტობრივი გარემოების) და ისეთი მტკიცებულებების შეტყობას, რომელიც საქმის არსებითად განხილვის ეტაპზე არსებობდა, ობიექტურად იყო უცნობი და გონივრული წინდახედულობის ფარგლებში მათი შეტყობა მხარისათვის შეუძლებელი იქნებოდა.
მოცემულ შემთხვევაში, 04.02.2015წ.-ის დადგენილება სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ ცხადია არ არის ახალი გარემოება თუ მტკიცებულება, რადგან ეს მტკიცებულება, გარემოება (დოკუმენტი) არ არსებობდა საქმეზე გადაწყვეტილების მიღების დროს, არამედ მიღებულია 04.02.2015წ.-ს.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, თუ ახალ გარემოებაზე მითითებად ჩავთვლით მითითებულ დოკუმენტში აღნიშნულ გარემოებებს (რომ გ. ნ.-ი უსაფუძვლოდ გამდიდრდა, რომ რეალურად ადგილი არ ქონია ნასყიდობის ხელშეკრულებას, რასაც მოწმეები ადასტურებენ), ასეთ შემთხვევაშიც ვერ იქნება გაზიარებული განმცხადებლის პოზიცია, გამომდინარე იქიდან, რომ სამართალწარმოების შეჯიბრებითობის პრინციპის მიხედვით, თითოეულ მხარეს ეკისრება იმ გარემოებების მითითებისა და დამტკიცების ტვირთი, რომელიც მისთვის სასარგებლო შედეგის დადგომას გამოიწვევს. მოცემულ შემთხვევაში კი, განმცხადებელმა ვერ მიუთითა, რატომ იყო მისი მხრიდან შეუძლებელი იმ გარემოებებზე მითითება საქმის არსებითი განხილვის დროს, რაც სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ დადგენილებაში იყო ასახული. აღნიშნული კი, სააპელაციო სასამართლოს მითითებით გამორიცხავდა განცხადების დაკმაყოფილებისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების ფაქტობრივ-სამართლებრივ საფუძვლებს.
სააპელაციო სასამართლოს ზემოთმითითებულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა დ. ტ.-ემ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო კანონიერ ძალაში შესული ქ. სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 27.11.2009წ.-ის გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.
კერძო საჩივრის ავტორის მითითებით ძირითადი არგუმენტი, რის გამოც ქ. სააპელაციო სასამართლომ 27.11.2009წ.-ის გადაწყვეტილებით გააუქმა ვ. ტ.-ის სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ ბ-ის საქალაქო სასამართლოს 19.08.2009წ.-ის გადაწყვეტილება, იყო ის, რომ საქმის მასალებით არ დგინდებოდა რაიმე სახის კავშირი მოპასუხე გ. ნ.-სა და მოსარჩელე ვ. ტ.-ის რძალს - ძებნაში მყოფ მ. ს.-ს შორის; ასევე არ დგინდებოდა ნასყიდობის საფასურის გადაუხდელობის შესახებ ფაქტობრივი გარემოებები, სახელდობრ, სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მართალია ნასყიდობის ხელშეკრულებაში არაფერი იყო მითითებული ნასყიდობის საფასურის გადახდის თაობაზე, თუმცა მყიდველი - გ.ნ.-ი განმარტავდა რომ მას თანხა გადახდილი ჰქონდა.
მოცემულ შემთხვევაში, 04.02.2015წ.-ის დადგენილება „სისხლის სამართლის N... საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ“ წარმოადგენს ახალ გარემოებას, რომლის, სასამართლოში სამოქალაქო საქმის განხილვის მომენტისათვის, არსებობის შემთხვევაში, უცვლელად დარჩებოდა ბ-ის საქალაქო სასამართლოს 19.08.2009წ.-ის გადაწყვეტილება ვ. ტ.-ის სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. სახელდობრ, მითითებული დადგენილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით გამომდინარეობს დასკვნა იმის თაობაზე, 21.08.2006წ.-ს დ. ტ.-ესა და გ. ნ.-ს შორის გაფორმებული სანოტარო აქტი (რეგისტრაციის N1-..) - ქ.ბ-ში ხ. და ქ. ქ.N4/30-ში მდებარე უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების გამოსყიდვის უფლებით, წარმოადგენს ბათილ გარიგებას, ანუ ეს გარემოებები, ეს დადგენილება წარმოადგენს იმ საპროცესო დოკუმენტს, რომელიც გამოიტანდა მოსარჩელისათვის ხელსაყრელ გადაწყვეტილებას.
კერძო საჩივრის ავტორის ეს პიზიცია ეყრდობა გამოძიებით დადგენილ შემდეგ გარემოებებს: გ. ნ.-ი და გ. გ.-ი წარმოადგენენ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტების სამართლებრივი საფუძვლით ძებნაში მყოფი მ. ს.-ის ქმედებების შედეგად დაზარალებულ პირებს. გ.ნ.-ი აპირებდა საჩივრის შეტანას მ.ს.-ის მიმართ და მოხდებოდა მისი დაზარალებულად ცნობა და მისთვის ასანაზღაურებელი ზიანი შეადგენდა 1000 აშშ დოლარს. ყველა დაზარალებულისათვის მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად მ.ს.-ის მეუღლემ დ. ტ.-ემ გააფორმა ვალის აღიარების ხელწერილი 16900 აშშ დოლარის ანაზღაურების შესახებ. 2006წ.-ს მ. ს.-ის მამათილი ვ. ტ.-ე დაითანხმეს, რომ ყველა დაზარალებულისათვის მიყენებული ზიანის - 25 000 აშშ დოლარის გადახდის გარანტად გადაეფორმებინა ქ.ბ-ში ხ. და ქ. ქ.N4/30-ში მდებარე უძრავი ქონება ორ წლიანი გამოსყიდვის უფლებით. 21.08.2006წ.-ს შეთანხმებისამებრ შედგა გარიგება ვ. ტ.-ესა და გ. ნ.-ს შორის. ხელშეკრულებაში მითითებული თანხა - 25 000 აშშ დოლარი გ.ნ.-ს ვ.ტ.-ისათვის არ გადაუხდია.
კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით გამოძიება ხანგრძლივი პროცესია, რასაც ადასტურებს მოცემულ საქმეზე წარმართული საგამოძიებო მსვლელობა, და მოსარჩელე მხარე გამოძიების დაწყებას 2008 წლიდან მოითხოვდა თაღლითობის ფაქტზე და გამოძიებამ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებებს შეფასება მხოლოდ 2015წ.-სათვის მისცა. პრაქტიკულად დოკუმენტი, რომელსაც ემყარება განცხადება შეიქმნა 24.02.2015წ.-ს და მითითებული დოკუმენტით დადგენილია კავშირი მოსარჩელე ვ. ტ.-ის რძალს - მ. ს.-სა და მოპასუხე გ. ნ.-ის შორის.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 11 ივნისის განჩინებით დ.ტ.-ის კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ დ. ტ.-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ბ-ის საქალაქო სასამართლოს 19.08.2009წ.-ის გადაწყვეტილებით ვ.ტ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი ვ.ტ.-ესა და გ.ნ.-ს შორის 21.08.2006წ.-ს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით.
გ.ნ.-ის მიერ ზემოთ მითითებული გადაწყვტილების სააპელაციო წესით გასაჩივრების შედეგად გაუქმდა ბ-ის საქალაქო სასამართლოს 19.08.2009წ.-ის გადაწყვეტილება და 27.11.2009წ.-ს ქ. სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ვ. ტ.-ის სარჩელი მოპასუხე გ.ნ.-ის მიმართ 21.08.2006წ.-ს მასსა და გ.ნ.-ს შორის დადებული გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
ზემოთმითითებულ გადაწყვეტილებაზე დ.ტ.-ის მიერ წარდგენილი საკასაციო საჩივარი 02.12.2010წ.-ის საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით როგორც დაუშვებელი დარჩა განუხილველად. უფრო ადრე კი, ამავე სასამართლოს 16.09.2010წ.-ის განჩინებით გარდაცვლილი ვ. ტ.-ის უფლებამონაცვლედ საქმის განხილვაში ჩაერთო დ. ტ.-ე.
დადგენილია, რომ 24.02.2015წ-ს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა ვ. ტ.-ის უფლებამონაცვლე დ.ტ.-ემ და მოითხოვა 27.11.2009წ.-ის ქ. სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გადაწყვეტილების გაუქმება.
ქ. სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 17.04.2015წ.-ს განჩინებითდ.ტ.-ის განცხადება, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო ქ. სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 27.11.2009წ.-ის გადაწყვეტილების გაუქმებისა და წარმოების განახლების შესახებ არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.
წარმოდგენილი კერძო საჩივრით სადავოდაა გამხდარი ქ. სააპელაციო სასამართლოსსამოქალაქო საქმეთა პალატის 17.04.2015წ.-ს განჩინების კანონიერება.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დასრულებული საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით წარდგენილი განცხადების საფუძვლიანობის კვლევისათვის პირველ რიგში, ყურადღებაა გასამახვილებელი კანონის იმ დანაწესზე, რომელიც საქმის წარმოების განახლების საპროცესო სამართლებრივ მექანიზმს ითვალისწინებს, ხოლო შემდგომ დასადგენია ამ საპროცესო მოქმედების განხორციელებისათვის კანონით გათვალისწინებული წანამძღვრების არსებობა.
საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმადაც კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები. კანონის შემდგომი ნორმებით კი, ამომწურავადაა განმარტებული, თუ რა შეიძლება იქნას მიჩნეული ახლად აღმოჩენილ გარემოებად ან გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძვლად. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ: ა) აღმოჩნდება, რომ დოკუმენტი, რომელსაც გადაწყვეტილება ემყარება, ყალბია; ბ) დადგენილია მოწმის შეგნებულად ცრუ ჩვენება, ექსპერტის შეგნებულად ყალბი დასკვნა, შეგნებულად არასწორი თარგმანი, რასაც მოჰყვა უკანონო ან დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების მიღება; გ) დადგენილია ამ საქმეზე მხარეთა და მათ წარმომადგენელთა დანაშაულებრივი ქმედება ან მოსამართლის დანაშაულებრივი ქმედება; დ) სასამართლო განაჩენი, გადაწყვეტილება, განჩინება ან სხვა ორგანოს დადგენილება, რომელიც საფუძვლად დაედო ამ გადაწყვეტილებას, გაუქმდა; ე) მხარე წარუდგენს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებას, რომელიც გამოტანილია იმავე სარჩელის მიმართ; ვ) მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას; ზ) არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის ან/და მისი დამატებითი ოქმების დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით, და დადგენილი დარღვევა გადასასინჯი გადაწყვეტილებიდან გამომდინარეობს.
უდავოა, რომ დ.ტ.-ე საქმის წარმოების განახლების მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტს მიიჩნევს (იხ. განცხადება საქმის წარმოების განახლების თაობაზე, კერძო საჩივარი). მითითებული ნორმის ანალიზის საფუძველზე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საფუძვლად კანონმდებელიმიიჩნევს მხარის მიერ ახალი გარემოებისა და მტკიცებულების, ანუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ისეთი ფაქტის (ფაქტობრივი ვითარების) და ისეთი მტკიცებულების შეტყობას, რომელიც საქმის არსებითად განხილვის ეტაპზე არსებობდა, ობიექტურად იყო უცნობი და საშუალო წინდახედულობის ფარგლებში მათი შეტყობა მხარისათვის შეუძლებელი იქნებოდა.
კანონმდებლის ამგვარი მიდგომა განპირობებულია იმით, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებისა თუ განჩინების გაუქმების ან ბათილად ცნობის შესახებ განცხადება შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ კანონით – სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე და 423-ე მუხლებით იმპერატიულად განსაზღვრულ შემთხვევებს, რადგან საქმის წარმოების განახლება, როგორც საპროცესო მოქმედება, არ წარმოადგენს სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების მორიგ ეტაპს და ამდენად, გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმების დამატებით საპროცესო მექანიზმს. კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დასრულებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში და ისიც, კანონით ზუსტად განსაზღვრული წინაპირობების არსებობისას.
მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატა ახლად აღმოჩენილად ვერ მიიჩნევს მხარისმიერ წარმოდგენილ მტკიცებულებას 04.02.2015წ.-ის დადგენილებას „სისხლის სამართლის N... საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ“, რომლითაც დადასტურებულია ის გარემოებები, რომ გ. ნ.-ი და გ. გ.-ი წარმოადგენენ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტების სამართლებრივი საფუძვლით ძებნაში მყოფი მ. ს.-ის ქმედებების შედეგად დაზარალებულ პირებს. გ.ნ.-ი აპირებდა საჩივრის შეტანას მ.ს.-ის მიმართ და მოხდებოდა მისი დაზარალებულად ცნობა და მისთვის ასანაზღაურებელი ზიანი შეადგენდა 1000 აშშ დოლარს. ყველა დაზარალებულისათვის მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად მ.ს.-ის მეუღლემ დ. ტ.-ემ გააფორმა ვალის აღიარების ხელწერილი 16900 აშშ დოლარის ანაზღაურების შესახებ. 2006წ.-ს მ. ს.-ის მამათილი ვ. ტ.-ე დაითანხმეს, რომ ყველა დაზარალებულისათვის მიყენებული ზიანის - 25 000 აშშ დოლარის გადახდის გარანტად გადაეფორმებინა ქ.ბ-ში ხ. და ქ. ქ.N..-ში მდებარე უძრავი ქონება ორ წლიანი გამოსყიდვის უფლებით. 21.08.2006წ.-ს შეთანხმებისამებრ შედგა გარიგება ვ. ტ.-ესა და გ. ნ.-ს შორის. ხელშეკრულებაში მითითებული თანხა - 25 000 აშშ დოლარი გ.ნ.-ს ვ.ტ.-ისათვის არ გადაუხდია. საკასაციო პალატის მითითებით წარმოდგენილ დადგენილებაში მითითებული ყველა ფაქტი შეიძლება განხილულ იქნას მხოლოდ მტკიცებულებად და არ წარმოადგენს ახალ გარემოებას, ვინაიდან გარემოებები: დაზარალებულებისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების გარანტად სანოტარო აქტის გაფორმების შესახებ, სანოტარო აქტში მითითებული ნასყიდობის საფასურის გადაუხდელობისა და მოპასუხე გ. ნ.-სა და მოსარჩელე ვ. ტ.-ის რძალს - ძებნაში მყოფ მ. ს.-ს შორის კავშირის შესახებვ. ტ.-ის სარჩელისა და საკასაციო საჩივრების საფუძველი იყო, რაც უალტერნატივოდ გამორიცხავს მითითებული ფაქტების ახლად აღმოჩენილ გარემოებად მიჩნევის პროცესუალურ შესაძლებლობას, კანონმდებლის მოთხოვნაა, რომ ახლად აღმოჩენილი მტკიცებულება უნდა ადასტურებდეს ისეთ გარემოებას, რომელიც არ ყოფილა მსჯელობის საგანი დავის არსებითი განხილვის დროს და ვერც იქნებოდა, ვინაიდან მხარეს თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა, საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს მიეთითებინა ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე. საკასაციო პალატის შეფასებით, განმცხადებელს 04.02.2015წ.-ის დადგენილებით „სისხლის სამართლის N... საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ“, სურს, დაამტკიცოს 21.08.2006წ.-ს დ. ტ.-ესა და გ. ნ.-ს შორის გაფორმებული სანოტარო აქტის (რეგისტრაციის N..) - ქ.ბ-ში ხ. და ქ. ქ.N..-ში მდებარე უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების გამოსყიდვის უფლებით, ბათილობის საფუძვლების არსებობა ანუ,ეს დადგენილება წარმოადგენს იმგვარ საპროცესო დოკუმენტს, რომელიც გადაწყვეტილების გამოტანის მომენტისათვის არსებობის შემთხვევაში, განაპირობებდა მოსარჩელისათვის კეთილსაიმედო გადაწყვეტილების გამოტანას. შესაბამისად, 04.02.2015წ.-ის დადგენილებაში მითითებული ფაქტები მტკიცების საგანს შეადგენდა, რისი დადასტურებაც მოსარჩელემ (აპელანტის მოწინააღმდეგე მხარემ) სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლებისშესაბამისად ვერ უზრუნველყო საქმის არსებითად განხილვის ეტაპზე.
ამდენად, საკასაციო პალატის დასკვნით, განმცხადებლის მიერ მითითებული მტკიცებულება არ წარმოადგენდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის „ვ“ პუნქტით გათვალისწინებულ ისეთ მტკიცებულებას, რომელიც საფუძვლად დაედგებოდა საქმის წარმოების განახლებას.
ხოლო კერძო საჩივრის ავტორის ის მოსაზრება, რომ მითითებული დადგენილება ობიექტურად ვერ იარსებებდა სამოქალაქო სარჩელის განხილვის მომენტისათვის ვინაიდან გამოძიება ხანგრძლივი პროცესია, მოსარჩელე კი, გამოძიების დაწყებას 2008 წლიდან მოითხოვდა თაღლითობის ფაქტზე და გამოძიებამ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებებს შეფასება მხოლოდ 2015წ.-სათვის მისცა (იხ., კერძო საჩივრის საფუძვლები), გასაზიარებელია, თუმცა აღნიშნული არ წარმოადგენს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ პუნქტით გათვალისწინებული სამართლებრივი საფუძვლით საქმის წარმოების განაცხლების საფუძველს, რადგან მოცემული ნორმა არ ითვალისწინებს იმგვარ შემთხვევეას, როდესაც ობიექტურად არსებული საფუძვლით ჭიანურდება ამა თუ იმ მტკიცებულების წარმოდგენა.
საკასაციო პალატა დამატებით განმარტავს, რომ კერძო საჩივარში მითითებული ზემოაღნიშნული საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, მოსარჩელეს (აპელანტის მოწინააღმდეგე მხარეს) ჰქონდა პროცესუალური შესაძლებლობა მოეთხოვა საქმის წარმოების შეჩერება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტით გათვალისწინებული სამართლებრივი საფუძვლით სისხლის სამართლის საქმეზე გადაწყვეტილების მიღებამდე, ვინაიდან საპროცესო კოდექსის 2010 წლის 1 ოქტომბრამდე მოქმედი რედაქცია ჯერ კიდევ ითვალისწინებდა აღნიშნული საფუძვლით საქმის წარმოების შეჩერების შესაძლებლობას. დადგენილია, რომ ამ საპროცესო მოქმედებით მხარეს არ უსარგებლია, რითაც მან პრაქტიკულად ვერ უზრუნველყო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცების პროცესუალური ვალდებულების სათანდოდ რეალიზაცია.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ დ. ტ.-ეს სწორად უთხრა უარი საქმის წარმოების განახლებაზე, ამასთანავე, პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს, განმარტოს რომ სასამართლოს გადაწყვეტილება მისი ფუნქციური დატვირთვით ქვეყნის სახელით გამოტანილი მართლმსაჯულების აქტია, რომლის უმთავრესი ამოცანა ამ გადაწყვეტილებით დადგენილი მართლწესრიგის რეალურად არსებობაა. სასამართლო გადაწყვეტილება, ობიექტური და სუბიექტური ფარგლების გათვალისწინებით, კანონიერ ძალაში შესვლის შემდგომ, სავალდებულოა როგორც მოდავე მხარეთათვის, ისე ნებისმიერი სხვა პირისათვის, რომელთაც ერთმევათ უფლება, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოება თუ სამართლებრივი შედეგი კვლავ გახადონ სადავო (სსსკ მე-10 მუხლი, XXVIII თავი). ერთადერთი საგამონაკლისო შემთხვევა, როდესაც დასრულებული საქმის წარმოება შესაძლოა განახლდეს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმების გზით, როგორც უკვე ითქვა, გათვალისწინებულია ამავე კოდექსის მე-14 კარით და აღნიშნული, თავისი მიზნებიდან გამომდინარე, წარმოადგენს არა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებისა თუ მართლმსაჯულების სხვა აქტის შემდგომი გასაჩივრების შესაძლებლობას, არამედ მიმართულია მხარის უფლებაზე, კანონით ზუსტად განსაზღვრული შემთხვევების არსებობისას, როდესაც საქმის წარმოების განახლების საფუძველი განმცხადებლისათვის ობიექტურად იყო უცნობი საქმის წარმოების დასრულებამდე, არ აღმოჩნდეს არათანაბარ მდგომარეობაში. ამასთანავე, ნიშანდობლივია, რომ მხოლოდ ასეთი გარემოების არსებობა საკმარისი არაა და კანონმდებელი სავალდებულოდ მიიჩნევს, ერთი მხრივ, ამ გარემოების საფუძვლიანობის უტყუარად დადასტურებას და, მეორე მხრივ, საპროცესო ვადების დაცვას, რათა არ შეილახოს მართლმსაჯულების სტაბილური როლი (სსსკ 426-ე მუხლი).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქოსაქმეთა პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და კერძოსაჩივრის დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 419-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დ. ტ.-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს ქ. სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის2015 წლის 17 აპრილის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ნ. ბაქაქური
ბ. ალავიძე