საქმე №ას-593-561-2015 15 ივლისი, 2015 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნ. ბაქაქური, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – სსიპ ლ.საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - მ. მ.-ვილი, ნ. ბ.-ვილი, ვ. მ.-ი, ლ. ც.-ე, ი. ზ.-ე, ზ. მ.შვილი, ი. კ.-ე, ლ. ჯ.-ე, ნ. ბ.-ე, ზ. მ.-ვილი, მ. ჩ.-ე, მ. ი.-ა, ლ. ქ.-ვილი, ნ. ბ.-ა, თ. მ.-ვილი, ნ. კ.-ე (გ. კ.-ის მემკვიდრე), ე. ც.-ე, ნ. კ.-ე, თ. ქ.-ე, ლ. ბ.-ე, თ. ზ.-ვილი, მ. გ.-ე, მ. გ.-ა, ნ. ს.-ე, თ. გ.-ე, გ. მგ.ძე, დ. ჭ.-ე, რ. კ.-ვილი, თ. ნ.-ვილი, მ. ბ.-ე, ლ. უ.-ი (ე. ვ.-ვილის მემკვიდრე), ჟ. ს.-ა, ჯ. მ.-ი, ნ. დ.-ე, ლ. თ.-ე, მ. ლ.-ვილი, მ. ჭ.-ე, ნ. დ.-ი, ნ. ჯ.-ვილი, ლ. ს.-ე, ე. ზ.-ე, ტ. შ.-ა, ე. ნ.-ვილი, ვ. კ.-ე, თ. ჩ.-ე, ს. ა.-ა, მ. კ.-ე, ი. ფ.-ა, გ. ბ.-ე, ლ. ო.-ე, ლ. ღ.-ვილი, ვ. გ.-ე (ია ტ.-ის მემკვიდრე), გ. ბ.-ვილი, ა. გ.-ვილი, გ. ტ.-ე, ვ. ე.-ე, ა. წ.-ი, გ. ბ.-ი, ვ. ნ.-ვილი (მოსარჩელეები)
მესამე პირი - საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 08 აპრილის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღება
დავის საგანი – სახელფასო დავალიანების ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შ. ც.-ამ, მ. მ.-ვილმა, ნ. პ.-ვილმა (როგორც ნ. მ.-ვილის უფლებამონაცვლემ), ნ. პ.-ვილმა, ნ. ბ.-ვილმა, ვ. მ.-მა, ლ. ც.-ემ, ი. ზ.-ემ, ზ. მ.შვილმა, ი. კ.-ემ, ლია ჯ.-ემ, ნ. ბ.-ემ, ზ. მ.-ვილმა, მ. ჩ.-ემ, მ. ი.-ამ, ლ. ქ.-ვილმა, ნ. ბ.-ამ, თ. მ.-ვილმა, ნ. კ.-ემ (როგორც გ. კ.-ის უფლებამონაცვლემ), ნ. კ.-ემ, ე. ც.-ემ, თ. ქ.-ემ, ნ. ც.-ემ, ლ. ბ.-ემ, თ. ზ.-ვილმა, მ. გ.-ემ, მ. გ.-ამ, ნ. ს.-ემ, თ. გ.-ემ, გ. მგ.ძემ, დ. ჭ.-ემ, რ. კ.-ვილმა, თ. ნ.-ვილმა, მ. ბ.-ემ, ლ. უ.-მა (როგორც ე. ვ.-ვილის უფლებამონაცვლემ), ჟ. ს.-ამ, ჯ. მ.-მა, ნ. დ.-ემ, ლ. თ.-ემ, მ. ლ.-ვილმა, მ. ჭ.-ე, ნ. დ.-ი, ნ. ჯ.-ვილმა, ლ. ს.-ემ, ე. ზ.-ემ, ტ. შ.-ა, ე. ნ.-ვილმა, ვ. კ.-ემ, თ. ჩ.-ემ, ს. ა.-ამ, მ. კ.-ემ, ი. ფ.-ა, გ. ბ.-ე, ლ. ო.-ე, ლ. ღ.-ვილი, ვ. გ.-ემ (როგორც ია ტ.-ის მემკვიდრემ), მ. ს.-ემ, გ. ბ.-ვილმა, ა. გ.-ვილმა, გ. ტ.-ე, ვ.ი ე.-ემ, ა. წ.-მა, გ. ბ.-მა, ვ.ი ნ.-ვილმა სარჩელი აღძრეს თბილისის საქალაქო სასამართლოში მოპასუხე სსიპ ლ.საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიმართ, რომლითაც მოითხოვეს მოპასუხისათვის სახელფასო დავალიანების გადახდის დაკისრება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილებით სსიპ ლ.საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს დაეკისრა მოსარჩელე შ. ც.-ას სასარგებლოდ 2,800 ლარი, მ. მ.-ვილის სასარგებლოდ - 910 ლარი, ნ. პ.-ვილის (როგორც ნედეჟდა მ.-ვილის უფლებამონაცვლე) სასარგებლოდ - 1900 ლარი, ნ. პ.-ვილის სასარგებლოდ - 1400 ლარი, ნ. ბ.-ვილის სასარგებლოდ - 560 ლარის, ვ. მ.-ის სასარგებლოდ - 630 ლარი, ლ. ც.-ის სასარგებლოდ - 553.93 ლარი, ი. ზ.-ის სასარგებლოდ - 584.37 ლარი, ზ. მ.შვილის სასარგებლოდ - 630 ლარი, ი. კ.-ის სასარგებლოდ - 770 ლარი, ლია ჯ.-ის სასარგებლოდ - 630 ლარი, ნ. ბ.-ის სასარგებლოდ - 630 ლარი, ზ. მ.-ვილის სასარგებლოდ - 980 ლარი, მ. ჩ.-ის სასარგებლოდ - 619.29 ლარი, მ. ი.-ას სასარგებლოდ - 980 ლარი, ლ. ქ.-ვილის სასარგებლოდ - 774.48 ლარი, ნ. ბ.-ას სასარგებლოდ - 630 ლარი, თ. მ.-ვილის სასარგებლოდ - 560 ლარი, ნ. კ.-ის (როგორც გ. კ.-ის უფლებამონაცვლე) - 980 ლარი, ე. ც.-ის - 630 ლარი, ნ. კ.-ის სასარგებლოდ 636.03 ლარი, თ. ქ.-ის სასარგებლოდ 980 ლარი, ნიკოლოზ ც.-ის სასარგებლოდ - 2,450 ლარი, ლ. ბ.-ის სასარგებლოდ - 980 ლარი, თ. ზ.-ვილის სასარგებლოდ - 535.32 ლარი, მ. გ.-ის სასარგებლოდ - 838.82 ლარი, მ. გ.-ას სასარგებლოდ - 513.61 ლარი, ნ. ს.-ის - 555.84 ლარის, თ. გ.-ის სასარგებლოდ - 752.73 ლარი, გ. მგ.ძის სასარგებლოდ -285.09 ლარი, დ. ჭ.-ის სასარგებლოდ - 630 ლარი, რ. კ.-ვილის სასარგებლოდ - 315 ლარი, თ. ნადიაშვილის სასარგებლოდ - 560 ლარი, მ. ბ.-ის სასარგებლოდ - 630 ლარი, ლ. უ.-ის (როგორც ე. ვ.-ვილის უფლებამონაცვლეს) სასარგებლოდ - 560 ლარი, ჟ. ს.-ას სასარგებლოდ - 385 ლარი, ჯ. მ.-ის სასარგებლოდ - 630 ლარი, ნ. დ.-ის სასარგებლოდ - 630 ლარი, ლ. თ.-ის სასარგებლოდ 980 ლარი, მ. ლაშაქარაშვილის სასარგებლოდ - 654.03 ლარი, მ. ჭინჭრაძის სასარგებლოდ - 558.06 ლარის, ნ. დ.-ის სასარგებლოდ - 641.36 ლარი, ნ. ჯ.-ვილის სასარგებლოდ - 626.39 ლარი, ლ. ს.-ის სასარგებლოდ - 558.06 ლარის, ე. ზ.-ის სასარგებლოდ 980 ლარი, ტ. შ.-ას სასარგებლოდ 980 ლარი, ე. ნ.-ვილის სასარგებლოდ 628.26 ლარის, ვ. კახიძის სასარგებლოდ 554.88 ლარი, თ. ჩ.-ის სასარგებლოდ - 630 ლარის, ს. ა.-ას სასარგებლოდ - 560 ლარი, მ. კ.-ის სასარგებლოდ 490 ლარი, ი. ფ.-ას სასარგებლოდ - 630 ლარი, გ. ბ.-ის სასარგებლოდ - 630 ლარი, ლ. ო.-ის სასარგებლოდ - 490 ლარი, ლ. ღ.-ვილის სასარგებლოდ - 490 ლარი, ვ. გ.-ის (ია ტ.-ის უფლებამონაცვლე) სასარგებლოდ - 490 ლარი, მ. ს.-ის სასარგებლოდ - 1509.2 ლარი, გ. ბ.-ვილის სასარგებლოდ - 980 ლარი, ა. გ.-ვილის სასარგებლოდ - 560 ლარი, გ. ტ.-ის სასარგებლოდ - 420 ლარი, ვ. ე.-ის სასარგებლოდ - 410 ლარი, ა. წ.-ის სასარგებლოდ 420 ლარის, გ. ბ.-ის სასარგებლოდ 420 ლარი, ვ. ნ.-ვილის სასარგებლოდ 840 ლარის გადახდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა მოპასუხე - სსიპ ლ.საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 08 აპრილის განჩინებით სსიპ ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სააპელაციო საჩივარი მ. მ.-ვილის, ნ. ბ.-ვილის, ვ. მ.-ის, ლ. ც.-ის, ი. ზ.-ის, ზ. მ.შვილის, ი. კ.-ის, ლია ჯ.-ის, ნ. ბ.-ის, ზ. მ.-ვილის, მ. ჩ.-ის, მ. ი.-ას, ლ. ქ.-ვილის, ნ. ბ.-ას, თ. მ.-ვილის, ნ. კ.-ის (გ. კ.-ის მემკვიდრე), ე. ც.-ის, ნ. კ.-ის, თ. ქ.-ის, ლ. ბ.-ის, თ. ზ.-ვილის, მ. გ.-ის, მ. გ.-ას, ნ. ს.-ის, თ. გ.-ის, გ. მგ.ძის, დ. ჭ.-ის, რ. კ.-ვილის, თ. ნ.-ვილის, მ. ბ.-ის, ლ. უ.-ის ე. ვ.-ვილის მემკვიდრე), ჟ. ს.-ას, ჯ. მ.-ის, ნ. დ.-ის, ლ. თ.-ის, მ. ლ.-ვილის, მ. ჭ.-ის, ნ. დ.-ის, ნ. ჯ.-ვილის, ლ. ს.-ის, ე. ზ.-ის, ტ. შ.-ას, ე. ნ.-ვილის, ვ. კ.-ის, თ. ჩ.-ის, ს. ა.-ას, მ. კ.-ის, ი. ფ.-ას, გ. ბ.-ის, ლ. ო.-ის, ლ. ღ.-ვილის, ვ. გ.-ის (ია ტ.-ის მემკვიდრე), გ. ბ.-ვილის, ა. გ.-ვილის, გ. ტ.-ის, ვ.ი ე.-ის, ა. წ.-ის, გ. ბ.-ის, ვ.ი ნ.-ვილის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 30.01.2015წ.-ის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველად.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება დასაბუთებულია იმ გარემოებებზე მითითებით რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365–ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივარი ქონებრივ–სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 1000 ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, აპელანტის მიერ გასაჩივრებული იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდა რამდენიმე პირის სარჩელი და მოპასუხეს დაეკისრა თითოეული მოსარჩელის სასარგებლოდ სახელფასო დავალიანების ანაზღაურება. მართალია, სარჩელი წარდგენილ იქნა სასამართლოში რამდენიმე პირის მიერ, თუმცა სარჩელის საგანს არ წარმოადგენდა საერთო უფლება და სახეზე არ იყო სამოქალაქო კოდექსის 455-ე მუხლით გათვალისწინებული სოლიდარული უფლებამოსილება.
ამდენად, წინამდებარე სააპელაციო საჩივარი თითოეული მოწინააღმდეგე მხარის მიმართ დამოუკიდებელ მოთხოვნებს ემყარებოდა და არ ქმნიდა ეკონომიკურ ერთიანობას, ამ გარემოების გათვალისწინებით, სახეზე იყო სააპელაციო საჩივრების სუბიექტური გაერთიანება (სსკ-ის 182.3 მუხლი) და პროცესუალური თვალსაზრისით, სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენდა არა ერთი, არამედ რამოდენიმე სააპელაციო საჩივარი, რომელთა ღირებულება განისაზღვრებოდა თითოეული მოსარჩელის სასარგებლოდ დაკისრებული თანხის ღირებულების შესაბამისად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ იგი განუხილველად უნდა ყოფილიყო დატოვებული გადაწყვეტილების იმ ნაწილში, რომლითაც სსიპ ლ.საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს დაეკისრა მ. მ.-ვილის სასარგებლოდ - 910 ლარი, ნ. ბ.-ვილის სასარგებლოდ - 560 ლარის, ვ. მ.-ის სასარგებლოდ - 630 ლარი, ლ. ც.-ის სასარგებლოდ - 553.93 ლარი, ი. ზ.-ის სასარგებლოდ - 584.37 ლარი, ზ. მ.შვილის სასარგებლოდ - 630 ლარი, ი. კ.-ის სასარგებლოდ - 770 ლარი, ლია ჯ.-ის სასარგებლოდ - 630 ლარი, ნ. ბ.-ის სასარგებლოდ - 630 ლარი, ზ. მ.-ვილის სასარგებლოდ - 980 ლარი, მ. ჩ.-ის სასარგებლოდ - 619.29 ლარი, მ. ი.-ას სასარგებლოდ - 980 ლარი, ლ. ქ.-ვილის სასარგებლოდ - 774.48 ლარი, ნ. ბ.-ას სასარგებლოდ - 630 ლარი, თ. მ.-ვილის სასარგებლოდ - 560 ლარი, ნ. კ.-ის (როგორც გ. კ.-ის უფლებამონაცვლე) - 980 ლარი, ე. ც.-ის - 630 ლარი, ნ. კ.-ის სასარგებლოდ 636.03 ლარი, თ. ქ.-ის სასარგებლოდ 980 ლარი, ლ. ბ.-ის სასარგებლოდ - 980 ლარი, თ. ზ.-ვილის სასარგებლოდ - 535.32 ლარი, მ. გ.-ის სასარგებლოდ - 838.82 ლარი, მ. გ.-ას სასარგებლოდ - 513.61 ლარი, ნ. ს.-ის - 555.84 ლარის, თ. გ.-ის სასარგებლოდ - 752.73 ლარი, გ. მგ.ძის სასარგებლოდ -285.09 ლარი, დ. ჭ.-ის სასარგებლოდ - 630 ლარი, რ. კ.-ვილის სასარგებლოდ - 315 ლარი, თ. ნადიაშვილის სასარგებლოდ - 560 ლარი, მ. ბ.-ის სასარგებლოდ - 630 ლარი, ლ. უ.-ის (როგორც ე. ვ.-ვილის უფლებამონაცვლეს) სასარგებლოდ - 560 ლარი, ჟ. ს.-ას სასარგებლოდ - 385 ლარი, ჯ. მ.-ის სასარგებლოდ - 630 ლარი, ნ. დ.-ის სასარგებლოდ - 630 ლარი, ლ. თ.-ის სასარგებლოდ 980 ლარი, მ. ლაშაქარაშვილის სასარგებლოდ - 654.03 ლარი, მ. ჭინჭრაძის სასარგებლოდ - 558.06 ლარის, ნ. დ.-ის სასარგებლოდ - 641.36 ლარი, ნ. ჯ.-ვილის სასარგებლოდ - 626.39 ლარი, ლ. ს.-ის სასარგებლოდ - 558.06 ლარის, ე. ზ.-ის სასარგებლოდ 980 ლარი, ტ. შ.-ას სასარგებლოდ 980 ლარი, ე. ნ.-ვილის სასარგებლოდ 628.26 ლარის, ვ. კახიძის სასარგებლოდ 554.88 ლარი, თ. ჩ.-ის სასარგებლოდ - 630 ლარის, ს. ა.-ას სასარგებლოდ - 560 ლარი, მ. კ.-ის სასარგებლოდ 490 ლარი, ი. ფ.-ას სასარგებლოდ - 630 ლარი, გ. ბ.-ის სასარგებლოდ - 630 ლარი, ლ. ო.-ის სასარგებლოდ - 490 ლარი, ლ. ღ.-ვილის სასარგებლოდ - 490 ლარი, ვ. გ.-ის (ია ტ.-ის უფლებამონაცვლე) სასარგებლოდ - 490 ლარი, გ. ბ.-ვილის სასარგებლოდ - 980 ლარი, ა. გ.-ვილის სასარგებლოდ - 560 ლარი, გ. ტ.-ის სასარგებლოდ - 420 ლარი, ვ. ე.-ის სასარგებლოდ - 410 ლარი, ა. წ.-ის სასარგებლოდ 420 ლარის, გ. ბ.-ის სასარგებლოდ 420 ლარი, ვ. ნ.-ვილის სასარგებლოდ 840 ლარის გადახდა. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, ამ ნაწილში სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს ის გარემოება წარმოადგენდა, რომ მითითებულ პირებთან დაკავშირებით გამოტანილი გადაწყვეტილებით მოპასუხისათვის (აპელანტი) დაკისრებული თანხა, რომელიც საბოლოოდ ქმნიდა სააპელაციო საჩივრის ღირებულებას, თითოეულის მიმართ ცალ-ცალკე არ აღემატებოდა 1000 ლარს.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა სსიპ ლ.საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღება.
კერძო საჩივარი დასაბუთებულია იმ გარემოებებზე მითითებით, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 182-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად მოსარჩელეს შეუძლია ერთ სარჩელში გააერთიანოს ამ სასამართლოს განსჯადი რამდენიმე მოთხოვნა ერთი და იმავე მოპასუხის მიმართ, რაც მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში განხორციელდა კიდევაც მოსარჩელეთა მიერ (აღნიშნული სარჩელის დავის საგნის ღირებულება აღემატება 1000 ლარს), ხოლო მოპასუხემ მოცემულ სარჩელზე მიღებული გადაწყვეტილება გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, საქმის განხილვის მოცემულ ეტაპზე სასარჩელო განცხადების ცალკე მოთხოვნებად დაყოფამ შესაძლოა დავის დარჩენილ ნაწილზე მიღებულ სასამართლო გადაწყვეტილებაზე გავლენა მოახდინოს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 12 ივნისის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
იმავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არ აქვს ადგილი.
საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებას იმის თაობაზე, რომ მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების კანონით გათვალისწინებული წინაპირობები.
საკასაციო პალატა პირველ რიგში, მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის იმ დანაწესზე, რომლითაც რეგულირებულია სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი, კერძოდ, კოდექსის 365-ე მუხლზე, რომლის თანახმად სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 1,000 ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლება აქვს მხარეს, რომლის საწინააღმდეგოდაცაა გამოტანილი გადაწყვეტილება, თუმცა კანონმდებლის მიერ ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დაწესებულია დასაშვებობის იმგვარი წინაპირობა, რომლითაც გადაწყვეტილების კანონიერების კიდევ ერთ ინსტანციაში შემოწმება დამოკიდებულია სააპელაციო საჩივრის ღირებულებაზე. ამ ღირებულების განსაზღვრის წესი კი, მოცემულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლის მეორე წინადადებაში, რომლის თანახმად, ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს.
მოცემულ საქმეზე დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილებით სსიპ ლ.საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრისათვის მ. მ.-ვილის, ნ. ბ.-ვილის, ვ. მ.-ის, ლ. ც.-ის, ი. ზ.-ის, ზ. მ.შვილის, ი. კ.-ის, ლია ჯ.-ის, ნ. ბ.-ის, ზ. მ.-ვილის, მ. ჩ.-ის, მ. ი.-ას, ლ. ქ.-ვილის, ნ. ბ.-ას, თ. მ.-ვილის, ნ. კ.-ის (გ. კ.-ის მემკვიდრე), ე. ც.-ის, ნ. კ.-ის, თ. ქ.-ის, ლ. ბ.-ის, თ. ზ.-ვილის, მ. გ.-ის, მ. გ.-ას, ნ. ს.-ის, თ. გ.-ის, გ. მგ.ძის, დ. ჭ.-ის, რ. კ.-ვილის, თ. ნ.-ვილის, მ. ბ.-ის, ლ. უ.-ის ე. ვ.-ვილის მემკვიდრე), ჟ. ს.-ას, ჯ. მ.-ის, ნ. დ.-ის, ლ. თ.-ის, მ. ლ.-ვილის, მ. ჭ.-ის, ნ. დ.-ის, ნ. ჯ.-ვილის, ლ. ს.-ის, ე. ზ.-ის, ტ. შ.-ას, ე. ნ.-ვილის, ვ. კ.-ის, თ. ჩ.-ის, ს. ა.-ას, მ. კ.-ის, ი. ფ.-ას, გ. ბ.-ის, ლ. ო.-ის, ლ. ღ.-ვილის, ვ. გ.-ის (ია ტ.-ის მემკვიდრე), გ. ბ.-ვილის, ა. გ.-ვილის, გ. ტ.-ის, ვ.ი ე.-ის, ა. წ.-ის, გ. ბ.-ის, ვ.ი ნ.-ვილის სასარგებლოდ დაკისრებული სახელფასო დავალიანება თითოეულის მიმართ ცალ-ცალკე არ აღემატებოდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლით დადგენილ ზღვრულ ოდენობას (1000 ლარს), რის გამოც მათ მიმართ სააპელაციო საჩივრის წარდგენას დაუშვებლად მიიჩნევს საპროცესო კანონმდებლობა. რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორის პოზიციას იმის თაობაზე, რომ მოცემულ შემთხვევაში სსიპ ლ.საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრის მიმართ აღძრული სარჩელი თავისი არსით წარმოადგენს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 182-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ რამდენიმე სასარჩელო მოთხოვნის გაერთიანების შედეგს, რის გამოც სააპელაციო საჩივრის ღირებულება სასარჩელო მოთხოვნების ჯამით უნდა განსაზღვრული, ვერ იქნება გაზიარებული საკასაციო პალატის მიერ, გამომდინარე იქიდან, რომ როგორც წარმოდგენილი სარჩელის შინაარსით, სასარჩელო მოთხოვნების საფუძვლებითა და მოთხოვნის საფუძვლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით დგინდება, თითოეულ მოსარჩელეს მოპასუხის მიმართ გააჩნია საკუთარი ინდივიდუალური მოთხოვნა (სახელფასო დავალიანების ანაზღაურება). შესაბამისად, სარჩელის საგანს არ წარმოადგენს საერთო მატერიალური უფლება, რის გამოც, ამ მოთხოვნათა ჯამური თანხით სააპელაციო საჩივრის ღირებულების განსაზღვრა უმართებულოა და არ გამომდინარეობს წარმოდგენილი სარჩელიდან და სარჩელზე გამოტანილი გადაწყვეტილებიდან.
ამდენად, პროცესუალური თვალსაზრისით სააპელაციო საჩივრის ღირებულება განისაზღვრება თითოეული მოსარჩელის სასარგებლოდ დაკისრებული თანხის ღირებულების შესაბამისად, რომელთა ღირებულება ამ შემთხვევაში ნაკლებია სსკ-ის 365-ე მუხლით დადგენილ ზღვრულ ოდენობაზე, რის გამოც, სსიპ ლ.საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სააპელაციო საჩივარი სწორად იქნა დატოვებული განუხილველად.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ ლ.საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 08 აპრილის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ნ. ბაქაქური
ბ. ალავიძე