№ას-665-631-2015 9 ივლისი, 2015 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
პაატა ქათამაძე
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საჩივრის ავტორი – გ--ი მ--ა
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 03 ივნისის განჩინება
საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე უარი
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
გ--ი მ--მ თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი აღძრა მოპასუხე დ--თ ნ--ის მიმართ.
სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენდა:
1. დ--თ ნ--ესა და გ--ი მ--ას შორის 2012 წლის 16 აგვისტოს დადებული შეთანხმების ბათილად ცნობა;
2. დ--თ ნ--ზე მის სასარგებლოდ 20000 (ოცი ათასი) აშშ დოლარის სესხის ძირი თანხის დაკისრება;
3. დაკისრებული დავალიანების გადახდით დ--თ ნ--ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (მდებარე ქ. მარნეული, პ--ს ქ. #--, ) რეალიზაცია
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 13 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით გ--ი მ--ს სარჩელი დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება გასაჩივრა დ--თ ნ--ემ. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 01 მაისის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ძალაში დარჩა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რაც დ--თ ნ--მ გაასაჩივრა საპელაციო საჩივრით. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 19 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა .
გ--ი მ--მ 2015 წლის 02 ივნისს განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით მოითხოვა იძულებითი აუქციონის შეჩერება დ--თ ნ--ს სახელზე რიცხულ ქონებაზე ს/კ ---.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 03 ივნისის განჩინებით უარი ითქვა გადაწყვეტილების უზრუნველყოფაზე (ტ.2. ს.ფ.9-11). სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელის უზრუნველყოფის მოთხოვნილი ღონისძიების გამოყენებით უსაფუძვლოდ შეიზღუდებოდა მესამე პირთა უფლებები, რომლებიც აწარმოებდნენ სააღსრულებლო წარმოებას სხვა დავიდან გამომდინარე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 03 ივნისის განჩინება გაასაჩივრა გ--ი მ--მ. სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 19 ივნისის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალები გადმოიგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში .
2015 წლის 02 ივლისს საქართველოს უზენაეს სასამართლოს განცხადებით მომართა გ--ი მ--მ და მოითხოვა მის მიერ წარმოდგენილი საჩივრის განუხილველად დატოვება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ გ--ი მ--ს განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის თანახმად, საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლებების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად. ამავე კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები თვითონ განსაზღვრავენ დავის საგანს და იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის შეტანის შესახებ.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით დამკვიდრებულია პირის უფლება მიმართოს სასამართლოს თავისი დარღვეული ან სადავო უფლების დაცვის მიზნით, ხოლო, ამავე კოდექსის მე-3 მუხლი განამტკიცებს დისპოზიციურობის პრინციპს სამოქალაქო საპროცესო სამართალში, რაც ნიშნავს მხარეთა თავისუფლებას განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. აღნიშნული, ცხადია, გულისხმობს მხარეთა თავისუფლებას, გაასაჩივრონ სასამართლოს გადაწყვეტილებები (განჩინებები) ან უარი თქვან მათ გასაჩივრებაზე.
მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს განჩინება საჩივრით გასაჩივრებულია გ--ი მ--ს მიერ, რომელმაც საჩივრის განხილვის ეტაპზე წარმოადგინა განცხადება და მოითხოვა საჩივრის განუხილველად დატოვება, როგორც აღინიშნა, გადაწყვეტილების გასაჩივრება ზემოთ მითითებული ნორმების საფუძველზე მხოლოდ მხარის უფლებას წარმოადგენს და, თუ მხარე უარს განაცხადებს მასზე, სასამართლო უფლებამოსილი არ არის მიიღოს საჩივარი წარმოებაში და განიხილოს იგი. ამდენად, გ--ი მ--ს საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს, ვინაიდან საჩივრის ავტორებმა უარი განაცხადეს მის განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე-285-ე, 1971-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გ--ი მ--ს საჩივარი დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. თოდუა
მოსამართლეები: პ. ქათამაძე
ე. გასიტაშვილი