Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ას-668-634-2015 31 ივლისი, 2015 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

განცხადებელი _ სსიპ ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრი

მოწინააღმდეგე მხარე _ შპს „ვ-ა“

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 23 აპრილის განჩინება

განმცხადებლის მოთხოვნა - საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 01 ივლისის განჩინების გაუქმება და საკასაციო საჩივრის განხილვა

დავის საგანი _ მომსახურების ღირებულების და დამატებითი ხარჯების ანაზღაურება, პირგასამტეხლოს დაკისრება, მატერიალური ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილებით შპს „ვ-ას“ სარჩელი სსიპ თბილისის ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის სახელმწიფო თეატრის მიმართ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. სსიპ თბილისის ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის სახელმწიფო თეატრს შპს „ვ-ას“ სასარგებლოდ დაეკისრა 3 180 ევროს და 120 ევროს (262 ლარის) ანაზღაურება. სსიპ თბილისის ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის სახელმწიფო თეატრის შეგებებული სარჩელი შპს „ვ-ას“ მიმართ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. შპს „ვ-ას“ სსიპ თბილისის ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის სახელმწიფო თეატრის სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს 473.55 ევროს გადახდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით ნაწილობრივ გაასაჩივრა სსიპ თბილისის ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის სახელმწიფო თეატრმა, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და შეგებებული სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 23 აპრილის განჩინებით სსიპ თბილისის ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის სახელმწიფო თეატრის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილება.

აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ თბილისის ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის სახელმწიფო თეატრმა, რომლითაც მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და შეგებებული სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 01 ივლისის განჩინებით სსიპ თბილისის ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის სახელმწიფო თეატრის საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.

2015 წლის 10 ივლისს საქართველოს უზენაეს სასამართლოს განცხადებით მომართა სსიპ თბილისის ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის სახელმწიფო თეატრის წარმომადგენელმა, რომლითაც მოითხოვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 01 ივლისის განჩინების გაუქმება და საკასაციო საჩივრის განსახილველად მიღება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 13 ივლისის განჩინებით სსიპ თბილისის ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის სახელმწიფო თეატრს დაუდგინა ხარვეზი წარმოდგენილ განცხადებაზე და დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 03 (სამი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში, დაზუსტებული განცხადების, სადაც გარკვევით მიუთითებდა: ა)რომელი საპროცესო ვადის აღდგენას მოითხოვდა, თუ ბ)მოითხოვდა საქმის წარმოების განახლებას, და სახელმწიფო ბაჟის ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნის შემთხვევაში 300 (სამასი) ლარის, ხოლო განჩინების ბათილად ცნობის მოთხოვნის შემთხვევაში - 50 (ორმოცდაათი) ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედნის, წარმოდგენა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო განცხადების საფუძვლიანობისა და საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ თბილისის ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის სახელმწიფო თეატრის განცხადება, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 01 ივლისის განჩინების გაუქმებისა და საკასაციო საჩივრის განსახილველად მიღების თაობაზე, უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 13 ივლისის განჩინებით სსიპ თბილისის ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის სახელმწიფო თეატრს დაუდგინა ხარვეზი წარმოდგენილ განცხადებაზე და დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 03 (სამი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში, დაზუსტებული განცხადების, სადაც გარკვევით მიუთითებდა: ა)რომელი საპროცესო ვადის აღდგენას მოითხოვდა, თუ ბ)მოითხოვდა საქმის წარმოების განახლებას, და სახელმწიფო ბაჟის ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნის შემთხვევაში 300 (სამასი) ლარის, ხოლო განჩინების ბათილად ცნობის მოთხოვნის შემთხვევაში - 50 (ორმოცდაათი) ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედნის, წარმოდგენა.

საქმეში წარმოდგენილი საფოსტო უკუგზავნილით დასტურდება, რომ ზემოხსენებული განჩინება 2015 წლის 17 ივლისს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ჩაბარდა სსიპ თბილისის ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის სახელმწიფო თეატრის კადრების მენეჯერს, ლ. გ-ეს (ტ. 2, ს.ფ. 140), რაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, ითვლება სასამართლო შეტყობინების კასატორისათვის ჩაბარებად.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების მიხედვით, განმცხადებლისათვის ხარვეზის შევსების 3-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2015 წლის 18 ივლისს და ამოიწურა ამავე წლის 20 ივლისს. ამდენად, განმცხადებელი ვალდებული იყო ხარვეზი შეევსო 2015 წლის 20 ივლისის ჩათვლით. საქმის მასალებით ირკვევა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში განმცხადებელს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს მისთვის დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.

მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ თბილისის ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის სახელმწიფო თეატრის განცხადება განუხილველად უნდა დარჩეს, ვინაიდან განმცხადებელმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ შეავსო.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 284-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ თბილისის ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის სახელმწიფო თეატრის განცხადება, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 01 ივლისის განჩინების გაუქმებისა და საკასაციო საჩივრის განხილვის თაობაზე, დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლე: ეკატერინე გასიტაშვილი