საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
6 აგვისტო 2015 წელი №ა-2246-შ-49-2015 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ბაქაქური
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – რ--ზ თ--ძე
წარმომადგენელი - ა--ე ბ--ა
მოწინააღმდეგე მხარე – ა-ა ზ--ი
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასაც მხარე ითხოვს – გერმანიის ქ. პინენბერგის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 04 თებერვლის გადაწყვეტილება
დავის საგანი – განქორწინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ა--ა ზ--მა განცხადებით მიმართა გერმანიის პინენბერგის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა რ--ზ თ--თან ქორწინების შეწყვეტა. გერმანიის ქ. პინენბერგის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 04 თებერვლის გადაწყვეტილებით გაუქმდა ლოგუმკლოსტერის (დანიის სამეფო) მმაჩის ბიუროს მიერ 2006 წლის 26 ოქტომბერს გაფორმებული ქორწინება (ქორწინების რეგისტრაციის #6373/2006) ა--ა ზ--სა და რ--ზ თ--ეს შორის. აღნიშნული გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში. 2015 წლის 17 ივნისს საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა რა--ზ თ--ის წარმომადგენელმა - ა. ბ--მ და მოითხოვა გერმანიის ქ. პინენბერგის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 04 თებერვლის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 29 ივნისის განჩინებით რ. თურმანიძის შუამდგომლობა გერმანიის ქ. პინენბერგის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 04 თებერვლის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახება წარმოებაში იქნა მიღებული განსახილველად.ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა გაეცნო წარმოდგენილ შუამდგომლობასა და თანდართულ მასალებს და მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:გერმანიის ქ. პინენბერგის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 04 თებერვლის გადაწყვეტილებით გაუქმდა ლოგუმკლოსტერის (დანიის სამეფო) მმაჩის ბიუროს მიერ 2006 წლის 26 ოქტომბერს გაფორმებული ქორწინება (ქორწინების რეგისტრაციის #6373/2006) ა-ა ზ--სა და რ--ზ თ--ეს შორის.
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია ამავე მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით. სამოქალაქო საქმეთა პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ დგინდება კანონის აღნიშნული დანაწესით გათვალისწინებული დამაბრკოლებელი გარემოებების არსებობა. შესაბამისად, გერმანიის ქ. პინენბერგის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 04 თებერვლის გადაწყვეტილება ცნობილ უნდა იქნეს საქართველოს ტერიტორიაზე. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ კანონის 69-ე მუხლის მიხედვით, განქორწინების საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობის შესახებ სავალდებულოა.
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე, 69-ე მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
რ--ზ თ--ის შუამდგომლობა გერმანიის ქ. პინენბერგის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 04 თებერვლის გადაწყვეტილების ცნობის თაობაზე დაკმაყოფილდეს; ცნობილ იქნეს საქართველოს ტერიტორიაზე გერმანიის ქ. პინენბერგის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 04 თებერვლის გადაწყვეტილება, რომლითაც გაუქმდა ლოგუმკლოსტერის (დანიის სამეფო) მმაჩის ბიუროს მიერ 2006 წლის 26 ოქტომბერს გაფორმებული ქორწინება (ქორწინების რეგისტრაციის #6373/2006) ა--ა ზ--სა და რ--ზ თ--ეს შორის. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები მზია თოდუა (თავმჯდომარე)
ნინო ბაქაქური
ეკატერინე გასიტაშვილი