საქმე №ა-1002-შ-22-2015 11 სექტემბერი, 2015 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ბაქაქური, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – დ. ბ.-ა
წარმომადგენელი – გ. ო.-ი
მოწინააღმდეგე მხარე – ა. ბ.-ი
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მხარე მოითხოვს – საბერძნეთის ქ.სალონიკის პირველი ინსტანციის ერთწევრიანი სასამართლოს 2009 წლის 5 თებერვლის გადაწყვეტილება
დავის საგანი – შვილების მეურვეობის/მზრუნველობისა და მათთან ურთიერთობის განსაზღვრა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
საბერძნეთის ქ.სალონიკის პირველი ინსტანციის ერთწევრიანი სასამართლოს 2009 წლის 5 თებერვლის გადაწყვეტილებით ა. ბ.-ისა და დ. ბ.-ას ერთობლივი განცხადება დაკმაყოფილდა. ქ.თბილისში 1994 წლის 3 სექტემბერს სამგორის რაიონის მმაჩის ბიუროს მიერ მეუღლეებს შორის რეგისტრირებული ქორწინება შეწყვეტილად გამოცხადდა. აღიარებულ იქნა შვილების მეურვეობის/მზრუნველობისა და მათთან ურთიერთობის რეგულირებისათვის განმცხადებლების მიერ .. წლის .. მაისს შედგენილი პირადი ხელშეკრულება შემდეგი შინაარსით: ქ.სალონიკში, დღეს, .. წლის .. მაისს, ჩვენ ქვემოთ ხელისმომწერნი: 1) ა. ვ. ძე ბ.-ი, დედის სახელი ე., დ. ს.ის ასულ ბ.-ას მეუღლე, მცხოვრები ქ.სალონიკში, ნ.-, ა.-ის ქ. №.., საქართველოს სათანადო ორგანოს მიერ .. წლის .. ივნისს გაცემული საქართველოს №... პასპორტის მფლობელი; 2) დ. ბ.-ა, ს. და დ. ნიკოიანების ქალიშვილი, ა. ვ. ძე ბ.-ის მეუღლე, მცხოვრები ქ.სალონიკში, კ.-ის ქ. №..-ში, საქართველოს სათანადო ორგანოს მიერ 2005 წლის 10 ივნისს გაცემული საქართველოს №...პასპორტის მფლობელი, დავდეთ აღნიშნული ხელშეკრულება და შევთანხმდით შემდეგზე:
ჩვენ გადავწყვიტეთ რომ დავშორდეთ ერთმანეთს, ურთიერთშეთანხმებული განქორწინებით. ვინაიდან აღნიშნული ქორწინებით (რომელიც შედგა 1994 წლის 03 სექტემბერს ქ.თბილისში საქართველოში, და რეგისტრირებულ იქნა ქ.თბილისში სამგორის რაიონის მმაჩ-ის ბიუროს მიერ) ჩვენ შეგვეძინა ორი შვილი: 1) ე. ბ.-ი, დაბად. ...წ. საქართველოში ქ.თბილისში, ამჟამად ის 14 წლისაა და 2) ე. ბ.-ა, დაბად. ...წ. საბერძნეთში, ამჟამად ის .. წლისაა.
ამიტომაც, კანონის შესაბამისად, დავდეთ წინამდებარე ხელშეკრულება, რომლითაც უნდა მოხდეს ჩვენი შვილების მეურვეობის და მათთან ურთიერთობის საკითხების მოგვარება, შემდეგი პუნქტების გათვალისწინებით:
1. ჩვენს შვილებზე მეურვეობის უფლება გადაეცა დედას, ანუ მხარეთა შორის მეორე პირს.
2. დედის და შვილების საცხოვრებელ ადგილად განისაზღვრა მათი დღევანდელი ადგილსამყოფელი, ანუ ერთი ბინა მდებარე ქ.სალონიკში, მისამართზე: ნ.-ს მუნიციპალიტეტი, კ.-ოს ქუჩის №.., მე-.. სართული, სრული ფართით 75 კვ.მ., რომელიც არის დაქირავებული დედის (ანუ მხარეთა შორის მეორე პირის) მიერ და სადაც ის ცხოვრობს ამჟამად ორ ბავშვთან ერთად.
3. მხარეთა შორის პირველ პირს, ანუ არასრულწლოვანი ბავშვების მამას, ეძლევა შესაძლებლობა ინახულოს ისინი სამჯერ კვირაში: ოთხშაბათ, შაბათ და კვირა დღეს, ქვემოთ ჩამოთვლილ საათებში: ოთხშაბათი - 15:00-21:00, შაბათი - 15:00-21:00, კვირა - 10:00-20:00, აღნიშნულ საათებში მამას შეუძლია გაიყვანოს ბავშვები სახლგარეთ და ასევე შეუძლია იყოს მათთან ერთად დედის სახლში. ასევე მას შეუძლია წაიყვანოს ბავშვები ღამისთევით თავის სახლში (რომელსაც ის ქირაობს და რომელიც მდებარეობს ქ.სალონიკში, მისამართზე: ნ.-ს მუნიციპალიტეტი, ა.-იოს ქუჩის №..., მე-.. სართული, სრული ფართით დაახლოებით 60 კვ.მ.) ყოველი თვის ყოველ მე-3 შაბათ დღეს და უნდა მოიყვანოს ისინი კვირა დღეს 20:00-დე. ასევე, ზაფხულის თვეებში მას შეუძლია წაიყვანოს ბავშვები 15 დღით თავის საცხოვრებელ სახლში, ანდა თან გაიყოლოს ნებისმიერ დასასვენებელ ადგილას.
4. და ორივე მშობელი იღებს თანაბარ ვალდებულებას, მათი განათლებისა და კარგი აღზრდისათვის და ბავშვების ინტერესები - მორალური, სულიერი და მატერიალური - მათი მიზანია ცხოვრებაში.
5. ყოველი პრობლემა რომელიც წარმოიქმნება ბავშვების მიმართ, უნდა მოაგვარონ მხოლოდ მათი ინტერესების გათვალისწინებით.
6. ჩვენ, მხარეთა შორის პირველი (იგულისხმება მამა), არ გაიტანს ოჯახიდან არაფერს, თავისი პირადი ნივთების გარდა. სხვა დანარჩენი ნივთი დარჩება სახლში და მოხმარდება მის შვილებს დედის ოჯახში.
7. ჩვენ, ორივე მხარე, თანახმა ვართ, რომ ბავშვებს ჰქონდეთ ორივე მხარის ბებია-ბაბუასთან და ყველა სხვა დანარჩენ ნათესავთან შეუფერხებელი ურთიერთობა. თუ აღნიშნულ შეფერხებას ექნება ადგილი, მაშინ ეს პრობლემა უნდა მოგვარდეს ტაქტიკურად და ბავშვების ინტერესების გათვალისწინებით, ორივე მხარის ნათესავების მიმართ, კარგი დამოკიდებულების, სიყვარულის და პატივისცემის გრძნობის გაღრმავებისათვის.
8. ორივე მხარე იღებს ვალდებულებას, ურთიერთშეთანხმების თანახმად, ერთობლივად გაიღოს ყველა ხარჯი, რაც შეეხება მათ კვებას, სამოსს, განათლებას და მათ დასვენებას, მხარეთა ეკონომიკური, სოციალური მდგომარეობის და ასევე ბავშვების ინტერესების გათვალისწინებით.
დ. ბ.-ას წარმომადგენელმა გ. ო.-მა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა საბერძნეთის ქ.სალონიკის პირველი ინსტანციის ერთწევრიანი სასამართლოს 2009 წლის 5 თებერვლის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა შვილების მეურვეობის/მზრუნველობისა და მათთან ურთიერთობის რეგულირებისათვის განმცხადებლების მიერ 2008 წლის 27 მაისს შედგენილი პირადი ხელშეკრულების აღიარების ნაწილში.
შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი მასალებით ირკვევა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 1 ოქტომბრის განჩინებით საბერძნეთის ქ.სალონიკის პირველი ინსტანციის ერთწევრიანი სასამართლოს 2009 წლის 5 თებერვლის გადაწყვეტილება განქორწინების ნაწილში ცნობილ იქნა საქართველოს ტერიტორიაზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 11 მაისის განჩინებით დ. ბ.-ას წარმომადგენელ გ. ო.-ის შუამდგომლობა საბერძნეთის ქ.სალონიკის პირველი ინსტანციის ერთწევრიანი სასამართლოს 2009 წლის 5 თებერვლის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ შვილების მეურვეობის/მზრუნველობისა და მათთან ურთიერთობის რეგულირებისათვის განმცხადებლების მიერ ... წლის ... მაისს შედგენილი პირადი ხელშეკრულების აღიარების ნაწილში მიღებულ იქნა წარმოებაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ დ. ბ.-ას წარმომადგენელ გ. ო.-ის შუამდგომლობა საბერძნეთის ქ.სალონიკის პირველი ინსტანციის ერთწევრიანი სასამართლოს 2009 წლის 5 თებერვლის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ შვილების მეურვეობის/მზრუნველობისა და მათთან ურთიერთობის რეგულირებისათვის განმცხადებლების მიერ ... წლის ... მაისს შედგენილი პირადი ხელშეკრულების აღიარების ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ საბერძნეთის ქ.სალონიკის პირველი ინსტანციის ერთწევრიანი სასამართლოს 2009 წლის 5 თებერვლის გადაწყვეტილებით ა. ბ.-ისა და დ. ბ.-ას ერთობლივი განცხადება დაკმაყოფილდა. ქ.თბილისში .. წლის .. სექტემბერს სამგორის რაიონის მმაჩის ბიუროს მიერ მეუღლეებს შორის რეგისტრირებული ქორწინება შეწყვეტილად გამოცხადდა. აღიარებულ იქნა შვილების მეურვეობის/მზრუნველობისა და მათთან ურთიერთობის რეგულირებისათვის განმცხადებლების მიერ ... წლის ... მაისს შედგენილი პირადი ხელშეკრულება შემდეგი შინაარსით: ქ.სალონიკში, დღეს, .. წლის .. მაისს, ჩვენ ქვემოთ ხელისმომწერნი: 1) ა. ვ. ძე ბ.-ი, დედის სახელი ე., დ. ს.ის ასულ ბ.-ას მეუღლე, მცხოვრები ქ.სალონიკში, ნ.-, ა.-ის ქ. №.., საქართველოს სათანადო ორგანოს მიერ .. წლის .. ივნისს გაცემული საქართველოს №... პასპორტის მფლობელი; 2) დ. ბ.-ა, ს. და დ. ნიკოიანების ქალიშვილი, ა. ვ. ძე ბ.-ის მეუღლე, მცხოვრები ქ.სალონიკში, კ.-ის ქ. №..-ში, საქართველოს სათანადო ორგანოს მიერ .. წლის .. ივნისს გაცემული საქართველოს №... პასპორტის მფლობელი, დავდეთ აღნიშნული ხელშეკრულება და შევთანხმდით შემდეგზე:
ჩვენ გადავწყვიტეთ რომ დავშორდეთ ერთმანეთს, ურთიერთშეთანხმებული განქორწინებით. ვინაიდან აღნიშნული ქორწინებით (რომელიც შედგა .. წლის .. სექტემბერს ქ.თბილისში საქართველოში, და რეგისტრირებულ იქნა ქ.თბილისში სამგორის რაიონის მმაჩ-ის ბიუროს მიერ) ჩვენ შეგვეძინა ორი შვილი: 1) ე. ბ.-ი, დაბად. ..წ. საქართველოში ქ.თბილისში, ამჟამად ის 14 წლისაა და 2) ე. ბ.-ა, დაბად. ..წ. საბერძნეთში, ამჟამად ის 6 წლისაა.
ამიტომაც, კანონის შესაბამისად, დავდეთ წინამდებარე ხელშეკრულება, რომლითაც უნდა მოხდეს ჩვენი შვილების მეურვეობის და მათთან ურთიერთობის საკითხების მოგვარება, შემდეგი პუნქტების გათვალისწინებით:
9. ჩვენს შვილებზე მეურვეობის უფლება გადაეცა დედას, ანუ მხარეთა შორის მეორე პირს.
10. დედის და შვილების საცხოვრებელ ადგილად განისაზღვრა მათი დღევანდელი ადგილსამყოფელი, ანუ ერთი ბინა მდებარე ქ.სალონიკში, მისამართზე: ნ.-ს მუნიციპალიტეტი, კ.-ოს ქუჩის №.., მე-.. სართული, სრული ფართით 75 კვ.მ., რომელიც არის დაქირავებული დედის (ანუ მხარეთა შორის მეორე პირის) მიერ და სადაც ის ცხოვრობს ამჟამად ორ ბავშვთან ერთად.
11. მხარეთა შორის პირველ პირს, ანუ არასრულწლოვანი ბავშვების მამას, ეძლევა შესაძლებლობა ინახულოს ისინი სამჯერ კვირაში: ოთხშაბათ, შაბათ და კვირა დღეს, ქვემოთ ჩამოთვლილ საათებში: ოთხშაბათი - 15:00-21:00, შაბათი - 15:00-21:00, კვირა - 10:00-20:00, აღნიშნულ საათებში მამას შეუძლია გაიყვანოს ბავშვები სახლგარეთ და ასევე შეუძლია იყოს მათთან ერთად დედის სახლში. ასევე მას შეუძლია წაიყვანოს ბავშვები ღამისთევით თავის სახლში (რომელსაც ის ქირაობს და რომელიც მდებარეობს ქ.სალონიკში, მისამართზე: ნ.-ს მუნიციპალიტეტი, ა.-იოს ქუჩის №.., მე-.. სართული, სრული ფართით დაახლოებით 60 კვ.მ.) ყოველი თვის ყოველ მე-3 შაბათ დღეს და უნდა მოიყვანოს ისინი კვირა დღეს 20:00-დე. ასევე, ზაფხულის თვეებში მას შეუძლია წაიყვანოს ბავშვები 15 დღით თავის საცხოვრებელ სახლში, ანდა თან გაიყოლოს ნებისმიერ დასასვენებელ ადგილას.
12. და ორივე მშობელი იღებს თანაბარ ვალდებულებას, მათი განათლებისა და კარგი აღზრდისათვის და ბავშვების ინტერესები - მორალური, სულიერი და მატერიალური - მათი მიზანია ცხოვრებაში.
13. ყოველი პრობლემა რომელიც წარმოიქმნება ბავშვების მიმართ, უნდა მოაგვარონ მხოლოდ მათი ინტერესების გათვალისწინებით.
14. ჩვენ, მხარეთა შორის პირველი (იგულისხმება მამა), არ გაიტანს ოჯახიდან არაფერს, თავისი პირადი ნივთების გარდა. სხვა დანარჩენი ნივთი დარჩება სახლში და მოხმარდება მის შვილებს დედის ოჯახში.
15. ჩვენ, ორივე მხარე, თანახმა ვართ, რომ ბავშვებს ჰქონდეთ ორივე მხარის ბებია-ბაბუასთან და ყველა სხვა დანარჩენ ნათესავთან შეუფერხებელი ურთიერთობა. თუ აღნიშნულ შეფერხებას ექნება ადგილი, მაშინ ეს პრობლემა უნდა მოგვარდეს ტაქტიკურად და ბავშვების ინტერესების გათვალისწინებით, ორივე მხარის ნათესავების მიმართ, კარგი დამოკიდებულების, სიყვარულის და პატივისცემის გრძნობის გაღრმავებისათვის.
ორივე მხარე იღებს ვალდებულებას, ურთიერთშეთანხმების თანახმად, ერთობლივად გაიღოს ყველა ხარჯი, რაც შეეხება მათ კვებას, სამოსს, განათლებას და მათ დასვენებას, მხარეთა ეკონომიკური, სოციალური მდგომარეობის და ასევე ბავშვების ინტერესების გათვალისწინებით.
დ. ბ.-ას წარმომადგენელმა გ. ო.-მა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა საბერძნეთის ქ.სალონიკის პირველი ინსტანციის ერთწევრიანი სასამართლოს 2009 წლის 5 თებერვლის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა შვილების მეურვეობის/მზრუნველობისა და მათთან ურთიერთობის რეგულირებისათვის განმცხადებლების მიერ .. წლის .. მაისს შედგენილი პირადი ხელშეკრულების აღიარების ნაწილში.
შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი მასალებით ირკვევა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 1 ოქტომბრის განჩინებით საბერძნეთის ქ.სალონიკის პირველი ინსტანციის ერთწევრიანი სასამართლოს 2009 წლის 5 თებერვლის გადაწყვეტილება განქორწინების ნაწილში ცნობილ იქნა საქართველოს ტერიტორიაზე.
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, შესაბამისად, საბერძნეთის ქ.სალონიკის პირველი ინსტანციის ერთწევრიანი სასამართლოს 2009 წლის 5 თებერვლის გადაწყვეტილება შვილების მეურვეობის/მზრუნველობისა და მათთან ურთიერთობის რეგულირებისათვის განმცხადებლების მიერ .. წლის .. მაისს შედგენილი პირადი ხელშეკრულების აღიარების ნაწილში ცნობილ უნდა იქნას საქართველოს ტერიტორიაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დ. ბ.-ას წარმომადგენელ გ. ო.-ის შუამდგომლობა საბერძნეთის ქ.სალონიკის პირველი ინსტანციის ერთწევრიანი სასამართლოს 2009 წლის 5 თებერვლის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ შვილების მეურვეობის/მზრუნველობისა და მათთან ურთიერთობის რეგულირებისათვის განმცხადებლების მიერ .. წლის .. მაისს შედგენილი პირადი ხელშეკრულების აღიარების ნაწილში დაკმაყოფილდეს.
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას საბერძნეთის ქ.სალონიკის პირველი ინსტანციის ერთწევრიანი სასამართლოს 2009 წლის 5 თებერვლის გადაწყვეტილება, რომლითაც ა. ბ.-ისა და დ. ბ.-ას ერთობლივი განცხადება დაკმაყოფილდა. აღიარებულ იქნა შვილების მეურვეობის/მზრუნველობისა და მათთან ურთიერთობის რეგულირებისათვის განმცხადებლების მიერ .. წლის .. მაისს შედგენილი პირადი ხელშეკრულება შემდეგი შინაარსით: ქ.სალონიკში, დღეს, .. წლის .. მაისს, ჩვენ ქვემოთ ხელისმომწერნი: 1) ა. ვ. ძე ბ.-ი, დედის სახელი ე., დ. ს.ის ასულ ბ.-ას მეუღლე, მცხოვრები ქ.სალონიკში, ნ.-, ა.-ის ქ. №.., საქართველოს სათანადო ორგანოს მიერ .. წლის .. ივნისს გაცემული საქართველოს №... პასპორტის მფლობელი; 2) დ. ბ.-ა, ს. და დ. ნიკოიანების ქალიშვილი, ა. ვ. ძე ბ.-ის მეუღლე, მცხოვრები ქ.სალონიკში, კ.-ის ქ. №..-ში, საქართველოს სათანადო ორგანოს მიერ .. წლის .. ივნისს გაცემული საქართველოს №.. პასპორტის მფლობელი, დავდეთ აღნიშნული ხელშეკრულება და შევთანხმდით შემდეგზე:
ჩვენ გადავწყვიტეთ რომ დავშორდეთ ერთმანეთს, ურთიერთშეთანხმებული განქორწინებით. ვინაიდან აღნიშნული ქორწინებით (რომელიც შედგა .. წლის .. სექტემბერს ქ.თბილისში საქართველოში, და რეგისტრირებულ იქნა ქ.თბილისში სამგორის რაიონის მმაჩ-ის ბიუროს მიერ) ჩვენ შეგვეძინა ორი შვილი: 1) ე. ბ.-ი, დაბად. ..წ. საქართველოში ქ.თბილისში, ამჟამად ის 14 წლისაა და 2) ე. ბ.-ა, დაბად. ..წ. საბერძნეთში, ამჟამად ის 6 წლისაა.
ამიტომაც, კანონის შესაბამისად, დავდეთ წინამდებარე ხელშეკრულება, რომლითაც უნდა მოხდეს ჩვენი შვილების მეურვეობის და მათთან ურთიერთობის საკითხების მოგვარება, შემდეგი პუნქტების გათვალისწინებით:
16. ჩვენს შვილებზე მეურვეობის უფლება გადაეცა დედას, ანუ მხარეთა შორის მეორე პირს.
17. დედის და შვილების საცხოვრებელ ადგილად განისაზღვრა მათი დღევანდელი ადგილსამყოფელი, ანუ ერთი ბინა მდებარე ქ.სალონიკში, მისამართზე: ნ.-ს მუნიციპალიტეტი, კ.-ოს ქუჩის №.., მე-.. სართული, სრული ფართით 75 კვ.მ., რომელიც არის დაქირავებული დედის (ანუ მხარეთა შორის მეორე პირის) მიერ და სადაც ის ცხოვრობს ამჟამად ორ ბავშვთან ერთად.
18. მხარეთა შორის პირველ პირს, ანუ არასრულწლოვანი ბავშვების მამას, ეძლევა შესაძლებლობა ინახულოს ისინი სამჯერ კვირაში: ოთხშაბათ, შაბათ და კვირა დღეს, ქვემოთ ჩამოთვლილ საათებში: ოთხშაბათი - 15:00-21:00, შაბათი - 15:00-21:00, კვირა - 10:00-20:00, აღნიშნულ საათებში მამას შეუძლია გაიყვანოს ბავშვები სახლგარეთ და ასევე შეუძლია იყოს მათთან ერთად დედის სახლში. ასევე მას შეუძლია წაიყვანოს ბავშვები ღამისთევით თავის სახლში (რომელსაც ის ქირაობს და რომელიც მდებარეობს ქ.სალონიკში, მისამართზე: ნ.-ს მუნიციპალიტეტი, ა.-იოს ქუჩის №.., მე-.. სართული, სრული ფართით დაახლოებით 60 კვ.მ.) ყოველი თვის ყოველ მე-3 შაბათ დღეს და უნდა მოიყვანოს ისინი კვირა დღეს 20:00-დე. ასევე, ზაფხულის თვეებში მას შეუძლია წაიყვანოს ბავშვები 15 დღით თავის საცხოვრებელ სახლში, ანდა თან გაიყოლოს ნებისმიერ დასასვენებელ ადგილას.
19. და ორივე მშობელი იღებს თანაბარ ვალდებულებას, მათი განათლებისა და კარგი აღზრდისათვის და ბავშვების ინტერესები - მორალური, სულიერი და მატერიალური - მათი მიზანია ცხოვრებაში.
20. ყოველი პრობლემა რომელიც წარმოიქმნება ბავშვების მიმართ, უნდა მოაგვარონ მხოლოდ მათი ინტერესების გათვალისწინებით.
21. ჩვენ, მხარეთა შორის პირველი (იგულისხმება მამა), არ გაიტანს ოჯახიდან არაფერს, თავისი პირადი ნივთების გარდა. სხვა დანარჩენი ნივთი დარჩება სახლში და მოხმარდება მის შვილებს დედის ოჯახში.
22. ჩვენ, ორივე მხარე, თანახმა ვართ, რომ ბავშვებს ჰქონდეთ ორივე მხარის ბებია-ბაბუასთან და ყველა სხვა დანარჩენ ნათესავთან შეუფერხებელი ურთიერთობა. თუ აღნიშნულ შეფერხებას ექნება ადგილი, მაშინ ეს პრობლემა უნდა მოგვარდეს ტაქტიკურად და ბავშვების ინტერესების გათვალისწინებით, ორივე მხარის ნათესავების მიმართ, კარგი დამოკიდებულების, სიყვარულის და პატივისცემის გრძნობის გაღრმავებისათვის.
ორივე მხარე იღებს ვალდებულებას, ურთიერთშეთანხმების თანახმად, ერთობლივად გაიღოს ყველა ხარჯი, რაც შეეხება მათ კვებას, სამოსს, განათლებას და მათ დასვენებას, მხარეთა ეკონომიკური, სოციალური მდგომარეობის და ასევე ბავშვების ინტერესების გათვალისწინებით.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ნ. ბაქაქური
ბ. ალავიძე