10 სექტემბერი, 2015 წელი
საქმე №ა-2068-შ-44-2015 ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – გ. ზ-ი
მოწინააღმდეგე მხარე –ტ. ზ-ი
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს – გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ვუპერტალის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2015 წლის 26 მარტის გადაწყვეტილება
დავის საგანი – განქორწინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ვუპერტალის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2015 წლის 26 მარტის გადაწყვეტილებით გაუქმდა 2010 წლის 18 აგვისტოს ქალაქ თბილისის მთაწმინდა-კრწანისის მმაჩის ბიუროს მიერ გ. ზ-სა და ტ. ზ-ს შორის რეგისტრირებული ქორწინება სარეგისტრაციო ნომრით ..... (მოწმობის რეგისტრაციის ნომერი ......).
გ. ზ-მა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა დასახელებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი, აპოსტილით დამოწმებული გადაწყვეტილებით დასტურდება, რომ ის განხილულია ზეპირი მოსმენით და კანონიერ ძალაში 2015 წლის 26 მარტს შევიდა. შუამდგომლობის ავტორის განმარტებით ირკვევა ისიც, რომ გადაწყვეტილება მისი მიმღები ქვეყნის ტერიტორიაზე აღსრულებულია.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 12 ივნისის განჩინებით გ. ზ-ის შუამდგომლობა წარმოებაში იქნა მიღებული.
ზემოაღნიშნული განჩინების, შუამდგომლობისა და თანდართული მასალების ასლები მოპასუხე ტ. ზ-ს გაეგზავნა 2015 წლის 5 აგვისტოს და ჩაბარდა 2015 წლის 10 აგვისტოს, თუმცა მას განჩინებით განსაზღვრულ ვადაში აღნიშნულ შუამდგომლობაზე აზრი არ გამოუთქვამს, ასევე, არ მოუთხოვია საქმის ზეპირი განხილვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ შუამდგომლობას და თანდართულ მასალებს და მივიდა დასკვნამდე, რომ გ. ზ-ის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ვუპერტალის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2015 წლის 26 მარტის გადაწყვეტილება ცნობილ იქნას საქართველოს ტერიტორიაზე შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ვუპერტალის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2015 წლის 26 მარტის გადაწყვეტილებით გაუქმდა 2010 წლის 18 აგვისტოს ქალაქ თბილისის მთაწმინდა-კრწანისის მმაჩის ბიუროს მიერ გ. ზ-სა და ტ. ზ-ს შორის რეგისტრირებული ქორწინება სარეგისტრაციო ნომრით ... (მოწმობის რეგისტრაციის ნომერი .....).
შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი, აპოსტილით დამოწმებული გადაწყვეტილებით დასტურდება, რომ ის განხილულია ზეპირი მოსმენით და კანონიერ ძალაში 2015 წლის 26 მარტს შევიდა. შუამდგომლობის ავტორის განმარტებით ირკვევა ისიც, რომ გადაწყვეტილება მისი მიმღები ქვეყნის ტერიტორიაზე აღსრულებულია.
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია ამავე მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით.
სამოქალაქო საქმეთა პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ დგინდება კანონის აღნიშნული დანაწესით გათვალისწინებული დამაბრკოლებელი გარემოებების არსებობა. შესაბამისად, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ვუპერტალის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2015 წლის 26 მარტის გადაწყვეტილება ცნობილ უნდა იქნას საქართველოს ტერიტორიაზე.
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ კანონის 69-ე მუხლის მიხედვით, განქორწინების საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობის შესახებ სავალდებულოა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე და 69-ე მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. გ. ზ-ის შუამდგომლობა საქართველოს ტერიტორიაზე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ვუპერტალის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2015 წლის 26 მარტის გადაწყვეტილების ცნობის თაობაზე დაკმაყოფილდეს;
2. ცნობილ იქნას საქართველოს ტერიტორიაზე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ვუპერტალის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2015 წლის 26 მარტის გადაწყვეტილება, რომლითაც გაუქმდა 2010 წლის 18 აგვისტოს ქალაქ თბილისის მთაწმინდა-კრწანისის მმაჩის ბიუროს მიერ გ. ზ-სა და ტ. ზ-ს შორის რეგისტრირებული ქორწინება სარეგისტრაციო ნომრით ... (მოწმობის რეგისტრაციის ნომერი .....).;
3. უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე