Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე № ა -2661-შ-56-2015 24 სექტემბერი, 2015 წელი,

ა-2661-შ-56-2015 ფ-ი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის შემადგენლობა:

თავმჯდომარე: მზია თოდუა

მოსამართლეები: ეკატერინე გასიტაშვილი (მომხსენებელი)

პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ნ. ფ-ი

მოწინააღმდეგე მხარე – ვ. ჰ. ს. ა-ს

დავის საგანი - განქორწინება

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასაც მოითხოვს მხარე – გერმანიის ფრაიბურგის ბრაისგაუშის ქვედა ინსტანციის სასამართლოს 2015 წლის 03 მარტის გადაწყვეტილება 39F 195/15

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. გერმანიის ფრაიბურგის ბრაისგაუშის ქვედა ინსტანციის სასამართლოს 2015 წლის 03 მარტის 39F 195/15 გადაწყვეტილებით 2015 წლის 15 თებერვალს ფრაიბურგის მმაჩის ბიუროს თანამშრომლის წინაშე შეწყდა ქორწინება (ქორწინების რეგისტრაციის N50/2014). ნ. ს-ს (ქალიშვილობის გვარი ფ-ი) და ვ. ჰ. ს. ა-ს შორის ამავე გადაწყვეტილებით, მხარეებს შორის წილების გათანაბრება არ მომხდარა, მათ შორის თანაბრად გადანაწილდა საპროცესო ხარჯები.

2. ნ. ფ-მა 2015 წლის 13 ივლისს შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ამ განჩინების პირველ პუნქტში დასახელებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

3. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი აპოსტილით დამოწმებული გადაწყვეტილებისა და თანდართული დოკუმენტებით დასტურდება, რომ ამ განჩინების პირველ პუნქტში მითითებული გადაწყვეტილების მიღებისას, მხარეებს სასამართლოში წარმოადგენდნენ ადვოკატები, ასევე, გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2015 წლის 03 მარტიდან.

4. შუამდგომლობის ავტორის განმარტებით, ამ განჩინების პირველ პუნქტში მითითებული გადაწყვეტილება აღსრულებულია გერმანიაში კანონის შესაბამისად.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2015 წლის 23 ივლისის განჩინებით ნ. ფ-ის შუამდგომლობა გერმანიის ფრაიბურგის ბრაისგაუშის ქვედა ინსტანციის სასამართლოს 2015 წლის 03 მარტის 39F 195/15 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ განსახილველად მიიღო.

6. ამ განჩინების მე-2 პუნქტში მითითებული შუამდგომლობა თანდართული მასალებით 2015 წლის 04 სექტემბერს განმეორებით გაეგზავნა მოწინააღმდეგე მხარეს - ვ. ჰ. ს. ა-ს, რომელსაც გზავნილი ჩაბარდა ამავე წლის 09 სექტემბერს (იხ. შესაბამისი აქტი საქმის მასალებში).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

7. საკასაციო სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ შუამდგომლობას, თანდართულ მასალებს და მიაჩნია, რომ ნ. ფ-ის შუამდგომლობა გერმანიის ფრაიბურგის ბრაისგაუშის ქვედა ინსტანციის სასამართლოს 2015 წლის 03 მარტის 39F 195/15 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

8. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება, რომ ფრაიბურგის ბრაისგაუშის ქვედა ინსტანციის სასამართლოში მხარეებს წარმოადგენდნენ ადვოკატები; გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში 2015 წლის 03 მარტს (იხ. ამ განჩინების მე-3 პუნქტი).

9. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი და მე-5 პუნქტების შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, ხოლო უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.

10. ამ განჩინების მე-9 პუნქტში მითითებული ნორმის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით, კანონმდებელმა განსაზღვრა ის წინაპირობები, რომელთა არსებობის შემთხვევაში, უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ასეთი დამაბრკოლებელი გარემოებები საქმის მასალების მიხედვით არ არის წარმოდგენილი და არც შუამდგომლობაში მითითებულ მოწინააღმდეგე მხარეს - ვ. ჰ. ს. ა-ს წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება ან მოსაზრება უზენაესი სასამართლოს მიერ გაგზავნილი განჩინებისა და თანდართული მასალების მიღების შემდეგ (იხ. ამ განჩინების მე-6 პუნქტი).

11. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 69-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობის შესახებ სავალდებულოა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე, 69-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ. ფ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.

2. ცნობილი იქნეს საქართველოს ტერიტორიაზე გერმანიის ფრაიბურგის ბრაისგაუშის ქვედა ინსტანციის სასამართლოს 2015 წლის 03 მარტის 39F 195/15 გადაწყვეტილება, რომლითაც შეწყდა ნ. ფ-სა და ვ. ჰ. ს. ა-ს შორის რეგისტრირებული ქორწინება.

3. განჩინების ასლი გაეგზავნოთ მხარეებს.

4. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ.თოდუა

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

პ. ქათამაძე